ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 მარტი, 2020


ექსპროპრიაცია კომპენსაციის გარეშე, ბათუმი, 2010-2020 წლები

ექსპროპრიაცია კომპენსაციის გარეშე, ბათუმი, 2010-2020 წლები

(იქნებ ქალაქ ბათუმის მერია  ფიქრობს, რომ საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ დოკუმენტსაც აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება სჭირდება?)


რუსეთის საკონსულო ბათუმში 1846 წელს გაიხსნა. ეს იყო პირველი ქვის შენობა ბათუმში. საკონსულოს გახსნასთან ერთად, ბათუმის შემოგარენში, ადლიაში, გაჩნდა პირველი პატარა რუსული დასახლება. იმ დროს, სოფელი ადლია, რომელიც ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, დაჭაობებული ადგილი იყო. იქ ადგილობრივი ქართველი მცხოვრებლები არ სახლდებოდნენ, მალარიით დაავადების ეშინოდათ. ადლიის ირგვლივ ტყეები და გაუვალი ბუჩქნარი იყო. სოფელ ადლიის ტერიტორიაზე სამი ტბა მდებარეობდა, იყო კარგი სათევზაო და სანადირო ადგილები. ამ პერიოდში აქ, ზღვის სანაპიროზე, ძირითადად დასახლებულნი იყვნენ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები, პრიჟელუდსკები, კორობკინები, პლუჟნიკოვები, ისტომინები, და სხვები. რუსი მოსახლეები დაკავებულნი იყვნენ მიწათმოქმედებით, ნადირობით და მეთევზეობით. ანუ, რუსი მოსახლეები ადლიაში მანამ ცხოვრობდნენ, ვიდრე აჭარა შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. აჭარა შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ამ რუს მოსახლეებთან ერთად.

გავიდა თითქმის 200 წელი.

დადგა 2010 წელი.

ამ ადამიანების შთამომავლები ჯერ კიდევ ცხოვრობენ ამ ადგილებში.

2010 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №3-25/10წ.) საფუძველზე საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობის მიზნით ექსპროპრიაციას დაექვემდებარა 48 ოჯახის საკუთრება, მათ შორის  პრიჟელუდსკების, კორობკინების, პლუჟნიკოვების, ისტომინების და სხვების, რომლებიც ქალაქ ბათუმის ადლიის დასახლებაში ცხოვრობდნენ.

მშენებლობაზე და ექსპროპრიაციაზე მილიონობით დოლარი დაიხარჯა, მაშინ როცა ეს ახალი გზა არც აშენებულიყო. საკმარისი იყო ძველი გზის განახლება, რაც მრავალ ათეულჯერ უფრო იაფი დაჯდებოდა. სხვათა შორის, ახლაც, როცა ახალი გზა აშენებულია, ძველი გზა უფრო დატვირთულია, ახალი გზით თითქმის არც სარგებლობენ.

ექსპროპრიაციის დროს არაკეთილსინდისიერად მოექცნენ ბევრ მოქალაქეს, რომელთა ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

კომპენსაციის მისაღებად, ადამიანებს ფაქტიურად აწამებდნენ. ერთ-ერთს, დღესაც აწამებენ, მიუხედავად იმისა, რომ გასულია უკვე 10 წელი. ეს არის ირინა პროჟელუდსკაია, რომლის ოჯახის ქონების 140 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის, და 401 კვ.მ. საკარმიდამო ნაკვეთის, ხეხილის ბაღით, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

ქალაქ ბათუმის მერია დღემდე აწამებს მას, ითხოვს რა მისგან დოკუმენტებს, რომლებიც არ არის გათვალსიწინებული კანონით.


ანუ, ბათუმის მერიამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი ("კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა"), რომლის თანახმად:

"ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა".

ბათუმის მერიამ მოითხოვა ირინა პრიჟელუდსკაიას მიმართ რუსეთის ფედერაციაში მიღებული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია.


მინსკის 1993 წლის „კონვენციის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“  მე-13 მუხლს („დოკუმენტის ნამდვილობა“) თანახმად (რომელზეც საქართველო მიერთებულია საქართველოს პარლამენტის  1996 წლის 24 იანვარის დადგენილებით):

„1. დოკუმენტები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დამზადებულია ან დამოწმებული სპეციალურად მასზე უფლებამოსილი პირის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი ფორმით და განმტკიცებულია გერბიანი ბეჭდით, სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მიიღება რაიმე სპეციალური მოწმობის გარეშე.
2.  დოკუმენტები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიხილება როგორც ოფიციალური დოკუმენტები,  სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე სარგებლობენ ოფიციალური დოკუმენტების მტკიცებულებითი ძალით“.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებ გვერდზე https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage/Html/View?id=30 ასევე განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციაში გაცემულ დოკუმენტებს დამოწმება (ლეგალიზაცია, აპოსტილი) არ ესაჭიროება.

ირინა პრიჟელუდსკაიაზე რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის მერიის მოთხოვნები დღითი დღე იზრდებოდა, ჯერ, კანონის დარღვევით, მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უფლებამოსილი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში დამზადებული/დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია.
არგუმენტზე, რომ რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსი უარს ამბობდა სამკვიდრო მოწმობის აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას, იმ მიზეზით, რომ ეს არ იყო საჭირო,  ქალაქ ბათუმის მერია ჯიუტად იმეორებდა: 
- „ვითხოვთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უფლებამოსილი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში დამზადებული/დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების, მათ შორის, რუსეთის ფედერაცის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას“.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ ქალაქ ბათუმის მერიისგან განსხვავებით, საქართველოს ნოტარიუსები არ ითხოვენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უფლებამოსილი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში დამზადებული/დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების, მათ შორის, რუსეთის ფედერაცის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას

შემდეგ, კიდევ მეტი, ქალაქ ბათუმის მერიამ ირინა პრიჟელუდსკაიას მოსთხოვა საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის წარდგენა.
არგუმენტზე, რომ საქართველოს ნოტარიუსი ვერ გასცემს სამკვიდრო მოწმობას რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის ქონებაზე, ვინაიდან რუსეთის ფედერაცის მოქალაქის ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის უძრავი ქონება ფიზიკურად აღარ არსებობს, ექსპროპრიირებულია ქალაქ ბათუმის მერიის მიერ, ქალაქ ბათუმის მერია, ექსპროპრიატორი, ჯიუტად იმეორებდა:
- „ ვითხოვთ საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობას“.

ანუ, ქალაქ ბათუმის მერია, ექსპროპრიატორი, ჯიუტად ითხოვდა იმ დოკუმენტს, რომლის წარდგენა, როგორც ქალაქ ბათუმის მერია ვარაუდობდა, ირინა პრიჟელუდსკაიას პრინციპში არ შეეძლო.

როგორც ქალაქ ბათუმის მერია ვარაუდობდა, რადგან ირინა პრიჟელუდსკაია ვერ წარადგენდა საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობას, ამიტომ მას, ქალაქ ბათუმის მერიას, შეეძლო აღარ შეესრულებინა საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3-25/10წ.) დადგენილი ვალდებულება ექსპროპრიირებული ქონების მესაკუთრეზე კომპენსაციის გაცემის შესახებ.

მაგრამ შემდეგ მოხდა სასწაული,
ირინა პრიჟელუდსკაიას ადვოკატებმა, ალექსანდრე როდინაძემ და კახაბერ როდინაძემ,  საჯარო რეესტრში, აგრეთვე სახელმწიფო არქივებში დოკუმენტებთან მუშაობის დროს დაადგინდეს, რომ ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკი გარდაცვალების მომენტისათვის ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ, ვინაიდან ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის 1995 წელს მიღებული ჰქონდა საქართველოს მოქალაქის  პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის გარდაცვალების მომენტისათვის მისი  საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დოკუმენტი არ არსებობს.

ვინაიდან ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკი გარდაცვალების მომენტისათვის იყო საქართველოს მოქალაქე, ამიტომ საქართველოს ნოტარიუსი ვალდებული იყო საქართველოს მოქალაქის ქონებაზე გაეცა სამკვიდრო მოწმობა.

საქართველოს ნოტარიუსმა საქართველოს მოქალაქის ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის ქონებაზე გასცა სამკვიდრო მოწმობა.

ირინა პრიჟელუდსკაიამ ქალაქ ბათუმის მერიაში წარადგინა საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

ანუ, ქალაქ ბათუმის მერიაში ირინა პრიჟელუდსკაიამ წარადგინა ყველა დოკუმენტი, მათ შორის საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

იქნებ ბათუმის მერია  ფიქრობს, რომ საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ დოკუმენტსაც აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება სჭირდება?

ქალაქ ბათუმის მერია უკვე მხოლოდ ამ დოკუმენტის, საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის, შესაბამისად არის ვალდებული გასცეს კომპენსაცია ირინა პრიჟელუდსკაიაზე, თუნდაც რომ რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა საერთოდ არ არსებობდეს.

მაგრამ ქალაქ ბათუმის მერია კვლავ არ იძლევა კომპენსაციას.

2020 წლის 27 იანვარს ირინა პრიჟელუდსკაიამ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, საქართველოს კანონის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №3-25/10წ.) საფუძველზე მოითხოვა  ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების კომპენსაცია და ქონების ჩამორთმევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მიუხედავად ამისა, ქალაქ ბათუმის მერია 2020 წელშიც ჯიუტად ამბობს უარს ირინა პრიჟელუდსკაიაზე, მამამისის ნიკოლაი (ნიკოლოზ) პროჟელუდსკის, კანონიერ მემკვიდრეზე გასცეს კომპენსაცია, რაც ქალაქ ბათუმის მერიას, თანახმად საქართველოს კანონისა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებისა, უნდა გაეცა ჯერ კიდევ 2010 წელს მამკვიდრებელზე, ირინა პრიჟელუდსკაიას მამაზე ნიკოლაი (ნიკოლოზ) პროჟელუდსკიზე.

და ეს მაშინ, როცა სხვა 47 ოჯახს, 48 ოჯახიდან, კომპენსაციები, საცხოვრებელი ფართების ჩათვლით, უკვე გაცემულია.

აღსანიშნავია, რომ კომპენსაციები, მეტ-ნაკლებად მისაღები, რუსი მოსახლეების შთამომავლებზე, ლუბოვ კორობკინაზე, პაველ უდალოვზე (ლუბოვ კორობკინას შვილი), ოლეგ უდალოვზე (ლუბოვ კორობკინას შვილი), ეკატერინე ნინიძეზე (ქალიშვილობის ქმარი კორობკინა) გაცემულია მხოლოდ 2015 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შემდეგ.

რა არის ეს, თუ არა დისკრიმინაცია?

ეს ის დისკრიმინაციაა, რომელიც აკრძალულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლით, რომლის თანახმად:

„ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან“.


ეს ის დისკრიმინაციაა, რის გამოც ირინა პრიჟელუდსკაიას უფლება აქვს  საჩივარი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

და, ირინა პრიჟელუდსკაია, ალბათ, იძულებული გახდება, თავისი უფლება გამოიყენოს და  საჩივარი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

რატომ აიძულებს ქალაქ ბათუმის მერია  რუსი ეროვნების ადამიანს საჩივარი შეიტანოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ (ირინა პრიჟელუდსკაია საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში?

რა მიზანი აქვს ქალაქ ბათუმის მერიას?




კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
22.03.2020

/////////////////////////



Экспроприация без компенсации, Батуми, 2010-2020 годы

(Может быть, мэрия города Батуми думает, что и выданные грузинским нотариусом документы тоже нужно легализовать или  заверить апостилем?)




Русское консульство в Батуми открылось 1846 году. Это было первое каменное здание в городе Батуми. Вместе с открытием консульства, на окраине Батуми, в селе Адлиа, образовалось  новое маленькое русское поселение. Тогда, в село Адлиа, находясь на берегу черного моря, было заболоченным местом. Там местные грузинские жители не поселялись, боясь заболеть малярией. Вокруг Адлий были леса и очень густые кустарники.  На территории села Адлиа, было три озера, богатая разними рыбами и дичью.  Русские поселенцы, это были Прижелудские, Коробкини,  Плужникови, Истомини, и другие,  занимались земледелием, охотой и рыбалкой.

То есть, русские поселенцы Адлии жили тут до того, как Аджария вошла в состав Российской империи. Аджария вошла в состав Российской империи вместе с этими русскими поселенцами.

Прошло почти 200 лет.

Наступил 2010 лет.

Потомки этих людей еще живут в этих местах.

В 2010 году, по указу Президента Грузии Михеила Саакашвили и решению Батумского городского суда от 2 февраля года (дело №3-25/10г.), для строительства никому не нужной дороги для соединения Батуми с аэропортом,  экспроприации подверглись собственность 48 семей, в том числе и собственность Прижелудских, Коробкиних,  Плужникових, Истоминих, проживающих в поселении Адлия города Батуми.

На строительство и экспроприацию были угроблены миллионы долларов, тогда как, можно было бы обойтись и без этой дороги. Достаточно было обновить существующую старую дорогу, это обошлось бы на порядок дешевле, чем строительство новой дороги. Кстати, и сейчас старая дорога более загружена, а новой дорогой почти не пользуются.

При экспроприации недобросовестно относились к многим гражданам, чьё имущество подверглось экспроприации.

Для получения компенсации, людей фактически пытали. Одну из них, пытают и сегодня, несмотря на то, что прошло уже 10 лет. Это Ирина Прижелудская, у семьи которой экспроприировали 140 кв. м. жилья и 401 кв. м. приусадебный участок с плодоносными деревьями.

Мэрия города Батуми до сих пор терзает её, требуя не предусмотренные законом документы.

То есть, мэрия города Батуми нарушает часть 1 статьи 81 («Недопустимость установления требований, не предусмотренных законом») Общего административного кодекса, согласно которого:

«Административный орган не правомочен требовать у заявителя представления каких-либо иных дополнительных документов или информации, кроме предусмотренных законом документов или информации».

Мэрия города Батуми требует от Ирини Прижелудской легализовать или  заверить апостилем выданные ей в Российской Федераций документы, которая она представила в Мэрию города Батуми.

Согласно Минской конвенции 1993 года  «о правовой помощи и правовых отношениях по гражданским, семейным и уголовным делам», к которому присоединена Грузия, Документы, которые на территории одной из Договаривающихся Сторон изготовлены или засвидетельствованы учреждением или специально на то уполномоченным лицом в пределах их компетенции и по установленной форме и скреплены гербовой печатью, принимаются на территориях других Договаривающихся Сторон без какого-либо специального удостоверения. Документы, которые на территории одной из Договаривающихся Сторон рассматриваются как официальные документы, пользуются на территориях других Договаривающихся Сторон доказательной силой официальных документов.

Также, Министерство Иностранных Дел Грузии на своём вебсайте разъясняет, что, документы, которые выданы на территории Российской Федераций и заверенные установленным законом порядке, заверению апостилем или легализаций  не подлежат.

После затребования у Ирины Прижелудской выданного нотариусом Российской Федерации Свидетельства о Наследстве, требования мэрий города Батуми росли и росли день ото дня. Сначала, мэрия города Батуми, нарушив закон, потребовала заверить апостилем или легализовать изготовленные/засвидетельствованные в пределах их компетенции специально на то уполномоченными лицами Российской Федерации, в том числе, выданное нотариусом Российской Федерации Свидетельство о Наследстве.
На аргумент, что нотариус Российской Федерации отказывается заверить апостилем или легализовать выданное нотариусом Российской Федерации Свидетельство о Наследстве, поскольку это не нужно, мэрия города Батуми упорно повторяла: 
- «Требуем заверить апостилем или легализовать изготовленные/засвидетельствованные в пределах их компетенции специально на то уполномоченными лицами Российской Федерации, в том числе, выданное нотариусом Российской Федерации Свидетельство о Наследстве».

Заслуживает особого упоминания, что, в отличие от мэрии города Батуми, нотариусы Грузии не требуют заверить апостилем или легализовать изготовленные/засвидетельствованные в пределах их компетенции специально на то уполномоченными лицами Российской Федерации, в том числе, выданное нотариусом Российской Федерации Свидетельство о Наследстве.

Далее, еще больше, мэрия города Батуми потребовала от Ирины Прижелудской представить выданное нотариусом Грузии Свидетельство о Наследстве.
На аргумент, что нотариус Грузии не может выдать Свидетельство о Наследстве на имущество гражданина Российской Федерации Николая (Николоз) Прижелудского, так как физически не существует недвижимого имущества гражданина Российской Федерации Николая (Николоз) Прижелудского, оно, это имущество, экспроприировано мэрией города Батуми, мэрия города Батуми упорно повторяло:
- «Требуем выданное нотариусом Грузии Свидетельство о Наследстве».

То есть, мэрия города Батуми, экспроприатор, упорно требовало представить тот документ, который, как предполагало мэрия города Батуми, Ирина Прижелудская не могла представить в принципе.

Как предполагало мэрия города Батуми, поскольку Ирина Прижелудская не могла представить выданное нотариусом Грузии Свидетельство о Наследстве, поэтому, оно, мэрия города Батуми, могла не выполнит обязанность о выдаче компенсации собственнику экспроприированной собственности, наложенное на нём законом Грузии «О порядке лишения собственности для необходимых общественных нужд» и решением Батумского городского суда от 2 февраля года (дело №3-25/10г.).

Потом случилось чудо,
адвокаты Ирины Прижелудской, Александре Родинадзе и Кахабер Родинадзе, во время работы с документами в публичном реестре, а также в государственных архивах, установили, что Николай (Николоз) Прижелудский на момент смерти был гражданином Грузии, поскольку Николай (Николоз) Прижелудский в 1995 году получил удостоверение гражданина Грузии и паспорт гражданина Грузии.  Не существует документа о выходе Николая (Николоза) Прижелудского из гражданства Грузии к моменту своей смерти.

Поскольку Николай (Николоз) Прижелудский к моменту своей смерти был гражданином Грузии, поэтому нотариус Грузии был обязан выдать на собственность гражданина Грузии Свидетельство о Наследстве.

Нотариус Грузии выдал на собственность гражданина Грузии Николая (Николоза) Прижелудского Свидетельство о Наследстве.

Ирина Прижелудская представила в мэрию города Батуми Свидетельство о Наследстве, выданное Нотариусом Грузии.

То есть, Ирина Прижелудская представила в мэрию города Батуми все документы, в том числе выданное нотариусом Грузии Свидетельство о Наследстве.


Может быть, мэрия города Батуми думает, что и выданные грузинским нотариусом документы тоже нужно легализовать или  заверить апостилем?


Мэрия города Батуми уже только согласно этому документу, выданному нотариусом Грузии Свидетельству о Наследстве, обязана выплатить компенсацию Ирине Прижелудской, даже если бы вообще не существовало выданного нотариусом Российской Федерации Свидетельства о Наследстве.

Но мэрия города Батуми снова не выдаёт компенсацию.

27 января 2020 года Ирина Прижелудская обратилась с иском в Батумский городской суд, которим, на основании закона Грузии «О порядке лишения собственности для необходимых общественных нужд» и решения Батумского городского суда от 2 февраля года (дело №3-25/10г.), от мэрии города Батуми потребовала компенсацию за экспроприированную собственность и возмещение ущерба, вызванного лишением имущества.

Несмотря на это, мэрия города Батуми упорно отказывается и в 2020 году выплатить Ирине Прижелудской, законному наследнику Николая Прижелудского, компенсацию, которую мэрия города Батуми, согласно закону Грузии «О порядке лишения собственности для необходимых общественных нужд»  и решению Батумского городского суда от 2 февраля 2010 года,  было обязано заплатить еще в 2010 году наследодателю, отцу Ирины Прижелудской.

И это при том, что всем остальным 47 семьям, из 48, компенсации и жильё уже выданы.

Заслуживает особого упоминания, что компенсации, более-менее приемлемые, потомкам русских поселенцам, Любовь Коробкине, Павел Удалов (сын Любовь Коробкини), Олег Удалов (сын Любовь Коробкини),  Екатерине Нинидзе (в девичестве Коробкина) выдали только в 2015 году, после обращение в Европейский суд по правам человека.

Без какой либо компенсации на этот момент осталась одна только Ирина Прижелудская.

Что это, как не дискриминация?

Эта та самая дискриминация, которая запрещена статьёй 7 Всеобщей декларации прав человека, согласно которому:

«Все люди равны перед законом и имеют право, без всякого различия, на равную защиту закона. Все люди имеют право на равную защиту от какой бы то ни было дискриминации, нарушающей настоящую Декларацию, и от какого бы то ни было подстрекательства к такой дискриминации».


Эта та самая дискриминация, из-за которой Ирина Прижелудская имеет право обратиться с жалобой в Европейский суд по правам человека.

И, Ирина Прижелудская, наверное, будет вынуждена обратиться с жалобой в Европейский суд по правам человека.

Почему мэрия города Батуми заставляет лицо русской национальности обратиться с жалобой против грузинского государства (Ирина Прижелудская против Грузии) в  Европейский суд по правам человека?

Какая цель у мэрий города Батуми?




Кахабер Родинадзе
адвокат
Батуми, Аджария
07.03.2020


რუსულენოვანი  თარგმანი გამოქვეყნებულია 2020 წლის 7 მარტს ვებ გვერდზე
https://www.proza.ru/2020/03/07/1381

© Copyright: Кахабер Родинадзе Адвокат Батуми, 2020
Свидетельство о публикации №220030701381


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები