ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი გაბაიძე
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2020


შორის

და ეს სიშორე საოცარ წრეს ქმნის
ჩემში და იწვევს ცრემლნარევ ხარხარს,
რომ ერთი სიტყვა დგას ახლა ჩემთვის
მიყვარხარსა და აღარმიყვარხარს
შორის და "შორის" არის ეს სიტყვა,
შორი სულით და ახლო სპირიტით,
რომელიც ორი სიტყვით რომ გითხრა,
მთავრდება შენით, ანუ პირიქით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები