ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი გაბაიძე
ჟანრი: თარგმანი
16 მარტი, 2020


* * * "На самом деле мне нравилась только ты"

На самом деле мне нравилась только ты,
мой идеал и мое мерило.
Во всех моих женщинах были твои черты,
и это с ними меня мирило.
Пока ты там, покорна своим страстям,
летаешь между Орсе и Прадо, -
я, можно сказать, собрал тебя по частям.
Звучит ужасно, но это правда.
Одна курноса, другая с родинкой на спине,
третья умеет все принимать как данность.
Одна не чает души в себе, другая - во мне
(вместе больше не попадалось).
Одна, как ты, со лба отдувает прядь,
другая вечно ключи теряет,
а что я ни разу не мог в одно все это собрать -
так Бог ошибок не повторяет.
И даже твоя душа, до которой ты
допустила меня раза три через все препоны, -
осталась тут, воплотившись во все живые цветы
и все неисправные телефоны.
А ты боялась, что я тут буду скучать,
подачки сам себе предлагая.
А ливни, а цены, а эти шахиды, а роспечать?
Бог с тобой, ты со мной, моя дорогая.

Дмитрий Быков

* * *
სინამდვილეში კი მიყვარდი მხოლოდ შენ,
ქალის იდეალად, საზომად გთვლიდი და,
შენეულ მანერებს ვეძებდი ყველაში,
მათთან შეგუება სულაც არ მიჭირდა.

სანამ შენ მანდ ხარ და ვნებებს ეწირები,
ფარფატებ და ტკბები პრადოთი, ორსეთი,
ასე ვთქვათ გაგროვებ ნაწილ-ნაწილებად,
ჟღერს უსიამოვნოდ.. შეგრძნება - კორსეტის.

ცხვირაწკენტილები, ხალებით ზურგზე და,
ყველაფერს კუთვნილად რომ თვლიან თვითონვე,
ჩემსას აღარ ვნაღვლობ, საკუთარს ვერ ხედავს
სულსა და ორივე ერთში ვერ ვიპოვე.

შენსავით სიბრაზეს ვერ მალავს პირველი,
გასაღებს მუდამ ვერ პოულობს მეორე,
თუკი მე შეკრება ვერასდროს შევძელი,
ღმერთი ჩემ შეცდომას არ გაიმეორებს.

სულ რაღაც სამჯერ რომ მიმიშვი შენ სულთან,
ამდენმა ბრძოლებმა მეომრად მაქცია,
სახსოვრად მიტოვებ ყვავილთა ინსულტს და,
შენი ტელეფონის მცდარ კომბინაციას.

შენ შიშობ, მოვიწყენ რადგან აქ დაბინდდა,
შემცვლელად საკუთარ ვარიანტს მთავაზობ,
თავსხმები, ფასები, მოწამე შაჰიდთა?..
ღმერთია შენთან და შენ ჩემთნ ლამაზო.
.......
14.03.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები