ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
21 მარტი, 2020


თავი 22 მშობლები

თავი 22
მშობლები
  რაც დრო გადიოდა საკუთარ თავს უფრო ვარწმუნებდი იმაში, რომ სიყვარული ჩემთვის  არ არსებობდა. ქალი, რომელიც მიყვარდა ჩემთვის დღითიდღე მიუწვდომელი ხდებოდა. მისი ბოლო შეხვედრიდან გავიდა ალბათ ნახევარი წელი. ის ღამე ანდრიასთან ერთად სმაში გავატარე. არც მახსოვს სასტუმროს ნომერში, როგორ ავედი. ანდრია ბელას ბიძა და ამ სასტუმროს მფლობელია. თავიდან ერთი ჩვეულებრივი გავლენიანი კაცი მეგონა. იქამდე სანამ მასთან ერთად არ ჩამოვჯდებოდი ბართან და თითო ჭიქით არ გავიხსენებდით წარსულს. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი უფრო მეამიტი ხდება. სწორედ ასე დაემართა ანდრიასაც. ერთს მეორე ჭიქას მოაყოლებდა და თან იხსენებდა, როგორ მოვიდა აქამდე. თურმე მამამისი თავის დროზე მცირე ბიზნესებს აწარმოებდა, მაგრამ მოგვიანებით გაიგეს რომ თაღლითობდა და თავისივე ოფისში გვიან ღამით მოკლეს. ანდრია მაშინ 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც ცხოვრება უზრუნველყოფილი ჰქონდა. მამამისის გარდაცვალების შემდეგ კი ოჯახი და მთელი მამამისის ვალები კისერზე დააწვა. ასაკის მატებასთან ერთად პატარა კაცისგან დიდი კაცი დადგა და ახლა ის რამოდენიმე სასტუმროს და მცირე ბიზნესების მფობელია. თავიდან, როცა მას შევხვდი ერთი თავში ავარდნილი კაცი მეგონა, რომელიც თავისი მუშაკებისგან მოითხოვდა იმაზე მეტს ვიდრე ვალდებულები იყვნენ. ახლა კი ზუსტად ვიცი, რო ანდრია არის ადამიანი, რომელმაც მიტოვებული კუნძულისგან სამოთხე შექმნა. ამ სასტუმროში არ არსებობს ასაკთა შეზღუდვა. ყველა ერთობა  თავის ასაკთან შესაბამისად. ბავშვებისთვის გამოყოფილია გასართობი ცენტრი. მოზარდებისთვის კარაოკეები და კიდევ უფრო მოზარდებისთვის კლუბები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიან ცნობილი მომღელები და აწყობენ კონცერტებს. მოხუცებისთვის ანდრიამ შექმნა ცეკვის სტუდია, სადაც მოხუცებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ცეკვა .
**
_ გვანცა შეწყვიტე, ძალიან ზედმეტი მოგდის უკვე.
_ გოგოებო ამ ჭიქით კიდევ მინდა მარტოხელა დედაკაცებს გაუმარჯოს!
_ მიდი დაო მე შენსკენ ვარ!
_ ლიზა შენ რაღა დაგემართა? ვერ ხედავ უკვე საკუთარ თავს აღარ გავს.
_ ელენე დამიჯერე ამას, რომ დალევ ძალიან კარგად გახდები.
_ ლიზა გაწიე ძალიან გთხოვ, საშინელი სუნი აქვს.
_ მიდი ელენე შენ ამას შეძლებ. ჯერ ცხვირს მოუჭირე ხელი, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქე და გადაკარი.
_ ღმერთო რა საშინელებაა! ვსიო საკმარისია, მე მეტს აღარ დავლევ.
_  ელენე დამიჯერე,  სულ ორი წუთით ჩაგიწვავს ორგანიზმს და გაივლის.
_ ამ ჭიქით მინდა გაუმარჯოს კაცს, რომელიც ქალის გამო კარადაში დაიმალება, აივანზეც აძვრება, ცეცხლიდანაც გამოძვრება და გარშემომყოფებს ჯოჯოხეთს მოუწყობს.
_ გვანცა სირცხვილია რეებს ამბობს, ყველა ჩვენ გვიყურებს.
_ მალე ჩემი შეყვარებული მოვა და აქედან წაგვიყვანს.
_ აქედან ყველა მივდივართ ჩემთან!
_ გვანცა გაიგე რაც ახლა ელენემ  თქვა?
_ შეუძლებელია! ელენე ნუთუ შენც თავი სამარეში შეყავი?
_ გვანცა ეგ რა შუაშია. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, თანაც უკვე ერთად ვცხოვრობთ.
_ ხალხო გესმით, ჩემი მეგობარი კაცის თვალებმა დაატყვევა! ლიზა სანამ დროა ჩვენი მეგობარი კაცის კუნთებისგან უნდა ვიხსნათ. თუმცა შენ რას გეუბნები შენ ხო ვაფშე ხელიდან ხარ წასული.
_ საღამომშვიდობისა!
_ დიტო რა კარგია რო მოხვედი. ძალიან გთხოვ დამეხმარე და ესენი თავის ნომრებში ამაყვანინე.
_ დიტოოოო, მოშორდი ჩემს მეგობარს!
_ ქალბატონო მგონი ჯობია აქედან წავიდეთ.
_ სხვაგან მოხვდი გენაცვალე ან თუ მოხვედი მარტო არ უნდა მოსულიყავი. ამ სამ ქალს ერთი კაცი ვერ გაუმკლავდება, მოკვდები NO!
_ რა ხმაურია, გოგოებო კარგად ხართ?
_ ჩვენ კი კარგად ვართ, მაგრამ გვანცა ძალიან ნასვამია.
_ კარგით მაშინ გვანცა 208_ე ნომერში გაუშვით.
_ მანდ რატომ?
_ დამიჯერეთ გოგოებო, მისთვისაც და ჩვენთვისაც ასე აჯობებს.
**
  იმის გარკვევა აღარ დაგვიწყია ეს როგორ მოხდა, ან იყო თუ არა რამე ჩვენს შორის. უბრალოდ მე და გვანცა ასე თავს კარგად ვგრძნობდით და ეს სავსებით გვაკმაყოფილებდა. იაკობი როცა მკითხავდა: _ რა ხდება ჩვენს შორის? მე ვპასუხობდი: _ უბრალოდ ვცდილობთ კარგი მეგობრები ვიყოთ. ხანდახან მგონია, რომ ეს მაშინ საუკეთესო არჩევანი იყო. მიუხედავად ყველაფრისა ერთმანეთზე ზრუნვა მაინც არ შეგვიწყვიტავს. პირიქით ერთმანეთზე დამოკიდებულებიც კი გავხდით. არ არსებობდა გვანცას რამე ნაბიჯი გადაედგა, რომ ჩემთვის არ ეთქვა. ერთად განვიხილავდით იმ პრობლემებს, რაც ჩვენს გარშემო იყო და გამოსავალსაც მარტივად ვპოულობდით. ერთხელ, როცა საღამოს 12 საათი იყო და უკვე დაძინებას ვაპირებდი გვანცას შეტყობინება მივიღე. ,, მეგობარო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბარში ძალიან სიმპატიური ბიჭი გავიცანი. სახლში მეპატიჟება. როგორ მოვიქცე?“ ეს ახლა თუ არის ნორმალურია? ვინმემ გამეცით ხმა. ტელეფონს ხელიდან ვაგდებ, ვიცმევ საკმაოდ კომფორტულად. გარეთ გრილოდა და ამიტომ თეთრ მაისურზე შავი ტყავი ჩავიცვი. თვალზე შავი სათვალე გავიკეთე. სარკეში ვიხედები და დაახლოებით იმ  დევიდს ვგავდი, რომელიც ოპერაციაზე წასასვლელად ემზადებოდა, თუმცა ვიცოდი რომ არც ნაკლები მელოდა. ბარში შევედი თუ არა თვალი იქაურობას  გადავავლე. გვანცას მოძებნა მაშინ არც ისეთი რთული იყო. მისი ქერა, გრძელი და გაწეწილი თმა მარტივი შესამჩნევი იყო. მის გვერდით ვხედავ ტანწვერტეცა კაცს, რომელიც გვანცას მკლავს ხელს უსვამდა. ეხლა მე ამას! საკუთარ თავს წამოვუძახე: არ გინდა დევიდ, კაცი ამის გამო ხომ არ უნდა მოკლა? ვუახლოვდები ბარს თუ არა გვანცა თვალებს პირდაპირ სახეში მანათებს.
_ აი, ჩემი მეგობარიც მოვიდა!
_ გვანცა დროა აქედან წავიდეთ.
_ მოიცადეთ!  ვინ ხარ, რომ  ჩემი გოგო აქედან მიგყავს?
_ გვანცა გამომყევი!
_ სად მივდივართ?
_  სახეზე წყალი შეისხი, ცოტა გამოფხიზლდები. მე კი იქამდე პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
_ მეგობარო ამას ნუ გააკეთებ.
_ შედი შიგნით და დამელოდე.
_ აი! ხო ვამბობდი, რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა.
**
  ყველაზე კარგად მაინც უნივერსიტეტის ამბები მახსენდება. იმ დღეს უკვე სამი ლექცია მქონდა ჩატარებული. ძალიან დაღლილი უნივერსიტეტს ვტოვებდი. თითქმის მანქანამდე მისული ჩემი მოსწავლე გზაში დამეწია და მეკითხება: მასწავლებელო, მაინტერესებს ატარებთ თუ არა დამატებით გაკვეთილებს?  გოგონა რომელიც ალბათ 23 წლის იქნებოდა ძალიან აქტიურად ესწრებოდა ჩემს ლექციებს. ჩემი კოლეგებისგან ხშირად მსმენია, რომ გოგონა ჩემზე ძალიან იყო შეყვარებული, თუმცა მაშინ მე ამაზე ყურადღება არ მიმიქცევია. სანამ მოვახერხე, რომ გოგონასთვის პასუხი დამებრუნებინა მოულოდნელად გვანცა მოდის და ლოყაზე მკოცნის.
_ გვანცა მოხდა რამე?
_ აქვე ვიყავი და გადავწყვიტე შენთან შემომევლო.
_ უკაცრავად, წეღან რაღაც მკითხე ხო?
_ დიახ, მაინტერესებს ატარებთ თუ არა ცალკე გაკვეთილებს?
_ არა, არ ვატარებ, მაგრამ თუ რამეში დახმარება დაგჭირდება ლექციის დამთავრების შემდეგ მოდი და ერთად გავიაროთ.
_ მადლობა მასწავლებელო.
_ გვანცა რას დგეხარ, წავედით.
_ არა, დევიდ შენ წადი მე აქ პატარა საქმე მაქვს.
  ვიცოდი გვანცას ცნობისმოყვარეობის ამბები და მეც იქვე ცოტახანს მოვიცადე. გვანცა იმ გოგონას უკან აედევნა და ახლა ის აპირებს მისთვის ლექციის წაკითხვას. მათი დიალოგის მოსმენა თან მსიამოვნებდა და თან მანადგურებდა, რადგან ის რა ურთიერთობაც  ჩვენს შორის იყო არ გამოდიოდა. 
_ შენ გელაპარაკები, დამელოდე!
_ უკაცრავად?!
_პატარა გოგოვ, ახლა რასაც გეტყვი თავში კარგად ჩაიბეჭდე. კაცი რომელიც შენი ლექტორია სხვისი ვერ გახდება მითუმეტეს შენი. დაჯექი და დაკმაყოფილდი ლექციებით. მომინდომა ცალკე გაკვეთილები. ბარემ მკლავებში ჩაუვარდი.
_ გვანცა საკმარისია!
_ დევიდ?
_ შენ შეგიძლია წახვიდე. გვანცას მაგივრად მე გიხდი ბოდიშს.
_ ვის უხდი ბოდიშს? იმ ლაწირაკს?
_ ასე არაფერი არ გამოვა, უნდა დავშორდეთ!
_ რას ბოდავ?
_ გვანცა ჩვენ ვერც ერთად ვართ ბედნიერები და ვერც ცალ-ცალკე. ეს მეგობრობაც ხო სრულ ეგოიზმში გადაიზარდა.
_ კარგი დევიდ, ცოტახნით შორს ვიყოთ ერთმანეთისგან, მაგრამ  გთხოვ ნუ მეუბნები, რომ სულ გავქრე შენი ცხოვრებიდან.
_ წამოდი სახლში დაგტოვებ.
_ არ მინდა, ჩემი მანქანით ვარ.
**
ნუცა იღებს მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას.
    ციდან მოვლენილ ანგელოზს, რომელიც აქამდე ეხმარებოდა ათასობით ადამიანს. სწორედ ახლა მას სჭირდება დახმარება. მათი თანაკლასელების წინააღმდეგ ბრძოლას გამარჯვებისთვის იწყებს. მშობლებთან ერთად უნდა შექმნას მუზიკლი, რომელიც გამარჯვებას მოუტანს. როდესაც  გარშემო ყველა ბედნიერია და სცენაზე მშობლებთან ერთად გადიან, როცა კოსტუმს მშობლებთან ერთად არჩევენ ნუცა დარბაზის კუთხეში დგას და მოთქვამს. იმაზე კი არა, რომ ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს არამედ იმაზე, რომ დედამისი მის მშობიარობას გადაჰყვა. მამა კიდევ ძმის ავარიის შემდეგ დაიღუპა. ძნელია ამ დროს მიხვდე  რა ტკივა ადამიანს. იქნებ გული ან სულაც სული ეწვის ამ ყველაფრის შემხედვარე. ნუცას ამის შესახებ სახლში არაფერი უთქვამს. დადიოდა რეპეტიციებზე და უყურებდა მის თანაკლასელებს, როგორ ემზადებოდნენ კონკურსისთვის.
  კონკურსამდე დარჩენილი იყო უკვე ბოლო 24_საათი და მასწავლებელი ურეკავს ალის. ,, ალბათ კონკურსისთვის ყველაფერი მზად გაქვთ ხო?“ გაკვირვებულმა ალიმ არ იცოდა მასწავლებლისთვის რა ეპასუხა.  ალი ჯერ ნუცას ოთახში შედის და ეკითხება: ნუცა შემომხედე, რა კონკურსზეა საუბარი? ნუცამ თითქოს ყური არ შეიბერტყა ისევ დაჟინებით მისიკის მოსმენა გააგრძელა.  ალი ახლა უკვე გაბრაზდა და ნუცას უხეშად ყურიდან ყურსასმენს ხსნის.
_ გისმენ.
_ არაფერი მაქვს სათქმელი.
_ მასწავლებელმა დარეკა, კონკურსის დაწყებამდე ერთ დღეა დარჩენილი. შეგიძლია მიპასუხო ეს ჩვენ რატომ არ ვიცით?
_ რა გინდა, რა?! შენ არასდროს გიკითხავს მჭირდება თუ არა რამე. გადააკვდი იმ დამპალ ფეხბურთის გუნდს.
_ როგორ მელაპარაკები?
_ ყელში ამომივიდა ყველა და ყველაფერი. ამ სახლში თავს ისე ვგრძნობ თითქოს აქ ჩემი ადგილი არ არის. სკოლიდან როცა ვბრუნდები არავინ მეკითხება, როგორ ჩაიარა დღემ. დარწმუნებული ვარ ეხლაც რო მასწავლებელს არ დაერეკა თქვენ ვერაფერს გაიგებდით.
_ რა ხდება, რა გაყვირებთ?
_ ლიზა შენს ქმარს გადაეცი, რომ აქამდე თავს მარტო ვიცავდი და ახლაც როგორმე გავუმკლავდები.
_ ახლა მე ამას ვასწავლი ჭკუას!
_ ალი ძალიან გთხოვ ოთახიდან გადი. ნუცას მე დაველაპარაკები.
**
  დილით მზე ამოსვლას იწყებდა, როდესაც ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. თვალის გახელა ისე მეზარებოდა თითქოს ახალად ჩაძინებული ვყოფილიყავი. ტელეფონს დავხედე, გვანცა იყო. ,,დევიდ მაპატიე ასე ადრე, რომ გირეკავ მაგრამ აქ მდგომარეობა ძალიან რთულადაა. ნუცა გუშინ ღამით სახლიდან გაიპარა და ვერავინ პოულობს. მიზეზი რაღაც კონკურსი ყოფილა, სადაც მონაწილეობა მშობლებთან ერთად უნდა მიიეღო“. ბუნებრივია ბავშვის ფსიქიკაზე ამან ძალიან იმოქმედა. ვერ გაუძლო და გაქცევა საუკეთესო გამოსავალად აქცია. ასეთ დროს ნუ დაუყვირებთ ბავშვს. პირიქით მიეცით საშუალება თავად მოყვეს ყველაფერი. მათ ასაკში მეტად მგძნობიარები ხდებიან და შეიძლება ყველაფერი ფატალურადაც დასრულდეს. მათ ასეთ დროს მეტი ყურადღება არ სიამოვნებთ, თუმცა უყურადღებობაც ძალიან ცუდად მოქმედებს მათზე. გადამეტებული არც სიყვარული ვარგა და არც სიძულვილი. აი ჩვენ ადამიანებს კი გვიჭირს ამ ორის ერთად შეთავსება. სწორედ ეს იწვევს შემდგომ კონფლიქტს. აყვირებულ ადამიანს კიდევ, რაც არ უნდა ელაპარაკო ვერაფერს გააგებინებ. ის მაინც გაიხსენებს იმ ტკივილს, რაც აქამდე გამოიარა. ნუცას ძებნაში დიდი დრო არ დამიკარგავს. სასტუმროს ერთ ერთ სკვერში იყო და ცხელ შოკოლადს მიირთმევდა. ეტყობოდა, რომ იქაც ახლობლები ჰყავდა და სიხარულით უმასპინძლდებოდნენ. ნუცა გარდა იმისა, რომ იყო განსაკუთრებული ბავშვი სკოლაში ყოველდღე  უწევდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ყოფნა. მას დასცინოდნენ მარტო იმის გამო რომ დამცველი არ ჰყავდა და პრობლემებს მარტოც კარგად ართმევდა თავს. არადა ნუცას მის ასაკში ეს რო შეუძლია უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრმა შეიძლება ეს ვერ შეძლოს, მაგრამ ნუცა არის ბავშვი, რომელმაც იცის სად მიდის და იცის რომ არ დაიკარგება. არც მისი ადამიანობა დაიკარგება და არც მისი კვალი.  რამოდენიმე თვის წინ ნუცამ მითხრა, რომ საკუთარი თავმოყვარეობა უნდა დამებრუნებინა. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს ცხოვრებაში დგება მომენტი და შეგიძლია ადამიანს გადაუხადო მადლობა იმ გაწეული სიკეთისთვის რაც ერთ დროს შენთვის გაიღო.
**
_ თუ შეიძლება, მეც ცხელ შოკოლადს დავლევ.
_ შენც დაგირეკეს არაა?
_ ხო იმაზე მეტი მითხრეს რისი გაგებაც მინდოდა.
_ მაგას გვანცა თუ არა სხვა ვინ გააკეთებდა. თქვენ კიდევ ვერ ჩამოყალიბდით არა?
_ ეგრე გამოვიდა.
_ უკვე ძნელია ალისთან საუბარი. რაც არ უნდა ვუთხრა ჩემი არ ესმის ხანდახან მგონია რომ და ძმა არ ვართ.
_ ალი ძლიერი ბიჭია, ბევრს გაუძლო და სწორედ ამიტომ არის ალბათ ცოტა მოშვებული. აი, მე მაგალითად ჩემს დას დღემდე გარდაცვლილი ვგონივარ და ალბათ ეს კარგიც არის.
_ როგორ ფიქრობ ადამიანები იცვლებიან?
_ არა, ნუცა ადამიანები არ იცვლებიან. ჩვენ უბრალოდ ჩვენივე თავის სრულყოფილი ვერსია ვხდებით. ახლა კი დროა!
_ რისი დრო?
_ ხვალ კონკურსია და უნდა მოვემზადოთ.
_ ეს შეუძლებელია!
_ შეუძლებელი არაფერია.
**
  პირველად იმ დღეს ლიზას და ალის სახლში მივედი. იოანე უკვე 4 წლის იყო. არ ვიცი,  ალბათ მიცნო? ჩემი ხმა გაიგო თუ არა კარებისკენ გამოიქცა. ,,გამარჯობა ალი  აქ კეთილი საქმისთვის ვარ მოსული, მაგრამ მარტო არ ვარ“. კარს მიღმა დამალული ნუცა ჩემს გვერდით დადგა. ძმის წინაშე თავი დახარა და პატიეპა ითხოვა. არ აქვს მნიშვნელობა დანაშაული რა დოზით ჩაიდინე, ან აქვს თუ არა შენს საქციელს გამართლება, მაგრამ პატიება არის გამბედაობა, რომელიც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს. ალი მუხლებში ჩაიკეცა და ნუცა გულში ჩაიკრა. გვანცა ლიზას გვერდით იდგა და ხელით მანიშნებს, რომ ძალიან მაგარი ვარ. გამეღიმა და თან საუბარს ვაგრძელებ. ,,ეს ყველაფერი არ არის. მთავარი სამუშაო ახლა გვაქვს შესასრულებელი. ნუცა ხვალ კონკურსზე უნდა გავიდეს. ჩვენ კი ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“. ამაზე ერთხმად ყველამ ტაში დამიკრა. ,,დევიდ მაპატიე, თუ შეიძლება სახლში შემოდი“. ალის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. გოგოებმა დასალევი შემომთავაზეს  თუ არა ალიმ ჩაციებული ლუდი მაცივრიდან გამოიღო და გვერდით მომიჯდა. ,,შენზე არასდროს მქონდა ცუდი წარმოდგენა. არც მაშინ როცა ზურას გვანცა აახიე“. ამაზე გამეცინა, თუმცა აქ სასაცილო არაფერი იყო. მოგვიანებით ელენე და მისი შეყვარებულიც შემოგვიერთდა. ,,მე შევასრულებ მამის როლს!“ მოულოდნელად ალიმ  ეს სიტყვები წარმოსთქვა. ,,არა, არ მინდა ალის ვიცი რაღაც შეეშლება ტექსტის დამახსოვრება არ შეუძლია“. მოვითხოვე კალამი და ფურცელი. ამ სიტყვების თქმა იყო და მიახლოვდება იოანე. ხელში ფერად ფანქრებს და სახატავ რვეულს მაწვდის. როგორ შეიძლება ამ სახლში ყველა თავის ასაკთან შესაბამისად არ მოქმედებდეს. დიდები აზროვნებენ, როგორც ბავშვები აი პატარებისგან კი ჩვენ ვსწავლობთ. 
როლები შესაბამისად გადანაწილდა:

გვანცა_ჟურნალისტია. ის ძალიან ცნობილი ჟურნალ გაზეთის რედაქციაში მუშაობს.
ლიზა_საელჩოში მუშაობს.
ალი_ ფეხბურთელია
  სინამდვილეში ყველა იმ როლს შეასრულებს , რაც სინამდვილეშია. ტექსტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გახლავართ მე. ახლა კი ყველამ ერთად ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან. მოულოდნელად გვანცა ფეხზე დგება და კითხულობს: _ რა ქვია მიუზიკლს? ყველაფერი თითქმის მზად იყო, სცენარიც ბოლომდე დავწერე და არ ვიცოდი რა დამერქვა ამ ისტორიისთვის, რასაც მაყურებლის წინაშე წარვადგენდით. არცისე დიდი ხნის შემდეგ წიგნაკი დავხურე, კალამი ჰაერში ავწიე და წარმოვთქვი შემდეგი სიტყვები. ,,კურიერი და ლამაზმანი“ ამის შემდეგ  ჯერ ცოტახანს გაკვირვებულები მიყურებდნენ შემდეგ კი დათანხმდნენ ჩემს შემოთავაზებას. წინ კიდევ მთელი ღამეა. ჩვენ გვაქვს უკანასკნელი 8_საათი  იმისთვის, რომ სპეკტაკლი თავიდან ბოლომდე გავიაროთ. ნუცას იმდენი არ უწუწუნია, როგორც გოგოებმა იწუწუნეს. უკვე დილის 5_საათი იყო და ვამბობ:_ ეს ერთხელაც გავიაროთ და დავასრულებთ.
**
_ ჯანდაბა ჩაგვეძინა!
_ ლიზი გამოდი აბაზანიდან, უკვე ერთი საათია მანდ ხარ.
_ ძმაო ეს რა არის? ბაყაყის ფერი პერანგით სპეკტაკლზე არ გამოხვალ!
_ იოანე შვილო, გზიდან ჩამომეცალე.
_ გვანცა ახლა შენ ნუ ჩაიკეტები ერთი საათით. გვაგვიანდება!
_ აქ რა ხდება, გადადიხართ?
_ მე ქვემოთ დაგელოდებით!
_არა, მოიცადე  რაღაც მინდა გითხრა.
_ ზურა დილიდან შენთან ჩხუბი არ მინდა.
_ დარჩა ვინმე, ვის გამოც უნდა ვიჩხუბოთ? ქალი ვინც მიყვარდა დამიკიდა.
_ ზურა არასდროს დაფიქრებულხარ, რომ ეს უსიყვარულობის ბრალი იყო?
_ კი ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ვხვდებოდი, რომ გვანცას არ ვუყვარდი, მაგრამ თავს ტყუილი იმედებით ვიმხნევებდი.
_ ალი ისინი გარეთ არიან. ძალიან გთხოვ, გახედე არ იჩხუბონ.
_ შენს წინაშე ჩაჭრილი ვარ. ვაღიარებ შემეშალა... არ ვიცი მაპატიებ თუ არა, მაგრამ გეტყვი რომ შენი და ქალაქშია. იცის, რომ ცოცხალი ხარ და შენს მოკვლას ისევ შეეცდება.
_ ეს ყველაფერი შენ საიდან იცი?
_ გასულ კვირას შემთხვევით შევხვდი. მიცნო და თვითონ მოვიდა. არ ვიცი ალბათ ეგონა, რომ შენს ადგილსამყოფელს ვეტყოდი.
_ მერე უთხარი?
_ არა, არ მითქვამს.
**
                                მოქმედი პირები:
ნუცა_ ალის პატარა და
ალი_ ნუცას უფროსი ძმა
ლიზა_ ალის სატრფო
გვანცა_ ლიზას მეგობარი
დევიდი_ მთხრობელი
მოქმედება ხდება ქალაქის ერთერთ პატარა უბანში.
                        მოქმედება პირველი
  აგერ უკვე დილის 8_საათია და ალი სამუშაოდ წასასვლელად ემზადება. იქამდე უნდა დაასრულოს ვარჯიში სანამ ნუცა ბაღიდან დაბრუნდება. სახლში დაბრუნებისას  კი და-ძმა ერთად განიხილავენ რა ხდებოდა დღის განმავლობაში. მამა ძალიან გვიან  11_ზე ბრუნდება. ან თუ მანქანას საქმე რთულად აქვს უფრო გვიანაც.  ალი მზად იყო ბაღში წასასვლელად, როდესაც  გაიგო, რომ მეგობარს დახმარება სჭირდებოდა. ალი უახლოდება ბაღთან მდგომ გოგონებს და დახმარებას სთხოვს.
                                ა ლ ი
_ ვატყობ აქ დიდი ხნით აპირებთ გაჩერებას. ძალიან დამავალებთ თუ ჩემს დას ცოტახნით  დაიტოვებთ. (ალი ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ნუცას სურათს აჩვენებს)
                                ლ ი ზ ა
( ხელი აუკრა) შენ, ჩვენ ვინ გგონივართ?
                              გ ვ ა ნ ც ა
(ლიზას გვერდით ამოუდგა) ძიძა თუ გინდა წადი და სხვაგან მოძებნე.
                              ა ლ ი
(ალი უკან იხევს) უკაცრავად, ჩემი ბრალია. დასახმარებლად თავქარიანი გოგონებისთვის არ უნდა მიმემართა.
  სწორედ ის დღე იყო, როდესაც ალი და ლიზა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. არავინ იცოდა, რომ ეს მათი საბედისწერო შეხვედრა აღმოჩნდებოდა. გადის რამოდენიმე დღე და ქალი ისევ გზაზე ეღობება. მანქანა მის  ფეხებთან დაამუხრუჭა და თან ხმამაღლა ყვირილს იწყებს.
                      ლ ი ზ ა
_ გზიდან ჩამომეცალეთ!
                        ა ლ ი
_ მე თქვენ გიცნობთ, რამოდენიმე დღის წინ ბაღთან შევხვდით ერთმანეთს.
                    ლ ი ზ ა
_ თუ ღმერთი გწამთ გზიდან ჩამომეცალეთ!  მანქანაში ჯდება და გზას აგრძელებს)
                  ა ლ ი
_ ვინ არის ეს ქალი? ან ასე ხშირად რატომ მიწევს მასთან შეხვედრა.
  ალის გონებაში პირველად გაჩნდა  შეკითხვა: ვინ არის ეს ქალი? რაღაცას გრძნობდა ქალის მიმართ, მაგრამ ვერ გაეგო ეს რა გრძნობა იყო. ხშირად წარმოიდგენდა მის პირველ და მეორე შეხვედრას და ვერ ხსნიდა ვინ იყო მისთვის. ოთახის კუთხეში, ალი იქამდე იჯდა სულგანაბული, სანამ მისი პატარა და არ მიუახლოვდა შეკითხვით:
                  ნ უ ც ა
_ ძმაო, რას გაშტერებულხარ?
                  ა ლ ი
_ პრინცესა, ცოტახნის წინ ჩაძინებული არ დაგტოვე? ახლა რაღა მოხდა?
                  ნ უ ც ა
( ძმას ხელში ალუბლისფერ მანდილს აწვდის და ეუბნება) ეს იმისია ვისაც შენ ეძებ.
                  ა ლ ი
( გაკვირვებული დას უყურებს და თან ხელიდან მანდილს ართმევს)
_ ეს შენ საიდან გაქვს?
                  ნ უ ც ა
_ იმ დღეს შენ დაგაგვიანდა, მაგრამ ბაღის კართან ქალს მარტო არ დავუტოვებივარ.
                  ა ლ ი
_ კიდევ რა გითხრა?
                  ნ უ ც ა
_ მითხრა, რომ ეს დედამისის მანდილი იყო. ძმაო თუ დედა ოდესმე დაბრუნდება მეც შევძლებ რაიმე მასაც ვაჩუქო?
                ა ლ ი
_ დაიკო ეს შეუძლებელია. მიდი ახლა, წადი და დაიძინე.
    ალი რაც უფრო ქალს უახლოვდებოდა მით უფრო მისკენ იზიდავდა. ის მისთვის სიცოცხლის, ბედნიერების წყარო გახდა. მისი გამოხედვა ყოველთვის არწმუნებდნენ რომ განსაცდელი აუცილებლად წავა და ბედნიერება მოვა. მართალია ნუცას არ ჰყავდა დედა, თუმცა მამის მოლოდინით წყურვილს იკლავდა. ერთხელაც, როცა გაიგო რომ მამას დაბრუნებაც შეუძლებელი გახდებოდა საკუთარ თავში ჩაიკეტა. დღეს ის პატარა გოგონა გაიზარდა. გაიზარდა და უმტკიცებს ყველას, რომ განსაკუთრებულია.
**
  სპეკტაკლი დასასრულს უახლოვდებოდა. ახლა კი ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ სიმღერა. „Kansas Carry on my Wayward son“ თუმცა მოულედნელად ნუცა სიმღერის დაწყებამდე ამოდის სცენაზე და ამბობს შემდეგ სიტყვებს.
  მე შეიძლება არაფერი გამიკეთებია, იმისთვის რომ ამ კონკურსში გავიმარჯვო თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ სპეკტაკლის შექმნაში და განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. ის ჩემი ოჯახია. ალიმ დედას გარდაცვალების შემდეგ მშობლების მაგივრობა გამიწია. ის ქალი, ალის გვერდზე, რომ დგას ლამაზმანია ალის ცოლი. სახლში კიდევ 4 წლის იოანე გველოდება, რომელიც ალბათ ახლა ჩვენს გარეშე მოწყენილია. ის გვანცაა, მისი მოსვლა მიხარია მარტო იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი მას თან მოყვება ტკბილეულიც. ალი დაბადებიდან მგონი ტკბილის ჭამას მიკრძალავდა, რადგან ეგონა რომ ამით კბილებს ვიფუჭებდი. იმდენი ვილაპარაკე, მაგრამ მთავარი არ მითქვამს თქვენთვის. ამ სცენის მიღმა არის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა. დევიდი, ის ჩვენთვის ყველასთვის განსაკუთრებული ადამიანია. ყოველთვის, როდესაც ჩვენს გარშემო იწყებს ტრიალს თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობთ. იყო დრო როცა მისი ყველას ეშინოდა, მაგრამ დღეს ის სამაგალითო ადამიანია. ახლა კი თქვენი ნებართვით მას სცენაზე მოვიწვევ და ყველა ერთად შევასრულებთ სიმღერას.
  მაშინ სცენაზე გამოსვლა ყველაზე მეტად მიმძიმდა. განა იმიტომ კი არა რომ ეს არ მინდოდა. არა, მინდოდა თანაც ძალიან მინდოდა. უბრალოდ იმდენად სავსე ვიყავი ემოციებისგან,  მეშინოდა არ გავმსკდარიყავი კიდეც. ნუცამ პირველად გაგვაერთიანა ასე. სიმღერა დავასრულეთ თუ არა ნუცამ წინ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და თავი მაყურებელს მადლობის ნიშნად დაუხარა. ჩვენს შემდეგ კიდევ ორი ნომერი იყო დარჩენილი. ამასობაში ჩვენ კულისებში ვიცდიდით.
_ მოდი წავიდეთ. ისედაც ნათელია, რომ ამ კონკურსში ვერ გავიმარჯვებთ.
_ ნუცა სულ ცოტაც მოითმინე და შედეგები გვეცოდინება.
  გასული იყო ალბათ 15 წუთი და სცენიდან ისმის შემდეგი სიტყვები. ,,დღევანდელ კონკურსში გამარჯვებული სპეკტაკლი გახდა კურიერი და ლამაზმანი“! ნუცა თითქმის კარამდე მისული, განათებული თვალებით სცენისკენ გაიქცა და ჯილდოს ხელი სტაცა. ყვირის, ტირის, მადლობას უხდის ყველას. ახლა ჩემსკენ გამორბის და მთხოვს, რომ მეც მის გვერდით დავდგე. ,,ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. ამიტომ შენც ჩვენს გვერდით უნდა იდგე“. სცენა მოულოდნელად საზეიმოდ განათდა. ყველა ნუცას გამარჯვებას ულოცავდა. როგორ ამბობენ?  რო ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვაო. ჩვენ შემთხვევაში პირიქით მოხდა. სულ რამოდენიმე წამში მთელი დარბაზი კვამლით დაიფარა. თავიდან ამ ყველაფერს ფეიერვეკს აბრალებდნენ, მაგრამ მალევე ამ სუნზე ხალხმა ხველა დაიწყო. ეს საშინელი სუნი გაზისგან იყო. დაპანიკებული ხალხი გარეთ გაქცევას ცდილობდა, მაგრამ კარები ჩაკეტილი დახვდათ. რამოდენიმე ადამიანმა მოვახერხეთ და კარები გავანგრიეთ. მადლობა ღმერთს ყველა გადარჩა, თუმცა რამოდენიმე ბავშვი საავადმყოფოში მოწამვლით მოხვდა.
  იქიდან წამოსულს ბევრი არც მიფიქრია და გაბრიელს შეხვედრაზე შევუთანხმდი. დავთანხმდი მის შემოთავაზებას და მზად ვარ ჩემი დის მოსაძებნათ მასთან ერთად ვიმუშავო. თავდაპირველად ჯერ ერთმანეთს ბარში შევხვდით. ის ღამე მთლიანად დაგვჭირდა მისი კვალის ასაღებად. ამიტომ მუშაობა ისევ დილამდე მომიწია.
**
_ დევიდ შენ ვინ გითხრა, რომ ნინია ქალაქში დაბრუნდა?
_ ერთია... ალბათ ქალი რო არ ყოფილიყო ჩვენს შორის დღეს კარგი მეგობრებიც ვიქნებოდით.
_ გვანცას ყოფილ ქმარს გულისხმობ?
_ ხო ზურას.
_დავბრუნდი და ვერ წარმოიდგენ რა მაგარი ამბავი მაქვს თქვენთვის.
_ რატი ჯერ მოგვსალმებოდი.
_ ეს არი არა? ძმას გაუმარჯოს!
_ გაუმარჯოს.
_ მოკლედ მე და თომამ ვნახეთ ის სახლი, სადაც მკვლელობები მოხდა. რამოდენიმე მეზობელს გავესაუბრეთ, მაგრამ ახალი ვერაფერი გავიგეთ. ზოგს ეტყობოდათ, რომ ბევრ რაღას მალავდა, ზოგმა საუბარი საერთოდ არ ისურვა. სახლს ახალი მეპატრონე კი ჰყავს, მაგრამ როგორც იქაური მაცხოვრებლები ამბობენ ეშინიათ იმ სახლში გაჩერების. უბანმა, როცა გაიგო, რომ მკვლელი გარდაცვლილი იყო მით უფრო დაპანიკდნენ. დიდი ხანი არ გვიმსჯელია იმაზე, რომ მკვლელი მარტო არ მოქმედებდა და შესაძლებელია მკვლელობები კიდევ გაგრძელდეს.
_ ესეიგი გამოდის, რომ დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე.
_ სწორედ ასეა ძმაო. ამ საქმეზე მუშაობა ერთდროულად გვხიბლავს და გვაშინებს კიდეც. შეხედეთ ეს სურათებია, რაც იმ სახლში ყოფნის დროს გადავიღე. ამ სურათს თუ კარგად დააკვირდებით მარტივად მიხვდებით, რომ კედლის მიღმა სამალავია. სახლიდან წამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს.
_ რა იყო შიგნით?
_ არაფერი. ფაქტია ვიღაცამ ხმა მიაწოდა, რომ გამოძიებას ვაწარმოებდით და დროზე ადრე გააქრეს ყველაფერი, მაგრამ ოთახის კუთხეში ეს ვიპოვე.
_ ეს რა არის?
_ მეხსიერების ბარათი. ალბათ წაღების დროს დაუვარდა.
_ ჩართე, მიდი ვნახოთ რა წერია.
_ არამგონია ეს მოგეწონოთ. ეს უბრალოდ პარანორმალური ფილმის ერთ-ერთ კადრს ჰგავს.
_ მოიცადეთ ესენი ყოველ თავის დანაშაულს ასე იღებდნენ?
_ ასეა ძმაო და სავარაუდოდ იმ კედლის მიღმაც სწორედ ასეთი ტიპის  ვიდეოებს მალავდნენ.
_ შეგიძლიათ ეს ვიდეო ტელეფონში ჩამიტვირთოთ?
_ კი არა პრობლემა, მაგრამ რისთვის გინდა?
_ გული მიგრძნობს ჩემი დაიკო მალე ჩემს მოსანახულებლად მოვა და უნდა ვაყურებინო.
_ უი, მართლა თეონა ხო?
_ კი ჩემი დეიდაშვილია.
_ ძალიან კარგი გოგოა. მან მითხრა, რომ ქალმა რომელმაც შეგიფარა აქამდე შეხვედრილა უფრო მეტიც ეხმარება, რომ უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს.
_  ახლა სად არის, ვერ მეტყვი?
_ კი აი მისამართი.
**
  ბევრი არც მიფიქრია და წავედი იმ მისამართზე, რომელიც ბიჭებმა მომცეს. თეონა არ მინახია ალბათ 16 წლის შემდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე დამოკიდებულება არ ექნება ჩემს მიმართ, როგორც ეს მაშინ იყო.  სახლი ქალაქიდან არც ისე შორს უყიდია. პატარა სახლი იყო, მაგრამ მოწესრიგებული. სანამ სახლს არ მივუახლოვდი ჩამიჩუმი არ ისმოდა. აი კართან მივედი თუ არა მუსიკის საშინელი ხმაური გამოდიოდა სახლიდან. კარზე ზარი რამოდენიმეჯერ დავრეკე. მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი და სახლში ფანჯრიდან შევედი.
_ ნუ გეშინია, ეს მე ვარ დევიდი.
_ ვიცოდი რომ გადარჩებოდი!
_ აქ რას აკეთებ?
_ ვერ გავიგე?
_ აქ, ამ ქალაქში რა გინდა?
_ აბა ჩემი მტერი გაჩერდეს ჩემს ქალაქში. იქიდან ყველა გამორბის და მე იქ რატომ უნდა დავრჩენილიყავი.
_ სად არის ჩემი და? ვიცი, რომ ბოლოს შენთან აფარებდა თავს.
_ კი ჩემთან იყო, მაგრამ რაც გაიგო რომ ვიყენებდი გაიქცა.
_ რას ქვია იყენებდი?
_ ხო მე და ქალბატონმა მასტერკლასი ჩავუტარეთ.
_ თეონა შეგიძლია ცოტა გარკვევით ამიხსნა ეს ყველაფერი?
_ რათქმაუნდა, ჩამოჯექი გამაგრილებელ სასმელს მოგიტან. ფანტა გინდა თუ კოლა?
_ კოლას მირჩევნია.
_ იმ დღეს ქმარმა მითხრა, რომ სამოგზაუროდ მივდიოდით და სასწრაფოდ ქალაქი დამატოვებინა. აქ როცა ჩამოვედით ნინიას შევხვდით. გამიხარდა ვიფიქრე მისგან თავის დაღწევაში დამეხმარებოდა, მაგრამ ის ჩემს ქმარზე საშიში აღმოჩნდა. სწორედ იმ დღეს შენი და ჩემი მოკვლა ერთდროულად ჰქონდათ გადაწყვეტილი. შენ როდესაც დაჭრილი მოგიყვანეს მე მაშინ ოთახში ვყავდი ჩაკეტილი და გაზით ჩემს გაგუდვას გეგმავდნენ. აფეთქება, როდესაც მოხდა კარები გაანგრია. გამოვარდი გარეთ და პირველივე შემხვერდ მანქანისგან დახმარება ვითხოვე. ჩემი ქმარი გულ წასული კი დავინახე, მაგრამ არცერთი წამიც მისი დახმარება არ მიფიქრია. სანამ შენ კომაში იყავი ქალბტონს ჩემი მოძებნა არ შეუწყვიტავს. მადლობა ღმერთს მიპოვა თორე მეც ჩემი ქმრის ხალხი მოსაკვლელად დამსდევდა. ცოტახნით  თავი ერთ სასტუმროში შევაფარე მერე იქ ბინა ვიყიდე და საცხოვრებლად გადავედი. ახლა კი აქ ვარ და არსად წასვლას აღარ ვაპირებ.
_ ნინია როგორ იპოვე?
_მე არ მიპოვია მან მიპოვა. მაშინ ჯერ ჩემ ქალაქში ვცხოვრობდი. თავიდან, როცა მოვიდა ძალაგამოცლილი მშიერი იყო და დახმარებას მთხოვდა. მეც, როგორც ქალბატონმა მითხრა სახლში შევიფარე და მისი ნდობა მოვიპოვე.
_ ახლა სად არის?
_ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ მოგაგნებს.
_ ეჭვიც არ მეპარება.
**
  იმ დღემ ძალიან მძიმედ ჩაიარა. დაწოლის და დასვენების მეტი არაფერი მინდოდა. სახლში მივედი თუ არა მზარეულმა მითხრა, რომ ახალი მზარელი დაგვემატა და საოცარი ვახშამი მოამზადა. ,,ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახლა ჭამის თავიც ნამდვილად არ მაქვს“. ქალბატონმა ეს სიტყვები გაიგო თუ არა ხელიდან ჟურნალი გვერდით გადააგდო და  წინ გადამეღობა. ,,ასე არ გამოვა. დაღლაც კარგია, კარგი სამსახურიც კარგია, მაგრამ უჭმელობა მიუღებელია. მიდი მოწესრიგდი და სავახშმოდ ქვემოთ ჩამოდი“. ეს რა არის? პატარა ბავშვი ვარ? საკუთარ თავს ამ შეკითხვებს ვუსმევ, მაგრამ ვინ მყავს გარშემო ამაზე რომ მიპასუხოს. არც არავინ. კარგი ჯანდაბა! გადავივლე წყალი სპორტული სამოსი ჩავიცვი და სავახშმოდ მაგიდას მივუსხედით. იქ იყვნენ ქალბატონის ორი დაქალი და ერთი ნათესავი მამაკაცი, რომელიც რამოდენიმე დღეა ჩვენთან ცხოვრობს, მაგრამ ვერ გავიგე დღემდე როგორი ნათესავია. ესე ალბათ იმიტომ ხდება, რომ სახლში საერთოდ არ ვარ. აი, უკვე ყველა ბედნიერია. ცარიელ თეფშებს დაჰყურებენ და ელოდებიან ვახშამს. დაახლოებით ისე, ბავშვთა სახლში ბავშვებს სულ რო გრეჩიხას აჭმევენ და უცებ წინ ხორცს, რომ დაუდებენ. თავი ჩემ სმარტფონში მაქვს ჩახრილი და აშკარად ვხვდები, რომ ვახშამის მოლოდინი ძალიან გაიწელა. აი აწკრიალდა თეფშები და ყველა საზეიმოდ ელოდება იმ გრანდიოზულ ვახშამს, როგორც ეს მზარეულმა თქვა. ერთადერთი რაც პირველად შევნიშნე იყო შოკოლადის ფერი ხელი. სასტუმროს ნომერში შენ, სამსახურში შენ, ბარში შენ და სახლშიც შეენ?! ძალიან ვცდილობ ყვირილისგან თავი შევიკავო, რადგან ეს ყველაფერი უკვე ძალიან არ მომწონს. ,,გაიცანით ეს ლამაზი გოგონა დევიდის... მეგობარია“. ქალბატონმა ხანგძლივი პაუზის შემდეგ კიდევ კარგი თქვა, რომ მეგობარი იყო.  გვანცა ჩემს გვერით დაჯდა. ,,ვიცი, რომ მწარეს არ ჭამ ამიტომ შიგნით წიწაკა არ ჩამიყრია“. წინ მიდგას კერძი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ლამაზი იყო. არასოდეს... ხალხო არასდროს შეაფასოთ რამე ან ვინმე გარეგნულად. სტუმრებმა, როგორც კი კერძი გასინჯეს ერთდროულად ყველას აუტყდა ხველა. არ ვიცი, კერძი ერთდროულად იყო მლაშე, ძალიან ტკბილი, მჟავე, იგრძნობოდა რომ ძმარი ბევრი ჰქონდა და ამ ყველაფერთან ერთად ხორცი იყო უმი. სტუმარი თუ მასპინძელი ყველა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, როგორია მიდიხარ სტუმრად და არაფერს ჭამ. ეს ერთგვარი უპატივცემულობაა. ,,ისადა აქვე ახლო კარგი პიცერიაა. ხომ არ წავსულიყავით?“  ამ კითხვის დასმა იყო თუ არა გვანცამ მკლავზე მიჩქმიტა. ვახშამი ბოლოს მაინც პიცით დასრულდა, რომელიც მძღოლმა ძალიან მალე სახლში მოგვიტანა. ქალბატომა სტუმრები გააცირა თუ არა გვანცას მიუახლოვდა და ანუგეშა. ,,არაფერია შვილო ახლა არ გამოგივიდა შემდეგში აუცილებლად გამოგივა“.
_ შანსი არაა. პირადად პირობას მე ვდებ, რომ გვანცა სამზარეულოში არასდროს  შევა.
_ სად მიდიხარ, დამელოდე?
_ გვანცა საკმარისი იყოს ის რაც წეღან ჩაიდინე. ახლა კი მარტო დამტოვე მეძინება.
_ არადა მეგონა ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც რეცეპტში ეწერა.
_ არამარტო გვანცა... არამარტო!
_ ამჯერად რა ჩავიდინე?
_ რა გინდა აქ? გამაგებინე რა გინდა?!
_ შენთან მინდა! ახლა გაიგე? ვკვდები ისე მენატრება შენი სურნელი. ის მზრუნველი დევიდი მენატრება, ვინც ჩემზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული. ვკვდები ეჭვიანობისგან, როცა წარმოვიდგენ, რომ შენს სხეულს ვინმე სხვა ეხება. ძალიან გთხოვ მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყო. ყოველდღე თუ არა ხანდახან მაინც მომეცი ამის უფლება.
_ ახლა რა გინდა, რომ გავაკეთოთ?
_ ჩამეხუტე!
_ შეთვის ერთი კარგი შემოთავაზება მაქვს.
_ რა მოხდა, ვინ მოგწერა?
_ უნდა წავიდე ეს ძალიან სასწრაფოა.
_ დევიდ ფთხილად იყავი გთხოვ. შენს დაკარგავს კიდევ ერთხელ ვეღარ გადავიტან.
_ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება.
**
_ ეი, შენ! გაჩერდი ერთი მანდ.
_ დევიდ აქ რას აკეთებ? როგორ მომაგენი?
_ მაგას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს.
_ არ მომიახლოვდე, მანდ დარჩი!
_ რა იყო გეშინია, რომ მეც ისევე მოგკლავ როგორც შენ?
_ არ მომიახლოვდე თორე ვიყვირებ.
_ არ გიახლოვდები. აი, აქ ვარ! ახლა კიდევ ეს გამომართვი და ბოლომდე უყურე.
_ ეს რა არის?
_ ადამიანი ვისთან ერთადაც მოქმედებდი.  ის სერიული მკვლელი იყო. მკვლელობებს გეგმავდა, ანხორციელებდა შემდეგ კი ამ ყველაფერს ვიდეო კამერით იღებდა. კარგად დააკვირდი! ხედავ ქალს, როგორ ძალადობს მასზე? თავი ჩახარე და კარგად უყურე ვიდეოს. ის კაცია არა? ხო, სწორედ ის კაცია, ვისთან ერთადაც ძმის მკვლელობა დაგეგმე. სწორედ ის კაცია, ვინც ჩვენი მშობლები სასტიკი მკვლელობით მოკლა.
_ შეუძლებელია ეს ყველაფერი სიმართლე ვერ იქნება.
_ ნინი აწიე თავი და შემომხედე. შემომხედეთქო!!!
_ არ შემიძლია...
_ გამოადგი ფეხი!
_ ხელი გამიშვი, მტკივა...
_ მე ეს ხშირად გამიკეთებია. ახლა შენ გააკეთებ იგივეს. შეხედე საკუთარ თავს წყლის ზედაპირზე და მიპასუხე ვის ხედავ?
_ ამას რატომ აკეთებ?
_ გასაგებია, კითხვაზე პასუხი არ გაქვს. მაშინ მე გიპასუხებ. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც საკუთარი ძმა ცეცხლისთვის გაიმეტა. შენ ხარ ადამიანი, რომელიც სიყვარულს არ იმსახურებს, ოჯახს არ იმსახურებს...
_ მაპატიე გთხოვ...
_ არ მომეკარო!
_ ახლა რა გავაკეთო? როცა ვიცი, რომ ისევ შენი მოკვლა უნდათ ახლა რა გავაკეთო? ისევ წინ გადაგეფარო? არა, ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და ძალიან მწარედ დამიჟდა. იმ კაცს, სახურავიდან ხედავ? ის სნაიპერია. მას შენ და მე მიზანში ვყავართ მოქცეულნი. ერთი გასროლაც კი საკმარისია და ჩვენც ისევე დავასრულებთ სიცოცხლეს, როგორც ერთ დროს ჩვენმა მშობლება დაასრულეს. სიცოცხლის ბოლოს არაფერი გაქვს სათქმელი?
_ მაპატიე გთხოვ... ეს თუ ჩემი უკანასკნელი სიტყვებია მაპატიე....

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები