ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2020


გული სიზმარში ხედავს

რა მენატრება? - ბავშვობა,
ვინ მენატრება? - დედა,
ბედნიერი დრო დამშორდა,
მშობელს სიზმარში ვხედავ.

მხიბლავდა მთვარის ანცობა,
წლები მიმატებს სევდას,
ვინც დამილოცა კაცობა,
გული სიზმარში ხედავს.

სანამდე დამიწდება,
სანამდე მკერდქვეშ მიცემს,
ვინც მიყვარს, დავიწყებას
მე არასოდეს მივცემ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები