თებერვალი ხომ ჩავაძაღლე, ახლა მარტსაც მოვუგრეხ კისერს, აპრილსაც გავაჩერებ, ჩემს დარგულ კლემატისსაც მოვუბოდიშებ, მაისში უნდა აეყარა ტანი.
თავსაც მოვიკლავ, შენთვის თუ არა, ჩემთვის ხომ დასრულდება ეს რაღაც, ეს რაღაც კი არც არაფერია, მუცლის ძღომა და ომია მხოლოდ.
მიკვირს? რატომ ვწერ, ვისთვის ვწერ?! ვალივითაა ეს წერა, არადა, არც გისესხებია.
როგორ გაუფასურდა ჩვენი სიკვდილიც, ბუფეტში შემორჩენილი ხორცის ღვეზელის ფასი აქვს.
კენკრადაც ვეღარ მოხვალ აქ. სხვა თუ არაფერი, იმ ჩხართვს მაინც მოვიმადლიერებდი, ყოველ განთიადს რომ გაჰკივის და ღმერთივით ჩამომძახის:
- შინ დარჩი, გადარჩებიო. აბა, მე გადარჩენილს რამე მიგავს?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. " რატომ ვწერ, ვისთვის ვწერ?!"
ასე ,წერე.კიდევ და პასუხიც იქნება, როცა დრო მოვა.
5555 " რატომ ვწერ, ვისთვის ვწერ?!"
ასე ,წერე.კიდევ და პასუხიც იქნება, როცა დრო მოვა.
5555
1. ვალივითაა ეს წერა, არადა, არც გისესხებია.
მომწონს მე ამ გოგოს ლექსები და რა ვიცი :) მიკვირს ერთი კომენტარიც არაა
არადა კლემატისსაც რა უბრალოდ ჰქვია თურმე ქართულად - კატაბარდა არადა ლამაზია :)
5 ქულა ჩემგან უფრო აზრებს და აზროვნების სტილს
ვალივითაა ეს წერა, არადა, არც გისესხებია.
მომწონს მე ამ გოგოს ლექსები და რა ვიცი :) მიკვირს ერთი კომენტარიც არაა
არადა კლემატისსაც რა უბრალოდ ჰქვია თურმე ქართულად - კატაბარდა არადა ლამაზია :)
5 ქულა ჩემგან უფრო აზრებს და აზროვნების სტილს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|