ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2020


სააღდგომო

ნინო დარბაისელი

სააღდგომო
- - - -

ოსანაო, ოსანა!
ანგელოსთა თანა!

ღმერთი კაცად მოვიდა,
ტანჯვა გაიარა.

უცოდველად იცხოვრა,
მრევლმა აღიარა.

თასი შესვა ბოლომდე,
როდი გადაღვარა.

აღესრულა კაცთათვის,
კი არ იუარა.

გარდამოხსნეს, მობანეს
წყლული და იარა.

საფლავიდან ამაღლდა,
მამამ წაიყვანა.

სამოთხის გზა გაუხსნა,
ვინც კი შეიყვარა,

ვინც მიბაძა, უსმინა,
გულით აღიარა,

ბეწვის ხიდზე ვინც შედგა,
და ვინც გაიარა.

კუპრში იწვის უქნარა,
ყველა მატყუარა,

ცეცხლსაც შეუკეთებენ
თურმე წარამარა.

ღმერთს კი - უყვარს, თანა ჰყავს
ყველა ღვთისამარა.

სამოთხეში - კარგია.
ჯოჯოხეთში - არა!

ოსანაო, ოსანა!
ანგელოსთა თანა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები