ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 მარტი, 2020


სამყაროთა გასაუბრება

მოდით, ცოტა ხნით ასტრალში გავიდეთ და იქიდან შევხედოთ დედამიწას. თუ გნებავთ მეცნიერულ-რელიგიური შენადნობის სათვალე მოვირგოთ და ისე შევხედოთ მას: 14 მილიარდი წლის წინ რომ საკუთარ თავში აფეთქდა ღმერთი და სამყარო ამოისუნთქა, ძნელად წარმოიდგენდა, ეს უცნაური, ბოლო ქმნილება- ადამიანი ასე თუ დააჩქარებდა მოვლენებს და მთელი 600 მილიონი წლის მანძილზე ბაქტერიიდან უჯრედამდე და უჯედიდან სხეულამდე, ჯაფით შექმნილ სიცოცლეს, ასე,  უდროოდ, მომდევნო  აფეთქეფამდე დააყენებდა განადგურების საფრთხის წინაშე. ვინ იცის, რამდენი მილიონი წლის მომავალი, ქიმიურ ნარჩენებს და შხამიან გამონაბოლქვს გადააყლაპა ადამიანმა.

- რა ხდება შენსკენ, შენს საამაყო პლანეტაზე, გაამართლა შენმა ექსპერიმენტმა? - ჰკითხა სამყაროს მიღმიერმა გონმა სამყაროსეულ გონს.
- აბა, რა გითხრა, რაღაც, უცნაური ქმნილება გამომივიდა. თავისუფლება მივეცი და გვირგვინად ჩაფიქრებული ადამიანი, დედამიწას შხამში ამოვლებული ეკლებით მოქსოვილი მოსასხამივით მოაჯდა კისერზე. იმას რომ  თავი დავანებოთ, რომ ჩემი გამოკვლევა- შესწავლა დაიწყეს, სიცოცხლისადი მავნებლობას არ იშლიან. იმდენ საძაგლობებს ახრჩოლებენ, ლამის გამგუდონ, ოზონიდანაც კი ჟონავს.
- მავნებლებზე დეზინფექცირება არ გიცდია?
- კატეგორიული ზომების მიღება ჯრ არ მინდა. სათითაო მავნებლის გამოყოფის ნერვები სადა მაქვს, ძალიან ბევრნი არიან. მათში გაბნეული არიან ერთეულები, რომლებიც სიყვარულის საცეცებით მეფერებიან.
ისე კი, უამრავჯერ მივეცი გაფრთხილება. უამრავი, ჩემი სუნთქვის ნაყოფი ვაჩუქე. რომელთაც ყველა წერტილში სვადასხვა სახელი დაარქვეს. მერე ამ სახელებს თავიანთი მავნე იდეები მიაწერეს, თავადვე სვეს სიყალბის ღველფი და ერთმანეთს დაერივნენ. არამარტო - ერთმანეთს, ყველა სხვა ორგანიზმს უსპობენ არსებობის არეალს და უფლებას.
- არც გაფრთხილება ამართლებს?
- ეგეც ბევრჯერ ვცადე. მოკლე მესიერება აქვთ. ცოტა ხნით ფრთხილობენ და მერე ისევ თავისას აგრძელებენ.
- აბა, მაგათი საშველი აღარ ყოფილა.
- ჯერ კიდევ მინდა ვაცადო. კიდევ უამრავი ვირუსი და ბაქტერიაა ჩემს არსენალში. ვცდი, იქნებ მოეშვან დედამიწით თამაშს და ნებით მომყვნენ, თუ არა და ერთი ჩასუნთქვაა, მეტი ხომ არა, ყველაფერს წავშლი, როგრც ეგენი ქვიშით ნახატს შლიან.

ახლა დედამიწაზე დავბრუნდეთ, წარმოსახვა გამოვრთოთ და პრაგმატიზმი გამოვიხმოთ:

ხშირად მესმის, რომ ვირუსის დამარცხების შემდეგ კაცობრიობა  სასიკეთოთ შეიცვლება. არა მგონია ასე მოხდეს. ადამიანი ყველაფერს მოერევა, საკუთარი თავის გარდა. ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება: ამპარტავნები გააგრძელებენ სხვათა განკითხვას; ბეზნესმენები გააგრძელებენ ადამიანების ყვლეფას; ისევ გაგრძელდება რელიგიური შუღლი; ძველებურად  გავაგრძელებთ დედამიწის მოხრჩობას მავნე ნივთიერებებით, რადგან, რეალურად დღევანდელი  კვერცხი (პირადი კეთილდღეობა) გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს( შთამომავალთა დღეგრძელობას.)
გონს მოვგებოდეთ, დედამიწელებო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები