ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2020


თითქოს ისე რთულია
შენი გრძნობის ტარება..
თითქოს ისე რთული ხარ
ვერ ამოგხსნეს ქარებმაც!
არსებული არ გხიბლავს,
არარსებულ ფერს ეძებ...
გიფიქრია იმაზე
რომ იპოვო...შენ შეძლებ?
დღეს ისეთი შორი ხარ...
ცაც არაა ეგრე შორს,
მერე რა რომ მარტია,
მერე რა რომ მართლა თოვს,
განა ეს მიზეზია?
განა მარტი ართულებს?
არა...ყველა სეზონს შენ
სხვა ქარებით ასრულებ.
ზოგჯერ დილა არ გყოფნის
ან თუ გყოფნის ვერ უძლებ,
შიგნიდან გებინდება
არეული საკინძე
და ნამთვრალევ ნაბიჯზე
სხვა ნაპირი გაჩნდება...
გარიყული ნაპირი...
გაცრეცილი...ლანდებად.
მერე ისევ თავიდან
არარსებულ ცას ხატავ
და იმაზე არ ფიქრობ
არსებულ მზეს რომ კარგავ!
-------------------------
თითქოს ისე რთულია
შენი გრძნობის ტარება...
ან ისეთი თავნება
დაღლა იგრძნეს ქარებმაც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები