ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: კობე
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2020


ტელევიზორი

იაპონელი იღებს სურათებს,
სიგნალი ქრება, ხარვეზი ჩნდება.
ქალი ჩაჰყურებს კონვერტში ფულებს,
პოლიტიკაში სიმართლე ქრება.
ისევ ხარვეზის გრძელი სერიები,
ეკრანზე დროშაა, დროა გამორთული.
ქალი და კაცი - სექსის ფერიები,
სამოთხის გვრიტები - სუნია ქართული.
ფერებს მიაპობს ცხენი ფეხმარდი,
ქვიშა, ნიჩაბი, თხრა და იმედი.
პლიაჟი ვნახე, ზღვაში შევვარდი.
ბუღია, ცენტრში ცასთან მივედი.
გაურკვევლობა მათ და ჩვენ შორის,
კაცი ოცნებობს, კაცი ღონდება.
და შემართება, ჭკუა "ნაპორით"
მაწვება უცხო გამოგონება.
ბასრი დანების უსაზღვრო რეკლამა,
ქალი რომ მოიწყენს, მსოფლიო იტირებს
და გამაოცა დიდმა ამწეკრანმა,
ბებერი თვალების ცრემლები მიბირებს.
ლტოლვა, ოცნება, გზები და ღმერთი
და სამწუხარო, ჩქარი არევა.
უაზრო ბინდში სინათლეს ველტვი.
ბავშვი - ახლებური, ნაზი ჩარევა.
დიდი ფანჯარაა, ვშიშობ გადახტომას.
მოხუცი ქალი, კი წარსულზე დარდობს.
ისევ სიგიჟე - დრომ გამომტოვა.
ეკრანზე თვალების სიცხადე ყალბობს.
გრძნობის გამოხატვა - წითელი ფერები,
ისევ ჩაფიქრება და დიდი წვერები,
სიბრალულს ვერ შველის ლოცვა ბერების,
ტყეში გაბმულ თოკზე დგანან კამერები.
იეროგლიფში თოფს ისვრის ფარაონი.
ზანგებზე დაგეშილან "ავჩარკა" ძაღლები.
ისევ შვებას ვეძებ, ცაში ბანაობას.
სხვა ნოტებს ვიღებდი, მომინდა ახლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები