ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2020


* * *

მზერაჩამქრალი  ჩაჯდა.
თითებმა თიხა ჭყლიტეს.
იდგა სურნელი  ნამჯის.
სიმშვიდე ნისლად იწვა.
ადამის ვაშლის ჩირი
გადაეკენკათ ჩიტებს.
მწვანე ფერდებზე ქოხმახს
ბრაზით აჰკვროდა მიწა.

ქარში ბზუოდა  ისლი.
ხეები კეცდნენ ტოტებს
და მწუხრის მქისე ელდა
ულბობდათ დამჭკნარ  მერქანს.
ის კი, იჯდა და  ფერდზე
ეჭვით ითვლიდა  ნეკნებს.
ჩავლილს, ჩასავლელს, აწმყოს-
მიუსაფრობა ერქვა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები