ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2020


აცალეთ!

ნინო დარბაისელი

აცალეთ!
- -

გვერევა ვირუსი კორონა,
გონს მოდი, მეხუთე კოლონა,
დაფიქრდი, ვის ებურთავები!
გონს მოდით, დახარეთ  თავები,
ნუ ხართ ურჩები და ავები,
ბრიყვები და აბეზარები, -
- გუგუნებს განგაშის ზარები,
მოუხმობს, აფრთხილებს მოცალეთ,
შეპყრობილთ ავსულით, მაცილით -
- სხვებს ნუ ხდით სიკვდილის საცალედ,
სიკვდილის საქმროდ და საცოლედ,
ნუ სწირავთ ბრმა ცელით  საცელად!
შინ წადით, თავს თქვენსას ეცილეთ!
ქვეყანა რომ იყოს დაცული,
ქალაქის ქუჩები დაცალეთ!
დასწამეთ რა ბრალი და ცილი?
უღერეთ რა სიტყვა და ცული
ექიმებს? ეს ბრძოლა აცალეთ!
აცალეთ, ექიმებს აცალეთ!
აცალეეეეეეთ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები