ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2020


* * *

ეს ზღვა შავი არარის
ჩემია და თეთრია.
მონატრება იქცევა,
და დღეები ღელავენ
ჩემი სიკვდილისაკენ
გადახვევა მკვეთრია.
შენი თმების ტალღები
მუხლებს შემოცელავენ..

არ ვბერდები მგონია
დღეებს ისევ ვინულებ,
არაფერი არ მრჩება
მხრებზე შემოსაცმელი,
უკან შავი ფონია,
გემია და ყინული
ისევ ოპიატები..
ისევ მე და სასმელი..

ახლა ტიტანიკი ვარ
წყალი უკვე ჩემშია...
ალბათ გადავხტებოდი
რომ მენახა ფიცარი..
სანამ შენი გვარი და
მისამართი შემშლია
მუზებივით მოვალ და
პოეტივით მიცანი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები