ნაწარმოებები



ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
24 ივნისი, 2020


წერილი მომავლიდან

მე  რომ მუდამ მიყვარს, ისეთი წყნარი დილა გათენდა, ადგომა რომ გაგეხარდება ადამიანს ...
ჩემი გიზუნია ადრე ამდგარა და    ყვავილი დაუდევს  თავთან.
გამეხარდა.

დღეს ჩემი ქორწინების  29 წლისთავია.
გუშინ ვიყავი სალონში და  კი მოვწესრიგდი, მაგრამ  დილით მაინც უნდა ხელის წაკვრა ყველაფერს.

გამოვძვერი    საძინებლიდან, რამდენი  ხნის ნაოცნებარი ავისრულე და მე როგორც მინდოდა, ისე მოვაწყე  ეს ოთახი.
ლამაზი გამოვიდა, ცოტა სივიწროვეა, მაგრამ  სიმყუდროვეს არაფერი სჯობს.

მოკლედ გამოვედი,  ყავას დავლევს და ჰაიდა...სკოლისაკენ.
საღამოს  შვილებს ველოდები,  შეკვეთილი  მაქვს ნამცხვრებიც და  ხაჭაპურიც.სალათები კი გავამზადე  გუშინ.
  ჩემი მოკლე  კურტკა ჩავიცვი,  ჯინსი და  მაისური.  რაც  წონაში დავიკელი,  ვატყობ, თავდაჯერებული გავხდი.
თხუთმეტი  კილო დავიკელი, მეტი კიარა, მაგრამ მომიხდა და  ყველაფერს თავისუფლად ვიცმევ.

ყავა დავლიე მეთქი,  გიზოს ვაკოცე,  გასაღები ავიღე და მანქანისკენ  გავეშურე.

ბენზინი არ არისო, ,მომაძახა ქმარმა.


გზაში  შევავსებ-ვუპასუხე და  მანქანა  დავქოქე.


სკოლის ამბები აბა რა მოსატანია, სიმშვიდე და სიხალისეა.

საღამომდე კიდევ მოვასწრებ ყველაფერს.
ორი თვეა წამლები არც დამილევია, ისე კარგად ვარ,  სულ ღიღინი მინდება.

სახლში მოსულს  დიმა დამხვდა ჩამოსული,  ნინო და ალექსიტო.

_ბებო, მიყვარხარ_ამაზე ტკბილი  თქმა არავის შეუძლია.
_მეც მიყვარხა ბე _ვკოცნი  თავზე.
მერე ხელიდან მისხლტება და საქანელაზე ძვრება.
უფრო მოგვიანებით  გიგა და ნინო  ჩამოდიან, მანქანით ,  პატარა  ბიჭიც  წამოუყვანით, ჯერ სულ პატარა . მაგრამ ბებისი  სიცოცხლეა ეგეც.

ნანა გამოვიდა  გიორგისთან და  გოგოებთან ერთად.

ნიტა უკვე დიდი გოგოა და  ყვავილებით  მილოცავს და მაწვდის. ტასო  ხელში ატატებული ყავთ, გაუბედავად დგამს  ნაბიჯებს და  ტრფობით მიღიმის...
ტასო სულ მეტრფის, გემრიელი გოგოა და  არც უკარება, როგორც ნიტა.


ბავშვებს ლექსები აქვს  მომზადებული და მილოცავენ.

სუფრა გაშლილია,  ვიცინით და ვლაღობთ.  გიზუნიაც კმაყოფილია და მეც.

ოცდაცხრა წელი ხუმრობა ხომარაა...
გავუძელით ერთმანეთს და კიდევ ამაზე მეტსაც გავუძლებთ.მთავარია  ვიყოთ ერთად და  გვიხაროდეს  წინსვლა.
ჰო სულ დამავიწყდა, ბანკიდან მესიჯი მომივიდა,  თანხას დატოვეთ თუ გაიტანთო.მეთქი ხვალ შემოგივლით, ალბათ ისევ დავტოვებ,  ჯერ 100 000  დოლარამდე  ცოტა კიდევ უკლია თქო.


გაისად უფრო ვრცლად დავწერ.
ახლა კი ესეც მეყოფა.
11 აპრილი, 2021 წელი









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები