ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2020


* * *

ხელი არ ახლოთ, ამ სარკმელს შვენის
წარსულის მტვერით ძველი აკიდო...
ვინ დააჩნია, ვინ დაახატა
ამ სარკმლის მინებს კვალი საჩინო...
ძველ იარებში გამოკრთის ღამე,
ბებერ პანოებს დასდის ცრემლებად...
რა მეწამულად ციმციმებს მთვარე,
რა გვეშველება, რა გვეშველება...
ეს მერამდენედ გავხსენით ზეცა
და მერამდენედ ვეწვიეთ ლანდებს,
ეს მერამდენედ გვათოვა სევდამ,
ეს მერამდენედ გულის ხმა  დავგმეთ...
თუ მტრედისფერი არ მოვა დილა,
ამ მოლოდინსაც ერთ თასად დავლევ....
ღამეს დავისვამ სასძლო_სასიძოდ
და ერთად წავალთ ნატვრებში სადმე...
არ გინდათ სული გამოაჩინოთ?
არ გინდათ, მტვერში თქვენც ნახოთ  რამე?
მაშინ მოძებნეთ ძველი
სარკმლები,
და მიესალმეთ  ამ ლაციც ღამეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები