ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2020


უძრაობა ქალაქში და თავი 23 ერთად!

უძრაობა ქალაქში
2019 წლის 30 დეკემბერი!
**
მაშინ როცა, მსოფლიო ახალი წლის მოლოდინში იყო. მაშინ როცა, ჩვენს დედაქალაქში ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა ხალხის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ტკბილეულს, სამზადისს თან ახლდა კრიტიკა. (იტალიაში 996 853 ლარად ნაყიდი ნაძვის ხე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანაზე რამდენიმე წუთის წინ აინთო. სატენდერო პირობების მიხედვით, ის 25 მეტრის სიმაღლის არის) აქაც მწარედ დაგვცინოდა ბედი. რა ვიცოდით მაშინ, რომ იტალიაში ყოველ 24 საათში დაიღუპებოდა 600_მდე ადამიანი. მაშინ რა ვიცოდით, რომ იმ ნაძვის ხის ღირებულება არაფერი არ იქნებოდა იმასთან შედარებით, რაც ახლა ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
**
გაჩერებული მიკრო ავტობუსები, დაკეტილი მაღაზიები, ცარიელი სუპერმარკეტები, შეჩერებული სწავლა. ოდესღაც საცობი თუ გვაღიზიანებდა დღეს ცარიელი ქუჩებს აივნებიდან ვაკვირდებით. გვიდუღს სული მაშინ როცა არ გვაქვს უფლება ჩვენი შვილები გასართობად სკვერში ჩავიყვანოთ. ქალაქმა თითქოს შეწყვიტა სუნთქვა, თითქოს გაზაფხულიც არავის უხარია. დღეს ჩვენი პატარა საქართველო ებრძვის ეპიდემიას (KOVID 19).
**
ახლა ჩვენს ცხოვრებაში დადგა მომენტი ვებრძოლოთ პანიკას, რადგან ასეთ დროს ეს უფრო ძლიერია ვიდრე ეპიდემია. ტელევიზია ყოველდღე ითვლის გარდაცვლილთა რაოდენობას. დღითიდღე ერთმანეთს მოვიწოდებთ #დარჩისახლში! თუმცა ბევრმა არ მოგვისმინა, ან უბრალოდ გაიგეს და არაფრად ჩათვალეს. დღეს ქალაქი ხალხის გარეშე იღვიძებს. ლამპიონების შუქი სტუდეტები სიცილ-კისკისსის გარეშე დარჩა. მასწავლებლებს მოსწავლეები ენატრებათ. სხვა ქვეყანაში დარჩენილი ემიგრანტებს საქართველო ახლა უფრო სწყურიათ.
ეპიდემიამ დღეს მსოფლიო შეცვალა. ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყეთ. გვენატრება საზღვარს იქით დარჩენილი მეგობრები. ახლა სიყვარული, ჩახუტებაც უფრო ძლიერი გახდა. რა დაამშვიდებს ატირებულ დედებს, რომლსაც შვილის ნახვა ყოველდღე ვიდეო თვალით უწევს. ახლა, როგორც არასდროს შევიყვარეთ და დავაფასეთ ექიმები. ქედს ვუხრით ადამიანებს, ვინც ჩვენი მოქალაქეებისთის 24_საათი მუშაობენ.
**
მარნეული 2020 წელი 23 მარტი!
რა უნდა დავწერო ჩემს პატარა მარნეულზე, როცა აქ დავიბადე. აქ გავატარე ჩემი ცხოვრების 19 წელიწადი. ბავშობა კომპიუტერის გარეშე, ბავშვობა გადაყვლეფილი მუხლებით. პატარა მწვანე წყლის ჭურჭელიც ახლაც თვალებში მებლანდება. წარმოვიდგენ, როგორ მივყვებოდი დედაჩემს ფეხდაფეხ წყლის მოსატანად. მე გავიზარდე სადაც მხოლოდ სითბო, სიყვარული და მეგობრობა სუფევდა. ჯარი საზღვარზე დგას. მანქანებს არ აძლებვენ საშუალებას გზა გადმოკვეთონ. გააზრება ვერ მოვასწარით, როცა მოსახლეობისთვის კარვების აშენება დაიწყეს. მე არ გამომივლია არცერთი ომი. 2008 წელსაც ბებიაჩემან ვისვენებდი და ისე ავღნიშნე საკუთარი დაბადების დღე მძიმე ტკივილი არ მიგრძვნია. აი, განა რა მოსატანი იყო ეს , მაგრამ ახლა არანაკლებ გასაჭირშია ხალხი. იბრძვის გადარჩენისთვის. იმისთვს კი არა, რომ ეპიდემია არამედ იმისთვის რომ შემდეგში რა იქნება. ჩემი მარნეულიც დაცარიელდა. ის ქუჩებია ცარიელი, რომელსაც ყოველდღე დავაბიჯებდი ფეხს. ძნელია ადამიანო გაიაზრო ეპიდემია და შემდეგ ის, რომ გარეთ გასვლა არ შეგიძლება, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთვის და ჩვენი ჯამთელობისთვის.
**
დღემდე ჩემი და ჩემი დაქალის სიცილი ყურში გამუდმებით ჩამესმის. მაშინ ჩვენი პრობლემები არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც დღეს ხდება. ვიცინოდით და გვჯეროდა, რომ სიცილი საუკეთესო გამოსავალი იყო. ხშირად გვისაუბრა ჩვენს მომავალზე, ჩვენს ოცნებებზე. ყველაფერი თითქოს გავთვალეთ, მაგრამ ის არ გაგვითვლია, რომ დადგებოდა დღე და ჩვენს შორის ჩაიკეტებოდა საზღვარი. სწორეს ასეთ დროს ხდება ადამიანი მეამიტი. სწორედ ასეთ ცრემლებს აქვს ძალა. სწორედ ასეთ დროს გინდა ჩაიკრა გულში ადამიანები, ვინც გენატრება. გაივლის... მჯერად გაივლის დრო და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება, თუმცა მსოფლიოს ყოველთვის ემახსოვრება ეპიდემია სახელად (კოვიდ19)
**
როცა გაზაფხული მოახლოვებას იწყებდა ყოველთვის მეგონა, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო დრო პატიების. ურთიერთობების თავიდან დაწყება მეგონა შესაძლებელი იყო. მეგონა დაძაბულობა გაზაფხულთან ერთად სრულდებოდა. მეგონა ასეთ დროს ბრუნდებოდნენ ემიგრანტები სახლში, თუმცა ახლა გაზაფხული დარჩა ხალხის გარეშე. მათ ვისაც არ შეუძლია გამალებით უმზეროს ბუნების გამოღვიძებას მე დღეს მესმის მათი. დღეს გაზაფხული ისეთივე ლამაზია, როგორიც იყო, თუმცა ცარიელ ბაღებში, ცარიელ ქუჩებში მარტო დარჩა. ახლა იქნებ არეულ მარტს დავაბრალო და ეს ყველაფერი აპრილმა დაალაგოს. განა რა ძალა გაქვს ადამიანო გადიხარ ყველაზე რთულ გზას, მონატრება გახრჩობს... გენატრება ყველა და ყველაფერი და მაინც გწყურია უკეთესი დღეები. სწორედ ეს ძალა გადაგვარჩენს დღეს. ირწმუნეთ, რომ აუცილებლად გამოიდარეს და ყველაფერი ცუდი უკან მორჩება.

#გთხოვდარჩისახლში

თავი 23
  ცხოვრება გამგზავრების შემდეგ
  გზააბნეულ ნინიას გული იქამდე წაუვიდა სანამ გაიგებდა, რომ სნაიპერი არ არსებობდა და ის ყველაფერი კარგად დადგმული ოპერაცია იყო. ისიც იმიტომ, რომ ნინიას სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ გაეგო. უმოქმედო სხეული, ჩემს მკლავებში იყო მოქცეული. ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტა. ხელს მის დალალებს ნაზად ვუსმევდი და ვცდილობდი გამეხსენებინა დღე როცა მე მასზე ვზრუნავდი. ესაც ვერ შევძელი, რადგან  ჩვენ არ ვიყავით ბავშვები, რომლებსაც მშობლები გვერდით ჰყავდათ.  მაშინ პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ ნინია ქალბატონის სახლში წავიყვანე. სახლში არავინ დამხვდა და ამან კიდევ უფრო გამათამამა. ნინია სასტუმრო ოთახში დავაწვინე. სანამ გონზე მოვიდოდა ვახშამის ასაღებად სამზარეულოში გავედი. მზარეულმა მხარზე ხელი დამიკრა და მითხრა: _ ვიცი შენს საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ რაც შენ ჩაიდინე ამას მხოლოდ კეთილი ადამიანი თუ გააკეთებდა. მზარეულს მადლობა გადავუხადე და საძინებელში წავედი. იქ მისულს დავინახე, რომ ნინია გაქცევას ფანჯრიდან ცდილობდა.
**
_ ნინია ვერ ვხვდები, ვის ან რას გაურბიხარ?
_ სინდისს გავურბივარ დევიდ. შენი მცხვენია, არ ვიცი ამის შემდეგ თვალებში როგორ უნდა შემოგხედო.
_ შენს პატიებას არ ვაპირებ. არც შენი გაგება მინდა. აქაც მხოლოდ იმიტომ მოგიყვანე, რომ გონება დაკარგე.
_ ნუთუ არასდროს დადგება დღე და ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, როგორც  ჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობს.
_ ამას მაშინ ვცდილობდი, როდესაც დედა და მამა გულწასულები ჩვენს ქვითკირის სახლში იწვნენ. ამას მაშინ ვცდილობდი, როცა გიმტკიცებდი, რომ მე ისინი მე არ მომიკლავს, რომ ისინი მოკლეს... ახლა ჩემთვის შენ არავინ ხარ. ტყვიას გადაგეფარე მაშინაც, როცა შენ ჩემი დაწვა გქონდა გადაწყვეტილი. ნინია შენ ბევრი შანსი გქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენე.
_ მე შანსი კი არა, პატიება მჭირდება.
_ შენ იცი, რომ პატიება შანსთან ერთად კვდება?
_ არა არ ვიცი.
_ ხოდა შეხედე ჩემს გამოხედვას და დარწმუნდები, რომ შენს მიმართ ყველანაირი გრძნობები გაქრა. ცხოვრება სწორედ მაშინ დამინგრიე, როცა ჩემთვის ბედნიერი წუთები იდგა. შენ იცი, როდესაც მე სიკვდილს კლინიკაში ვებრძოდი საყვარელ ქალმა სხვა მამაკაცზე იქორწინა. მეგობრები დავკარგე. იცი საერთოდ ეს რას ნიშნავს? არა არ იცი, რადგან შენ მარტოსული ადამიანი ხარ.
_ ახლა რა იქნება?
_ წამოდი მივდივართ, დეტექტივს ყველაფერს მოუყვები ხალხზე ვისთან ერთადაც მუშაობდი.
_ ამას სერიოზულად ამბობ?
_ აქ რა ხდება?
_ მე წავალ.
_ შვილო ეს ქალი ჩემს სახლში რას აკეთებს?!
_ ეგ ჩემ ძმას ჰკითხეთ, გონს რო მოვედი აქ აღმოვჩნდი.
_ გაეთრიე, წადი ჩემი სახლიდან!
_ ქალბატონო დამშვიდდით ჩვენ უკვე წასვლას ვაპირებდით.
_ გონს მოდი შვილო!ხვდები მაინც ვის უწყობ ხელს?
_ ქალბატონო გპირდებით ეს მეორედ აღარ განმეორდება.
_ იმედია შვილო, იმედია.
**
  ნუ სჩადიხარ ბოროტებას ადამიანო, აკეთე მხოლოდ სიკეთე. ეს გზას არ ჩაგიბნელებს პირიქით გაგინათებს. იარე იქამდე სანამ შუქი არ ჩაქვრება. რაოდენ სასიამოვნო მოსასმენია არა ეს სიტყვები? მაშინაც როცა უდიდეს განსაცდელში ხარ და არ იცი გამოსავალი მარტივად როგორ იპოვო. მე ჩემს დაზე უარი ვთქვი. არასდროს მეგონა  თუ ამას შევძლებდი, მაგრამ დღეს ის საკუთარი ხელით მიმყავს ხალხთან, სადაც თავს ვეღარ დააღწევს. ძნელი წარმოსადგენია ნინია პატიმრობაში, მაშინ როდესაც მე ვიცი რას ნიშნას ეს. თვაწინ ჩამიარე შავბნელ ოთახმა. მახსოვს საჭმელი, რომელიც ყოველთვის გულს მირევდა. მახსოვს ტელევიზორის ხმას, რომელიც რამოდენიმე კარის მიღმა იდგა. რთული გასარკვევი იყო საინფორმაციო გადიოდა, ფილმი თუ მუსიკა, რომელი მე ყველაზე მეტად მიყვარდა. მთელი ორი წელი ვიბრძოლე გამერკვია რა გადიოდა ტელევიზიით თუმცა ვუყუებდი მხოლოდ ნაცრისფერ კედელს და შუახნის მამაკაცს, რომელიც ცოლის მკვლელობაზე იჯდა ციხეში. თავიდან ეს რო გავიგე შემეშინდა კიდეც, მაგრამ ციხეში ყველა პატიმარი პატიმარია.  იქ არ აქვს მნიშვნელობა რა დანაშაული ჩაიდინე. იქ ყველა ერთია. ორი წელი არ მენახა მზის სხივი, არც ჩიტების ჭიკჭიკი ჩამესმოდა ლამაზ ჰანგებად. მხოლოდ გაურკვეველი სიტყვები და ნაცრისფერი ჩამოკაწლული კედლები. ერთადერთი რაც იმედს მაძლევდა იყო ოთახის კუთეში შემოპარული მზის სხივი. ვიჯექი და საათობით ვუყურობდი მას. სწორედ ამით ვსაზღვრავდი დროს. დღეებიც გათენება დაღამებასთან ერთად ილეოდა. მეშინოდა კიდეც, რომ დროში არ დავკარგულიყავი. ყველაზე მეტად კი კაცის გამოხედვა მზარავდა, რომელიც ათაში ერთხელ თუ წამოწევდა ჭაღარად შერეულ თავს. ,,ჩემნაირი ადამიანი კი არ უნდა შეიცოდო უნდა დამარხო და გაასამარო“. ხშირად წარმოსთქვამდა ხომე ამ სიტყვებს და თავში ხელებს შემოირტყავდა. მაშინ არ ვიცოდი, როგორ უნდა დამემშვიდებინა კაცი, რომელმას თავის ცოლი მოკლა.
    გაზაფხული ნელ-ნელა გათბა. ხალხმაც დაიწყო ქუჩაში გამოსვლა. გოგო-ბიჭები ახლა უფრო გათამამდნენ. ჭრელი სამოსი უკვე ტრენდად აქციეს. ,,წამოდი დღეს ლექსიის შემდე სანაპიროზე წავიდეთ,  სურათები გადავიღოთ“. ჯგუფად შეკრებილი გოგო-ბიჭების თვალებში სინათლეს, სიყვარულს ვხედავდი. ეს იყო ერთადერთი რამ რის გამოც უნივერსიტეტში მისვლა მიხაროდა. ,,მე ვერ შევძლებ დღეს სმენაში ვარ“.  დამწუხრებულმა გოგონამ ეს სიტყვები თქვა თუ არა თავი ქვემოთ დახარა. მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, რომ ისინი ამ ასაკიდანვე დამოუკიდებლობას ცდილობენ და ახლა სწავლასთან ერთად სამსახურს ათავსებენ. უნივერსიტეტის ეზოში მინდვრის ყვავილები აყვავებულა. ატამი ყვავის ეზოს კუთხეში. ის ვარდისფერია, ის საოცრად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე. ჩაკეტილ სივრცეშიც მიცხოვრია, ტკივილში და მწუხარებაშიც მიცხოვრია, მარტოსულიც ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ რასაც ახლა ვხედავ ამ ყველაფრად ნამდვილად ღირდა. ნინია გაბრიელთან ოფისში დავტოვე და მე ლექციის ჩასატარებლად წამოვედი. დღეს თემად აგატა მარია კრისთის შემოქმედება გვქონდა. გამიხარდა და მესიამოვნა, რომ მასზე ახლაგაზრდობამ ბევრი რამ იცოდა. ის ჩემთვის ერთერთი საუკეთესო დეტექტიურ ჟანრის მწერალია. თქვენ იცოდით, რომ ,, აგატა მარია კრისტი დაიბადა 1890 წლის 15 სექტემბერს ტორკსში, ინგლისში. მან დავდაპირველად წერა დის მისაბაძად დაიწყო და ძალიან მხიარული მოთხრობები გამოსდიოდა. აგატამ გადაწყვიდა შიშისმომგვრელი მოთხრობა დაეწერა, რაც მშობლებს ძალიან არ მოეწონათ და უთხრეს კიდეც ამაზე. აგატამ წერაზე ხელი მას შემდეგ ჩაიქნია, რაც მამა გარდაეცვალა. დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ მოგზაურობა პატარა აგატასთან ერთად დაიწყო. აგატა ამბობდა: ,,სიკვდილი ყველაზე დიდი თავგადასავალია, რაც კი ოდესმე შეიძლება გადახდეს ადამიანს“. აგატა მარია კრისტი ინგლისელი დეტექტიური ჯანრის მწერალია. ცნობილია მისი დეტექტიური წიგნები დეტექტივ ერკიულ პუაროსა და მის მარპლზე. აგატა მარია კრისტი აგრეთვე იყო: მედდა, მწერალი, რომანისტი, სცენარისტი, დრამატურგი, პროზაიკოსი და ავტობიაგრაფი“.
**
  მაშინ ჩვენი გადაწყვეტილება ყველაზე სარგებლიანი აღმოჩნდა. გვანცას ცალკე გადასვლა შევთავაზე თუ არა იმდღესვე მესინჯერში სახლის რამოდენიმე სურათი გამომიგზავნა. თავიდან ვაპირებდით, რომ შეგვერჩია სახლი სანაპიროსთან ახლოს, მაგრამ რამოდენიმე ათეული სახლის ნახვის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ცენტში შევარჩევდით ბინას, რომელიც აუცილებლად კორპიუსის ბოლო სართულს იქნებოდა. გვანცას, რომ კითხო სიმაღლის შიში აქვს. ,,ეს შიში დიდი ხანია შენთან ერთად დავძლიე“. გვანცამ გაიხსენა დღე, როცა პირველად მოვიტაცე. ერთად ბევრი რამ გავიარეთ, მაგრამ ჩვენი ერთად გადასვლით ვიცი კიდევ ბევრ საინტერესო ისტორია შეიქმნება. მე არა მაგრამ გვანცა ამისთვის პირობას დებს. ახლა რომ ვფიქრობ გვანცა შეიძლება სამზარეულოში შევიდეს წარმოდგენაც არ მინდა. ,,ქალბატონმა მასწავლა, როგორ უნდა მოვამზადო საუზმე სწრაფად და მარტივად“. რომ ვკითხე ეს როგორ გააკეთა მიპასუხა: _ ეს ძალიან მარტივია ადუღებულ წყალში ჩავაგდებ ორ კვერცხს და ქმარს ან მთელს მივუტან ან ნახევრად უმს. უმი კვერცხით სასარგებლო ყოფილა ესაც გაუგია, მაგრამ ის კი არ იცის, რომ თოხლო კვერცხსაც კარგი მომზადება სჭირდება. ის დღე კარგად მახსენდება, როდესაც მე და გვანცა სახლის მოსაძებნად წავედით
**
_ შეუძლებელია!!! ეს სახლი არ მომწონს.
_ კარგი რა გვანცა ეს უკვე მეათეა რაც ვნახეთ. ვსიო, მე ამ კარიდან გასვლას აღარ ვაპირებ.
_ არა რა, შეხედე რა საშინელი ხედია. ვერ ვხვდები რო გავიღვიძებ საძინებელი ოთახიდან მეზობლის ფერმა რატომ უნდა დავინახო?
_ მერე ჩვენ მეორე ოთახი ავირჩიოთ და ეს სტუმრებისთვის იყოს.
_ ლიზას და ალის კი მოუხდებათ. რა გაცინებს? ხო რა გაცინებს? შენ არ იცი რა გამიკეთეს. ლიზასთან დაჩებზე სარდაფში მეძინა. ოღონდ ამას რო წამოვედი მერე მივხვდი.
_ ამის მერე კიდევ მეუბნები, რომ არ უნდა გამეცინოს.
_ დევიდ ადექი წავიდეთ ამ სახლიდან, სხვა ვნახოთ გთხოვ.
_ აი, ახლა ყველაზე მეტად ამის მოსმენა არ მინდოდა...
**
  ერთი პატარა სახლის აივანზე ტახტზე ვიწექით და ჩვენს მომავალზე ვფიქრობდით. ბინა თითქმის ცარიელია. სამზარეულოს ზედაპირი სარკის ანარეკლს მოგაგონებდა. ისეთი სუფრთა და მოწესრიგებული იყო.  მხოლოდ ორიოდე თეფში და ტაფა ქვედა თაროზე იდო. არც ჩაიდანია ან რაიმე ყავისთვის მოსამზადებლად იყო რამე. ახალი სახლი, ახალ ცხოვრებას უკავშირდება. მახსოვს ჩემი მშობლები, როგორ დადიოდნენ კარდაკარ და შეღავათიან ფასებში ეძებდნენ ბინას. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს რომ ერთი სახლით ძალიან აღრფთოვანებული ვიყავი, თუმცა ჩემ მშობლებმა მისი ყიდვა ვერ მოახერხა, რადგან საკმარისზე მეტი ფული არ გვქონდა.
  ახალი ცხოვრება, ახალი ფურცლიდან ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა. ვუყურებდი გვანცას, როგორ დადიოდა ოთახიდან ოთახში და როგორ გეგმავდა სახლის ინტერიერს. საბოლოოდ მაინც შევთანხმდით, რომ ჩვენი ოთახი ქალაქის მხრიდან იქნებოდა. ასე ქალაქსის გამოღვიძებით უფრო დავტკბებოდით. სტუმრები კი რაც შეეხებათ ეზოს მხარეს ოთახში მოვათავსებდით. ის ღამე იატაკზე გვეძინა თვალებით გადათეთრებულ ჭერს შევყურებდით და ვფიქრობდით ფერებზე, რომელიც ამ საახლს გამოაცოცხლებდა და მეტ თავდაჯერებულობას შესძენდა. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როცა შავბნელი ფერების გარდა ვერაფერს ვხედავდი თუმცა ახლა მინდა ყველაფერი რაც სიხარულს, ბედნიერებას გამოხატავს  ამ კედლებზე დავიტანთ. სახლი შეღებვამდე მხოლოდ თეთრ ფერებში იყო. ესაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როდესაც ყიდი სახლს მყიდველს უნდა მისცე უფლება მისი ფანტაზია დაიკმაყოფილოს. მეორე დღესვე საღებავების შესაძენად წავედით. კიდევ კარგი უქმე დღეები დაემთხვა თორე გვანცას სახლში რა გააჩერებდა. გადაწყდა, რომ ჩვენი ოთახის ერთი კედელი თეთრ ფერში იქნებოდა, თუმცა რაღაც ნაწილი შეიღებებოდა  ,,ჭუჭყიან ვარდისფრად“ ხოლო ამ ფერს რაც შეეხება დაახლოებით ვარდისფერია, მაგრამ მთლად არცაა. აი, ხალხო ქალებისას რას გაიგებთ? ბევრ რამეს ახლა მეც გვანცასგან ვსწავლობ. მისაღებისთვისაც ასევე მსგავსი ფერი შეირჩა, თუმცა ოთახის ერთ კუთხეში კედლის მოხატვა გვანცამ გადაწყვიტა. ვაი თავო უბედურო... დავრწმუნდი, რომ სამზარეულოსი შესაშვები ადამიანი არ არის. აი, ხატვის კიდევ რა მოგახსსენოთ წარმოდგენა არ მქონდა რას აპირებდა. მე სანამ საძინებლის შეღებვა დავასრულე გვანცა მისაღები ოთახიდან მეძახის. ,,დევიდ შეგიძლია აქ მოხვიდე?“  ერთი შეხედვით ძალიან საყვარელი და ამავდროულად ძალიან დაღლილი იყო. ჩემი თეთრი პერანგი სხვადასხვა საღებავებით გასვრილი ჰქონდა. გაფერადებულ ხელებს თვალებთან ახლოს მიტრიალებ და დაჟნებით მთხოვს, რომ უკან გავყვე.
**
_ გვანცა ნუ მექაჩები ასე წაიქცევი.
_ წამოდი ეს უნდა ნახო.
_ გვანცა ეს...
_ საშინელებაა ხო?
_ არა, პირიქით ის საოცარია...
_ მგონი აქ ცოტა ფერების დამატება  უნდა ხო?
_ არ ვიცი, მაგაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ისეთია როგორიც უნდა იყოს.
_ ვიცი გაზაფხული ძალიან გიყვარს ამიტომ ეს კუთხე შენთვის შევქმენი. შეხედე აქ წიგნების თაროს გავაკეთებთ, როცა კითხვას დააპირებ გპირდები ხელს არ შეგიშლი.
_ ვატყობ დღეს შემომეჭმევი.
_ დევიდ ახლა კი წადი და საქმეს მიხედე.
_ ეს ძალიან უსამართლობაა. შენ ასეთი მიმზიდველი აქ უნდა დაგტოვო მე კიდევ უნდა წავიდე და კედელი შევღებო?
_ დევიდ!
_ რა?
_ საქმე არ იცდის.
_ კარგი ხო. ერთს გაკოცებ და მივდივარ...
**
  ავეჯის დიდი ნაწილის შერჩევაში მონაწილეობა მე არ მიმიღია. ქალბატონმა გოგოებთან ერთად შეარჩიეს მისაღების ინტერიერი. გვანცამ ნელ-ნელა თავისი ნივთები გადმოიტანა. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი და კარადაში ჩემი ნივთების ადგილი აღარ იყო. ვცდილობდი მომეძებნა ადგილ სადაც ჩემს სპორტულ ფეხსაცმელებს დავაწყობდი და შემასასვლელში კარადაც მაღალქუსლიანებით სავსე დამხვდა. აბაზანაზე ხო საუბარი ზედმეტია ყველგან მის კოსმეტიკას ვხედავ.
_ გვანცა შეგიძლია ერთ შეკითხვაზე მიპასუხო?
_ გისმენ.
_ ამ სახლში ჩემი ადგილი არის საერთოდ?
_ დევიდ რა სისიულელეებს მეკითხები. ძვირფასო ეს სახლი შენს გარეშე ცარიელია.
_ გვანცა მაშინ ისიც გეცოდინება ჩემი შამპუნები სად დავალაგო?
_ მოდი განახებ, ერთი თარო ამისთვის გამოვყავი.
_ აბა დამანახე ის ერთი თარო, რომელიც თავისუფალია.
_ უი აღარ ყოფილა. აქ ყველაფერი დილის რუტინისთვის მჭირდება ვერ გადავაწყობ ვერაფერს.
_ არა რა, იაკობისთვის უნდა დამეჯერებინა. სწორი იყო ის კაცი რომ ამბობდა: ქალი და კაცი ერთ სახლში სივიწროვეაო.
_ წამოდი აივნის მხარეს დავაწყოთ შენი ნივთები.
_ გვანცა გაგიჟდი?
_ არა, რატომ მეკითხები?
_ აბა თავზე წყალს რო დავისხავ, შიშველი აივნამდე უნდა გამოვიდე იმისთვის, რომ სამპუნები ავიღო?
_ ე, ეგ კარგი აზრი კი არის.
_ რა არის გოგო კარგი აზრი ნუ მაგიჟებ!
**
  იმ ღამეს ვაშამზე გვანცამ თავისი ოჯახი დაპატიჟა. მეც ქალბატონს ვთხოვე და ისიც გრანდიოზილი ყუთით შემოვიდა სახლში. თავიდანვე ინტერესი გამოიწვია თუ რა იდო ყუთში. რამდენჯერაც გახსნა დავაპირეთ ქალბატონმა თქვა: _ ამას მაშინ გავხსნით, როცა ყველა შეიკრიბება. დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ ვახშამი რესტორნიდან შევუკვეთეთ და კურიერმა სახში მოგვიტანა. სანდროს საჩუქარი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ის იყო თავისივე ხელით გაკეთებული სურათების ჩარჩო, სადაც რამოდენიმე სურათი პატარა სამაგრებით მაგრდება. ,, მადლობა სანდრო აქ ჩემი და დევიდის სურათებს დავკიდებ“. ბედნიერმა გვანცამ ძმას მადლობა გადაუხადა და გულში ჩაიკრო. ასეთ დროს მშობლებს თავში მხოლოდ ჭურჭელი და საყოფაცხოვრებლებო ნივთები მოსდით. უკვე იმდენი დანა-ჩანგალი გვაქვს არ ვიცი ალბათ მალე მეზობლებსაც გავუნაწილებთ. უმადური რომ იქნები კაცი. არადა უარს არ ვიტყოდი კარგ დინამიკზე. ან თუნდაც კარგი ყურსასმენი. ეს მაინც გამომადგებოდა. როცა გვანცა, ლიზა, ელენე და ბელა საერთო ჩატში დარეკავენ მგონია კიდეც, რომ ამას დასასრული არ უწერია. ახლა ხვდებით რატომ არ მიხარია დანა-ჩანგლები და რატომ მინდა დინამიკი ან ყურსასმენი?
**
_ გვანცა ასე თუ გაგრძელდა მალე დანა-ჩანგლის ბიზნესს დავიწყებთ.
_ დევიდ სირცხვლია არ გაიგონ.
_ არა უნდა იცოდნენ, რომ საყოფაცხოვრებლო ნივთები მარაგში გვაქვს.
_ აი, დროა ჩემი საჩუქარიც გახსნათ.
_ მადლობა ღმერთს! იქნებ აქ მაინც იყოს ის რაც მე მინდა.
_ ეს რანაირი რაღაც არის?
_ მგონი მიკროტალღური ღუმელია.
_ არა სანდრო ეს ჭურჭლის სარეცხი მანქანაა.
_ საკმარისია! ბავშვებო ეს რეები მესმის. კარგად დააკვირდით ეს ხომ ყავის აპარატია.
_ გვანცა შენთან არიან.
_ არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
_ გვანცა მადლობა საჭირო არ არის. ჩემთვის მთავარია დევიდი იყოს ბედნიერი. შენ კი ერთადერთი ხარ, ვინც ეს შეძლო.
_ ჩვენი წასვლის დროს მოვიდა.
_ სანდრო შენ დარჩი მალე ჩვენი მეგობრები მოვლენ.
_ ვაა, ფართი და რამე? გეთქვათ ნაშას დავურეკავდი და ამოვყვანდი.
_ არც ახლაა გვიანი.
_ დევიდ!
_ მიდი ძმაო მე შენს გვერდით ვარ.
_ დევიდ ვატყობ ამ საღამოს დივანზე მოგიწევს დაძინება.
_ მაშინ ძმაო მაპატიე, მე ვერაფერში დაგეხმარები.
**
 
        ბედნიერი სახეები, არკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ჩვენი მეგობრები თავს გაცილებით კიდევ უფრო კარგად გრძნობდნენ. იქნებოდა ალბათ ღამის 2_საათი და გვანცამ სახლის სახურავზე გადაწყვიტა ცეკვა. ასეთ დროს მგონი ერთი უნდა იყოს ვინც ფხიზელი გონებით შეხედავს ცხოვრებას. მეც გადავწყვიტე წვეთი არ დამელია და ვაი თავო უბედურო ეს უფრო რთული აღმოჩნა. გვანცას ერთ ხელში ღვინის სავსე ჭიქა უჭირავს და თან ბოლო ხმაზე ჩემს სადღეგრძელოს სვავს. ,, თქვენ კენწერო ეძახეთ და მისი დაჭერა მხოლოდ მე მოვახერხე“. ბედნიერ გვანცას ხელი წელზე მოვხვიე და ხმადაბლა ყურში ჩავრჩურჩულე. ,,საკმარისია უკვე ბევრი დალიე“.  მან კი ყველას თანდასწრებით სწრაფად ჩემს ტუჩებს მოუახლოვდა. არკოჰოლის სუნმა გონებაში ცუდად გაიელვა, თვალების დახუჭვა ვერც მოვასწარი ისე ვიგრძენი მისი ნაზი და რბილი კოცნა. ,,რა მოხდა?“ იაკობმა  იკითხა. ,,მეგობრებო მაპატიეთ, ამას დავაწვენ და შემოგირეთდებით“. გვანცას მოულოდნელი კოცნა და გათიშვა ერთი იყო. საძინებლამდე ხელში აყვანილი მივიყვანე. ფეხზე გავხადე, პლედი გადავაფარე. ასე რამოდენიმე წუთი ვუმზერდი ქალს, რომელიც ერთდროს ჩემთვის მიუწვდომელი იყო. ისე გათიშულს ეძინა თითქოს მთელი ღამის ჩაძინებული ყოფილიყო. ხალხმა ნელ-ნელა წასვლა დაიწყო. ბოლოს ლიზა და ალი შემორჩა. ,,ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო“. ალის მადლობის ნიშნად მხარზე ხელი დავუკარი. აი, უკვე გაცილებას ვაპირებდი და სადარბაზოდან მესმის სიტყვები. ,, მაპატიეთ დამაგვიანდა“. ისე თქვა დამაგვიანდაო თითქოს ვინმე ელოდებოდა. ალიმ ხელით გაბრუნება ანიშნა.
**
_ არა, გაუშვით შემოვიდეს.
_ შემომხედეთ! ნასვამი არ ვარ. არც იარაღს ვმალავ უკანა ჯიბით. ბევრი ვიფიქრე უნდა მოვსულიყავი თუ არა, მაგრამ ხომ ხედავ მაინც აქ ვარ.
_ დალევ რამეს?
_ არა, მადლობა ვიტყვი რისი თქმაც მინდა და წავალ.
_ ჩამოჯექი მაინც.
_ ვხედავ კარგად მოწყობილხართ.
_ კი ეს ყველაფერი გვანცას იდეა იყო.
_ ეს კედელიც მისი მოხატულია.
_ საიდან მიხვდი?
_ სახლშიც, ყოველდღე გაზაფხულს ხატავდა და იცი რატომ?
_ არა არ ვიცი.
_ იცოდა, რომ გაზაფხულს ისევ გნახავდა.
_ კარგი თქვი რისი თქმა გინდოდა.
_ არ ვიცი დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ნინია ისევ თანამშრომლობს მკვლელის ხალხთან.
_ შენ საიდან მოგაქვს ეს ყველაფერი? შემთხვევით შენც ხომ არა...
_ არა, დევიდ მე არ ვთანამშრომლობ. ამ ყველაფერსაც შენი და მიყვება. შენ მაინც ხომ არ იცი ასე ძალიან რატომ მენდობა შენი და?
_ ბავშვობაში შენზე იყო შეყვარებული.
_ ხო არ ღადაობ?
_ აბა გაიხსენე ბავშვობა. ბებიასთან ერთად, რომ ატარებდი. იქ თუ არ ვცდები კალათბურთის ფარი გქონდა.
_ ეხლაც ვთამაშობ. ისე მართლა არ გინდა ერთხელ ბიჭებმა ვითამაშოთ?
_ ახლა შენ ღადაობ ხო?
_ მოიცადე შენ დას ქმარი არ ყავდა?
_ კი ჩემი გაუჩინარების შემდეგ შეეშინდა თავი შარში არ გავყოვო და მიატოვა.
_ მაშინ ეგ კაცი ქათამი ყოფილა.
_ მაგაში გეთანხმები.
_ ვაა, ჩემი ყოფილი ქმარი და ახალი ქმარი ერთად?
_ გვანცა რატომ ადექი? შენ ისევ ნასვამი ხარ.
_ არა აშკარად სიზმარია. წავალ თვალებს გავახელ და გაქრებით.
_ გვანცა ჩემგან რაღა გინდა?
_ არა დევიდ შენ დაგტოვებ.
_ კარგი მაშინ მე დაგტოვებთ. უი მართლა ეს გამომართვი საჩუქარია.
_ ზურა ხანდახან რა ჭკვიანი ხარ ხოლმე.
_ დამიჯერე ყურსასმენები დაგჭირდება, როცა გოგოები საერთო ჩატს გააკეთებენ.
_ ვიცი ეგ უკვე გამოცდილი მაქვს.
**
    ადამიანზე თუ თავიდანვე გული აგიცრუვდა ძნელია მასზე გული ისევ მოგიბრუნდეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ზურა იყო ერთადერთი ვინც ზუსტად იცოდა რა მჭირდებოდა.  ერთდროულად მეღიმებოდა ამ ადამიანზე და თან სიბრაზე მაინც მახრჩობდა იმის გამო რომ ქალი გამოიყენა. კაცმა არასდროს არ უნდა შელახო კაცობა. იდექი იმ სიმაღლეზე, რომლის შესაძლებლობაც შეგწავს. გიყვარს ქალი? კარგი ჯანდაბა, მაგრამ როცა იცი რომ ის შენს გვერდით ბედნიერი არ არის და თანაც იცი რომ მას სხვა უყვარს რა უფლებით უნდა მიისაკუთრო. არასდროს არ შეგერგება ის, რაც შენ არ გეკუთვნის. არც სიყვარული შეგერგება და არც ურთიერთობები. ჭირსაც წაუღია ისეთი დღეები, როცა იცი რომ შენი ცოლი სხვაზე ფიქრობს. ასეთ დროს ჯერ საკუთარი თავმოყვარეობა უნდა დაიბრუნო და შემდეგ უნდა გაუშვა ქალი რომელიც შენი არ არის. ზურამ დააშავა და შემდეგ რისი გადატანაც მოუწია ორმაგად რთული აღმოჩნდა მისთვის. გაუშვა ქალი, რომელიც წლები უყვარდა და მისი ოფციალური ცოლიც კი გახდა. ალისგან გავიგე, რომ მალე ამერიკაში აპირებს წასვლას და იქამდე ცდილობს თავისი დანაშაულებები როგორმე გამოისყიდოს. ხშირად ასეთ დროს ადამიანები ცდილობენ წავიდნენ იქ, სადაც ყველაფერი არაფერია. იქ სადაც მისი ოჯახი, მეგობრები არ არიან. სასოწარკვეთილებას მიცემული ადამიანი ერთდროულად სუსტიც და ძლიერიც არის. თავი მოაქვს რომ ბედნიერია და სახეზე მოტყუებითი ღიმილი დასთამაშებს, მაგრამ რას უზამს იმ ცრემლებს, რომელსაც ყოველღამ ბალიშს ასველებს. ოჯახის წევრთან, მეგობართან გამომშვიდობება ყველაზე მტკივნეულია ალბათ. მითუმეტეს როცა იცი, რომ სხვა ქვეყანაში მიდის. ,,აი, ნახე აღარ დაბრუნდება“. ამას ხშირად იტყვიან ხოლმე. იცხოვრებს, ყოვედღე თუ არა კვირაში ორჯერ მაინც დარეკავს ოჯახში. მეგობრებსაც ალბათ ათაში ერთხელ მაინც მოიკითხავს შეტყობინებებით. აი ასეთია ცხოვრება უსიცოცხოელაბაში. ცხოვრობ, მაგრამ ამას ვერც შენი ოჯახი და ვერც შენი მეგობრები ხედავენ. მგზავს გამგზავრებამდე გზას ულოცავენ. ატირებული დედა მაინც იმედს იტოვებს, რომ დაბრუნდება. მეგობრებიც ხელს უქნევენ და უხარიათ, რომ ერთხელდ და სამუდამოდ იპოვის საკუთარ თავს და ბედნიერი იქნება. დიახ მეგობრებო! მეც ვიყავი აეროპორტში. ზურამ ჯერ დედა ჩაიკრა გულში, დას ცრემლი სახიდან მოწმინდა. მამას მიახლოვდა და უთხრა: ,,იცოდე ჩემი და კარგ, შრომისმოყვარე და პატიოსან კაცს ჩააბარე“. ლომო! მოულოდნელად იყვირა ზურამ. გულში თავისი საუკეთესო მეგობარი ჩაიკრა. ,,არ ვიცი სად მივდივარ, მაგრამ გპირდები ჩემი ვალები შენი გადასახდელი აღარ იქნება. თავს გაუფთხილდი“... ლიზა შუაში ჩაუდგა და ხმამაღლა წარმოსთქვა შემდეგი სიტყვები _ საკმარისია, ისე ნუ ლაპარაკობთ თითქოს უკანასკნელად ვემშვიდობებოდეთ. მოვენატრებით, ვიცი ვერ გაძლებს და მალე ჩამოვა. ამ სიტყვებმა თითქოს სიტუაციაა გაანეიტრალა. გვანცამ ჯერ თვალით მანიშნა მისულიყო თუ არა და მე ვუთხარი, რომ ,,კი რატომაცარა“.
_ ჩემო პეპელა, შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც ბედნიერებას იმსახურებს. მაპატიე იმ სიტყვებისთვის, რაც საავადმყოფოში ვთქვი... ავიჭერი და არ ვიცოდი რას ვამბობდი, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე.  მე სწორედ მაშინ ვიყავი შენს გვერდით, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდა. ვიცოდი ტიროდი სხვა კაცის გამო, მაგრამ მაშინ მარტო არ არ დამიტოვებიხარ. გულს ვიმშვიდებ იმით, რომ ამ კენჭერო კაცს მართლა უყვარხარ.
_ ლიზა მართალია, ნუ საუბრობ ისე თითქოს ეს უკანასკნელი შეხვედრა იყოს. შენ დაბრუნდები მჯერა.
_ თავს გაუფთხილდი... ახლა წავალ, დევიდს ვნახავ.
_ მაინც გარბიხარ არა?
_ ასე გამოვიდა.
_ აიღე, ეს შენთვის არის.
_ ვა, კაათბურთის ფეხსაცმელები? მადლობა, მაგრამ არამგონია იქ გამომადგეს.
_ დარწმუნებული ვარ იპოვი გზას და სათამაშოდაც მოიცლი. ძირს დააკვირდი?
_ ხო მაღალი ძირი აქვს. რატომ?
_ ესაც იმიტომ, რომ სახეში თუ შემომხედავ სკამზე აღარ შედგე.
_ მოიცადე  ამას ახლავე ჩავიცმევ .
_ მოიცადე, ასე რატომ ჩქარობ?
_ მეჩქარება ძმაო, ძალიან მეჩქარება. მოდია აქ უნდა ჩაგეხუტო!
_ ალი იმას ხედავ რასაც მე?
_ კი სანდრო ზურა და დევიდი ერთმანეთს ეხუტებიან.
_ მოიცადე ეს გამოთქმა, როგორ არის? ბოლოს მაინც მეგობრობა იმარჯვებს.
_ კი სანდრო სწორედ მასეა...
**
    გოგოებმა ატირებული ზურას დედა ძლივს დაამშვდეს. ბოლოს სახლში წაყვანაც კი ჩვენ მოუწია. ,,მე ჩემს შვილს კარგად ვიცნობ. ის, ასეთი ნაღვლიანი არასდროს მახსოვს. დევიდ შვილო, ძალიან გთხოვ გაარკვი მშვიდობით ჩაფრინდა?“ ქალის ისტერიკულმა ტირილმა მაიძულა დეტექტივთან წავსულიყავი. ოფისში როგორც კი შევედი გაბრიელი მაგიდიდან ადგა და აივანზე გავიდა. იქვე მის დამხმარეს ვეკითხები: _ რამე მოხდა? ქალმა თვალი ამარიდა. ისიც ადგა და ზურგშექცევით ყავის მომზადება დაიწყო. სამუშაო დაფას გავხედე თუ არა ზურას სურათი შუაში იყო მოქცეული. ,,აშკარად რაღაც მოხდა. არა რაღაც დაემართა ზურას!“ ვყვირი და დეტექტივი ყურადღებას არ მაქცევს. ნახევრად ჩამწვარი თამბაქო ჩააქრო და ოათახში შემოდის. პირველად ვნახე უიმედოდ დარჩენილი დეტექტივი. სიტყვებს ვერ პოულობდა, როგორ უნდა დაეწყო ჩემთვს რამის ახსნა. მაგიდის კუთხეში ჩამოჯდა და დამაჯერებლად ამბობს:
_ მაპატიე ძმაო, მისი დაცვა ვერ შევძელით.
_ რას ქვია ვერ შეძელით? ხომ ყველაფერი კარგად იყო? მოსასმენი აპარატი დავუმაგრეთ, გვერდით ჩვენი ხალხიც გავაყოლეთ. ნუ მაგიჟებთ! ამოიღეთ ხმა რა მოხდა?
_ კი ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ...
_ რა მაგრამ დეტექტივო, რა მაგრამ?! ზურა კარგად არის? ამოიღე ხმა!
_ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორ დავგეგმეთ, მაგრამ ზურამ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. ის ნინიასთან ერთად მკვლელის ხალხთან თანამშრომლობდა.
_ შანსი არაა. ეგ ტყუილი იქნება.
_ გამომყევი, ეს სურათები ჩემ ფოტოგრაფმა ზურას გამგზავრებამდე გადაიღო. ზურა ამ დღეს ჯერ ნინიას შეხვდა შემდეგ ერთად წავიდნენ გვიან ღამით კი შენთან მოვიდა და გაგაფთხილა. მეორე დღეს უკე ჩემთან მოვიდა და ყველაფერი მომიყვა. ზურა უბრალოდ ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდა.
_ რას მეუბნები, რომ ზურა მოკლეს?!
_ ზურა არც გაფრენილა. ის აეროპორტის საპირფარეშოში ინფორმაციის გაცემის გამო მოკლეს.
_ ეს როგორ მოხდა? მას ხო ჩვენი ხალხი იცავდა.
_ ზურას კვალი თვითფრინავში ასვლამდე გაქრა. გაანადგურა მოსასმენი აპარატი ჩვენს ბიჭებსაც არასწორი მიმართულება მისცა.
_ ეს რატომ გააკეთა?
_ მასუხი მარტივია: დაიცვა გვანცა, ოჯახი და მისი მეგობრები.
_ ახლა რა იქნება? დედამისი გაგიჟდება ამას, რომ გაიგებს ისედაც ქალი ეიფორიაში იყო. გრძნობდა, რომ მისი შვილი საფრთხეში იყო. ალის ამას მე ვერ ვეტყვი... არა! ამას ჩემს თავზე ვერ ავიღებ.
_ დევიდ პოლიცია ისედაც უკვე მათ სახლში იქნება.
_ უნდა წავიდე.
_ მოდი იქნებ ცოტა დაგელია.
_ არა, ეგ უარესი იქნება.
**
  ,,ძმაო თუ ღმერთი გწამს მითხარი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ხუმრობაა. ზურა ღადაობს არა? ვიცი იდიოტი ბავშვია. ასე კარგად გაერთობა და მერე საიდანღაც გამოჩნდება“. ალი ხელს გულ მკერდში მირტყავს და ბოლო ხმაზე ღრიალებს. ძალიან მალე პოლიციამ მისი ოჯახი გვამის ამოსაცნობად წაიყვანა. დედამისმა ეს გაიგო თუ არა გონება დაკარგა. მამამისმა და მის დამ უარი განაცხადეს გვამის ამოცნობაზე. ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილა და ნახვას არ აპირებენ. ,,ხო რათქმაუნდა ტყულია დებილმა ბაშვა სხვა გასართობი ვერ ნახა. მე შევალ იმ უბედურ ადამიანს მე ვნახავ“. ბოლოს გვამის ამოსაცნობად მაინც ალი შევიდა. ზეწარი მომღიმარმა და ოდნავ დაბნეული სახით გადახედა. ოქროსფერი ქოჩორი იყო, რაც პირველი დაინახა. ხელი აუკანკალდა და ეგრევე უკან დაიხია. არა, შეუძლებელია! ძმაო, შენ ვერ იქნები. ახლა მივარდა სხეულს და ზეწარი მთლიანად გადახედა. ზურა ესე ერთხელ უკვე იხუმრე და ამისთვის მწარედ დაისაჯე. ეს რა არის? სახეზე ისევ ფქვილი გაყრია არაა? ასეთი თეთრი რატომ ხარ? ტანზეც რო დაგიყრია, როგორ არ დაგეზარა. ალიმ ახლა ხელით სტაცა და ზურას წამოყენებას ცდილობდა. ალიმ, როგორ კი უმოქმედოდ გადავარდნილი ხელი დაინახა მუხლეზე ემხრო. თავში დაარტყა მეგობრის გარდაცვალება, რომელიც მისთვის ასეთი ძვირფასი იყო. გაახსენდა ბაღში, როგორ მივიდნენ, ბედნიერი ბავშვობა  გაახსენდა. ერთად გატარებული უძილო ღამეები გაახსენდა. თვალწინ ჩაურბინა მის მომღიმარ სახემ. ხელს გამწარებული კარებს ურტყავს. ჩაამსხვრია მინა, ხელიდან სისხლი სდის, თუმცა ახლა ტკივილს ვერ გრძნობს. ამ ხმარზე შიგნით შევედი და დავინახე ფეხსაცმელი, რომელიც ზურას წასვლამდე ვაჩუქე. ეჩქარებოდა ჩაცმა ეჩქარებოდა. ზურას წასვლამდე ყველაფერი ეჩქარებოდა. ალბათ ასეა ყველა, სიკვდილამდე ადამიანს ყველაფერი ეჩქარება. ,,მართლა დაღუპულა დევიდ ეს ბავშვი...ცივია გესმის?! მისი ხელი, სხეული უმოქმედოა! შენ გინახავს მისი სახე ასეთი მოღუშული. მშურდა თვაწინ სულ თეთრ კბილებს მიკრეჭდა. დევიდ დაღუპულა, ეს ბავშვი მართლა დაღუპულა გესმის!“
**
_ დევიდ ძალიან გთხოვ დამეხმარე. ალი ძალიან მთვრალია და სახლში  ვერ ამყავს.
_ კარგი გოგოებო, თქვენ მანაქაში ჩასხედით. ალის მე წამოვიყვან.
_ ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. არ ვიცი ახლა რა იქნება.
_ ლიზა ახლა, როგორც არასდროს შენი გვერდში დგომა სჭირდება.
_ ვიცი გვანცა, მაგრამ არ ვიცი ამას როგორ შევძლებ.
_ ალი ადექი მეგობარო, მივდივართ!
_ მოდი ერთი ჭიქაც და გავიდეთ.
_ არა, ალი უკვე საკმარისზე მეტი  გაქვს დალეული.
_ რა მოხდა?
_ წამოსვლამდე გაითიშა, არაუშავს სანამ სახლში ავალთ გამოიძინებს.
_ კიდევ კარგი ბავშვები დედაჩემმა დაიტოვა.
_ მოდი ძმაო, ერთი კიბეც და საკმარისია. აი, ეგრე ყოჩაღ!
_ ეს, როგორო იყო? სულ მე ვაგებდი არა? აიღე, წაიღე არ მჭირდება შენი კომპიუტერი!
_ ალი  ძმაო, ამას ხელი გაუშვი!
_ რა მოხდა რა ხმა იყო?
_ ალიმ ზურას ნაჩუქარი კომპიუტერი დაამტვრია.
_ არა, ალის ასეთ მდგომარეობაში ყურება აღარ შემიძლია.
_  ოთახიდან გადით, ჩემს ძმას მე მივხედავ.
_ ნუცა დარწმუნებული ხარ? ის, ძალიან აგრესიულია.
_ უბრალოდ მინდა, ჩემს ძმასთან მარტო დამტოვოთ.
**
  საუკეთესო მეგობრის გარდაცვალება ალბათ საკუთარი თავის გადრაცვალებას ჰყავს. ბავშვობიდან გადარჩენისთვის იბრძოდნენ ერთად. სპილენძიც კი მოუპარავთ, რათა საკუთარი თავი და ოჯახი სიღარიბისგან ეხსნათ. ერთმანეთის თეფშიდან საჭმელიც ბევრჯერ უჭამიათ. ერთმანეთი შარვალი სკოლაში ბევრჯერ გაუცვეთიათ, როცა სტუდენტები გახდნენ ალის ხელფასით ახალი ჯინსი ზურასაც უყიდა. ამით ზურა დიდ ხანს ამაყობდა. ჩაიცმევდა დაა გაახსენება მეზობლებს, რომ ის ყველაზე განსაკუთრებული საჩუქარი იყო მისთვის. პირველი ტელეფონიც ალიმ დაბადების დღეზე აჩუქა. ,,აიეღე ეს გამომართვი და ძალიან გთხოვ სიგარეტი როცა მოგინდება მომწერე და ყურში აღარ ჩამყვირო“. ალიმ ნუცასთან ლაპარაკში თავი დის კალთაში ჩახარა და მშვიდად ჩაეძინა. ასეთ დროს როგორია იტირო და ცრემლები საკმარისად არ გეყოს იმისთვის, რომ ბოლომდე დაიხარჯო. ,,იძინე ჩემო ძვრფასო ძმაო. ვიცი ახლა გტკივა, მაგრამ გაივლის დრო და ეს ცრემლებიც შეგაშრება“. ნუცა ძმას ამ სიტყვებით ანუგეშებდა და თან ნაზად თავზე ხელს უსვამდა.
რამოდენიმე კვირის შემდეგ!

_ ალი ადექი ბიჭები სათევზაოდ მივდივართ.
_ რადროს თევზაობაა? მოდით ერთი ჭიქა დამილიეთ.
_ საკმარისია ალი ამდენი სმა. დამიჯერე წამოდი, გიშველი ეს...
_ ე ბიჭო შემეშვი რა! ვინ ხარ, ექიმი ხარ? შენ დაკარგული მეგობრის დაბრუნება შეგიძლია?
_ დევიდ ტყუილად უყურებ ეგ თავისი ნებით მანდედან არ ადგება.
_ რატი მართალი ხარ ხო იცი შენ.
_ ახლა კი ეს გამომართვი.
_ ეს რა არის?
_ ანკესია, ძმაო ანკესი! ხმა გავარდა აქ ოქროს თევზი იჭერებაო. ხოდა მიდი დაიჭირე და სამ სურვილს შეგისრულებს.
_ ეს რა არის რა მექაჩება?
_ ოქროს თევზია... მიდი ალი არ დანებდე!
_ იაკობ შენც აყევი არა ამ მასხარებს? ე ბიჭო! დიდია ალბათ ვეღარ ვერევი.
_ გაიწიე მე დაგეხმარები.
_ მიდი ძმაო მოქაჩე!
_ მართლაც რამხელა ყოფილა. ალბათ სამ კილოიანი იქნება არ ბიჭებო?
_ მოდი გავუშვათ რა. შეხედეთ რა საცოდავი თვალებით იყურება.
_ ალი ხო არ გაგიჟებულხარ? ასეთ მეორეს ალბათ ვერასდროს დავიჭერთ, თანაც ჩვენ ქალებთან სახლში თევზის გარეშე რომ მივიდეთ ხო წარმოგიდგენიათ რა მოხდება?
_ დაიწყებენ: აი, ისევ ვერაფერი დაიჭირეს.
_ ჰა, ალი ესაც მე ვარ?
_ ხო რავიცი როგორც თქვენ გინდათ.
**
  ალი თანდათან მდგომარეობიდან გამოსვლის ნაცვლად უფროდაუფრო საკუთარ თავში იკეტებოდა. მოწევა და არკოჰოლსიც უფრო შეიყვარა. ჩვენ ბიჭები ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სასმელზე უარი ეთქვა. დაველოდე სანამ ალი ამ რთულ პერიოდს გადალახავდა იქამდე კი  დეტექტივთან კონტაქტი არ შემიწყვიტავს. ნინია კვლავ გაუჩინარდა. ფაქტები არსებობს, რომ ნინია მკლელის ხალხთან ისევ თანამშრომლობს. ჩემი და რომ არა ალბათ ვიტყოდი, რომ საატაანათქო, მაგრამ რასაც აკეთებს უკვე ყოველგავრ ზღვარს ცდება. გეგმა, რომელიც დეტექტივმა შეიმუშავა საკმაოდ ღრმა და სარისკოა. კიდევ ჩვენი ოჯახი და მეგობრები ჩავარდებიან საფრთხეში, თუმცა დეტექტივის გუნდი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ მსხვერპლი აღარ მოჰყვეს. ალი ისევ შუა ვახშმობიდან მაგიდდან ადგა და მოსაწევად აივანზე გავიდა. თევზისთვის პირი არც დაუკარებია. რატის ვანიშნე, რომ მე გავიდოდი. ალის გვერდით ამოვიდექი. თამბაქოს მოვუკიდე და თან თიქოს დიდი ინტერესით საცობს ვაკვირდებოდი. ,,შეხედე ადამიანებს, დანდობა როგორ არ იციან“. თითქოს დამწუხრებულმა ეს სიტყვები ჩავილაპარაკე. ალიმ აივნის სათავსოდან ვისკის სავსე ბოთლი გამოიღო და დალევა დაიწყო, როცა მე ხელი ავუკარი.
**
_ საკმარისია ალი! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
_ მერე შენ ვინ ხარ, რომ ამას მიკრძალავ?
_ ადამიანი ვარ, ვისაც მოგობრის გულისტკივილი შესტკივა.
_ მე მეგობარი ერთი მყავდა და ისიც დავკარგე.
_ ვიცი, ძმაო ვიცი... შენი გაგებას რამოდენიმე კვირაა ამდენი ხალხი ვცდილობთ, მაგრამ შენ ჩვენთვის არაფერს აკეთებ. შენ იცი, ზურა რისი და ვის გამო გაწირა თავი?
_ რას ქვია გაწირა თავი?
_ ხო ძმაო, ზურამ თავი ოჯახის და მეგობრების კეთილდღეობის გამო თავი გაწირა. მის სიცოცხლეს ძალიან მაგარი ხალხი იცავდა, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა, რადგან შეეშინდა, რომ ჩვენ საფრთხე შეგვექმნებოდა.
_ ეს რატომ გააკეთა?
_ მან ზუსტად ისეთი გადაწყევტილება მიიღო, რაც ერთდროს მე ცეცხლში ჩავარდნის შემდგომ მივიღე.
_ ვინ არიან ის ხალხი? წამოდი ვიპოვოთ და ერთხელ და სამუდომოდ პასუხი ვაგებინოთ!
_ ეგრე რა ძმაო! აი, ასეთი ალი უკვე მომწონს.
_ ჩემი ძმის სიკვდილს ცხვირიდან ვადენინებ.
_ წავედით ძმაო! ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.
**
  ალი დეტექტივთან საუბარმა კიდევ უფრო დაამშვიდა. ,,შვილო დებილი მეგონე და თურმე გმირი ყოფილხარ“. ალიმ ხელი სამუშაო დაფაზე დაკრულ სურათს ხელი გადაუსვა. ცრემლი სახიდამ მოიწმინდა და იკითხა:
_ ახლა რა გეგმა გვაქვს?
_ ზურა სანამ წავიდოდა ნინიას მისამართი მომცა. არამგონია ასე მალე შეეცვალა. მას დევიდის დაკარგვის შიში აქვს. ეჭვი მაქვს, რომ იმ ხალხისაც ეშინია და იძულებულია მასთან თანამშრომლობა გააგრძელოს.
_ გამოდის, რომ სატყუარა მე ვიქნები.
_ დეტექტივო უკვე ეყოფა ამ კაცს რამდენჯერაც მოკვდა.
_ ალი მგონი ერთადერთი ხარ ვინც ეს თქვა. მადლობა თანადგომისთვის.
_ ბიჭებო მესმის თქვენი ღელავთ, მაგრამ გპირდებით ამჯერად არავინ არ დაშავდება. უბრალოდ ამ მეთოდით ნინიას სიცოცხლეს გადავარჩენთ და თან მათი გეგმების შესახებ გავიგებთ.
_ დეტექტივი ეჭვი გაქვთ, რომ ჩემ დას ისინი აწამებენ?
_ ეჭვი კი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ.

გაგრძელება იქნება!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები