ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 მარტი, 2020


მესამე მსოფლიო ომი

მესამე მსოფლიო ომი
,,მე არ ვიცი რა იარაღით იქნება მესამე მსოფლიო
ომი - მეოთხე ჯოხებითა და ქვებით“
სალბერტ აინშტაინი

კაცობრიობა თავდაყირა დადგა ... დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. ფრონტის ერთ მხარეს აღმოჩნდა დედამიწის მოსახლეობა და მეორე მხარეს ვირუსი კოვი-19 ...

ამ სტრიქონების წერისას, უკვე გარდაცვლილია 14,0 ათასი ადამიანი. რა საშინელი სტატისტიკაა, მძიმე და არაფრისმთქმელი, რადგან ყველა მათგანი საერთო აღრიცხვას დაექვემდებარა ... ამ ომში დაღუპულთა თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა მოხუცია. შეიცვალა სამხედრო სტრატეგია, ბრძოლის წინა ხაზზე ახალგაზრდები ძველგაზრდებმა ჩაანაცვლეს ... შვილები დასტირიან ,,შინმოუსვლელ მშობლებს“ ... ,,სამკუთხა ბარათებიც“ კი არ მოდის ,,ფრონტიდან“, საავადმოყოფოებიდან გარდაცვლილებს პირდაპირ სასაფლაოებზე მიასვენებენ ... ,,საძმო სასაფლაოებზე“ ...

ალბერტ აინშტაინის ზემოთ მოცემულმა გამონათქვამმა მისი სხვა გამონათქვამიც გამახსენა: ,,ამ ქვეყნად ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის იდიოტიზმი, თუმცა პირველში ეჭვი მეპარება“.

და ის მართალი გამოდგა. ციური სხეულის კვაზარ OH 471-ის აღმოჩენამ მეცნიერები იმ ჭეშმარიტებას აზიარა, რომ სამყარო მართლაც სასრულია, რადგან ეს კვაზარი ერთგვარი სასაზღვრო ბოძია რეალურსა და ირეალურ სამყაროთა შორის. ამ სხეულის ,,იქით“ მატერია, როგორც ,,დიდი აფეთქების“ პირმშო, უბრალოდ არ არსებობს.

აინშტაინმა ამ მართლაც და ყველაზე დიდმა გენიოსმა, არა მჩხიბაობითა და კარტის გაშლით, არამედ მეცნიერულად ივარაუდა სამყაროს სასრულობა და სათავე დაუდო ახალ, ჭეშმარიტ მსოფლმხედველობას. ამიტომ მისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მეოთხე მსოფლიო ომი ჯოხებითა და ქვებით იქნება, სარწმუნოდ უნდა მივიღოთ.

მას მეოთხე მსოფლიო ომის შესახებ სწორედ ატომური ბომბის გამოგონების შემდეგ დაუსვეს შეკითხვა (გახსოვთ ალბათ ცნობილმა მეცნიერებმა აშშ-ს პრეზიდენტს წერილი რომ გაუგზავნეს და აღნიშნული იარაღის შესახებ თავიანთი მოსაზრება მოახსენეს). რაზეც აინშტაინს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მესამე მსოფლიო ომის შესახებ უნდა ეპასუხა, რომ ის იქნებოდა ატომური იარაღით და ამით დასრულდებოდა კაცობრიობის ისტორია, ხოლო შემდგომ ეს ისტორია თავიდან დაიწერებოდა პირველყოფილი ადამიანის გაჩენითა და თანმდევი პროცესებით, მაგრამ მან არ დააკონკრეტა ატომური ბომბით გლობალური ომის წარმოება და პასუხი საოცრად საინტერესოდ გასცა.

დიდ გენიოსს არ სჩვეოდა იმ საკითხებზე სარწმუნო პასუხების გაცემა, რომლებშიც ეჭვი ეპარებოდა და ამიტომ ასეთ შეკითხვებს თავს კი არ არიდებდა  ,,ღიად ტოვებდა“.

ასე დატოვა ღიად მესამე მსოფლიო ომის წარმოების საკითხიც, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ სადღაც იქ, შორეულ პერსპექტივაში კი არ დარჩა, კარს მოგვადგა.

გასაგებია, რომ ვირუსი კოვი-19 მტერია, მაგრამ გასარკვევია ვინ გვებრძვის ამ იარაღით? ...

ამ რეალობაში არსებობს შემდეგი ვარაუდები:
- ვირუსმა მუტაცია განიცადა და  თავისთავად წარმოიშვა;
- ვირუსი ხელოვნურად იქნა გამოყვანილი და ის ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა;
- მისი გავრცელება უკავშირდება უცხოპლანეტელებს;
- ეს არის ღმერთის სასჯელი;

განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:

პირველი მოსაზრება სრულიად დასაშვებია, თუმცა აინშტაინივით მასში მეც ეჭვი მეპარება.

მეორე შემთხვევაც არ არის საღ აზრს მოკლებული და ამაში ეჭვი თითქმის არ შემაქვს.

მესამე ნაკლებად სავარაუდოა;

მეოთხე დასაშვებია და ამის დიდი ალბათობაც არსებობს, მაგრამ ბიბლიური სწავლებიდან გამომდინარე, აპოკალიფსისურ პერიოდს თან უნდა ახლდეს პროაპოკალიფსისური მოვლენები: ანტიქრისტეს გამოცხადება, აგრეთვე სასულიერო პირთა დასტური  და სხვ. თუმცა გლობალური დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაცია კი გვხვდება. 

ე.ი. თუ პირველ და მეოთხე მოსაზრებას გამოვრიცხავთ ან ნაკლებსავარაუდოდ მივიჩნევთ, მაშინ ვრჩებით ორი ვარაუდის წინაშე - დედამიწელების მცირე ჯგუფმა ან უცხოპლანეტელებმა წამოიწყეს მესამე მსოფლიო ომი ...

აღნიშნული მოსაზრება მხოლოდ ერთი კონკრეტული აზრია და არ მინდა ისე იქნას გაგებული თითქოს წინ რაღაც დიდი უბედურება მოგველის, თუმცა ასეთ უბედურებაში უკვე შესულები ვართ. ჩემი აზრით კაცობრიობა ამ ურთულეს გამოწვევას დაძლევს, რადგან მთელი მსოფლიო ბარიკადის ერთ მხარეს დგას, რაც ჩვენი ცივილიზაციის არსებობის განმავლობაში არასდროს მომხდარა ... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები