ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2020


ქოფაკი

ნინო დარბაისელი

ქოფაკი
(იგავი)
- -

როცა მასპინძლის  ეზოში აშვებულია ქოფაკი,
ამვლელ-ჩამვლელმა შიშისგან ლამის იცეკვოს გოპაკი.

უკვირთ: “- რა სათნო კაცია, რატომ ჰყავს  გვერდით ავი და
მგონი,  პატრონსაც აშინებს, გაავდა, მთლად თავს გავიდა”....

კარგია, გქონდეს დაცული ყველასგან ეზო-სახლი და
სხვის დასანახად -  ღიმილიც არ მოიცილო სახიდან!

ძაღლს გაუწყრება ყასიდად, სტუმარი  შემიწუხეო.
ჩუმად კი ნაზუქს მიაწვდის, ერბოში გაგიხუხეო.

ეჰ, მასპინძელო ვერაგო, მაგ გულში ამაყობ, აკი! -
- ლეკვობას ყურებდაჭრილი კარგი დაგიდგა ქოფაკი!
 
ისე დარაჯობს გარემოს, რა კლიტე გინდა, რა კარი!
იხარე, ვიდრე ქოფაკი გამხდარა ნაქოფაკარი.

მაქებართ ჩაუტკბარუნე  ჯერთ უასაკო ბაგენი
და ირგვლივ შემოიკრიბე რჩეული საქოფაკენი.

შენ კი მკითხველო, იცოდე, სიბრძნეს  გასწავლის ყოფა, კი:
- პატრონის ნებას ასრულებს, თუ გიყეფს მისი ქოფაკი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები