ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2020


...

ძილიც გადმექცა ოცნებად უკვე.
ღამე ტკივილით უპეებს მივსებს.
დავდივარ,
ვეძებ სითბოს ერთ ლუკმას.
სივრცეც არ მყოფნის,
მხუთავს ეს სივრცეც.

მინდა ღიმილი მომიძღვნას ვინმემ.
მინდა ღიმილი ვინმეს მივგვარო,
გული გავუთბო,
სული გავუთბო.
ისე მინდა, რომ...
ისე მინდა, რომ...

ვკვდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები