ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2020


მინიმალისტური

.

თუ გრძნობ,
რომ საკმარისი ადგილი გაქვს
არა მარტო სახლში,
არამედ - ტანშიც,
შემოუშვი, შემოაბუდე
ყოველი სიკეთე და ბოროტება.
უსმინე გარედან მათ საუბრებს,
შენს დალაგებულზე
თუ დაულაგებელზე.

.

არ შეიძლება, ჩვენი ზღაპარი
ასე მთავრდებოდეს:
- "ჭირი იქაო...",
ხომ ხედავ, რომ ლხინიც "იქ" გარბის?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები