ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2020


ჩერჩეტი გოგონა, რომელსაც ლიფტში შესვლისა ეშინოდა....

მინდოდა შენთვის მეთქვა რომ მინდიხარ, მაგრამ ნდომა მხოლოდ ჭამისა და გართობისა იყო,
მინდოდა შენთვის მეთქვა რომ მიყვარხარ....მაგრამ ამ ეპოქაში სიყვარული არ არსებობდა
მინდოდა მეთქვა რომ მომწონხარ, მაგრამ ....ადამიანებს მხოლოდ ტელეფონის ახალი მოდელები მოსწონდათ
კიდევ მინდოდა მეთქვა რომ მენატრები!... მაგრამ მაგრამ მან არ იცოდა რა იყო მონატრება,
ის ერთჯერადი და სწრაფად ცვლადი დღეების შვილი იყო
ოჰ... როგორ მინდოდა მეთქვა წვიმაში ვისეირნოთ მეთქი მაგრამ წვიმა რადიაქტიური იყო,  შხამიანი,
(ის ასე ამბობდა) და გულგრილობის ზონტის ქვეშ ემალებოდა
და ცას, რომელსაც ასე ვთხოვდი, ავხედოთ მეთქი ..რუხი ღრუბლები ფარავენო
.................
ვარსკვლავების ნახვას ვთავაზობდი, თუ როგორ იქცევიან  ისინი მტვრად და მერე მტვერი--ისევ ვარსკვლავებად...არაო
ამდენი დრო არ მაქვსო
მინდოდა მეთქვა რაღაც თბილი, რაღაც რომანტიული მაგრამ ,
რომანტიკა, როგორც მცნება, განმარტებითი ლექსიკონიდან იყო ამოღებული...
მინდოდა მეთქვა მოდი ახლოს, მაგრამ ახლოს ყოფნა მხოლოდ სექსს ნიშნავდა , პროცესს, ერთჯერადი შპრიცის ავსებას და დაცლას,
მერე კი მის მოსროლას , დავიწყების ნაგავსაყრელზე, დიახ.
დიახ, ეს სიტყვები არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა დანარჩენი

ს.ნ. 2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები