ნაწარმოებები



ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
17 მარტი, 2020


თავი 21 ყვავილების თოვა

თავი 21
ყვავილების თოვა
  შეშლილი კაცის სახიდან მხოლოდ სიძულვილი, იმედგაცრუება ამოვიკითხე. მართალია ჩემს გონებაში ზურას შესახებ არაფერი იყო, თუმცა დეტექტევის მონათხრობს თუ დავუჯერებთ ეს არის კაცი, რომელმაც საყვარელი ქალი დევიდს წაართვა და ახლა მის წინაშე ხედავს მკვდრეთით ამდგარ ადამიანს. განცვიფრებასთან ერთად სახეზე ბედნიერი ღიმილიც დასთამაშებდა. ვუყურებდი და ზუსტად ვიცოდი, რომ თავის დაძრომა მსგავსი სიტყვებით მომიწევდა: ,,გამატარეთ, ვიღაცაში გეშლებით. არა, მე არ ვარ ის ვინც თქვენ გგონიათ“. მოგვიანებით სახელი მკითხა მეც არ დავფიქრებულვარ და ვუთხარი ,,დევიდ“. ამან კაცი სულ ჭკუიდან გადაიყვანა, სანაყინეში კონსუნტანტს მიუხლოვდა და ეუბნება. ,,თქვენც გაიგეთ? მისი სახელი დევიდია. ის, კიდევ მიმტკიცებს, რომ ვიღაცაში მეშლება“. სანამ კიდევ სხვა რამეს მოვიფიქრებდი ვხედავ გვანცას  პიჟამაში გამოწყობილი, როგორ შემოდის მაღაზიაში და ხმამაღალი ტონით კითხულონს: აბა კენჭერო?  ვცდილობ თავი შევიკავო გვანცას გაწეწილ თმაზე და კვლავ შოკოლადით გასვრილ ბიჟამაზა. თავს ქვემოდ ვხრი და ემოციებს ყელში ვიგროვებ. პირველად ვნახე ქალი, სწრაფი რეაგირებით და კარგი მსახიობური ნიჭით. ის ცდილობდა ერთდროულად ცნობისმოყვარე ქალის და მზრუნვე ცოლის როლი შეესრულებინა. მე როგორს კი თავი ზემოთ ავწიე ჩავხედე თვალებს, რომეიც ზღვასავით უძირო, გაზაფხულის თოვლივით ბედნიერი და სიყვარულისთვის მიუწდომელი იყო. ჩემი სხეული შინაგანად მთხოვდა მასთან ჩახუტებას, ალერს. გულმა გამალებით ფეთქვა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გვანცა მიახლოვდება და ცნობისმოყვარე როლის შესრულებას აგრძელებს. ის ჯერ ჩემს წვერს აკვირდებოდა და  შემდეგ თვალი თავზე ჩამოფზატებულს სტაფილოსფერ ქუდს გაუსწორა. მანიშნა, რომ ქუდი თავიდან მომეხადა. ერთი თვალით ჯერ ზურას გავხედე და ხელით ვანიშნე, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. ,, მოიცადეთ, ამას მე გავაკეთებ!“ ზურა ზურგიდან მიახლოვდება, სკამზე დგება და თავიდან ქუდს მხდის. ეს ყველაფერი იქამდე იყო სახალისო სანამ ჩემს დამწვარ კანს არ შეამჩნევდნენ. ხალხის რეაქციამ კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა ჩემზე. ,, აღარ გაჩერდებით! არ ვიცი ვინ ხართ, არ ვიცი ვის ეძებთ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ თქვენ ჩემთვის არავინ ხართ. ის, სპეკტაკლი რაც ახლა თქვენ დადგით სამარცხვინოა. თქვენ ალბათ ცოლ-ქმარი ხო? ვაჟკაც! ეს ქალი თუ მართლა თქვენი ცოლია გარეთ ასეთი ჩაცმული გამოსვლის უფლებას, როგორ აძლევთ? მითუმეტეს თუ ის ბავშვს ელოდება“... მივხვდი ის, რაც ბოლოს ვთქვი ზედმეტი იყო. ,,შენ საიდან იცი, რომ ჩემი ცოლი ბავშვს ელოდება?“ ძალიან ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი და ვთქვი: ,,მაგას სანაყინეში შემოსვლის თანავე მივხვდი. ადამიანებს ყველაფერი ესმით, ყველაფერს ხედავენ. თუ დასჭირდათ ამას საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოიყენებენ“...
  იმ დღეს სახლში მომიწია ყოფნა. ყველანაირად ვეცადე თავისუფალი დრო ჯერ ბაღში და შემდეგ წიგნის კითხვაში გამეტარებინა. იქამდე ვიარე გაყავებული ხეების წრეში , სანამ ყვავილების თოვა არ დაიწყო. ჩემში ერთდროულად ბევრმა ემოციამ გაიღვიძა. ვგრძნობდი სიხარულს, ბედნიერებას მწუხარებას. ვწუხდი, რო არ შემეძლო მეფიქრა წარსულზე. ჩემს წარსულზე, რომელიც ჩემივე სხეულში დავმარხე. ხშირად დავხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგენდი უდარდელ ბავშვობას, თუმცა შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ის ბავშვობა ჩემი არ იყო. ვნატრობ იქნებ სიზმრად მაინც ვნახო მშობლების სახე. ფსიქოლოგი მართალია ჩემს თავს მე თვითონ არ ვაძლევ ამის უფლებას. ყვავილების თოვლთან ერთად ვხედავ ჩემს გვერდით მაგიდაზე, ერთმანეთზე დაწყობილ წერილებს, რომელიც ჩემი წარსულია. მინდა შევეხო, ერთი მაინც წავიკითხო, მაგრამ ვერ ვბედავ. თითქოს ასე თავს უფრო კარგად ვგრძნობ. იქნებოდა ალბათ შუადღის 2_საათი და მდივანი უნივერსიტეტიდან მირეკავს. ,,უფროსო ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ“. კარგის მოლოდინი მაინც არ მქონდა. სწრაფარ თავი მოვიწესრიგე. საათების განყოფილებიდან შავი სამაჯურით კლასიკური საათი შევარჩიე. ბოლოს ღია ფერის ჯინსზე შევაჩერე არჩევანი. დიდ ხანს ვუტრიალე კლასიკურ ფეხსაცმელებს, მაგრამ ბოლოს მაინც თეთრი კეტი ჩავიცვი. ნაცრისფერი მაისურს კიდევ უფრო მოუხდა შავი კლასიკური მოსაცმელი.  თავზე კვლავ შავი ქუდი ჩამოვიფხატე. გასვლამდე კიდევ ერთხელ ავათვარიელე საკუთარი თავი თავიდან ბოლომე. ,,მოიცადეთ იმან როგორ თქვა? კენწერო დაბრუნდა!“... რას არ უნდა ნაკლი გქონდეს, რაც არ უნდა დიდი ტკივილის მატარებელი იყო. სარკის წინ, როდესაც დადგები პირველ რიგში შეაქე საკუთარი თავი. ხშირად უმეორე, რომ განსაკუთრებულიხარ, რომ ამასაც გადალახავ და მჯერა შენთვისაც აუცილებლად  გამოვა მზე.  სახლიდან გასულს ტელეფონის აღება დამავიწყდე. როგორც კი ტელეფონს ხელი მოვკიდე გვანცას შეტყობინება მესინჯერში დამხვდა. ეს რა არის ახალი გვერდი შექმნა? ნიკით ძლივს ვიცანი ,,შოკოლადის ჭიები“. ეს ყველაფერი კი ნამდვილად იყო სასაცილო, მაგრამ ის რაც შეტყობინებაში ეწერა არა. ,,ფთხილად იყავი, იაკობს და მის ხალხს შენზე ომი აქვთ გამოცხადებული“.
**
  აუდიტორიის კარები როგორც კი შევაღე ვხედავ კედლებს, რომელიც ჩემი სურათებითაა აჭრელებული. ვუახლოვდები თითოულ მათგანს და ვგრძნობ, რომ შინაგანად ისევ ვიწვი. ისე ვიწვი ალბათ, როგორც იმ დღეს, როდესაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დამხმარეს ვთხოვე იქამდე გაექროთ ეს ყველაფერი სანამ ბავშვები ნახავდნენ, თუმცა მეუბნებიან რომ უკვე გვიანია. შევდივარ სოციალურ ქცელში და ვხედავ გავრცელებულ ვიდეობს, სადაც მთვრალი ჩემს მოწინააღმდეგეს სახელს და გვარს ვასახელებ. იქვე მივუთითებს, რომ მისი მოკვლა მინდა და ანგარიში არ გაგვისწორებია. ალბათ ცხოვრებაში საუკეთესო მეგობრისგან იმედგაცრუება არასდროს მიგვრძვნია, მაგრამ ეს იყო რაღაც ძალიან ამაზრზენი. იაკობმა უკვე ყველა ტელევიზიას მიაწოდა ინფორმაცია. კაცი რომელიც კეთილსინდისიერ საქმის სათავეში ედგა ცოცხალია. დაბრუნდა და იმ ადამიანებს უსწორებს ანგარიშს, ვინც მისთვის ძვირფასი იყო. დაბრუნდა და შურისძიება წყულვილად აქცია. იაკობი ხალხს მოუწოდებს, რომ ის ადამიანი მანიაკია და როგორს კი ქუჩაში ნახავთ პოლიციას გადაეცით.  ძალაგამოცლილი აუდტორიას ვტოვებ, გამოვდივარ და გარშემო უამრავი ჟურნალისტი მესხმის თავს. ჩემი მძღოლი ცდილობს იქაურობას, რაც შეიძლება მალე გავეცალოთ. ,,რასაც დათესავ იმას მოიმკი“. ეს ანდაზა გამახსენდა თუ არა საკუთარი თავის დადანაშაულება დავიწყე. თვალებს ვხუჭავ და მახსენდება პირველი დღეები, როდესაც მე და იაკობი ბაღს ერთად ვუვლიდით. მახსენდება მისი სიტყვები, როდესაც ამბობდა: ,,ნამდვილი მეგობრები არჩევანში არასდროს ცდებიან. მან თუ აგირჩია შენ, მიეცი თავს უფლება და ბოლომდე მიენდე მას“. დიდი დრო არ დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ მეხსიერება ყოველ მიყენებულ ტკივილის შემდეგ მიბრუნდებოდა. რამოდენიმე დღე სანამ ჩემი ხალხი ჩემზე არასასიამოვნო ფაქტებს აქრობდნენ სახლში მომიწია ყოფნა.
**
_ შენ იცოდი არა, რომ დევიდი ცოცხალი იყო?
_ არა, ზურა საიდან მოიტანე მე არაფერი ვიცოდი.
_ აბა ძალიან ჩვეულებრივი რეაქცია რატომ გქონდა, როცა გაიგე რომ ცოცხალი იყო?
_ რა უნდა გამეკეთებინა არ მესმის. ზურა ის წარსულია... ახლა მე ოჯახი მყავს. მალე შვილს გაგიჩენ რადროს მასზე საუბარია.
_ არ ვიცი ძალიან უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. ან თუ ცოცხალი იყო აქამდე რატომ არ გამოჩნდა?
_ არ ვიცი ზურა და ძალიან გთხოვ  ახლა მასზე ნუ ვისაუბრებთ.
**
  ძნელია აკონტროლო თავი, როდესაც მასზე მონატრება გახრჩობს. როცა მის ჩახუტება, ზრუნვა გჭირდება. ძნელია მოატყუო საკუთარი თავი მაშინ როცა შენს წინ არის  მამაკაცი, რომელიც არ გიყვარს. კი ვიცოდი! ვიცოდი, რომ დევიდი ცოცხალი იყო. გავიგე თუ არა მისი სხეული შევიგრძენი ისე, როგორც არასდროს. დავივიწყე საკუთარი თავმოყვარეობა და მასთან შესახვედრად წავედი. ვიცოდი ამ ყველაფერს რა შეიძლებოდა მოყოლოდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც წავედი. თვალებში ჩავხედე თუ არა ვიცოდი, რომ იქ იყო ჩემი ადგილი. ხვალიდან შეიძლებოდა ამას ჩემი ცხოვრება დაენგრია, მაგრამ მე მაინც მისი თვალების ცქერა ავირჩიე. ვიცოდი ქმრის წინაშე ადრეთუგვიან თავის მართლება მომიწევდა, მაგრამ მაინც წავედი. ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება სინდისი შემაწუცებდა, მაგრამ მე მაინც დაჟინებით შევიგრძნობდი მის თბილს და მზრუნველ მკლავებს. თუნდაც ეს მასთან უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო მე მაინც დაჟინებით ვაგრძელებდი მასზე ზრუნვას.
**
_ კარგია შეხვედრაზე რო დამთანხმდი. არის რამე სიახლე ნინიას შესახებ?
_ დიახ, ის ახლა ჩემთან სახლშია და მშვიდად ფილმებს უყურებს.
_ ეჭვის არ მეპარებოდა, რომ შენ ამას შეძლებდი.
_ ეს გამოცდილება ქმართან რვა წლიან იძულებით თანაცხოვრებამ შემძინა.
_ ხანძრის შემდეგ თავს როგორ გრძნობ? კოშმარები კიდევ გესიზმრება?
_ ქალბატონო თქვენი წყალობით დღეს კარგად ვარ. დევიდი როგორ არის? მეხსიერება დაუბრუნდა?
_ ყველაფერს დრო სჭირდება.
_ დღემდე თავიდან ვერ ვიგდებ იმ საშინელ დღეს. თქვენ, რომ არა დღეს ჩემი დეიდაშვილი ცოცხალი არ იქნებოდა...
**
  ქალბატონი სახლში დაბრუნებულს ძალიან უცნაური მეჩვენა, როგორც წესი ჯერ ჩემს  კაბინეტში შემოდიოდა და გასული კვირის საქმეებს ერთად განვიხილავდით. ახლა კი მოსვლის თანავე თავის ოთახში ჩაიკეტა. კი ვიფიქრე იქნებ ავსულიყავი და მიზეზი მეკითხა, მაგრამ შემდეგ თავი შევიკავე.  ქალია რავიცი იქნებ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა ურჩევნია. ის ღამე ოთახიდან საერთოდ არ გამოსულა. დილით სასაუზმოდ ჩამოვიდა თუ არა ვეკითხები: _ როგორ ჩაიარა მოგზაურობამ? მან კი თბილ ღიმილთან ერთად მიპასუხა: _ ნუ იღელვებ შვილო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არ ვიცი ეს პასუხი უნდა გამხარებოდა თუ პირიქით. ვგრძნობდი რომ ქალი რაღაცას მალავს. ვიფიქრე ეჭვების გასაქრობად კიდევ ერთხელ შევხვდე დეტექტივს და მოვიკითხო მასზე რამე. არადა ეს არის ქალი, რომელმაც ჩემი თავი სიკვდილისგან იხსნა და საკუთარ სახლში შემიფარა. რა უფლება მაქვს მის წარსული ამოვქექო. თუ მას არ აქვს სურვილი რამე მომიყვეს მე რა უფლება მაქვს. ,,იქნებ მე მეხება და ასეთ განწყობით იმიტომ დაბრუნდა სახლში“. საინტერესოა რა მოხდა ისეთი იმ ქალაქში სადაც ისვენებდა.
**
_ ნინია ადექი, შენთან სტუმარია.
_ ვინ არის?
_ შენთვის არანაირი მნიშვნელობა ექნება მე ვინ ვარ, როცა გაიგებ რომ აქ შენ ძმაზე სალაპარაკოდ ვარ მოსული.
_ თეონა ვინ არის ეს ქალი? რამდენჯერ გაგაფთხილე უცხო ხალხი სახლში არ შემოუშვათქო!
_ ყვირილით შეიძლება სხვა შეაშინო, მაგრამ მე ვერ შემაშინებ.
_ რა გინდათ ჩემგან?
_ ძალიან დიდი დრო დამჭირდა შენ მეპოვე და იცი რატომ? მინდოდა თვალებში ჩამეხედა ადამიანისთვის ვინც საკუთარი ძმა ცეცხლის ალისთვის გაიმეტა. ძალიან დიდი იმედი მქონდა ვნახავდი კეთილ გამოხედვას, მაგრამ ვხედავ სულიც დამძიმებული გაქვს.
_ მოკეტეთ! ჩემ ძმამ თვითონ აირჩია ეგ გზა. მან მშობლები მოკლა და ამისთვის სათანადოდ უნდა დასჯილიყო.
_ მერე შენ ვინ ხარ? მამა ზეციერი?! ერთ ადამიანს არ აქვს უფლება მეორეს სიცოცხე მიუსწრაფოს.  ამ სამყაროში თუ ვინმე კვდება ისიც თავისი ნებით უნდა კვდებოდეს. ამ ყველაფრიდან კი ერთი დასკვნა გამომაქვს შენ საკუთარ თავს არ გავხარ. შენ უბრალოდ მანიაკი ხარ.
_ აქედან წადით თორე თავს მოვიკლავ.
_ მერე მიდი, რას უცდი?!  ფანჯარა გამოაღე და გადახტი, მაგრამ ვიცი ამას ვერ შეძლებ. საკუთარ თავის არ გჯერა და ძმას როგორ დაუჯერებდი. შენ იცი ბოროტი და კეთილი ადამიანი ერთმანეთისგან რისგან განსხვავდება? კეთილი სიკეთეს აკეთებს და ამით ამაყობს.  შეიძლება ძალიან ბევრი ილაპარაკოს თავის ჩანილ გმირობებზე. აი ბოროტი ადამიანი კი იქამდე ჩადის დანაშაულს სანამ თვითონ არ დაიწვება. ცოცხალი ადამიანის ცეცხლში ჩაგდება კი ჩემზე კარგად იცი როგორია.
_ არ მომეკაროთ თორე გადავხტები!
_ მოიცადე მთავარი არ მითქვამს შენთვის. შენი ძმა ცოცხალია! რაიყო თავის მოკვლა ხო არ გადაიფიქრე?
_ შეუძლებელია  ცეცხლიდან თავს ვერ დააღწევდა, თანაც ის დაჭრილი იყო.
_ ახლა მიხვდი კეთილი და ბოროტი ადამიანი ერთმანეთისგან რითი განსხვავდება? კეთილმა ადამიანმა თავი ცეცხლს დააღწია. შენ კი ცოცხლად იქამდე დაიწვები სანამ თავის მოკვლის გამბედაობა არ გექნება.
**
  ქალმა საუზმის დასრულებისთანავე მითხრა, რომ ქალაქში მოულოდნელი შეხვედრა გაიმართა და ამ ყველაფერმა მასზე ცუდად იმოქმედა. კომპანიაში წასვლამდე დრო კიდევ მქონდა დარჩენილი. თვალი სოციალულ ქსელს კიდევ ერთხელ გადავავლე. ვხედავ, რომ ყველანაირი ინფორმაციები ჩემს შესახებ გაქრა. ,,ესეც ასე! დღე კარგად დაწიყო“. თავს წამოვიძახე და მანქანისკენ გავემართე.  სანამ მანქანას დავქოქავდი შორიახლოდან მესმის ვიღაც ჩემს სახელს ხმადამლა ამბობს. ,,დევიდ, დევიდ დევიდი მეთქი!“ ახლა უკვე გაბრაზებული გვანცა აყვავებული ხის ქვეშ დგა და ხელით მასთან მიახლოვებას მანიშნებდა. ჯერ ორივე თვალით ირგვლივ მიმოვიხედე და შემგენ გვანცასკენ გავწიე. სანამ აქეთ-იქით ყურებაში ვიყავი გართული მესმის საშინელი კივილის ხმა მივბრუნდი და რას ვხედავ გვანცა წაქცეულია და სახიდან ტალახს იწმენდს.
_ არა, მოიცადე მასე ნუ აკეთებ.
_ დევიდ საკმარისია შეწყვიტე სიცილი.
_ არ შემიძლია. შენ უბრალოდ ძალიან სასაცილო ხარ.
_ სიცილს გირჩევნია წამოყენებაში დამეხმარე.
_ კარგი გვანცა საკმარისია! ნუ ფართხალებ, ასე მეც წამაქცევ.
_ აუ მაპატიე! მართლა  არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
_ კარგი რა გვანცა დღეს თათბირი და ორი ლექცია მაქვს ჩასატარებელი. ასე როგორ წავიდე.
_ მოიცადე, ახლავე გამოვასწორებ ყველაფერს.
_ არ გინდა გვანცა! ეგ სარწყავი კრანია.
_ რატომ?
_ გვანცა საკმარისია! შეეშვი მაგას.
_ მოიცაცადე ცოტაც და იმ ქალის ხელებს შენი სხეულიდან ჩამოვრეცხევ.
_ დევიდ რა ხდება, მანდ ვინმე არის?
_ ჩემი ცოლია! გვანცა მიდი დაიმალე.
_ არა გამატარე უნდა გავიცნო.
_ გვანცა უკვე ძალიან მაბრაზებ!
_ კარგი ხო. ისეთი არაფერი არ დამიშავებია.
_ ძვირფასო  წავედით, მე უკვე მზად ვარ.
_ ახლა მე ამას ვაჩვენებ ძვირფასოს!
_ გვანცა გაჩუმდი!
_ მიუხედავად ყველაფრისა რა თბილი ხელები გაქვს.
_ ღმერთო მიპასუხე: ეს ქალი თუ დევიდს აგიჟებდა ცეცხლში რატომ აღმოჩნდა და არა საგიჟეთში?
**
_ ღმერთო ჩემო ეს რადღეში ხარ?
_ პატარა გაუგებრობა მოხდა. თქვენ წადით კომპანიაში მეც მოვწესრიგდები და ნახევარ საათში გამოვალ.
_ თუ გინდა ნუ მოხვალ დღეს მე ჩავატარებ თათბირს. მოწესრიგდი  პირდაპირ ლექციაზე წადი.  ბავშვები შენ ლექციებს ითხოვენ უკვე.
_ კარგით მაშინ საღამოს შევხვდებით.
  გვანცა ჯერ კარგა ხანს სველი ხეების მიღმა გავაჩერე. ვიფიქრე კიდევ ცოტახანს ვაწვალებდი, მაგრამ სველი იყო და შემეცოდა. როცა გვანცას მივუახლოვდი ჩაკეცილი იყო და გაწუწული კატის მსგავსად კანკალებდა. ხელი მოვკიდე თუ არა მენდო და ფეხზე წამოდგა. არ მინდოდა ჩემს მძღოს და მზარეულს ასეთ მდგომარეობაში ქალთან ერთად დავენახე და ამიტომ სახლის უკანა კარიდან შევედი. გვანცას სტუმრის ოთახში შევიყვანე და ვუთხარი, რომ აქ მოწესრიგებას შეძლებდა. მე ჯერ ჩემს ოთახში ავედი ტანსაცმელი ჩამოვიტანე. იქიდან ჩამოსულს კი გვანცა უკვე აბანოში დამხვდა. ტანსაცმლის გახდა ოთახის კარიდან დაუწყია. ,,ღმერთო მომეცი გამბედაობა, რომ ეს ქალი არ შემიყვარდეს“. ხელით სათითაოდ მის ტანსაცმელს ვკრეფ და გასარეცხად ვყრი. ვგრძნობ სხეული მიხურს. მინდა მივუახლოვდე, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ჩემი არ არის და უფლება არ მაქვს შევეხო. რამდენჯერაც აბანოს კარს მივუახლოვდი იმდენჯერ უკან დავიხიე. გვანცა აბანოდან ხალათით გამოდის და კითხულობს: _ ახლა რა უნდა ჩავიცვა?  ხელში ვაწვდი ჩემს ორჯერ დიდი სპორტულს  და ჟაკეტს. მადლობა არც უთქვია  და ეგრვე  ჩაცმა დაიწყო.
_ არა შანსი არაა!
_ რა მოხდა, ახლა რაღა დავაშავე?
_ გვანცა აქ არა! აბანოში ჩაიცვი.
_ აბანო თავისუფალია ახლა შენი ჯერია.
_ იცოდე აქ იყავი და გარეთ არ გახვიდე.
_ არც სამზარეულოში?
_ იქ რა გინდა?
_ მშია.
_ კარგი დამელოდე წყალს გადავივლებ და რამეს მოგიტან.
_ უკვე დაასრულე?
_ არც დამიწყია.
**
  აბანოდან გამოსულ ქალს ზურგით ვხედავ. ქალი ცდილობს გრძელ და სქელი თმას გაუმკლავდეს, მაგრამ ვხედავ რომ უჭირს. ვუახლოვდები, ხელიდან სავარცხელს ვართმევ და ნაზად თმას ვუვარცხნი. ქალი გაირინდა, ვხედავ რომ მას ეს ძალიან სიამოვნებს. ,, კარგი საკმარისია, მიდი რამე საჭმელი მომიტანე“. გაკვირვებულ მზერას ჯერ მის თვალებს და შემდეგ მის თმას გავაყოლე.
_ ეს როგორ მოხდა? შენ ხომ შავი თმა გქონდა.
_ დევიდ შენ გაგახსენდა.
_ არა, არაფერი არ გამხსენებია. წავალ და საჭმელს მოგიტან.
_ მიდი მომიტანე და ამ საუბარს აუცილებლად დავასრულებთ.
  სამზარეულოში პირველი რაც თვალში მომხვდა შემწვარი თევზი და ბოსტნეულის სალათა იყო. ჭიქაში ფორთოხლის წვენი დავუსხი და ტკბილეულთან ერთად ოთახში შევუტანე. გვანცა ჯერ საწოლზე ზურგით იწვა და დიდი ინტერესით ჭერს შეჰყურებდა. ფეხის ხმა გაიგო თუ არა ჯერ შეხტა შემდეგ კი ხელებში მწვდა. არ ვიცი ალბათ რამოდენიმე წუთიც არ დასჭირდა და ის ყველაფერი შეჭამა. შოკოლადის კარაქს ბანკიდან  გემრიელად მიირთმევს და თან ბედნიერი ბავშვივით თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.  კოვზს ჩემს სახესთან ატრიალებს და თან მეუბნება:
_ ვიცი შენ მეხსიარება, როგორ უნდა დაგიბრუნო.
_ არ მინდა.
_ ვერ გავიგე?
_ მე არ მინდა მეხსიერების დაბუნება.
_ ამას სერიოზულად ამბობ?
_ გვანცა ხვდები, რომ საკუთარ თავმოყვარეობას ფეხქვეშ თელავ? გათხოვილი ქალი ხარ და უნდა იცოდე რომ სხვა მამაკაცსთან ფლირტაობა კარგს არაფერს მოგიტანს.
_ ქალების მანიაკო!
_ გვანცა ამ გარტყმით მე ვერაფერს მავნებ შენ კი შენ ოჯახს საფრთხეში აგდებ.
_ ეს ყველაფერი... ჩემზე ზრუნვა, ტანსაცმელი, საჭმელი თმის დავარცხნა ეს ყველაფერი...
_ გვანცა ეს ყველაფერი ადამიანური მომენტი იყო. შენ, რომ არა სხვასთან მიმართებაშიც ასე მოვიქცეოდი. ჩემი ცხოვრებიდან თუ არ წახვალ იძულებული გავხდები იაკობის მსგავსაც მტრობა გამოგიცხადო.
_ არ მჯერა, რო ამას მეუბნება კაცი, რომელიც ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული იყო.
_ უნდა დაიჯერო გვანცა. ამას გეუბნება კაცი, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი წარსულიდან და ალბათ, რომ ახსოვდეს სიყვარულის ნაცვლად გულში ზიზღი ექნებოდა. ახლა ხვდები რატომ არ მინდა წარსულის გახსენება? არ მინდა ადამიანები მძულდეს.
_ ოდნავ მაინც ხვდები შენი წასვლის შემდეგ რა გადავიტანე? ორი კვირა საგიჟეთში ვიწექი. იქიდან გამოვედი, მაგრამ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ყველას გიჟი ვეგონე. შენი გარდაცვალების შესახებ, როდესაც გავიგე ჩემში მოკვდა იმედი, რწმენა სიყვარული მოკვდა გესმის?! შენს შემდეგ ვერავინ შევიყვარე, ვერც ჩემი ქმარი ვერ შევიყვარე!
_ ჯანდაბა, მაშინ რატომ გათხოვდი სხვაზე? ის უბედური კაცი ასე ძალიან თუ გიყვარდა სხვაზე რატომ იქორწინე?
_ შემეშინდა... შემეშინდა გესმის?! მეგონა, რომ მეც  შენს მსგავსად გარდავიცვლებოდი და ჩემი კვალი გაქრებოდა.
_ არა, გეფიცები არ მესმის შენი...
_ შენ ვერასდროს გაიგებ ქალის წყულვილს. ერთადერთი რაც ქალს ცხოვრებაში უნდა არის გახდეს დედა. ქალი მაშინ არის ყველაზე ძლიერი, როცა მის შვილის მომღიმარ და ბედნიერ სახეს ხედავს.
_ და ამიტომ ჩაუწექი კაცს, რომელიც შენთვის არაფერი იყო?
_ წყეულინც იყოს ის დღე, როცა გენდე! როცა ყველაზე იადიალური კაცი მეგონე მსოფლიოში. გაღმერთებდი, გაიდიალებდი... მაგრამ ახლა ჩემს წინ ვხედავ ადამიანს, რომელსაც ჩემი საერთოდ არ ესმის. დაბრუნდი და ისევ ბრმად გენდე. ახლა ზუსტა ვიცი რასაც გავაკეთებ.
_ გვანცა მოიცადე! ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ გაგიშვებ.
_ დევიდ შენ მიმატოვე მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი. ახლა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია.
**
    ის დღე ჩემს ცხოვრებაში მეხსიერების დაკარგვის შემდეგ ყველაზე მძიმე იყო. შინაგანად მანადგურებდა, როდესაც გვანცას აცრემლებულ თვალებს წარმოვიდგენდი. წავიდა თუ არა თავში ხელებს ვიცემდი. ,,ჯანდაბა, რატომ არაფერი მახსენდება? ხო ვატკინე ქალს გული ახლა მაინც რატომ არაფერი არ მახსენდება. იქნებ იაკობი მართალი იყო და მის დასაცავად საკუთარი თავი ცეცხლში მე ჩავიგდე“. ვაი თავო უბედურო. ირტყი ახლა თავში ხელები ამით რას იზავ? რას გამოასწორებ?  სიკვდილამდე თუ მეგონა, რომ ამით ყველაფერს დავალაგებდი მოვედი გონზე და ყველაფერი ისევ თავდაყირა დავაყენე. ვანადგურებ ჩემთვის საყვარელი ადამიანების ცხოვრება. რაც უფრო ვცდილობ ამ ყველაფერს თავი დავაღწიო ტკივლთან უფრო ახლოს მივდივარ. ,,საწყალი ქალი ბავშვზე როგორ ოცნებობდა“. ეს სიტყვები ლექციიდან გამოსულ გოგო-ბიჭებში მოვისმინე. ელდა მეცა, მოულოდნელად თვალებში დამიბნელდა, როცა სოციალურ ქსელში გვანცას სურათი დავინახე. არ ვიცი ბევრი რამის გახსენებაც არ მინდა. ერთი რამ ზუსტად მახსოვს მანქანამდე მიახლოვება გამიჭირდა. გარეთ უნივერსიტეტის ცივ კიბეებზე ჩავიკეცე. გარშემო უამრავი ხალხი თავს დამესხა. მეკითხებოდნენ: _ შვილო კარგად ხარ? ვინმემ წყალი მოიტანეთ აქ, კაცი ცუდად გახდა.  ეს ის კაცი არ არის რამოდენიმე კვირის წინ მასზე მთელი ტელევიზია რომ საუბრობდა?  ქალი, ჭაღარა თმით შორიახლოდან იძახის: _მაგას არ მიახლოვდეთ ის მანიაკია. არ ვიცი, როგორ მაგრამ ხალხი ჩამოვიშორე და უნივერსიტეტის უკანა ეზოში გავედი. ვხვდები, რომ მანქანების სწრაფი მოძრაობის გარდა არაფერი მესმის. მოულოდნელად ყურში ჩამესმის სიმღერა, რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო. დიდი ხანი დამჭირდა გაამერკვია ეს სიმღერა საიდან მოდიოდა და ვაი, რომ ეს ჩემი გონებიდან იყო. შავი სქელი თმებით ქალი გამახსენდა. ის საოცრად ცეკვავდა... იქამდე ცეკვავდა სანამ მე არ შემნიშნავდა. ქალი გამახსენდა ვისაც ჩემი შერჩეიული კაბით ოთახში იდგა და მელოდებოდა. გამახსენდა ქალი მთებიდან, როგორ გაჰყვიროდა ბედნიერ სიტყვებს. გამახსენდა ბოლოს, როგორ მივეცი პირობა რომ დავბრუნდებოდი. გადაიარა... თავში ძლიერმა ტკივლმა გადაიარა მაგრამ რა ვიყო სხეულს, რომელიც ნაფლეთებად არის ქცეული. ჩემში მოკვდა ახალი სიცოცხლე და ისევ ძველმა ტკივილებმა დაიწყეს მეფობა. თავს ძალა დავატანე და ფეხზე წამოვდექი. პირველი, რაც გავაკეთე საავადმყოფოში წავედი და გვანცას პალატა მოვიკითხე. ექიმმა მითხრა, რომ პალატის ნომერი 208 იყო. პალატს კართან მხვდება გვანცას ატირებული მშობლები, სანდრო და თავჩახრილი ზურა. ზურამ ჩემი ხმის გაგონებაზე ფეხზე წამოდგა და ჩემზე გაიწია. ,,როგორ გაბედე! გასაგებია გადარჩი, მაგრამ დაბრუნება როგორ გაბედე. შეგეძლო გამქრალიყავი, სხვა ქალაქში გეცხოვდა, მაგრამ არ დაბრუნებულიყავი!“ ზურას ჯერ ხელი ვკარი, რომ მივხვდი ამით გაჩერებას არ აპირებდა სახეში ხელი გავარტყი. პალატის კარი შევაღე თუ არა ვხედავ აცრემლებულ გვანცას, რომელსაც თავი კედლისკენ გადაბრუნებული ჰქონდა. აბა მიდი, როგორია ქალს მოუბოდიშო იმ სიტყვებზე რაც დილით უთხარი და მერე ანუგეშო იმის გამო რაც ახლა მოხდა.
**
_ ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც მოხდა.
_ არა დევიდ შენ არაფერი არ გადარდებს რაც მე მეხება.
_ ცდები მე ყველაფერი მტკივა, როცა შენ ასეთ მდგომარეობაში გხედავ.
_ გასაგებია... შენ ყველაფერი გაგახსენდა, მაგრამ დაგაგვიანდა.
_ წავალ ექიმს დაველაპარაკები იქნებ რამე გამოსავალი არსებობდეს.
_ არა დევიდ გამოსავალი აღარ არსებობს. ის მოკვდა... მე ვეღარ შევძლებ ჩვენი შვილი მუცლით ვატარო.
_ რაა? გვანცა გაიმეორე, რაც ცოტახნის წინ თქვი!
_ ზურა ახლა აქ ყვირილის დრო არ არის.
_ არა რა ზუსტად ვიცოდი, რომ თქვენს შორის რაღაც იყო. შენი გამოჩენის დღიდან ჩემი ცოლი შეიცვალა. ახლოს საერთო აღარ მიკარებდა.
_ ზურა მოკეტე თორე ისევ მოგხვდება.
_ ხო დევიდ, სანამ მკვდრეთით ადგებოდი იქამდე გვანცა ჩემი გახდა. შენი სიკვდილი და მისი მდგმარეობა გამოვიყენე.
_ შვილო ვინ ხარ, ცხოველი ხარ?!
_ საკმარისია! გაეთრიეთ ჩემი პალატიდან არცერთის დანახვა არ მინდა.
_ გვანცა ნუ გავიწყდება, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ და რაც ახლა მოვისმინე ამისთვის პასუხს აგებ.
_ საკმარისია კიდევ დიდ ხანს გითმინე. ერთი წამოდი გარეთ გავიდეთ.
_ მიდი დამარტყი იქნებ ასე მაინც ამოვიგდი თავიდან ის, რაც პალატაში მოვისმინე.
_ ეს იმისთვის, რომ ჩემი სიკვდილი იზეიმე. ეს კიდევ იმისთვის, რომ საყვარელი ქალი შეაცდინე, მოატყუე გამოიყენე... კიდევ რამდენი ჩამოვთვალო?
_ ყველაფერი კარგად მიდიოდა...
_ კიდევ რამდენ ხანს აპირედი ქალის გამოყენებას?
_ შენგან განსხვავებით მე ის არ მიმიტოვებია.
_ კარგი დევიდ საკმარისია! ასე შეიძლება მოკლა.
_ შენ სანდო? შენ მაინც ხო იცოდი, რომ შენ დას სხვა უყვარდა, როგორ დაიჯერეთ, რომ მის გვერდით კარგად იყო.
_ ჩემ დამ ბავშვი დაკარგა და თქვენ აქ რას არჩევთ.
_ ხო ჩემს ბავშვს.
_ არა, ზურა ჩემს ბავშვს.
**
  ერთადერთი რაც კარგად მახსოვს ზურას დასისხლიანებული თავ-პირი იყო. სანდროს სიძე საავამყოფოში აყავდა და თან მის გამხნევებას ცდილობდა. მეხსიერება დამიბრუნდა... ახლა რა იქნება? აქამდე თუ ყველაფერს ჩემს გონებაში ვმარხავდი ყველაფერი სააშკაროზე გამოვიტანე. ვზივარ სანაპიროზე ხელ-ფეხი თითქოს შეკრული მაქვს და არსად წასვლა არ შემიძლია. წყლის ზედაპირზე ჩემი სახის ანარეკლს ვხედავ. მეტირება და ცრემდები წყალთან ერთად ირევა. ხელის კანკალით თავიდან ქუდს ვიხსნი და მახსენდება ნინიას ცეცხლისფერი თვალები. როგორ უნდა გაპატიე? ეს ყველაფერი შენი მოწყობილია და მე როგორ უნდა ვთქვა, რომ ჩემი სისხლიდა ხორცი გქივია. არა, შენ აღარ ხარ ჩემი და! შენ უბრალოდ ცივსისხლიანი ადამიანი, ხარ რომელიც მე არ უნდა მიყვარდეს. ახლა ზუსტად ვიცი გიპოვი, თვალებში ჩაგხედავ და ყველაფერს გეტყვი რასაც იმსახურებ. როგორ შეგძლო საქმე მშობლების მკვლელთან დაგეჭირა? როგორ დაიჯერე, რომ მშობლები ჩემი მოკლული იყო? ასეთი რამის დაჯერება როგორ შეგეძლო? აჰა, ადამიანო დაუსვი ამდენი შეკითხვა საკუთარ თავს მაინც არავინ გყავს გარშემო ვისგანაც პასუხს მიიღებ. ძალა არ მყოფნის ფეხზე წამოვდგე. მინდა იაკობს შევხვდე, მაგრამ როგორ როცა ყველაფერი გავანადგურე. მკლავის აწევაც მეზარება, მეზარება ვიფიქრო რომ ცოცხალი ვარ. გვანცას გამოხედვა საავადმყოფოდან მანგრევს და მანადგურებს. ჩემი ბრალია! გვანცა ავარიაში ჩემგან წასვლის შემდეგ მოყვა. ბავშვი ჩემს გამო დაკარგა! როდესაც მეგონა, რომ ამით საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი, თურმე ხმამაღლა ვყვიროდი და ამით ხალხის ყურადღებას ვიქცევდი. პირველი ვინც მომიახლოვდა იყო გოგონა ალბათ ციდან მოვლენილი ანგელოზს ჰგავდა. მიახლოვდება და ხელში ჭრელ ხელსახვევს მაწვდის.
_ დაიშალეთ! ახლა ადამიანს უბრალოდ ყვირილი სჭირდება თქვენი მოსმენა კი არა.
_ მე შენ გიცნობ ხო?
_ კი ჩვენ ბოლოს ერთმანეთს ვალენტინობას შევხვდით.
_ ნუცა ხო... ახლა როგორც არასდროს ისე გამიხარდა შენი ნახვა.
_მთავარია საჭირო დროს საჭირო ადგილას ვიყო.
_ ძალიან გაზრდილხარ, უკვე დიდი გოგო ხარ.
_ შენ კიდევ დაბერებულხარ უბედურო, მაგრამ არაფერია სიბერეს თავისი კარგი თვისებებიც აქვს.
_ მაგალითად?
_ მაგალითად ის, რომ შენს შეცოდებას წყვეტენ ხალხი. სიყვარულს ანებებ თავს და მარტოობას ირჩევ. ახლა შენ სიყვარული უფრო განადგურებს ვიდრე ის, რომ მარტო დარჩი. მესმის ძნელი წარმოსადგენია, როცა საკუთარ დამ მოსაკვლელეად გაგიმეტა. ახლა კი, როცა ყველაფერი გაგახსენდა ხვდები, რომ ბევრი შეცდომა დაუშვი.
_ ზოგჯერ მგონია, რომ შენში ერთდროულად ორი ქალია ჩასახლებული, რომელიც ახლა მესაუბრება ის ქალი, არის ძალიან მიზანდასახული და ჭკვიანი.
_ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც გაბედა და ეს მითხრა. დედაჩემი სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მე მოვევლინე ამ სამყაროს. ყოველთვის როდესაც თვალს ვახელს ვგრძნობ, რომ დედაჩემიც ჩემშია და არ წასულა.
_ ნუთუ ეს შესაძლებელია?
_ შენ თუ იწამებ, რომ დედა არასდროს კვდება იქნებ შენც შეძლო და შენივე სხეულით ატარო.
_ არ ვიცი ეს რამდენად გამომივა, მაგრამ გპირდები რომ შევეცდები.
_ ახლა კი ადექი და საქმეს შეუდექი.
_ რა საქმეს?
_ საკუთარი თავმოყვარეობა დაიბრუნე.
**
    როგორც კი ნუცა სანაპიროს გაცდა ფეხზე წამოვდექი და ნელი სვლით გავიარე სანაპირო. ერთადერთი რამაც ჩემი სახე ბედნიერ ღიმილმა მოიცვა იყო ყვავილების თოვა. ხელის გულზე ნაზად ყვავილის პატარა ფერფლი დაეფინა და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო იმედი. ჩემი გარდაცვალება გარდაუვალი ყოფილა, რადგან ისევ ავახილე თვალი და ისევ დავაბიჯებ ამ სამყაროს ფეხს რაღაც ხო უნდა არსებობდეს, რომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო. ის რაც დღეს საკუთარ თავს გადამხვდა იქნებ ნიშანი იყო იმისა, რომ მე წარსულში არ უნდა დავბრუნდე. პირიქიც ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო. ჩადენილი დანაშაულებების გამო ვიცი კიდევ პასუხის გება მომიწევს, თუმცა ყველანაირად ვეცდები მათ წინაშე მოვიხადო ბოდიში, ვინც ჩემგან ტალახს არ იმსახურებდა.
  შევედი ბუნკერში, სადაც წლები ვიმუშავე. ჩავწერე კოდი *** *** 208. კარები გაიხსნა თუ არა საკუთარ თავს ვუთხარი: აქ ყველაფერი ისევ ისეა როგორც დავტოვე. შევედი სათათბირო, ოთახში მაგრამ არავინ დამხვდა. არც საკონფერანციო დარბაზში იყო ვინმე. კომპიუტერი და ყველანაირი ტენიკა წაღებული დამხვდა. ერთადერთი ვინც დერეფნის ბოლოში შევნიშნე იყო დამლაგებელი ქალი. მივუახლოვდი მას და ვეკითხები: _ აქ რა მოხდა? დანარჩენები სად არიან. ქალმა საწმენდი ტილო ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა და თან მპასუხებს: _ იცი შვილო აქურობა თითქმის ერთი კვირაა დაკეტილია. ეს ფართიც იყიდება და ამიტომ ვცდილობთ ახალ მეპატრონეს აქაურობა სუფრთა ჩავაბაროთ. ქალს მადლობის ნიშნად თავი დავუხარე და იქიდან იაკობის სახლში წავედი. იქაც ახალ მეპატრონებ მითხრა, რომ სახლი იაკობისგან ერთი კვირის წინ შეიძინა. ახლა ვფიქრობ მეხსიერება კი დამიბრუნდა, მაგრამ აზრი? გარშემო ყველაფერი ჩემი განადგურებულია. არ გინდა ახლა ადგე და ყველაფერს ერთდროულად თავი მოუყარო?
  წინდაუკან სიარულში უკვე შემომაღამდა კიდეც. ასე ალბათ საღამოს 8_საათი იქნებოდა და მივადექი სახლს, სადაც მე და იაკობმა თავდაპირველაც ვიცხოვრეთ. გაზაფხულის ცივი სიო მაინც იგრძნობოდა. მანქანა სახლისგან მოშორებით გავაჩერე და გზა ფეხით გავაგრძელე. სანამ სახლის კარს მივუახლოვდებოდი ბავშვის ტირილის ხმა შემოსმა. ,,კარგი შვილო ასე ძალიან რატომ ტირიხარ? ხო ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც დედაშენმა მითხრა“. კარზე დავაკაკუნე თუ არა იაკობმა ბავშვი საძინებელში დამალა.
**
_ მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!
_ ძმაო ძალიან გთხოვ შემომიშვი.  ისედაც მთელი დღეა შენს ძებნაში გავატარე. გამიშრა პირი ლუდი მაინც დამალევინე.
_ კარგი შემოდი ძალიან მალე მითხარი რა გინდა და წადი.
_ ის ხეებიც გაყვავებულან ოდესრაც, რომ ამბობდი არაფერი გამოვაო.
_ ახლა ყველაფერი გასაგებია... მეხსიერება დაგიბრუნდა.
_ ასეა ძმაო და შენ მართალი იყავი ყველაფერი გავანადგურე. ახლა რაც არ უნდა მითხრა მართალი იქნები.
_ ძალიან იდიოტი ხარ ძმაო!
_ მართალი ხარ.
_ ძალიან მეამიტი ხარ ძმაო! არადა ადრეც ეგეთი იყავი.
_ მართალი ხარ.
_ ეს ბავშვიც შენც დაგემსგავსა ტირის და ვერ გამიგია რატომ?
_ ეს რა არის? სუნი აქ მესმის.
_ რისი?
_ ძმაო ბავშვს გამოცვლა და დაბანა უნდა.
_ შენ იცი ეს როგორ უნდა გავაკეთო? დღეს ძიძა ადრე წავიდა დედაჩემსაც არ სცალია.
_ ჯერ მიპასუხე საქმეში ვართ?
_ საქმეში ვართ! ოღონდ მხოლოდ პამპერსის გამოცვლის და დაბანის ოპერაციაა შესასულებელი.
**
  იმ ღამეს მე და იაკობმა 10 ბოთლი ლუდი დავლიეთ. მოვაყოლეთ წარსული და აწმყო. მითანაგრძნო გვანცას ამბები და თან მამხნევებდა. ,,ძმაო თავიდანვე თქვენი სიყვარული განწირული იყო. ვფიქრობ რაც უფრო შორს იქნებით ერთმანეთისგან ყველაფერი გაცილებით კარგად იქნება“. იმ დღის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გვანცას აღარასდროს შევხვდებოდი. აქტიურად ჩავერთე უნივერსიტეტის სხვადასხვა ღონისძიებებში. ბავშვებთან ერთად ბანაკშიც კი გავატარე ორი კვირა. იაკობს ბავშვის აღზრდაში იქამდე ვეხმარებოდი სანამ თვითონ არ ისწავლა პამპერსისი გამოცვლა და სანამ თავის შვილს ცოტა არ გაუთამამადა. იაკობის ცოლი ორ კვირაში ქვეყავანში დაბრუნდება და ვინ იცის იაკობის ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვლება. სადაც აქამდე იტანჯერს ახლა ყველაფერს ერთიანად აინაზღაურებენ.
  სიყვარული ყვავილების თოვას გავატანე და ახლა, როცა სიცხე ქალაქში გაჩერების საშუალებას არ მაძლევს მინდა ვიფიქრო მოგზაურობაზე. იქ სადაც მხოლოდ მე და მარტოობა ვიქნებით. იქ, სადაც მეცოდინება რომ ტკივილს არავის მოვუტან. იქ, სადაც მეცოდინება რომ წარსულთან ერთად ახალი ცხოვრება მაქვს, რომელსაც უნდა გავუმკლავდე. სასტუმრო რომელიც შევარჩიე ორთქლის აბანოებით მდიდარი იყო. იქიდან მასაჟის ოთახში შევედი. ო, რა კარგია დასვენება. საკუთარ თავს ამას ხშირად ვუმეორებდი და თან ვტკბებოდი იმ ხედით, რომელიც ჩემი სასტუმროს ნომრიდან იშალებოდა.
  დილა რიჟრაჟს იწყებდა, როდესაც ჩემი სასტუმროს ტელეფონმა დარეკა. ტელეფონი ავიღე თუ არა ქალი მესალმება და ბედნიერ დღეს მისურვებს, თან მოაყოლებს რომ დღეს სასტუმროს ეზოში წვეულება მოეწოყობა და აუცილებელია მეც დავესწრო. იმ დღემ ალბათ იმაზე სწრაფად ჩაიარა ვიდრე ვგეგმავდი. მომზადებაში დიდი დრო არ დამიკარგავს. არჩევანი მაინც შავ შარვალზე და  შავ პერანგზე შევაჩერე. ვუყურებ სარკეში და ვხედავ, რომ თმა გაზრდას იწყებდა. ამან კიდევ უფრო მომცა იმედი იმისა, რომ უკეთესი რამ  კიდევ წინ მელოდა. წვაულებაზე ჩასვლისას მივესალმე სასტუმროს უფროს, რომელიც ერთ დროს ჩემი უფროსი იყო და იატაკის წმენდას მაძაებდა. ახლა თვალს თვალში ვუსწორებ და თან თავი სამაყით მევსება, რადგან რასაც მივაღწიე მხოლოდ ჩემი შრომით. ახლა აქაც ჩემი უნიერსიტეტის სახელით ვარ. ხელი რამოდენიმე ადამიანს ჩამოვართვი და მაგიდაზე ჩემი ადგილი დავიკავე. არკოჰოლის ნაცვლად ცივი გამაგრილებელი სასმელი მოვითხოვე. ჭამითაც არაფერი მინდოდა უბრალოდ ვტკბებოდი მუსიკით რომელსაც ფორტეპიანინოზე ასრულებდნენ. სანამ თავი ჩემს სმარტფონში მქონდა ჩახრილი ვიღაცამ სცენიდან ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადა. მე დამაჯილდოვეს, როგორც წლის წააუკეთესო ლექტორი. ჯილდო ჩემ მოსწავლემ გადმომცა და თან მოაყოლა. ,, იმ ყველაფერთ ერთად, რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ლექტორია და ჩვენ ბავშვებს ძალიან გვიყვარს ის, ამავდროულად საოცრად უკრავს ფორტეპიანინოზე. მასწავლებელო გთხოვთ ეხლა ჩვენი ხათრით შეგვისრულეთ რამე თქვენი შემოქმედებიდან“. თავიდავ ვუარე, რადგან ასეთ ხალხმრავალ ადგილას არასდროს დამიკრავს, თუმცა მოსწავლეების დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ ერთი სიმღერა მეც შევასრულე. დაკვრა როგორც კი დავასრულე ვხედავდი ხალხს, რომელიც ფეხზე წამომიდგა და ერთხმად ყველა ტაშს მიკრავდა. ნუთუ ეს ჩემს თავს ხდება? სცენიდან ჩასვლის შემდეგ მადლობას მიხდიდა ხალხი იმისთვის, რომ ასე კარგად შევასრულე. ხალხისგან პირველად მოვისმინე შეფასება თანაც ასეთი კარგი. არადა მეგონა საშინელი მუსიკოსი ვიყავი.
  იმ ღამეს ნომერში გვიან ავედი. ჯილდო ნომრის შესასვლეში მაგიდაზე დავდე. აბანოდან გამოსვლის შემდეგ პირველი რაც გავაკეთე იყო ის რომ დავწექი. მთელი დღის დაგროვილი ემოციებმა ჩემში ერთდროულად გაიღვიძა. ვამაყოფდი საკუთარი თავით, თითქოს წარსულიც მეამაყებოდა, რადგან ის ყველაფერი რომ არა მე დღეს ამდენს ვერ მივაღწევდი. სწორედ სირთულეებთან ერთად ვისწავლე. საკუთარი თავის დაცვა, ვისწავლე სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. შევეგუე რომ სიყვარული ჩემთვის არფერია გარდა ტკივილისა და იმედგაცრუებისა.
**
  არის ალბათ დილის ხუთი საათი. ვგრძნობ რომ საწოლში მარტო არ ვარ. არადა მეზარება ავდგე, ძალიან მეძინება. ფეხით ვცდილობ საწოლიდან მოვიშორო ვიღაც, ვინც მშვიდად ძილის საშუალებას არ მაძლებ. ერთი პერიოდი მეგონა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო ან ჩემი წარმოსახვათქო და ძილი გავაგრძელე. ხედავთ? ადამინი რაოდენ დიდი მოყვარული უნდა ძილის, რომ ეზარებოდეს თვალის გაახელა. ასე ვიყავი ბავშვობაშიც დედაჩემი, როცა მაღვიძებდა ,,ადექი დევით მიწისძვრაა!“ მთელი კორპუსი დაბლა იყო, როცა მე დათვივით მეძინა. გათენდა მეორე დღე. თავი ძალიან მისკდება არადა მახსოვს ბევრი არ დამილევია, ბოლოს ვიჯექი და სასტუმროსის უფროსთან ერთად ვსვავდი ვისკს. ისე ვარ მეზარება თავი ზემოთ ავწიო. აი, როგორც იქნეა ერთი თვალი გავახილე და ჩემს საწოლში ნახევრად შიშველ ქალს ვხედავ. ,,ყოჩაღ დევიდ! ეს უკვე მომწონს“. საკუთარ თავს ეს საქციელი მოვუწონე. არაფერი დამაბნევდა თუ არა მისი სურნელი, რომელიც ერთადერთი იყო. თავში დამარტყა ,,არა, ოღონ ეს ახლა ეს გვანცა არ იყოს და ამისთვის ყველაფერს გავიღებ“. ამის თქმა იყო თუ არა ქალი საწოლიდან წამოხტა და რაც ხელში ხვდება ყველაფერს მესვრის.
_ არ არსებობს! ღმერთო გამაგებინე ყოველი დალევის შემდეგ შენთან ერთად რატომ ვიღვიძებ?
_ გვანცა გეფიცები მე არაფერი დამიშავებია. ისიც კი არ ვიცოდი, რომ შენც ამ სასტუმროში ისვენებდი.
_ კარგი ნუ ყვირი ისედაც თავი მისკდება.
_ თორე მე რას ამბობს.
_ გუშინ ქმარს ოფიციალურად გავშორდი და გოგოებმა ეს ავღნიშნეთ.
_ არა მიზეზი კი  გქონიათ.
_ შენ მომიყევი აქ როგორ აღმოჩნდი? კი არადა მე როგორ აღმოვჩნდი აქ?
_ გვანცა არ ჯობია ჯერ ჩაიცვა და მერე ვილაპარაკოთ?
_ მართალი ხარ... აი, ჩემი კაბა სად ყოფილა.
_ ეს რაღაც ძალიან ლამაზია.
_ დევიდ შეწყვიტე ჩემი დაცინვა და დამიბრუნე.
**
მე და გვანცა ასე დუმილით საწოლთან ჩამოვჯექით და ერთხმად დავიწყეთ სიცილი. გვეცინებოდა ყველაფერზე. წარსულზე შემდეგ ჩემს მეორედ მოსვლაზე. ახლა კი ვუყურებთ ერთმანეთს და არ ვიცით ეს ყველაფერი სიყვარულის გამო ხდება თუ  პირიქით უსიყვარულების. რამდენიც არ უნდა ვიაროთ, რამდენჯერაც არ უნცა ვცადოთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა არ გამოგვდის. ვზივართ და უბრალოდ ვცდილობთ გავიაზროთ ერთად ერთ საწოლში, როგორ აღმოვჩნდით.
_ ვინმეს ელოდები?
_ არ ვიცი ალბათ საუზმე მოიტანეს.
_ მაპატიეთ, მეგონა საუზმე მხოლოდ ერთ კაცზე უნდა მომეტანა. თქვენ ალბათ?...
_ ჩვენ... ჩვენ მეგობრები ვართ!
_ ხო კარგი მეგობრები...

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები