ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
11 აპრილი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 24

კურიერი და ლამაზმანი თავი 24


  წვიმიან ამინდმა თითქოს ეჭვები კიდევ უფრო გამიღრმავა. სახლამდე მანქანით წასვლის ნაცვლად ისევ ფეხით სიარული ვარჩიე. ამ ქალაქში ყველაზე მშვიდი ადგილი მაინც სანაპიროა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ირევა იქ, თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ. ვფიქრობდი ყველაფერზე, გვანცაზე, ჩვენს თანაცხოვრებაზე... თუმცა ყველაზე მეტად მაინც ნინიაზე ვდარდობ. თვალებიდან  არ გადამდის ვიდეო, რომელიც პირველად გაბრიელმა მანახა. წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება ნინიასაც ზუსტად ასე ექცეოდნენ. სულ რამოდენიმე კვირის წინ დადასტურდა ის ფაქტი, რომ კრიმინალურ დაჯგუფებასთან გვქონდა საქმე. აქამდე თუ ვფიქრობდით რამოდენიმე კაცის აყვანაზე ახლა საქმე გაცილებით რთულადაა. რაც უფრო სიღრმისეულად მივუდგებით ამ საქმეს უფრო ვიკარგებით. ძალიან სასიამოვნოა გაბრიელთან ერთად ამ საქმეზე მუშაობა, თუმცა არც მე ვაპირებდი უმოქმედოდ ჯდომას.  გადავწყვიტე მეც ამეყვანა კაცი მათი  წრიდან. ერთი ჩვეულებრივი ოჯახის კაცია, რომელსაც ცოლი და ხუთი შვილი ჰყავს. აკეთებს შავს საქმეებს მარტო იმისთვის რომ ცოლი და შვილები მშივრები არ დარჩნენ. რაც არ უნდა მოხდეს ადამიანი მაინც ყველაზე წინ ოჯახს დააყენებს. ვამართლებ ყველანაირად, მაგრამ სისხლიან ხელებს ვერასოდეს! უნდა იმუშაოს, უნდა დაიღალოს შვილებისთვის, მაგრამ სხვისი სიცოცხლის ხარჯზე არა! ადამიანი უბედურების ზღვარს სწორედ მაშინ მიდის, როცა შიმშილობაში სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს. სწორედ ესაა უბედურება როცა მოწყალებას სხვიგან იღებ. კაცმა თავიდანვე ჩემთან საუბარი არ ისურვა. ბევრჯერ უკანაც დაიხია. მე მას და მის ოჯახს უზრუნველყოფელი ცხოვრება შევთავაზე. უფროსი შვილი 17 წლის ჰყავს მე მას ვუთხარი, რომ ვიზრუნებდი მის სწავლა განათლებაზე. თავიდან ეს ყველაფერი ზღაპრად დაწერილი ლამაზი ფრაზა ეგონა, მაგრამ როცა ფაქტები წინ გადავუშალე დამშვიდდა. მენდო, ჩემს გონებას, ჩემს გადაწყვეტილებებს ენდო. ,,ეს ყველაფერი საკმარისი არ არის“!  საკუთარ თავს წამოვუძახე ეს სიტყვები და თან დაჟინებით ვაკვირდები ტალღებს, რომელიც კედელს მთელი სისწრაფით ეხეთქებოდა. ცოტახნის შემდეგ ისევ ამოისუნთქავს ზღვა და ტალღებიც მშვიდდება. ასე ცოტახნით და გგონია, რომ ვსიო დასრულდა იგივე აღარ განმეორდება. თვალს ოდნავ მოაცილებ თუ არა ზღვა ისევ ღელვას იწყებს. ზუსტად ასეთია დღეს ჩემი ცხოვრებაც, როცა მგონია ყველაფერი  ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება ისევ თავიდან, ისევ წყალში მეყრება საათივით აწყობილი გეგმები. ,,საკმარისია ამის ყურებით ჭკუიდან შევიშლები ვიცი!“  ზურგმოტეხილი სკამიდან ფთხილად ფეხზე წამოვდექი და გეზი სახლისკენ ავიღე. დაბლა დახრილი თავი, როგორც კი ზემოთ წამოვწიე წინ იაკობი შემხვდა.
**
_ ამჯერად რა მოხდა, სანაპიროზე განმარტოება რომ გადაგიწყვეტია?
_ არ მკითხო ძმაო, ნინია იმ ავაზაკების ხელშია.
_ მეჩვენება თუ ნერვიულობ ქალზე, რომელმაც ცხოვრება ერთი ხელის მოსმით გაგინადგურა.
_ ხო ძმაო, სწორედ მაგ ქალზე ვნერვიულობ.
_ რა გეგმა გაქვს?
_ რაღაცეები უკვე გავარკვიე, მაგრამ ხალხი მჭირდება.
_ დაქოქე მანქანა და წავედით!
_ მანქანით არ ვარ.
_ ესეიგი საქმე გაცლებით რთულადაა.
**
  იმ საღამოს სახლში გვიან მომიხდა დაბრუნება. წინასწარ უკვე ვიცოდი, რომ უკმაყოფილო გვანცა და ვახშმის გარეშე საღამო მელოდა. არა, შეიძლება გაბრაზებულ გულზე ვახშამიც გაეკეთებინა, მაგრამ ასეთ დროს უფრო არ შეიძლება მისი მომზადებული კერძის ჭამა.
,,_იტყუება არ დაუჯეროთ! მახსოვს მაშინ ყველაზე გემრიელი სპაგეტი მოვამზადე.
_ გვანცა გაჩუმდი და წერა დამაცადე.
_ არ დაგაცდი, რადგან მანდ ბევრ რამეს სათავისოდ წერ“.
  ეს რა იყო გვანცამ აქაც შემოაღწია? რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ქალებს ესაც შეუძლია. მოიცადე სად ვიყავი? ა, ხო...  სახლის კარების გაღება და გვანცა გაფართოებული თვალები ერთი იყო. ,,სად იყავი?“ ამ შეკითხვამ თან  შემაშინა და თან მეცინებოდა მის არანორმარულ ჩაცმულობაზე. არა რა, უნდა ვთქვა რა ეცვა: ზუსტად მახსოვს ეცვა სტაფილოსფერი ფართო შარვალი. ეს შარვალი  70_იან წლებს მოგაგონებდათ. ზედა ტანზე მოკლე ბზინავი მაისური ეცვა, თმაც ხვეული ჰქონდა. ასე ჯერ კარგა ხანს ვათვარიელებდი თავიდან ბოლომდე გვანცას და თან ხმამაღლა ვფიქობდი. ,,ღმერთო მითხარი სახლში ცოლი მყავს თუ ბავშვი, რომელიც ბავშვთა სახლიდან ავიყვანე და იქცევა ისე თითქოს  ყველაფრის უნახავი იყოს“. კარგი, გავიხადე ქურთუკი. კედლისკენ შევბრუნდი და ყელში ბურთად ვიგროვებ ემოციებს. სულ ცოტა ნაპერკალი მჭირდება, რომ ამოვხეთქო და აი, ისიც! ტელევიზორიდან მესმის სიმღერა: ,,Jimi  Jimi Jimi”… ამ სიმღერის ჩართვა იყო და გვანცა  მკლავში მწვდა, მიმათრევს და ნეტა ვიცოდე სად? ,,წამოდი ვიცეკვოთ“! არადა აზრზე არ ვარ ამ სიმღერაზე, როგორ ცეკვავენ. გვანცამ ერთი ორი მოძრაობა მასწავლა და ერთი ორჯერ სინქრონშიც კი ვიცეკვეთ. ,,კარგი საკმარისია გვანცა. მშია, მაჭამე რამე“.  გვანცამ ერთი ორი დაიკვეხა და მომაძახა. ,,აი ზუსტად, ყველა კაცი ერთნაირია. ტყუილად კი არ ვამბობთ ქალები ამ ფრაზებს. ყველა ჩვეულებრივი კაცი გვიან ბრუნდება სახლში, არ პასუხობენ შეკითხვაზე სად იყო. შემოსვლისთანავე ან საჭმელზე უნდა იკითხონ, რამე ან ეგრევე მიზეზს იგონებენ, რომ თავიდან აირიდონ ქალის კითხვები“. ჯერ ტელევიზორს ხმა ჩავუწიე, გვანცა მივუახლოვდი, შუბლზე ნაზად ვაკოცე და ყურში ჩავჩურჩულე. ,,გიხაროდეს მეც ჩვეულებრივი კაცი ვარ და შენსაცით 70_იანი წლების მუსიკებს არ ვისმენ“. ამაზე გვანცა უფრო გაბრაზდა, სახეში მესროლა ზედა, რომელიც ეცვა და ოთახში გავიდა.
**
_ მოიცადე არ გაინტერესებს დღეს სად ვიყავი?
_ აღარ!
_ კარგი საკმარისია, მოდი შევრიგდეთ.
_ თავი დამანებე.
_ არადა მარწყვის ნაყინი მოვიტანე. ვიფიქრე ერთად შევჭამდით...
_ ნაყინი, თანაც მარწყვის?
_ ანუ შევრიგდით?
_ მე მხოლოდ ნაყინს ვჭამ.
_ ასეთი ჯიუტი მაშინ არ იყავი, როცა შენგან შორს ვცხოვრობდი ახლა რა მოხდა?
_ მაგას მე უნდა მეკითხებოდე? სახლში გვიან ბრუნდები, არ მეუბნები სად იყავი... ვინ იცის იქნებ სხვა გყავს?
_ გვანცა ჩვენ სულ ერთი თვეა, რაც ერთად ვცხვრობთ და თუ ასე აპირებ ეჭვიანობის სცენები მოომიწყო ვერ შევთანხმდებით.
_ არ შემიძლია! შეხედე შენს თავს თმა გაგეზარდა წვერიც ისევ ისე გაქვს. მაგ ბურთებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია...
_ ბურთები?
_ ხო, აი მკლავებზე რომ გაქვს.
_ ეს ყველაფერი მხოლოდ შენია გვანცა, შენ გეკუთვნის და ძალიან გთხოვ სულელური აზრები თავიდან ამოიგდე.
_ თუ მაკოცებ დავმშვიდდები.
_ უკეთესი იდეა მაქვს.
_ რა იდეა?
_ აბაზანას გავამზადებ და გელოდები!
**
  ის ღამე სრულ ნეტარებაში გავათენე. ვიწექი და საათობით ვუყურებდი გვანცას სახეს. თითქოს თავიდან ვცდილობდი შემესწავლა მისი სახის თითოეული  ნაკვთი. ჯიუტად ვაკვიდებოდი და ვიზეპირებდი თვალებს, რომელიც ასეთი უძირო და ღრმა იყო. ძილში ჩვილი ბავშვივით გაიღიმებდა და ამაზე ხო საერთოდ ჭკუია მეკეტებოდა, როგორ შეიძლება ქალი, ამ ასაკში ერთდროულად საყვარელი და სექსუალურიც იყოს და აი, გვანცა სწორედ ასეთია. დილით იაკობის ზარს ველოდებოდი და თურმე ჩამძინებია. თვალი, რომ ავახილე საწოლთან ცხელი ყავა, ერთი შოკოლადის კრუასალი და ბარათი დამხვდა. ,,ისაუზმე,  გარეთ ისე არ გახვიდე. მე სალონში ვიყავი ჩაწერილი აი, უეჭველი რომ არ წავსულიყავ არ გამოვიდოდა. სიყვარულით შენი მომავალი ცოლი“. ეს ქალი გიჟია! იმის მაგივრად, რომ ვთხოვე დილით ადრე გავეღვიძებინე, სალონი არ გამაზა და თან მომცა საშუალება შეხვედრაზე დამეგვიანა. არადა არ მიყვარს, როდესაც დათქმულ დროს  არ მივდივარ.  ხო და კიდევ.. გვანცამ ბარათის ბოლოს, რომ დაწერა მართალია. ჩვენ ოფიციალურ ქორწინებაში არ ვართ. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ურთიერთობები თავიდან ასე თანაცხოვრებით უნდა აგვეწყო. ჯერ ერთი თვე არაა გასული და უკვე რამოდენიმეჯერ მკითხა ქორწილის შესახებ.
**
_ გვანცა, შენ მაინც ჩაიგდე ხელში არა ის მთასავით ბიჭი?
_ კარენ, მთავარი მონდომებაა.
_ თმა ბუნებრივად დავახვიო ხო?
_ არა, დღეს განსაკუთრებულად უნდა გამოვიყურებოდე.
_ გვანცა ამჯერად რას აპირებ?
_  ლიზა ამ საღამოს, დევიდს ხელი უნდა ვთხოვო?
_ გააფრინე?
_ არა რატომ?
_ გოგო, თავმოყვარეობა გაგაჩნია საერთოდ? რაც აქამდე გააკეთე  მიკვირს კიდევ ეგ კაცი სახლიდან, როგორ არ გაგდებს.
_ რას ვიზამთ, ხანდახან კაცების გასაკეთებელი საქმე ქალებს გვიწევს.
_ მაგას დევიდიზე ამბობ? არა, გეფიცები მაოცებ! კაცი თავზეა გადაყოლილი, ყველაფერს გისრულებს რაც შენ გინდა.
_ სამაგიეროდ არასრდოს მიყვება დღე, როგორ გაატარა. იქნებ სხვა ქალიც ჰყავს...
_ ეჭვიანობა უნდობლობიდან მოდის. გამოდის, რომ შენ დევიდს არ ენდობი.
_ არა ვენდობი...
_ მაშინ გაჩუმდი და დაელოდე. დარწმუნებული ვარ დევიდი ძალიან რომანტიულ გარემოში გთხოვს ხელს.
_ არვიცი, არვიცი...
**
  გვერდით კარგი მეგობრის ყოლა ყოველთვის დიდი ფუფუნებაა ცხოვრებაში. იაკობს ჩემი უსიტყვოდ ესმოდა და ახლაც ასეა. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი და დანგრეული ბაზიდან ყველაფერი ახალი შექმნა. თითქოს ბუნკერში ყველაფერი ძველებურად იყო, მაგრამ ამჯერად უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით. თანამშრომლების ნაწილი ისევ ჩვენ დაგვიბრუნდნენ. ესაც იმიტომ, რომ ამის უფლება ბატონმა პაატამ მისცა. იაკობი ხელგაშლილი ბუნკერის შესასვლეში შემომეგება. ,,აი ხალხი“! ხელი მხარზე დავუკარი და დანარჩენ თანამშრომლებსაც შევხვდი. ზოგი ცივი ღიმილით და ზოგი თბილი ჩახუტებით შემოიფარგლნენ.
**
_ ყველაფერს მოველოდი, მაგრამ შენ თუ აქ გნახავდით არასდროს.
_ ასეა დევიდ... როცა სამყარო ნგრევას იწყებს მტერიც და მოყვარეც ერთად ნანგრევებში ჰყვება. ამიტომ ასეთ დროს გაერთიანება ყველაზე კარგი გამოსავალია.
_ გამოდის, რომ სიკვდილის გეშინია?
_ ჩემ სიკვდილზე მეტად ჩემი  ბიჭების სიკვდილი არ მაშინებს.
_ ისინიც აქ არიან?
_ კი და დამიჯერე ძალიან მოხერხებულები არიან. ზუტად ვიცი  არ დაგვაღალატებენ, თავის საქმეს პირნათლად შეასრულებენ.
_ ამ  ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
**
  ამჯერად ბუნკერი ქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით არის. აქაურობა ძალიან მაბნევს თუ არ ჩავთვლით იმასაც, რომ სამ სართულიანი სახლის ქვემოთ სარდაფია, სადაც ორმოცდაათამდე კაცი მუშაობს. ამ სარდაფის ფართობი ალბათ 100 კვადრატულ მეტრამდეა. ახლა ხო წარმოგიდგენიათ სახლი რამხელაა. პირველივე სართულს დიდი ღია ვერანდა აქვს. მეორე სართულზე 8 საძინებელი ოთახი და ორი სველი წერტილია. ბოლო მესამე სართლზე ბილიარდი და სხვა გასართობი საშუალებებია. კაცმა უნდა თქვას ,,აი, სამსახურიც საკაიფო მაქვსო“. ეზოს გამწვანებული მინდორი კიდევ უფრო ამშვენებდა. სანამ დავაპირე მეკითხა ეს ადგილი სამოთხე იყო თუ რეალობა? იაკობმა მითხრა, რომ ეს ადგილი დეტექტივს დიდი ხნის წინ აუშენებია. გამოდის, რომ ეს ხალხი ნაწილობლივ ჩემგან არის ნაწილი პაატას მხრიდან. იმ კაცისგან, ვინც ერთ დროს ჩემი უფროსის მეგობარი და შემდეგ მტერი გახდა. დანარჩენი ნაწილი კი დეტექტივის ხალხია. ახლა ხვდებით რამხელა დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე? აქამდე თუ ქალაქიც ჭორებს არ ვუჯერებდი, ახლა გაბრიელის პროფესიონალიზმში ეჭვი ნამდვილად აღარ მეპარება. შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი ვმუშაობ იმ ხალხთან ერთად სადაც შეცდომები აღარ იქნება. მივდივარ იქით სადაც ყვავილებია, მივდივარ იქით სადაც  სიმშვიდეა. ბავშვობიდან განმარტოვება ყოველთვის მიყვარდა ახლაც, როცა დროს ვიხელთავ ყოველთვის გავრბივარ სადღაც. ამჯერად იასამნების სურნელი იყო, რომელმაც ასე ძალიან დამატყვევა. ჯერ ხო მისი ფერია რაღაც საოცარია. ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ სიცოცხლე მასშიც არსებობს. ისიც სუნთქავს ჩვენს მსგავსად, ისიც ენერგიას მზის სხივებისგან იღებს. თუ ნელი სიო მის შემუქებულ ყვავილებს არხევს ესეირგი ღელავს... სამყაროზე და ადმიანებზე ღელავს. ვუყურებ იასამნებს და მასში ერთდროულად  სიმშვიდეს და ნეტარებას ვხედავ.
**
_ ლამაზი არა?
_ ლამაზი კი არა საოცარია.
_ ასეთი ხე, სახლის უკან კიდევ ოთხია.  ჩემს ცოლს ძალიან უყვარს ყვავილები. აქაც თუ სადმე ყვავილებს დაინახავ გეცოდინება, რომ აქ ქალის ხელი ურევია.
_ არ მეგონა საიდუმლოდ ასეთ კარგ ადგილს თუ აარჩევდით.
_ ეს სახლი წლების წინ აშენდა. თავიდან ერთ სართულს და სამ ოთახს შეადგენდა. ამ სახლს ძალიან ბევრი პატრონი და გულშემატკივარი ჰყავს. აქ მხოლოდ განსაკუთრებულ დროს ამოვდივართ.
_ მადლობას გიხდი ასეთი ნდობისთვის.
_ მადლობა საჭირო არ არის. წამოდი, საქმეს მივხედოთ.
**
  უკვე მეორე დღეა სახლში ძალიან გვიან ვბრუნდები. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაბრიელმა, გვანცასთვის იასამნები გამომატანა. ვუყურებ მანქანის წინა სავარძელზე დაწყობილ იასამნებს და იმედი მაქვს, რომ ამჯერად ეს გადამარჩენს. ძლივს ვიპოვე ადგილი მანქანის გასაჩერებლად. ჯერ ახალი მეზობლები ვართ და რატომღაც არ გვერგო პატივი ბარათი კოსპუსის პარკინგისთის. დავკეტე მანქანა, ერთ ხელში იასამნები მოვიმარჯვე და მეორე ხელში ტკბილეული, რომელიც გვანცას ძალიან უყვარს. მოკლედ ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ დღესაც გამოვძვრე და მერე რამეს მოვიფიქრებ. არ მინდა იმ კაცების რიცხვს მიმაწეროს გვანცამ ერთ დროს რომ ამბობდა კაცებს ქალები, მხოლოდ სახლში დასაჯდომად გჭირდებათ. აჰა გაიღო პიფტის კარიც და სახლში შესვლის დროც მოვიდა. ღრმად ჩავისუნთქე, ჯიბიდან სახლის გასაღები ამოვიღე და ვაღებ კარს. სიჩუმეა, ამჯერად აღარც გვანცას გაფართოებული თვალები მხვდება წინ და აღარც დისკოს მუსიკა ტელევიზორში. ძალიან მშვიდად გავიხადე ფეხზე და სახლში ფეხაკრეფით შევედი. ,,რა სიწყნარეა?“  ყვავილებისთვის ვაზა წყლით ავავსე. ეს იყო და ყვავილები მისაღებ ოთახში უნდა შემეტანა მხვდება საოცარი რამ. ის ყველაფერი უბრალოდ ძალიან ლამაზი იყო. გვანცას  მთელი სახლი სუვენერული სანთლებით გაუფორმებია, ვახშამი, წითელი ღვინო და მაგიდის შუაგულს ორი წითელი სანთელი, რომელიც ჩამწვარიყო. არ ვიცი, ვერ ავღწერ მაშინ რა დამემართა. თითქოს ადგილზე გავშრი. ვუყურებდი ნახევრად განადგურებულ სილამაზეს, რომელიც ერთ დროს ალბათ ძალიან ლამაზი იყო.  ვხედავ გვანცას, რომელიც დივანზე მოკალათებულს ჩასძინებია. ყვავილები მაგიდაზე დავაწყე თუ არა გვანცას საძინებელში შეყვანა დავაპირე...
**
_ არ შემეხო...
_ რა გჭირს? უბრალოდ სასწრაფო, რომ არ ყოფილიყო არ წავიდოდი.
_ დევიდ 3 საათის წინ მომწერე, რომ ნახევარ საათში აპირებდი მოსვლას. შენ არ იცი ამ ყველაფერისთვის როგორ ვემზადებოდი.
_ ვიცი და მადლობას გიხდი ამისთვის.
_ მადლობა არ მჭირდება.
_ გპირდები ყველაფერს გამოვასწორებ. არც ახლაა გვიანი... მოდი დავლიოთ, სანთლებსაც თავიდან ავანთებ და მითხარი ის, რის თქმასაც აპირებდი.
_ დევიდ დამცინიხარ? შენც ნელ-ნელა ჩემ ყოფილ ქმარს ემსგავსები.
_ გვანცა მაგას თუ მეორედ იტყვი ვიჩხუბებთ.
_ და ახლა რას ვაკეთებთ დევიდ? არ ვჩხუბობთ?
_ არა, არ ვჩხუბობთ. უბრალოდ შენ აბუქებ რაღაცეებს.
_ მაშინ მიპასუხე: სად იყავი, როგორ ჩაიარა დღემ?
_ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
_ ხედავ? ყოველდღე ერთიდაიგივე პასუხი გაქვს. დევიდ ყოველდღე ყველაფერი კარგად ვერ იქნება,  ეს აბსურდია, რომელიც ტყუილთან ძალიან ახლოსაა. ახლა ხვდები, რომ მე არაფერს არ ვაბუქებ?
_ გვანცა გპირდები, როცა ყველაფერი დასრულდება დავჯდები და თავიდან ბოლომდე მოგიყვები ყველაფერს.
_ მე უნდა დავწვე დილით სამსახურში მივდივარ.
_ მოიცადე და ღვინო? ტკბილეული, ყვავილები...
**
  აი, თუ ამცდა... ვერაფერიც ვერ ამცდა. პირიქით უარესი მოხდა. გვანცამ საძინებლის კარები ჩაკეტა და მისაღებში მდივანზე მომიწია დაძინება. დივანი არ იშლება. ესაც, რომ თავიდანვე გათვალა. თუ რამე და გვანცა ჩემს დასჯას გადაწყვეტდა  ალბათ კისერიც უნდა მომეწყვითა ამ მდივანზე ძილით. თან რანაირი მოკლეა? ფეხების ნახევარი მაღლა მქონდა აშვერილი. ასე ვიტრიალე, ვიტრიალე სანამ არ გათენდა. დილის 9_ზე ლექცია მქონდა. ავდექი 8_ზე ვიცოდი გვანცა აბაზანაში შესვლას დამასწრებდა, მაგრამ მაინც დამასწრო. გულს მარტო იმით ვიმშვიდე, რომ წინ კიდევ ერთი  საათი მაქვს დრო.
**
_ ძვირფასო ახლა გაბრაზება ცოტახნით გვერდზე გადადე და აბანოში შემომიშვი მაგვიანდება.
_ გადავდო რა ბულკის ცომია?
_ რავიცი, რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ უნდა შემომიშვა.
_ თმას გავიშრობ და გამოვალ.
_ კარგი რა, მაგას შენს ოთახშიც მოახერხებ.
_ არ არსებობს!
_ რა მოხდა, ფეხი გაიჭერი?
_ არა.
_ რავიცი მეგონა ფეხებს იპარსავდი.
_ იდიოტო, ეპილაცია მაქვს გაკეთებული.
_ ეს რა არის?
_ მე რა ვიცი... შემიშვი მაგვიანდება.
_ არა მიპასუხე, ქალის თმისამაგრს შენი ქურთუკის ჯიბეში რა უნდა?
_ რა თმისამაგრს გოგო მაგას კარების გასატეხად ვიყენებ.
_ რაა? რა ქენი, ვისი სახლი გაქურდე?
_ ხო გვანცა გავქურდე და შენი ფეხსაცმელების კარადაში დავმალე ბრილიანტები.
_ სად არის, საად?!
_ გოგო დებილი ხარ? რაში მჭირდება ვინმეს გაქურდვა, როცა ანგარიშზე ათასობით დოლარი მაქვს, ოფისის, ორი ვილის და კიდევ რამოდენიმე მანქანის მფლობელი ვარ.
_ ისე ხო მართალი ვარ.
_ ჯანდაბა! გვანცა შეგიძლია ტანის გელი მომიტანო?
_ საიდან?
_ აივნიდან გვანცა! იქიდან, სადაც შეინახე.
_ გამომართვი...
_ მოდი ჩემთან!
_ კარგი რა.. თმა ძლივს გავიშრე, თანაც სამსახურში მაგვიანდება.
_ გინდა საიდუმლო გაგანდო?
_ ნუ დამცინი.
_ რამოდენიმე დღეა სახლის გასაღები დავკარგე და ქალის თმისამაგრი, რომელიც შენ, ჩენს ჯიბეში იპოვე ჩვენი სახლის კარის გაღებად ვიყენებ.
_ აქამდე რატომ არ მითხარი? მოგცმდი მეორეც მაქვს...
_ არ მინდოდა შენი შეწუხება იმისთვის, რასაც მე თვითონ მარტივად მოვაგვარებ.
_ კარგი დევიდ, საკმარისია! სამსახურში მაგვიანდება.
_ დღეს სამსახურის შემდეგ კურიერისგან მიიღებ შეკვეთას. 8_ზე  მზად დამხვდი.
_ სად მივდივართ?
_ სუპრიზია.
_ აუ მითხარი რა.
_ რო გითხრა  სუპრიზი არ გამოვა.
_ დევიდ...
_ შენ მგონი სამსახურში გაგვიანდებოდა.
**
საღამომდე მთელი დღეა წინ. ერთი საათის დაგვიანებით ჩავატარე ლექცია. იქიდან ჯერ ქალბატონს ოფისში გავუარე და შემდეგ ალის ბარში  შევხვდი. ერთი შეხედვით დამშვიდებული მეჩვენა. იქამდე სანამ ერთ უცნაურ შეკითხვას არ დამისმევდა.
**
_ ბიჭო, აი შენ ხო ცეცხლიდან გამოძვერი და გადარჩი.
_ ხო მერე?
_ იქნებ ზურაც ცოცხალია და სადმე იმალება.
_ ეს შეკითხვა ახლა სერიოზულად გაგიჩნდა?
_ ბიჭო ზურა დებილია... ბავშვობაში თუ გმირობის ჩადენას გადაწყვეტდა, გაკეთების ნაცვლად ყველაფერს აფუჭებდა.
_ ძმაო ზურა მორგვში ორივემ მკვდარი ვნახეთ.
_ ეგრე ვნახეთ გიგიც და ბელაც. დაჟე გავასვენეთ, ვიგლოვეთ მათსზე. მთელი ღამე ვფიქრობდი ამაზე და ერთ დასკვნამდე მივდივარ. ხო სხვადასხვაა ყუთშია შეფუთული ეს ყველაფერი, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ერთმანეთთან გაერთიანებულია ეს ყველაფერი. ჩემი თუ არ გჯერა აი სადაცაა გიგი მოვა და ის უფრო საკაიფოდ მოყვება ყველაფერს.
_ ალი მისმინე...
_ დევიდ არ გინდა, არაფერი თქვა. ჯერ მოვიდეს, გიგის მოუსმინე და მერე ერთად გამოვიტანოთ დასკვნა.
**
  ძალიან მინდა ალის დავუჯერო, მაგრამ ეს ყველაფერი არარეალურად ჟღერს, ზურა ცოცხალი ვერ იქნება, რადგან გარდაცვლილი ათასობით ადამიანმა ნახა. ამაში დეტექტივიც დამეთანხმება, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაა და ამ სხვადასხვა საქმეს, ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აქვს.  სანამ გიგი მოვიდოდა ალი ცოტახნით გარეთ სიგარეტის მოსაწევად გავიდა. მე უკვე ორი კვირაა, რაც აღარ ვეწევი და თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი და მაგიდაზე თვალებმოციმციმე გოგონა ჩამომიჯდა. ,, მე თქვენ გიცნობთ“. რამოდენიმე წუთს ვუმზერდი 17 წლის გოგონას და ვერაფრით გავიხსენე საიდან მეცნობოდა. ბოლოს ისევ თვითონ შემახსენა თავი.
**
_ თქვენ ჩემი ოჯახი გაჭირვებისგან იხსენით.
_ გამახსენდა, შენ წელს ჩვენს უნივერსიტეტში აბარებ ხო?
_ ზუსტად ისეთი ხართ, როგორც ინსტაგრამის სთორებში. უფროსწორედ ბევრად უკეთესი...
_ გიგი სადაცაა მოვა. უი, სტუმარი გვყავს?
_ მე წავალ, აღარ მოგაცდენთ.
_ ძმაო ვაღიარებ  შენთან გვანცა ბევრჯერ იჭრება, მაგრამ ის ბავშვია.
_ ალი ხო არ გავიწყდება მე ლექტორი ვარ. ღალატი რო მინდოდეს 17 წლის ბავშვთან კი არ დავიჭერდი რომანს.
_ აი ისიც..
_ ალი მეგონა ჩემი არსებობა ყველას დაავიწყდა.
_ გიგი ჩამოჯექი. დევიდი ხო გახსოვს? ის, ახლა ზურას ამბებში გვეხმარება. შეგიძლია ყველაფერი მოუყვე რაც მე მომიყევი გუშინ?
_ ეს ასე მარტივი არ არის.
_ რა უნდა?
_ ძმაო გიგი ლუდის გარეშე არ ლაპარაკობს.
_ ეგ კარგი აზრია მეც დავლევ ლუდს.
_ არ ვიცი საიდან დავიწყო. მოდი თქვენ მკითხეთ რაც გაინტერესებთ და მე გიპასუხებთ.
_  როგორ მოახერხე, რომ ყველას მკვდარი გვეგონე.  ჩვენ , რომ გნახეღ თოკით იყავი ჩამოკიდებული, შემდეგ გაგასვენეთ ვაფშე ეს ყველაფერი როგორ მოხდა მოყევი.
_ დავიწყებ იქიდან, რომ ბრილიანტებს ვმალავდი. ეს გეგმაც იქამდე შევიმუშავე სანამ ბრილიანტებს ხელში ჩავიგდები. ბელა ერთადერთი იყო ვისაც ვუყვარდი და ამიტომ ყველაფერი მასთან ერთად დავგეგმე. რაც შეეხება ჩემს სიკვდილს არსებობს ერთი წამალი. იკეთებ ვენაში და სამი დღე გძინავს ისე, როგორს მკვდარს. დასაფლავების შემდეგ მამინაცვალის ხალხმა მიწიდან ამომიყვანა და სპესიალურ ბოქსირებულ პალატაში გადამიყვანეს. გონზე მოსვლის შემდეგ ერთი კვირა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი.
_ შენ ამბობ, რომ კრინიკული სიკვდილი გაითამაშე.
_ კი და იგივე ბელამაც გააკეთა ჩემთვის.
_ აი, მესმის იდიოტური სიყვარულის.
_ რა შეგიძლია თქვა მამინაცვალის ხალხზე?
_ ისინი ერთი ჩვეულებრივი კრიმინალთა ბანდაა.  გეგმავენ, მოქმედებენ გამიჯნულად და რაც მთავარია ჭკვიანურად.
_ ეხლა მე განახებ რამოდენიმე ფოტოს და მითხარი გეცნობა თუ არა ვინმე.
_ გამოუშვი აბა.
_ ამ ოთი კაციდან, გეცნობა რომელიმე?
_ არა.
_ კარგი და ამ სამიდან?
_ კი, აი ეს კაცი ექიმებს წამლებით ამარაგებდა.
_ მადლობა გიგი...
_ მოცადე ძმაო, დახმარება არ გჭირდება?
_ არა ალი, დღეს შენ სახლში ადრე მიდი დანარჩენს მე მივხედავ.
**
იქამდე სანამ დეტექტივს ვნახავ და ამ ყველაფერს მოვუყვები უნდა შევხვდე კაცს, რომელიც ჩემი დაკვეთით მუშაობს იმ ხალხთან ვისაც ჩემი და გატაცებული ჰყავს.
_ ჩემი უფროსი გელოდებათ.
_ ძმაო ამას სახლში ავიტან და ჩამოვალ.
_ ჩაჯდები მანქანაში თუ ძალით ჩაგტენო?
_ ძმაო ხელი გამიშვი, სახლში ცოლი და შვილი მელოდება.
_ მოიცდიან ძმაო, მოიცდიან...
_ რაიყო ძმობილო ჩემთან თანამშრომლობაზე უარს ამბობ?
_ არა დევიდ ძმაო, როგორ გეკადრება.
_ მიდი მოყევი რა არის ახალი?
_ უფროსს ერთი ოთახი განსაკუთრებულად ჩაკეტილი აქვს. არავის აძლევს უფლებას იმ კარს მიუახლოვდეს. ამის წინ, იარაღების ასაღებად ჩაკეტილი კარის წინ ჩავიარეთ და ქალის კვნესა შემოგვესმა. კართან მიახლოვება როგორც კი დავაპირე უფროსის თანაშემწემ გამაჩერა.
_ გასაგებია უკვე დროა.
_ რისი დროა ძმაო?
_ სტუმრობის დროა ძმობილო. ამ საღამოს შენს ბოსს ბუნაგში ვესტუმრები.
_ ეს ძალიან სახიფათოა. უფროსი იქიდან ცოცხალს არ გამოგიშვებს.
_ შენ ამაზე ნუ იღელვებ, მე არაფერი დამიშავდება. შენს ბოსს ქალთან მოპყრობას ვასწავლი როგორ უნდა და უკან დავიხევი.
**
  დაუფიქრებდ დავივიწყებდი ჩემ დას. არ გადავდგავდი არცერთ ნაბიჯს მის გადასარჩენად. არ წავიდოდი რისკზე, რასაც სიკვდილს სიცოცხლე ბეწვის ხიდზე კიდია. ასე ხდება ხოლმე, როცა საქმე შენ სისხს და ხორცს ეხება. წასვლამდე გვანცას შეტყობინება გავუგზავნე. ,,მაპატიე ჩემო ქალღმერთო, დღეს გეგმები შეგვეცვალა, მაგრამ გპირდები ძალიან მალე ყველაფერს გამოვასწორებ“. რამოდენიმე წუთში თვითონ დამირეკა. ხმაზე ეტყობოდა, რომ იტირა თუმცა მაინც მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. გათიშვამდე ვთხოვე, რომ ჩემთვის წარმატებები ესურვებინა, მაგრამ ტელეფონი გამითიშა.  ,,არაუშავს დევიდ... შენ დაბრუნდები. შენს დას იმ მანიაკებისგან იხსნი და მოგეცემა საშუალება გვანცას მშვიდად მოუყვე ყველაფერი“. ასე რამოდენიმე სიტყვით ჩემი თავი გავიმხნევე და წავედი სარისკო ოპერაციაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. ამ ოპერაციაში ათობით ადამიანი და დეტექტივის ხალხი  იყო ჩართული. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ ყველაფერი გავანადგურო. როგორც შევთანხმდით მივედი კრიმინალების ბუნაგში და თავი გავასაღე კურიერად, ვინც უბრალოდ ტყვი წამალით ამარაგებს. ყალბი საბუთებით დავამტკიცე, რომ მე მართლა მომმარაგებელი ვარ და არა ერთრთი მძევალის ძმა, რომელსაც ერთდროს მშობლები დაუხოცეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბუნაგში შევაღწიე. სანამ წამალს საწყობში ვაწყობდი გავანადგურე ორი კამერა და გავხსენი რკინის კარი, სადაც რამოდენიმე ქალი ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. დღემდე, როცა იმ სურათს ვიხსენებ რაც იქ დამხვდი გული მერევა იმ კაცებზე ვისაც შეუძლია უბრალოდ ქალს ასე მოექცეს. მაშინ მხოლოდ შვიდი ქალის გადარჩენა შევძელით. ისინიც მარტო იმიტომ, რომ ერთ საკანში ჰყავდათ გამოკეტილი. გაძვალტყავებული ქალები, როგორც პირუტყვი ისე ჰყავდათ ჯაჭვებით ერთმანეთზე მიბნული. ზოგს ლაპარაკიც აღარ შეეძლო და გულ წასული სიც ფილებზე იწვა. ზოგიც ტირილით დაიღალა და როგორც შეშლილი ისე იყურებოდა და აი ჩემი და რომელიც ალბათ 2 კვირაა ასეთ მდგომარეობაში ჰყავდათ ლაპარაკიც და ტირილიც შეეძლო. კარების გახსნის შემდეგ ქალებმა ერთდროულად სასოწარკვეთილი ყვირილი მორთეს. ,,დამშვიდდით მე თქვენს გადასარჩენად ვარ მოსული“. ჩემი და ერთადერთი იყო, ვინც მიცნო.
_ არ მჯერა, შენ ჩემს გადასარჩენად მაინც მოხვედი.
_ თავიდან ყველა კაცი მასე ამბობს,  ვინც ამ კარში შემოდის.
_ არა დაო მარიამ... ის ჩემი ძმაა და აქ ჩვენს გადასარჩენად არის მოსული.
_ მაშინ აგაშენებთ ღმერთი თუ ამ ტყვეობიდან გვიხსნით. ორი ქალი შიმშილობაში უკვე გარდაიცვალა.
_ მოდით წამოყენებაში დაგეხმარებით. კარიდან ხელმარცხნივ იარეთ. გასასვლელში, ჩემი ხალხი დაგხვდებათ და აქედან გაგიყვანთ. ნინია რას უცდი? შენც ადექი.
_ დევიდ ის ორი ქალი ყველაზე მძიმედაა. წაიყვანე და წადი.
_ ნინია სისულელეებს ნუ ლაპარაკობ გამომყევი.
_ დევიდ შენგან ასეთი მობყრობა არ დამიმსახურებია.
_ ნინია რაც არ უნდა იყოს შენ ჩემი და ხარ და არ ვაპირებ ამ მანიაკებთან დაგტოვო. მიდი შენც გაყევი დანარჩენებს.
_ შენ რატო არ მოდიხარ?
_ მე პატარა საქმე მაქვს და დავბრუნდები.
_ აქაურობა ძალიან სახიფათოა. ყოველ ნაბიჯში ხაფანგია, ფთხილად იყავი.
_ ჩემზე ნუ ღელავ, არაფერი არ მომივა.
_ დევიდ!
_ რა იყო?
_ მადლობა...
**
  იქამდე სანამ იმ შენობას დავტოვები ეჭვების გასაფანტად მაინც შევტოპე და გადავწყვიტე მომეძებნა პალატა, რომელზეც გიგი საუბრობდა. ამით დავმშვიდდებოდი მეც და ალიც ვისაც, ეჭვები ასე ძალიან ჭამდა. თითქმის პალატამდე მისულს ვიღაც მაჩერებს.
_ საით გაგიწევით?
_ შენ ხარ? მითხარი ბოქსირებული პალატა ამ შენობაში მართლა არის?
_ ძმაო ეს ძალიან სახიფათოა. მეც ნუ  შემიქმნი პრობლემებს და ნურც შენს თავს ჩააგდებ საფთხეში.
_ კარგი ხო მივდივარ, მაგრამ გპირდები ძალიან მალე ისევ დავბრუნდები.
**
  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ოპერაციამ იდიალურად ჩაიარა. 7 ქალი, რომელიც კრიმინალებს წინიდან, როგორც ფუკა ისე ავაცალეთ  კარგად არიან. იყოს განვლოს რამოდენიმე დღემ და ნინიას ისევ დაველაპარაკები. იქამდე კი მთავარი გვანცაა. ის, ახლა სახლში მელოდება და შეიძლება არც მელოდებოდეს არ ვიცი. ალბათ საღამოს 2_საათი იქნებოდა. სახლის კარი ისევ ისე მშვიდად შევაღე. უი ხო, ამჯერად გასაღებით შევედი სახლში. თავიდან ყველაფერი კარგად მეჩვენა. გვანცა მდივანზე იჯდა და მშვიდად ტელევიზორს უყურებდა.
**
_ მოხვედი? შენ გელოდებოდი.
_ ხო მოვედი. საჭმელი რა გვაქვს?
_ ნახე რამე იქნება მაცივარში. დღეს ქალბატონის მზარეული იყო ჩვენთან მოსული, ვახშამი გაამზადა და წავიდა.
_ ძალიან კარგი. მოდი ერთად ვივახშმოთ.
_ დევიდ ჩვეულებრივი ადამიანები საღამოს 9_ზე ვახშმობენ და არა ღამის 2_ საათზე.
_ მერა რა, ჩვენ ხომ არაჩვეულებრივები ვართ.
_ სად იყავი?
_ საქმეზე.
_ ხო მითხარი, რომ ოპერაციებზე წასვლას აღარ აპირებდი.
_ ხო გითხარი და არც ვაპირებ.
_ ნუ მატყუებ!
_ რა გაყვირებს?
_ დევიდ შენგან ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვიტან.
_ რა დაგემართა, ვეღარ გცნობ?
_ დევიდ ძალიან მინდა გენდობოდე, მაგრამ ამის უფლებას შენ არ მაძლევ.
_ ამით რის თქმა გინდა?
_ ვერ ვიქნები ადამიანთან, ვისაც არ ვენდობი.
_ გვანცა სისულელეებს ნუ ლაპარაკობ.
_ დევიდ იცი იმ ღამეს რომენტიული ვახშამი რო მოვამზადე, მზად ვიყავი საკუთარ თავმოყვარეობაზე ფეხი გადამებიჯებინა და დაქორწინება მე შემომეთავაზებინა შენთვის.
_ სერიოზულად?
_ დევით ნუ დამცინი, ხუმრობს ხასიათზე არ ვარ.
_ კარგი ხო მჯერა, რო ჩემზე ძალიან ხარ გაბრაზებული, მაგრამ დამიჯერე ამჯერად სანერვიულო არაფერი გაქვს. მოდი გვერდზე მომიჯექი, ყველაფერს მოგიყვები...
_ ასეთ დროს ვინ გწერს?
_ საინტერესო არაფერია.
_ ახლა მართლა გავაფრენ!
_ გვანცა მაგ ვაზას ხელი გაუშვი ქალბატონმა ინდოეთში მოგზაურობის დროს იყიდა.
_ რამდენი გადაიხადა? ათასი? ორიათსი დოლარი?  არა, მოიცადე ვცდები, ამ ვაზის ფასი ხო 20 000 დოლრს შედგენს. უი, გატყდა...
_ არ გაბედო! ეგ საათი ძალიან მიყვრს, ერთდერთი ნივთია, რომელიც მშობლებისგან დამრჩა.
_ კარგი და ამ დანაზე რა აზრის ხარ?
_ გვანცა ეს უკვე ხუმრობა აღარ არის. დანას ხელი გაუშვი.
_ გავუშვებ თუ მიპასუხებ: რა საერთო გაქვს 17 წლის გოგოსთან?
_ აი, თურმე რაში ყოფილა საქმე.
_ დევიდ ნუ მაგიჟებ! მიპასუხე შენი საყვარელია?
_ გოგო გააფრინე?! ის ბავშვია...
_ ხო, თანაც ძალიან ლამაზი ბავშვი.
_ ის ჩემი მოსწვლეა.
_ ახლა შემომხედე და კარგად დაიმახსოვე: შენ მარტო ჩემი ხარ. შენს მოსწვლეს კი არა სულაც სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, რომ იყოს პირობას ვდებ დავასახიჩრებ.
_ არა, მაგაში ეჭვი ნამდვილად აღარ მეპარება.. ძვირფასო, ჩემი ყელიდან დანის აღებას არ აპირებ?
_ არა, სიბრაზემ ჯერ კიდევ არ გადამიარა.
_ კარგი, მაშინ მე გასწავდი, მავნე ქალისგან თავი მარტივარ, როგორ უნდა დააღწიო?
_ ეს რა იყო?
_ დანა ისე წაგართვი, შენ  აზრზეც ვერ მოხვედი.
_ ასე იატაკზე დიდი ხნით უნდა ვიწვეთ?
_ უკეთესი იდეა მაქვს.
_ გზიდან ჩამომეცალე!
_ დღეს უკვე მეორედ სცადე ჩემი მოკვლა.
_ სად მიდიხარ?
_ საქმე მაქვს, მაგრამ გპირდები მალე დავბრუნდები.
_ მეც წამოვალ!
_ შანსი არ გაქვს.
**
_ ახლა  მგონი შესახვედრად სახურავი  ყველაზე კარგი ვარიანტია არა?
_ კი დევიდ მაგაში გეთანხმები.
_ გისმენ დეტექტივო, ასეთი სასწრაფო რა იყო, რომ ხვალისთვის ვერ გადავდეთ?
_ შენთვის ორი ამბავი მაქვს, ერთი კარგი და მეორე ცუდი. რომლიტ დავიწყო?
_ მოდი ჯობია კარგით დაიწყო.
_ ბოქსირებულ პალატაზე, რომელზეც გიგი საუბრობდა ნინიამაც დაადასტურა. ძმაო შენი და ამბობს, რომ იქ ხალხს ცდებს უტარებენ.
_ ძმაო ხომ გითხარი, რომ კარგით დაგეწყო.
_ მოიცადე,  შენ დას მარტო ეგ არ უთქვამს.
_ კიდევ რა თქვა?
_ თქვა, რომ ორი კვირის წინ ახალგაზრდა ბიჭი შიყვანეს, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო.
_ შეუძლებელია... დეტექტივო ღადაობთ არა?
_ ეგ შეკითხვა ჯობია ხვალ შენ დას დაუსვა.
_ და ცუდი?
_ ამ საღამოს ოპერაცია დასრულდა თუ არა შენი კაცის ოჯახი აუწიოკებით და საწყალს უფროსი შვილი მოუკლეს...

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები