ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2020


ძილის წინ

ონკანი მოშვებული დავტოვე,
დაე, სიზმრებმა
პირდაპირ შავი ზღვისკენ იდინონ.
რატომ არ ვუყვები ხმამაღლა კოშმარებს წვიმას?!
როცა ისინი ღრუბლებს დაუბრუნდებიან,
კვლავ ჩემს თავზე გაწვიმდება ორნახადი სიზმრები,
უფრო მძიმე
და უფრო მათრობელა.
აი, თურმე რატომ მაკარგვინებს გონებას,
ზღვის სიმღერის მოსმენა,
ანდა, რატომ ეხეთქება ნაპირს აქაფებული ტალღები.
ცოფიანი და დუჟმორეული სიზმრები,
უკან ბრუნდებიან
და რამდენჯერაც გადავდე მათი ხმამაღლა მოყოლა,
იმდენჯერ ადიდდა ზღვა,
იმდენჯერ მეტი წვიმა წამოვიდა ციდან,
წარღვნად იქცა და გამიყოლა.
სად გამომრიყა ამ სიზმრებმა,
ცხადია.
მოშვებული ონკანიდან გადმოსულმა წყალმა,
მთელი სახლი დატბორა
და სიზმრები ოთახებში ტივტივებენ,
ხმამაღლა ვსაუბრობთ
და არავის ესმის,
ვის უფრო მეტი სათქმელი აქვს,
მე თუ მათ.
სიზმრების მოყოლა მავნე ჩვევაა,
სჯობს ერთი ღერი სიგარეტი
და ორი ყლუპი ორნახადი,
მთელი ცოფის დასავიწყებლად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები