ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2020


წიგნი, რომელიც მე ვერ დავწერე

წიგნი, რომელიც მე ვერ დავწერე,
შენ გადაფურცლე...
და სტრიქონ-სტრიქონ მისწორებ აზრებს,
სასვენ ნიშნებსაც
უცვლი ადგილებს..,
გაუჟღერებელ მელოდიებს გულდაგულ უსმენ,
ყველა ოქტავა გძაბავს და გსალტავს.,
ბგერებს შორიდან ეფერები, მდუმარედ ეტრფი..
მხოლოდ ნოტები შემოინახე ხელშეუხებლად,
ზუსტი მაჟორით!
პ.ს. ეს არის ჩემი პირველი ურითმო ლექსი ცხოვრებაში...
არც წესები ვიცი, არც კანონზომიერებები, არც ის ვიცი მარცვლები ასეთ ლექსში რა პრინციპით უნდა იყოც.იქნებ არც არანაირი პრინციპი არ აქვს, ეგეც არ ვიცი...რამ დამაწრია, ისიც არ ვიცი.უბრალოდ, ღამის 5 საათამდე ვერ დავიძინე ამ მიმდინარე მოვლენების გამო.პოეზიაზე არც მეფიქრებოდა.თავისთავად მოვიდა.და თანაც ურითმოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები