ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2020


ძარცვა

ხმა მომეცი, ამირჩიე,
ეს არის ძარცვა.
ვაკანსია ჯობს.ჯი ზე,
ეს არის ძარცვა.
ყველი 14 ლარი, ლობიო 7 ლარი, სიგარეტი 6.2
ეს არის ძარცვა.
დასაქმება გერმანიაში,
ეს არის ძარცვა.
ცოლად გამომყევი,
ეს არის ძარცვა.
მეც მიყვარხარ,
ეს არის ძარცვა.
პანაშვიდი XX ლარი, ნათლობა XXX ლარი, ჯვრის წერა XXX ლარი,
ეს არის ძარცვა.
მე მიყვარს პატრიარქი,
ეს არის ძარცვა.
სახლი 1 ლარი, მანქანა 1 ლარი, ზეთის ბიზნესი, პლიუს 25 მილიონი,
ეს არის ძარცვა.
სესხები დაბალ პროცენტში.
ეს არის ძარცვა.
შიმშილით მკვდარი ბავშვი,
ეს არის ძარცვა.
სასიყვარულო ლირიკა,
ეს არის ძარცვა.
აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია,
ეს არის ძარცვა.
დაუცველი სექსი,
ეს არის ძარცვა.
ერთი ბილეთი აღმოსავლეთით,
ეს არის ძარცვა.
100 ევრო გამომიგზავნე,
ეს არის ძარცვა.
შიმშილი, უსიგარეტობა, შიმშილი,
ეს არის ძარცვა.
იპოთეკა,
ეს არის ძარცვა.
და მიუხედავად იმისა რომ
ეს არის ძარცვა,
ბანკო ჩუენო, რომელი ხარ მოედანსა შინა, ყველამ იცის ადგილი შენი.
მოვედი კლიენტი შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ძირსა შინა,
ეგრეცა პროცენტსა ზედა, ფული ჩუენი არსობისა, მომეც ჩუენ დღეს,
და მომიტევენ ჩუენ, წინა დარღვევა ჩუენი,
ვითარცა ჩუენ მივუტევებ დიდ პროცენტსა მას ჩუენსა,
და ნუ შეგვიყვანენ ჩუენ შავ სიასა,
არამენ მიხსენ ჩუენ პრობლემისაგან, ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები