ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2020


დ უ მ ი ლ ი ზოგჯერ თავად საუბრობს

ჩვეულებრივი დღე და ამინდი
დგას და დუმილი მიძნელებს ყოფნას,
ჩემი ნაწილი მგონიხარ მაინც,
თუმც, ყველგან სხვაგვარ იმედსა მგვრიდი.

ვერ წარმოიდგენ, აფრენილ ფუტკრის
მართვეს მაგონებს ნისლივით ბინდი, 
ფიქრები წარსულს რომ გაშორდება,
ტყდება ნარჩენი აქ ბეწვის ხიდის.

გზაგზა ვხვდები რომ, სულ სხვა ყოფილა,
ცხოვრება უნდო და თანაც ფლიდი,
დიახ სწორედაც, ის ვერ ამართლებს
რომ აღმერთებდი, იმედად სთვლიდი.

გულს მაინც ისევ ბინდი შეაკრთობს
ჩატეხილია როდესაც ხიდი,
რადგან შენ არ ხარ ისეთი ისევ
უხამსობის წინ ქედს რომ არ  ხრიდი.

მაგრამ მარტი დგას შენი სამოსით,
ჩემს წინ და ღიმილს მაინც შენ მგვრიდი,
ეს სინამდვილე აღარ მაკვირვებს
დრო ჩავლილია არც ისე დიდი.

შუახნის მარტი უიმედოდ ჩანს
და ძალმომრეობს ჯერ ისევ ბინდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები