ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი გაბაიძე
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2020


ბალიშზე

ეს არის სიზმრების
ცხრამმეტი სერია,
ჩვენ ორმა ჩავყვინთეთ
ზღვაში და წყალი კი,
ძარღვებში მდინარი
სისხლივით ცხელია,
ხორცი კი სისხლისგან
დაცლილი ტარიგი.
დაღვრილი,
დამშრალი მსუბუქი ხორცი კი...
ტკბილი და ფაფუკი
ღრუბლის ზეფირები,
ვერაფერს აღვიქვამ,
მიღმა ორ ბორცვს იქით,
ნუღარ მეფერები -
მე ენა ბორძიკით...

უკვე მონატრებულს
ვხატავ სილუეტებს -
ბალიშზე ფერებით,
თითებით, სუნთქვებით,
სურნელი ჯერ კიდევ
შერჩა მით უმეტეს..
გონის დაკარგავმდე
შლეგივით თუ ვთვრები,
შენი სურნელების
მაგიის ბრლია,
ნაზავის ვანილის
და იასამნისა,
იმ დღესაც
სიკვდილის პირამდე დავლიე,
საკუთარ სიმძიმემ
თითქმის რომ გამსრისა..
სიზმარში მეფერე -
ცოცხალ გვამს - მძინარეს,
საკუთარ მდუღარე
ცრემლებში მომხარშე,
და ვგავდი
მე მთვარე გაფრენილ მინარეთს,
გაფრინდი როცა შენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები