ნაწარმოებები



ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2020


ნაბიჯი (მკვლელობა) თავი -XI

                                                                                                                        თავი-XI
                                                                                                                    (მკვლელობა)

  -ჯანდაბას,რა ოხრობა უნდა ვქნა ახლა?!მოვკლავ თქო ისე ვთქვი კაცი კი არა ჭიანჭველა ყოფილიყოს?!საერთოდ გონებაში როგორ გავიფიქრე ეს საშინელება,რაში გავხვიე საკუთარი თავი?!მერამდენე დღეა ვცდილობ თავი დავაღწიო მაგრამ რაც მეტს ვცდილობ მით მეტად მითრევს ეს ამზრზენი ჭაობის გუბე?!მგონი დამახჩობს და ამით გათავდება ყველაფერი!როგორ,როგორ დავუშვი აზრიც კი,რომ შემიძლია ვიღაცის სიცოცხლე საკუთარი ხელებით დავასრულო?!მაგრამ რა განსხვავებაა იმ ნარკოტიკით მოკვდება ვინმე თუ ამ ხელებით?!სობოლოოდ არა მხოლოდ სხივის სიცოცხლის არამედი ჩემი სულის მკვლელიც გავხდები!-ჩქარი ნაიბჯებით უმისამართოდ მივდიოდი და საკუთარ თავს ასობით მსგავს კითხვას ვუსვამდი,ვეჩხუბებოდი,ვეკამათებოდი,მაგრამ არ ვიცოდი სად იყო გამოსავალი?!ალბათ საათზე მეტი მაინც გავიდა რაც იმ ამაზრზენი კაცის სახეს მოვშორდი და გაურკვეველი მიმართულებით ვმოძრაობდი ქალაქში,არივიც როგორ ,მაგრამ აზრზე იმ წიგნის მაღაზიის წინ მოვედი სადაც ამ რამოდენიმე დღის წინ მეგონა ბედნიერებას გადავეკვეთა გზად და აი როგოც იქნა სიყვარული და ცხოვრების გაგრძელების მიზეზი ვიპოვე გოგონა სიმშვიდით სავსე თვალებით,იმ დღეს მის თვალებში ჩემი სახლი დავინახე,მაგრამ ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა ჩამეხედა თვალებში,შემეშინდა მათში დანახული საკუთარი ჯოჯოხეთის, იმ ადგილს მალევე გავეცალე და მანუჩარის სახლისაკენ წავედი,სწორდ მან ჩამაგდო ამ ჭაობში ესე ღრმად და იმედი მქონდა რაიმე ამოუყვანის გზაც ეცოდინებოდა,სახლში არაინვ დამხვდა,ის სულელი ხომ კუდში უნდა ამკიდებოდა როგორც დამპირდა სად ოხრობაში უნდა წათრეული იყო,ყელში ბრაზი მაწვებოდა,არვიცი შეიძლე მასზე ან საკუთარ თავზე ვბრაზობდი ასე,რომ დაკარგა ცხოვრების მართვის აღვირი და ადამიანებს მისცა ნება საკუთარი ცხოვრებით ეთამაშათ,უინტერესო რეპროდუქცია, სამ მოქმედებიანი პიესა დაედგათ... მანუჩარის სახლიდან გამობრუნებულს ორი ქუჩის გადაკვეთის შემდეგ გზა შავმა ოცდაოთხა გადამიჭრა,ვიღაც კარგად გამომძღარი შავ ჰალსტუხიანი გადმოხტა და რამდენიმე წამში ავტომობილში ჩამტენა,ჩემ გვერდით საქართველოს  ღირსების ორდენის მომავალი კავალერი ოფიცერი თუ რაღაც ოხრობა მანუჩარი გემრიელად მოკალათებულიყო სავარძელში,როგორც ყოველთვის ავტომობილით უცნობი მიმართულებით მიმაქანებდენ,ამ ბოლო დღეებში ქალაქის კი არადა მგონი ქვეყნის ყველა უნახავი კუთხე საავტომობილო თავგადასავლების შედეგად მოვიარე,ნეტა ახლა ქალაქის რომელ ჯურღმულში უნდა ამომეყო თავი?!

    საუბრის დაწყებას არავინ ჩქარობა,მანუჩარს ავტომობილს გვერდითა შუშა ჩამოწეული ჰქონდა და სიგარეტის ფერფლს შემხვედრ ქარს ატანდა,არადა მახსოვდა არ ეწეოდა,ეტყობა ახალმა სამსახურებრივა პრესპექტივებმა ფილტვებს ნიკოტინით თავის მოწონება მოანდომა.მძღოლი რადიო მიმღებს ყოველ წამიერად აწვალებდა არვიცი რის დაჭერას ცდილობდა ქალაქში სადაც მხოლოდ ერთი რადიო სადგური გადასცემს მაოუწყებლობას,ის შავ ჰალსტუკიან კი ამოჩარჩლულ პერანგს დილეტანტივით იტენიდა შარვალში,ავტომობლიში ისეთი  ატმოსფერო იყო შექმნილი თითქოს სადმე ქორწილში თავის გასამხიარურებლად მიეჩქარებოდათ,ნერვებმა მიმტყუნა:
   
  -გამორთე ეგ ოხერი რადიო,ვერ ხედავ ვერანაირ ტალღას ვერ იჭერ!-წამოყვირებამ მანუჩარი შეაფრთხო,სიგარეტს ბოლო ძლიერი ნაპასი დაარტყა, ფანჯრიდან გადაუძახა,და გაკვირებული ბავშვის იერით მომაშტერდა.
-რას მიყურებ,საერთოდ აზრზე ვერ მოვდივარ რა ჯანდაბას გადამკიდეთ,თქვენ კიდე აქ მშვიდად სხედხართ და ავტომობილში შემოტანილი შემოდგომის ზღვის სურნელით ტკბებით,შენ კიდე,მოეშვი მაგ პერანგს ვერ ხედავ რომ ქამარში აღარაფერი გეტევა უკვე,ვინ ჯანდაბაა ბიჯო მანუჩარ, საერთოდ ეს ხალხი ან სად მიმათრევთ,მეყო ამდენი მოგზაურობები?!
-დაწწწწ..ყყყ ნარდი
-მოკეტე შენ,ე გალსტუკიანო მიუნჰაუზერო, იმედია ამ იდიოტზე უკეთესი საუბარი გეხერხება.
-ჯერ დამშვიდდი ზურა,მოდი ხელი ჩამომართვი,ერთამენთი გავიცნოთ ,მე თომა ვარ.
-იმდენჯერ მესმის  ჩემი სიმშივიდისაკენ მოწოდება ამ ბოლოს დროს,რომ ეგ სიტყვა უკვე მაგრად მაღიზიანებს,გააჩერთ ავტომობილი ,მასში სული მეხუთება.
-შეუძლებელია,შეიძლება გვითვალთვალებდნენ,უსაფრთოხეება პირველ რიგში.
-ასე აპირებთმ მთელი დღე გაუჩერებლად იმოძრაოთ,ან რომელი უსაბრთხოებაზე ამბობთ, სვავების ბუდეში საჯიჯგნ ხორცად თქვენ არ შემაგდეთ?!
-არრა,მომმმო.ყე...
-ვერ გაიგიგე მოკეტე შენ მეთქი!!!
-ზურა,მოგვიყევი რა მოხდა იქ რესტორანში?
-კაცი უნდა მოვკლა!
-მოკლა,ვინ ან რატომ?
-აი გამომართვი,ფურცელზე წერია მისამრთიც და ვინაობაც.
-ეს ხომ არსენიჩია?!
-არვიცი ვინ არის,უბრალოდ დღეს უნდა მოვკლა,იმ ვიღაც ულვაშიან სტალინის კლონს ეგრე უნდა.აჰა შეგიძლიათ ესეც გამომართვა-ქამრიდან იარაღი გამოვიღე და მანუჩარს მუხლებზე დავუგდე.
-ეეს ვვვინ მმმო...გცა?
-შენ ბიჭო ვერ გაიგე რავთქვი,სმენის უნარიც დაგიქვეითდა?! კაცის მოკვლა დამავალეს აი მაგ იარაღით.თუ დღესვე არ გავაგორევ,პირობისამებ ხვალ დღის სინათლეს მეც ვეღარ ვიხილავ.
-არ იდარდო,რამდენიმე საათში მოვაგვარებთ მაგ საქმეს იდიალურად-მძღოლმა მშივიდ ხმით საუბარი წამოიწყო
-როგორ აპირებთ მოაგვაროთ?
-არსენიჩს გავასაღებთ!-ისტერიკული სიცილი ამიტყდა ამ სიტყვების გაგონებისთანავე.
-მოიცა,მოიცა,სწორად გავიგე მოკლავთ?
-ჰო რა,საქმეს თუ ეგრე ჭირდება რატომაც არა?! თანაც დიდი ოხერი ნაბიჯვარია ეგ სიკეთეც კი იქნება.
-ვერ გავიგე,პოლიციელები ხართ თუ კოზანოსტრას კლანის წევრები,ან სივკდილზე ესე როგორ საუბრობთ,თითქოს თურქული ტოლმასავით ოდნავ მცხარე საჭმელი რამ იყოს.
-მისმინე ზურა,თუ საჭიროა ტერორისტებიც ვიქნებით,ის ულვაშა რესტორანში,რომ ნახე ქყვეყნის ყველაზე დიდი ნარკორეალიზატორია,და მის კვალზე გასასვლელად ერთი ნაბიჭვრის მოკვლა ზედმეტად მარტივიც კია.
-გააჩერეთ ავტომობილი,ერთი ყველ თქვენგანის დედაც,მე აქედან ვახვევ.-როგორც იქნა იმ გამომძაღრმა პერანგი შარვალში ჩაიტენა და საუბრს მოუბრუნდა.
-მომისმინე,ახლა შენ და მანუჩარს ტელეფონის ჯიხურთან დაგტოვეთ სანაპიროზე ძველ დელფინარიუმთან,ორი საათის მერე ულვაშასთან წახვალ,შენ ძმაკაცსაც წაიყვან,ეტყვი რომ შენი ერთგული კაცია,არსენიჩას სიკვდილსაც შეატყობინებ,ეგ ამბავი მაგას ისე გაახარებს უფრო დიდ საქმეს მოგცემს და იმედია წამლის დიდ  პარტიაზე გაგვიყვან.
-ღმერთმა დასწყევლოს,ის კაცი მართლა უნდა მოკლათ?!
-ჩათვალე უკვე მკვდარია.
   
    ამ სიტყვების მერე საუბარის გაგრძელების თავი აღარ მქონდა,საერთოდ ვერც ვეღარაფერზე ვფიქრობიდ,მგონი გულიც კი გამიჩერდა და რაღც მექანიკურ არსებად გადავიქეცი,შუშიდან ზღვის სანაპიროს მივაშტერდი,კაფის სარდაფში ჩემ ფეხ დაბიჯებული პირველი მკვდრის სიკვდილის სურნელს ვიხსენებდი და ვხდებოდი ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები