ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2020


COVID-19

როცა წელთაღრიცხვა რიცხვებით გაოცდა (2020),
მსოფლიოს მოუწყვეს პატარა გამოცდა...

და სანამ მსოფლიომ "კორონა" ამოხსნა,
მანამ მას ვირუსმა ნიღაბი ჩამოხსნა...

გამოჩნდენ მშიშრები, შფოთები, ხამები,
მედიით მართული დედები, მამები...

და "სამაგალითო მოქალაქეები"
აღმოჩნდნენ ტყუილი "მე"- ქალაქეები

ნიღაბის ჩამოხსნას თან სდევდა პანიკა,
ახალი ნიღბები მოგვეცით, არიქა...

და იმის გამო, რომ სხვისთვის არ გაეყო,
ისმოდა: "სულ მომე", "არ მეყო", "არ მეყო"...

ოჯახის ნივთები, წამლები, სურსათი, -
ყველგან დაიხატა იგივე სურათი.

ვირუსის დაშვება ღმერთს არ აპატიეს,
გააერთჯერადეს, კოვზში ჩაატიეს.

ამაზე "კორონა" თვითონვე გაოცდა,
თავი დაგვანება, წავიდა, გაცოცდა...

P.S. კვლავ ვერ ჩააბარა მსოფლიომ გამოცდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები