ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 მარტი, 2020


პოეტური მანინოფესტი

ნინო დარბაისელი

პოეტური მანინოფესტი
- - - -

  პოეტური ხელოვნება  მარტივად, გრძნობის, სათქმელის, სიტყვის პოეტურ ფორმაში მოქცევის ხელოვნებაა.
    ფორმის მხრივ, ქართული კონვენციური ლექსი საუკუნეთა მანძილზე იყო საკმაოდ განუვითარებელი, დიდად ჩამორჩებოდა მსოფლიოს საერთო პოეტურ კულტურას.
    ამის დიდი მიზეზი უთუოდ გენიოსი რუსთველის დამთრგუნავი გავლენა  იყო.
  პირველი დიდი გარღვევა ამ და სხვა მხრივაც იყო გურამიშვილის “დავითიანი”, მას შემდეგ -  მთელი გალაკტიონი. (ეს არ გამორიცხავს ცალკეულ პოეტთა თუ პოეტების ჯგუფთა მცირერიცხოვან წარმატებულ ცდებს, მე ვსაუბრობ დიდ მოვლენებზე).
საბჭოთა პერიოდში ლექსის ფორმობრივი განვითარება თავიდან ფორმალიზმად იქნა მიჩნეული ოფიციალურად,  გვიან საბჭოთა პერიოდში  კი იყო ცალკეული გამონათებები.
      თავისუფალი ლექსის  ხელახალი დამკვიდრებით (პირველად, გალაკტიონი და სხვანი მეოცე საუკუნის ათი-ოციანი წლებიდან მუშაობდენ ამაზე) ასპარეზი ძალზე გაიხსნა,  ამას ქართული კონვენციური ლექსის ხელოვნურმა კონსერვაციამ, განუვითარებლობამაც შეუქმნა კარგი ნიადაგი.
კაცმა რომ თქვას, არც ვერლიბრის, როგორც ლექსის სახეობის განვითარება მომხდარა დიდად....
და მაინც, ქართულ პოეზიას აქვს რაღაც ისეთი, ამოუხსნელი, რასაც ასე მოწყურებულია დღეს უკიდურესად განვითარებული და ამის გამო სტატიკურ ფაზაში გახირული, თავის თავით-ღა მოთამაშე მსოფლიო პოეზია.
ანუ თუკი საუკუნეთა მანძილზე რუსთველი - ჩვენი ღირსება, ჩვენივე ნაკლის მიზეზად იქცა, დღეს ჩვენი ნაკლი - განუვითარებლობა და ჩამორჩენა, მისით გამოწვეული სხვადასხვა რანგის მრავალფეროვნება-სიუხვენი უკვე ღირსებად გვექცა მსოფლიო პოეზიის კონტექსტში.
წინ, ქართველო პოეტებო!
შინ თუ არა, გარეთ ძლივს ჩვენი დრო დადგა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები