ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2020


მარტი, 2020


როგორ შეიძლება აქ ქუჩაში სეირნობა გირჩიონ?!
არც ტროტუარები,
არც საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილი ბილიკები.
მკვდრები ზურგშექცევით წვანან.
თავისქალები მოუჩანთ.
მასიური გრანიტი.
„მერსედესი“.
„ვოლვო“.
„აუდი“...
ძაღლები და კატები იშვიათად სარგებლობენ ზებრა გადასასვლელებით,
ვერც შუქნიშნების ფერებს არჩევენ.
ყარს ურნიდან გადმოყრილი ნაგავი.
ხორცი შეიძლება დაწვა და გამოიყენო ბოსტნეულის მოსაყვანად,
რომელსაც „დეზერტირების ბაზარზე“ გაყიდიან.
როგორ შეიძლება აქ ქუჩაში სეირნობა გირჩიონ?!
ბეტონიდან იმზირება ანტიბაქტერული პირბადით აღჭურვილი ტყემალი.
ერთადერთი შეგრძნება მამშვიდებს -
მარტია და ჰყვავის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები