ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2020


მინიმები

.

რა დაგანახოთ ამაზე მეტი?!
გული მაქვს,
სისხლი მაქვს,
მიწაც მაქვს ჩემი ძვლების წილი.
არც თქვენი პური მინდა,
არც თქვენი ნაფერები კაცები,
მხოლოდ იმის შიშიღა მრჩება,
ხვალ ან ზეგ კალამს ფუნჯი შევუნაცვლო
და ყველაფერი გავაფუჭო.

.

შენც ხომ გაიგონე ის ხმა?!
არც დედისას ჰგავდა,
არც თოფისას,
ვერც დაგვეწია, ვერც დავემალეთ.

.

შენ თუ ჩემზე ერთით ნაკლები ცოდვა გაქვს, რა გახარებს?!
ღმერთთან სასაუბროდ შენზე ერთით მეტი დრო მე მრჩება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები