ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
22 აპრილი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 25

თავი 25

,,კურიერი“
  სახლი ჩემთვის ყოველთვის სითბოს, სიყვარულის განსახიერება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან იყო დღეებიც როდესაც ერთი პურის ნაჭერს მე და ჩემი და ვინაწილებდით. მშობლები კი შორიდან გვაკვირდებოდნენ. რა ძალა გაქვს უფალო უყურო გაჭირვებულ ადამიანებს და ჩაუნერგო, რომ ეს განსაცდელი მალე წავა და ბედნიერება მოვა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ პირველი ვლადი იყო, რომელმაც მამობა გამიწია და ახლა ქალბატონი, რომელიც დედის მაგივრობას მიწევს. თუ დარჩი მარტო და სანუგეშოდ არავინ დაგრჩა ნუ ჩაიქნებ ხელს. ეს დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გამოიდარებს. რწმენა ჯერ კიდევ მაშინ დამიბრუნდა, როდესაც პირველად შემეფეთა ქალღმერთი. მის გამოხედვამ, მის ღიმილმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ცხოვრება მშვენიერია. ვიარე იქამდე სანამ ის ჩემი არ გახდებოდა, მაგრამ ახლა მეშინია.. ყოველთვის მეშინოდა, რომ ჩემი სიახლოვით მას რამე დაუშავდებოდა. ჩემი შავ-ბნელი ცხოვრებიდან გამომდინარე ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ჩემ საყვარელ ადამიანებს საფთხეში ვაყენებდი. გინდა გითხრათ ახლა სად ვარ? თვალები დახუჭული მაქვს და წარმოვიდგენ იმ ღამეებს, რომელიც მოკლე დივანზე გავატარე. ღამენათევმა ისევ არკოჰოლს დავუწყე დალევა. ვფიქრობდი ყველაფერზე. ალის ნათქვამზე, გიგის მონათხრობმა უკვე ეჭვები გამიჩინა და ახლა დეტექტივი. ამან ხო საერთოდ ფიქრები გამიფანტა. ვიწექი და თან შევყურებდი თეთრად შეღებილ ჭერს. ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი, მაგრამ მაინც მეგონა რომ ჩემი ესმოდა.
  თვალებრიალა გოგონას გამოხედვას თავიდან ვერაფრით ვიგდებ. ეს როგორ უნდა მოხდარიყო? მე ხომ მის ოჯახს პირობა მივეცი, რომ დავიცავდი. ეხლა რა პასუხი გავცე კაცს, რომელსაც შვილი თვალწინ მოუკლეს და შემდეგ გვამი გაუქრეს. კარგით, ყველაფერი გასაგებია მოკლეს იმიტომ, რომ მე მეხმრებოდა, მაგრამ გვამი? გვამი რაში სჭირდებათ? თუ დეტექტივს დავუჯერებთ მრავალ ფუნქციური დაჯგუფებაა და მარტო ქალების გატაცებით და გაუპატიურებით არ შემოიფარგლებიან. ბავშვი, რომელიც მოკლეს და გვამი ისე გააქრეს თითქოს მიწამ ჩაყლაპაო აქ უკვე დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება. იმ დღეს დეტექტივმა ნინია და გიგი ერთდროულად დაიბარა დაკითხვაზე.  ცდილობენ რაიმე საერთო იპოვოს ამ ორ საქმიდან, თუმცა ფაქტია რომ საერთო ბევრია. ხალხის მოკვლა და გაცოცხლება ასეთი მარტივი არ უნდა იყოს. ალიმ გაიგო თუ არა, რომ მსგავსი დაჯგუფება შეიძლება არსებობდეს იმ წუთშივე ზურას საფლავის გათხრა დაიწყო. საფლავი ცარიელი დახვდა. ეს ყველაფერი არც დეტექტივს გაუკვირდა და არც ალის თითქოს აქამდე ამ ყველაფერს უკვე შეგუებულები იყვნენ.
**
  გვანცა დილიდან სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. რამოდენიმე მცდელობა მქონდა შერიგების, მაგრამ უშედეგოდ. ქალებს მუდამ მზრუნველი, რომანტიკოსი კაცი ხიბლავთ. დღეს მე ხელში არკოჰოლის ჭიქა და თამბაქო მიჭირავს. ესაც იმიტომ, რომ უდანაშაულო გოგონას სიცოცხლე ჩემს გამო წაართვეს. ვგრძნობ თავბრუ მეხვევა, მაგრამ მაინც დაჟინებით ვაკვირდები გვანცა, როგორ დარბის სახლში წინდაუკან. ეს ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის სადღაც აგვიანდება და ეჩქარება. წასვლამდე მომიახლვდა, თვალი თვალს გამისწორა. ასე რამოდენიმე წუთით იდგა და მიყურებდა. ისე გავირინდე, თავბრუს ხვევამ კიდევ უფრო იმატა ჩემში. მეგონა, რომ თავში ყველაფერი ერთდროულად ირეოდა. ის, ისეთი ლამაზი და მომხიბვლელი იყო თავს ძლივს ვიკავებდი არ მეკოცნდა.
**
_  რას მომშტერებიხარ? დამტენის ასაღებად მოვედი.
_ სულ ეს იყო?
_ კი დევიდ..  ჩემგან სხვას ელოდებოდი რამეს?
_ ხო რავიცი თბილ დამშვიდობებაზე უარს არ ვიტყოდი.
_ წადი და შენ სტუდენტებს დაემშვიდობე თბილად.
_ გვანცა ნუთუ არ გიჩნდება შეკითხვა დილიდან რატომ ვსვავ?
_ პასუხი მარტივია: დეპრესიაში ხარ.
_ მერე არ გაინტერესებს რატომ?
_ მერავიცი დევიდ შენ არაფერს მიყვები.
_ არ მეკითხები!
_ ახლა ისევ მე გამოვდივარ დამნაშავე არა?!
_ გვანცა უნდა მიშველო, საკუთარ თავს ვკარგად და ახლა ყველაზე მეტად ეს არ მინდა.
_ კარგი დამშვიდდი და მომიყევი რა მოხდა.
_ ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ გეტყვი, რომ 17 წლის ბავშვი გუშინ ღამით, ჩემ გამო მოკლეს.
_  გუშინ რატო არაფერი მითხარი?
_ რო დავბრუნდი საძინებლის კარები უკვე ჩაკეტილი გქონდა.
_ საკუთარი თავის დადანაშაულება ყველაზე საშინელი გრძნობაა. მესმის რთულია, მაგრამ ერთად ვიპოვით გამოსავალს.
_ ეს როგორ? შენ ხო სამსახურში გაგვიანდებოდა?
_ დაივიწყე,.. შემცვლელს დავურეკავ და დღეს ჩემს მაგივრად გავა სამსახურში.
_ რა გეგმა გაქვს?
_ ერთად დავლიოთ!
**
  ქალი შეყვარებული ყველაფერს დათმობს საყვარელი მამაკაცის გამო. ეჭვიანობას, ქედმაღლობას, სიბრაზეს დაივიწყებს შენს გამო. შეყვარებული ქალი თვალდახუჭული გიპოვის.  შეიძლება ამისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც გიპოვის.  გიპოვის და გეტყვის , რომ მისი ხარ და სათავისოდ დაგიტოვებს მთელი ცხოვრება. ქალს არასდროს ყოფნის ზრუნვა საყვარელი მამაკაცისგან. გაბრაზებაც იცის, შეშინებაც შეუძლიათ ქალებს. გეტყვიან, რომ შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრებიან, მაგრამ არასდროს წავა ქალი შენი ცხოვრებიდან თუ მას სიგიჟემდე უყვარხარ. საკმარისია დაგინახოს გულჩათხრობილი, რომ არაფრის კეთება არ შეგიძლია ის, ეგრევე ხელს შეგაშველებს და გეტყვის, რომ გამოსავალი არსებობს. ხანდახან მგონია, რომ ქალღმერთი ჩემთვის ღვთის საჩუქარია და ალბათ ასეცაა. დღეს ის, რომ ჩემს ცხოვრებაშია უკვე გამოსავალია. ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ მის გამოხედვას ყველაფერი შეუძლია.
**
_ ასეთი როგორ ხარ?
_ ასეთი როგორი?
_ ერთდროულად საყვარელიც და სექსუალურიც.
_ ეს ალბათ იმიტომ, რომ გვერდით ღირსეული მამაკაცი მყავს.
_ მე ვარ ღირსეული? შემომხედე! ერთ ხელში თამბაქო მიჭირავს მეორეში კი არკოჰოლით დაცლილი ჭიქა.
_ ახლა მთავარია ეგ ჭიქა ბოლომდე შევავსოთ.
_ შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო?
_ გისმენ..
_ თავს შენს კალთაში ჩავხრი.
_ შენ ამის გაკეთება უნებართვოდაც შეგიძლია.
_ იცი ახლა რას ვისურვებდი?
_ რას?
_ წავიდეთ იქ, სადაც მარტომე და შენ ვიქნებით.
_ მსგავს ადგილას ერთხელ უკვე ვიყავით დაგავიწყდა?
_ არა გვანცა, მე არასდროს არაფერი არ მავიწყდება.
_ დევიდ არ გინდა.. ნუ გამახსენებ ახლა შენს ამნეზიას.
_ ეგ არ ითვლება, რადგან მაშინ საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი.
_ ბევრს ნუ ლაპარაკობ და აწიე ჭიქა!
_ შემომხედე.. ეს ლამაზი ქალი, ციდან მოვლენილ ანგელოზს, რომ გავს მხოლოდ ჩემია, მე მეკუთვნის.
_ დევიდ მეჩვენება თუ გეძინება?
_ გეჩვენება..
_ ოპა.. აი, თუ მეჩვენებოდა.
**
  საყვარელი ქალის კალთაში, თავჩახრილი ძილი ყველაზე ტკბილი რამ აღმოჩნდა. თითქოს რეალობას მოვწყდი და სადრაც ძალიან შორს სრულიად სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. ეს სიზმარი იყო. ვხედავდი გამწვანებულ მინდორს, გაყვავებულ ჭრელ ყვავილებს. სისხლისფრად შეუღებავს ყაყაჩოებს ფერდობები. წყლის საამო ხმა ყურში ხმადაბლა ჩამესმოდა ვგრძნობდი, რომ ეს სამოთხე იყო. დღემდე ვფიქრობ, რომ ის თუ სიზმარი იყო მაშინ სამოთხე იყო. ასეთი სამოთხე ამ სამყაროშიც მარტივად მოიძებნება, მაგრამ მას გაფთხილება სჭირდება. რუ პატარ-პატარა ქვებზე მოედინებოდა. ეს ყველაფერი შეიძლება ბეთჰოვენის სიყვარულის ისტორიას შეადარო, მაგრამ სიზმარი ბოლომდე არ მაძლევდა იმის საშუალებას გამერკვია ვინ იყო ის ვის სახესაც ვერ ვხედავდი. ლანდად ეფარებოდა მარადმწვანე ხეებს, სახეს მზის სხივი ირეკლავდა და ეს კიდევ არ მაძლევდა გამერკვია ვინ იყო ის. მახსოვს ვცდილობდი მასთან მიახლოვებას. ისიც თითქოს იქ იდგა და გაუნძრევლად მე მელოდებოდა. გვერდს ხან ერთი მხრიდან მოვუვლიდი და ხან მეორე მხრიდან. ლანდი ნელ-ნელა რეალობას ემსგავსებოდა. ქალის მოკლედ შეჭრილი თმა მის მხარზე კიდევ უფრო მიმზიდველი ხდიდა. დიახ, ის ქალი იყო თანაც ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქალი. ამაზე დიდ ხანს ვიფიქრე რატომ უნდა დამესიზმროს ლამაზი ქალი, როცა თავი საყვარელი ქალის კალთაში მაქვს ჩახრილი. ახლა ქალმა სცადა ჩემი გამოწვევა და ხელით მანიშნა კიდევ უფრო ახლო მივსულიყავი მასთან. ქალის გამოხედვა გურწფელობას გამოხატავდა, მაგრამ როგორც წესი ასეთ დროს ყველაზე ლამაზი შეიძლება ყველაზე მახინჯი აღმოჩნდეს. რაც უფრო ახლო მივდიოდი მასთან გარშემო ყველაფერი მუქი ხდებოდა. აღარც ქალის სილამაზე იყო მიმზიდველი და აღარც წყლის ხმა ჰგავდა ბეთჰოვენის სიყვარულის ისტორიას. კარგია მაშინ,  მალე მოავახერხე გამოღვიძება თორე ალბათ გული გამისკდებოდა. ქალმა თითქოს კოდირებული სიტყვა მითხრა და ეს სიტყვები იყო. ,,მტერს რომელსაც ეძებ მოყვარე გგონია. ის, ცდილობს შენს ცხოვრებაში უფრო შემოიჭრას და მერე ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე ღია ჭრილობაზე დაგაყრილს მარილს“. გავიღვიძე და გაფართოებული თვალები გვანცას შევანანათე. ჩემი გამოხედვა თითქოს გაბრაზებულს გავდა და თითქოს შეშინებულსაც.
**
_ დევიდ მოხდა რამე?
_ რომელი საათია?
_ არ ვიცი, მგონი საღამოს 8_საათია. შენ რა დაგესიზმრა არ მომიყვები?
_ არაფერი დაივიწყე სისულელე იყო. გინდა გავისეირნოთ?
_ ამას სერიოზულად მეკითხები?
_ მეტყობა ახლა რამე მე არასერიოზულობის. გადავივებ, მოვწესრიგდები და გავიდეთ.
_ საით?
_ იქ, სადაც ჩემს დანაშაულს გამოვისყიდი.
**
  აბანოდან გამოსულს გვანცა უკვე საზეიმოდ გამოწყობილი დამხვდა. მაკიაჟს იკეთებს და თან ვიდეოს instagram_ის სთორისთვის იღებს. შორიდან კარგა ხანს ვიხალისე ამ ყველაფერზე. ,, და ბოლოს.. ტუჩსარცხი, რომელიც საღამოს მაკიჟს მეტად ეფექტურს ხდის ეს არის“. ხელში ვაწვდი წითელ ტუჩსარცხს და თან ხმადაბლა ვეუბნები. ,,აიღე, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ საღამოს შენს ტუჩზე ეს დიდ ხანს არ დარჩება“. გამიღიმა ისე თითქოს კამერაში არ შეიმჩნია, თუმცა რას დაუმალავ მაყურებელს, როდესაც თვალები საპირისპიროს ამტკიცებენ. გვანცამ მეორე გათხოვების შემდგონ არცერთ თავის გვერდზე ჩემთან ერთად გადაღებული სურათი არ აუტვირთავს. ასე უფრო საგულდაგულოდ მალავს და უფთხილდება საკუთარ ბედნიერებას. აი, როგორც იქნა გვანცაც მზად არის.  იმ საღამოს მძღოლს ავტოფარეხიდან ჩემი სპორტული მანქანის მოყვანა ვთხოვე და ისიც ზუსტად, დათქმულ დროს მოვიდა და მანქანა კორპუსის წინ დააპარკინგა.  სად უნდა წაიყვანო ქალი საღამოს 9_ საათზე ისე, რომ აღრფთოვანებული დარჩეს? ასეთი ადგილი სანაპიროს შუაგულს მდებარე კოშკია, საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანს. განსაკუთრებით  ქალაქი ასეთ დროსაა ლამაზი. უყურებ და რწმუნდები, რომ ამ ქალაქის ნაწილი შენც ხარ. მაგიდა წინასწარ უკვე შეკვეთილი იყო. კოშკის სიმაღლე, რომელიც რამდენიმე მეტრის იყო სწორედ ეს ხდიდა მიმზიდველს. თეთრად ზეწრით შემოვლებული ორ კაციანი მაგიდა და მაგიდაზე განლაგებული ყვავილები გვანცას სახეს კიდევ უფრო ბედნიერება მოჰგვარა. ,,უნდა გესაუბრო.. ამ საღამოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა“.. ჯერ ვცდილობდი ეს სიტყვები საკუთარ თავში დამელაგებინა და შემდეგ გვანცამდე ისე მიმეტანა, რომ ცუდად არ გამოსულიყო. გვანცა კარგა ხანს აღრფთოვანებისგან ემოციებს არ მალავდა. ალბათ ხელით შეეხე ყველა ყვავილს ნაზი ფერებით ხელი ჩამოუსვა თეთრ ზეწრებს, რომელაც ქარი საამორ არხევდა. ეს ყველაფერი სწორედ იმ ზღაპარს ჰგავდა, რომელიც რამოდენიმე საათის წინ დამესიზმრა. იმ დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული და ამვდროულად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მივიღე.
    პირველად, ჩემს ცხოვრებაში არჩევანის წინაშე დავდექი. ან სიყვარული უნდა ამერჩია და შემექმნა ოჯახი ისე, როგორც ამას ჩვეულებრივი ადამიანები აკეთებენ და მეორე: უნდა მეძია შური ყველა იმ ადამიანზე, ვინც სრულიად უდანაშაულოდ მომიკლა მშობლები, უამრავი ქალს ცხოვრება დაუნგრია, მოკლა ზურა და ამ ყველაფერს დაემატა 17 წლის ქალიშვილი, რომელზე ზრუნვაც მე მევალებოდა. აი, ამ ყველაფრის შემდეგ არ მაქვს უფლება ვიფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე. ყოველი დღე, გვანცასთან ერთად გატარებული დიდ რისკს უკავშირდება. ჩემს გვერდით ადამიანი შეიძლება ერთ წუთში ცოცხალი იყოს მოერე წუთში კი მის გვამს ეძებდნენ. არა, არ დავუშვებ! გვანცას რამე დაუშავდეს და ისიც ჩემს გამო. ძალიან ბევრჯერ ვცადე ყველაფერს ერთდროულად შევჭიდებოდი, მაგრამ არ გამოდის.. ყოველდღე ვწმუნდები, რომ ჩემს ცხოვრებას კი არ ვაშენებ პირიქით ვანგრევ. არ მინდა გვანცაც იგივე მორევში ჩავითრიო საიდან მე თვითონ ვეღარ ამოვდივარ. არ მიყვარს დაუმშვიდობებლად წასვლა, პირიქით ვერც ვიტან. ახლა კი ჩემს ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საყვარელ ქალს უნდა ჩავხედო თვალებში და ვუთხრა, რომ ჩემი ცხოვრებიდან წავიდეს. არა, წინასწარ ვიცოდი ამ ყველაფერს რაც მოყვებოდა, მაგრამ უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებდი. ,, დევიდ აქაურობა ძალიან ლამაზია..  რამდენი წელია აქ ვცხოვრობ და ვერცერთხელ გავბედე აქ ამოსვლა, რადგან სიმაღლის შიში მქონდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. ახლა შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში და არაფრის მეშინია“.
**
_ გვანცა ჩამოჯექი უნდა ვისაუბროთ.
_ კარგი მაშინ სანამ საუბარს დაიწყებ ცოტა ღვინო დამისხი.
_ ეს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ...
_  რა ხმაურიანია არა ქალაქი ასეთ დროს?
_ გვანცა ნუ მიცვლი საუბრის თემას, ისედაც თავს ძლივს ვაბავ, რომ რამე გითხრა.
_ წავალ კიდევ ერთხელს დავაკვირდები მოციმციმე ქუჩებს.
_ გვანცა...
_ დევიდ შეხედე! აი, იქით ნაცრისფერ კორპუსს, რომ ხედავ იქ ჩვენი სახლია.. ჩემი და შენი..
_ გვანცა შემომხედე.
_ ჩვენი სახლი კორპუსის ბოლო სართულზეა, სავარაუდოდ ის იქნება.
_ გვანცა შენ გეუბნები, შემომხედე! შენ რა ტირი?
_ საკმარისია დევიდ! საკმარისია.. ნუ მტანჯავ და საკუთარ თავსაც ნუ იტანჯავ. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია და ეს ყველაფერიც იმიტომ გააკეთე რო ჩემგან წასვლა გინდა.
_ შენ, შენ...
_ წახვალ ასე ჩემს სიცოცხლე გადაარჩენ და მერე რა იქნება? შენს გარეშე ჩემს ცხოვრება აზრს დაკარგავს.
_ გვანცა დრო მომეცი და გპირდები ყველაფერი თავის ადგილს დავაბრუნებ.
_ არანაირი დრო არ არსებობს დევიდ. ჩვენ ყოველთვის თავს ვიტყუებდით. მაშინაც, როცა ხელი მომკიდე და მთაში წამიყვანე ვხვდებოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში კარგად შეფუთული კურიერი იყავი, რომელსაც ჩემთვის სიყვარული ნაწილ-ნაწილ მოჰქონდა. მოდიხარ მიმტკიცებ, რომ არსად წასვლას აღარ აპირებ, მაგრამ დგება შენც ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ მოულოდნელად ისევ წასვლა გიწევს.
_ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს ჩემი შენდამი სიყვარული არასდროს არ შეიცვლება.
_ დავიღალე დევიდ.. ძალიან დავიღალე. მე საყვარელი მამაკაცი გვერდით მჭირდება და არა მაშინ, როცა მას ამის შესაძლებლობა ექნება.
_ გვანცა  ძალიან გთხოვ.. თვალებში მიყურე, შენს გაშვებას არ ვაპირებ გესმის! გვანცა შემომხედე, შენ გელაპარაკები..
_ დევიდ დავიღალე.
_ სიყვარულმა დაღლა არ იცის. მართალი ხარ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ურთიერთობის შენარჩუნება არ შეუძლია, მაგრამ გპირდები ამასაც მოვაგვარებ. მოიცადე, სად მიდიხარ?
_ ამ საღამოს ჩემებთან წავალ რამოდენიმე დღეში გამოვივლი და ჩემს ნივთებსაც წავიღებ.
_ მისმინე ეს ყველაფერი დროებითია და მალე გაივლის.
_ ხელი გამიშვი.
_ არ შემიძლია...
_ მე კიდევ არ შემიძლია ვიყო იმ მამაკაცის გვერდით, ვისაც პირობის შესრულება არ შეუძლია.
_ ეს დღეც დადგება. გესმის?! მოვა ამის დროც!!!
**
  ვყვირი, მოვთქვამ მაგრამ აქ არც ვინმეა რომ შემიწყალოს ან გამაჩუმოს და მითხრას. ,,საკმარისია, ნუ ყვირი!“  ხელში დასამშვიდებლად ისევ ღვინით სავსე ჭიქა ავიღე. ვიფიქრე ისევ არკოჰოლთან ერთად  დავივიწყო ჩემი საქციელი. საყვარელი ქალი თურმე ასეთი ყოფილა. შენს თითოეულ ნაბიჯს იქამდე ხვდება სანამ გადადგავ. საფთხეს, საშიშროებას დროზე ადრე ხვდება. თურმე საყვარელ ქალს შეუძლია ჩემს გონებაში, რაც შეიძლება ღრმად შეაღწიოს და მერე ის ისაუბროს რის თქმასაც მე ვაპირებდი. გვანცამ დროზე ადრე მიშველა და ჩემი გასაკეთებელი სქმე მან გააკეთა. არ ვიცოდი მაშინ ის გამიხარდა თუ მეწყინა, მაგრამ ვერ ავიტანე ის, რომ ხელში გასაღები გამომიწოდა და უკან მოუხედავად კოცნის, ამბორის გარეშე წავიდა. ალბათ ამაზე იქამდე არ მიფიქრია. არ მეგონა, რომ საყვარელი ქარი იმედგაცრუების, მიტოვების შემდეგ ისეთივე ცივი ხდება როგორც დეკემბერში ყინული. მიყურებდა და მის მზერაში წყენას, სიძულვილს და სიყვარულს ერთდროულად ვხედავდი. ერთადერთი, რაც მაშინ ყველაზე მეტად მინდოდა იყო ის, რომ მკლავში მჭირდოდ ჩამევლო ხელი შემომებრუნებინა და გულთან მიმეკრო, მეთქვა: ,,დარჩი და ერთად გადავლახოთ ყველა ის წინაღობა, რაც წინ დაგვხვდება“. თუმცა ვერასდროს დავუშვებდი ამას. იმ დროს გვანცა ჩემს გვერდით ისეთივე დაუცველი იქნებოდა, როგორც ჩვილი ბავშვი დედისგან მიტოვებული. ვერ ვაცნობიერებდი საკუთარ თავში თუ რას ჩავდიოდი იმ დროს მე. ერთადერთი, რაც დავინახე ჩემს ხელებზე ეს სისხლი იყო. ვერც მივხვდი ეს როდის მოხდა თვალები როცა გავახილე გარშემო ყველაფერი დამტვრეული იყო. ვერ გადარჩები, ვერ ისუნთქებ საყვარელი ქალის გარეშე. მის სხეულთან ახლოს ისე გინდა ყოფნა, როგორ უდაბნოში დაკარგულს წყალი. ყელი, რომ გიშრება და თან რომ გრძნობ ეს დასასრულია. რა იქნება ამის შემდეგ, როცა გვანცას ვეღარ ვნახავ ჩემს მაისურში, ვეღარ დავინახავ ნივთებს სახლში, სადაც ყველაფრის თავიდან დავიწყეთ. სახლის კარის შეღება ისევე მიმძიმდა, როგორც მშობლების სასაფლაოზე წასვლა ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ბოლო მომენტამდე მჯეროდა, რომ გამოჩნდებოდა გვანცა, თავისივე არანორმარული ხმით და ბედნიერი ღიმილით მეტყოდა. ,,ასეთი მარტივი არ არის ჩემი თავიდან მოშორება“. ვუყურებ კედელს და მახსენდება სიტყვები: ,,შეხედე დევიდ, გაზაფხული შენთვის დავხატე“. ცრემლები მოდის თავისით, ოღონდ ვერ ვხვდებოდი ეს როგორ. ვეხები, და ვეფერება ყველა მის ნივთს და თან ყურში ჩამესმის მისი ხმამაღალი საუბარი ,, ეს კიდევ არაფერია, მალე შვილები გვეყოლება... ჯერ ერთი მინდა, არა რატომ ერთი? იყოს ორო, ორი შვილი გვყავდეს ერთი შენ დაგემსგავსოს და მეორე მე... არა, ორივე თუ შენ დაგემსგავსება ოღონდ შენი წარსული არ გაიზიარონ და სხვას ყველაფერს ავიტან“.. ის ღამე როგორ გავათენე არაფერი არ მახსოვს. დილით დეტექტივის ზარმა გამაღვიძა სასწრაფოდ თავისთან მიბარებს. მეც ავდექი მოვწესრიგდი და დეტექტივთან მივედი.
**
_ დეტექტივო, ასე ნუ მიყურებთ. გუშინ ცუდი დღე მქონდა.
_ მაგას ვხედავ, მაგრამ არ მეტყვი რა მოხდა?
_ სხვა დროს იყოს. ახლა შენ  მითხარი: ასეთი სასწრაფო რა იყო?
_ ვიპოვეთ ქალი, რომელიც სავარაუდოდ მათი გუნდის ერთ-ერთი წევრია. ის, დღეს ბიზმესმენებისთვის მიძღვნილ დაჯილდოებას დაესწრება.
_ ეს ის ქალის ხო რამოდენიმეჯერ ინფორმაცია პოლიციას, რომ გადასცა?
_ ხო ეგ არის და სავარაუდოდ არ ეთანხმება მათ მიერ შედგენილ კანონებს. ვფიქრობ დაგვეხმარება, მაგრამ ასე პირდაპირ ვერ მივალთ მასთან შეიძლება შეეშინდეს და მერე უფრო გაგვიჭირდება მისგან ინფორმაციის მიღება.
_ რა გეგმა გაქვს?
_ დღეს შენ და ალი წახვალთ წვეულებაზე. გამოელაპარაკები, სასმელში წამალს ჩაუყრი, დაეძინება და შემდეგ იცი, როგორც უნდა მოიქცე.
_ მე არ მაქვს პრობლემა.
_ და მე არაფერს მოუბნებით?
_ მოდი ალი, ახლა სწორედ შენზე ვსაუბრობდით. მიდით, მოემზადეთ ბევრი დრო არ გვაქვს. კოსტუმები პირველ სართულზეა.
_ მოიცადეთ არ მეტყვით რა ხდება?
_ დავალება ძალიან მარტივია: მივდივართ წვეულებაზე, ვაძინებთ ქალს და შემდეგ აქ მოგვყავს.
_ დევიდ ეგ შენთვისაა მარტივი.
  არა რა, სმოკინგში საკუთარი თავი კიდევ უფრო მომეწონა. ამ საღამოს ყველაზე მთავარი იარაღი მე უნდა ვიყო. სწორედ ამიტომ გამოვიყურები ასე მიმზიდველად. თეთრი პერანს, ნაცრისფერი კოსტუმი კიდევ უფრო მოუხდა, რამოდენიმე ღილი გულ მკერდამდე შევიხსენი ამან კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულება შემძინა. ყავისფერი საათი და რამოდენიმე ბეჭედიც ხელზე გავიკეთე. ვსიო მზად ვიყავი. ის იყო და სურათის გადაღებას ვიწყებდი ოთახში ბუზღუნით ალი შემოდის.
_ არა რა ვერ ვხვდები მე რატომ უნდა ვიყო მიმტანი და ის ქალი შენ რატომ უნდა დაკერო?
_ საქმეს ასე სჭირდება მეგობარო. მოიწიე, სამახსოვრო სურათი გადავიღოთ.
_ ბიჭებო მზად ხართ? ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც შევთანხმდით.
_ დეტექტივო, არამგონია ეს ოპერაცია ჩვენთვის მომგებიანი იყოს. ისედაც გასაგებია, რომ ზურა ცოცხალია.
_ ალი რადგან საფლავი ცარიელია არ ნიშნავს იმას, რომ ზურა ცოცხალია.
_ დევიდ ვატყობ სიკვდილის მერეც არ გაქვს ზურაზე კარგი წარმოდგენა.
_ ეგ საიდან მოიტანე?
_ აბა რა გაახურე ტვინი!!! ერთ ადგილს ტკეპნით. საქმეს წინ წაყვანის ნაცვლად ჩამაცვით ეს ტანსაცმელი და რაღაც წვეულებაზე მივდივართ. არ მესმის ეს ყველაფერი რა საჭიროა?
_ ალი ესაც ერთგვაროვნად საქმის ნაწილია და თუ საქმეში ხარ მეტი მოთმინება გმართებს.
_ ძალიან გთხოვ ისე ნუ მელაპარაკები როგორც სტუდენტს. მე წავედი, მანქანაში დაგელოდები.
_ მოიცადე გალსტუხი თუ ჰალსტუხი შეისწორე იქ მაღალ საზოგადოებაში მოგიწევს ტრიალი.
_ გაიარე!!!
**
  აქ არავის არ განვასახიერებ. ვარ ის, რაც სინამდვილეში. მე მოვედი წვეულებაზე, როგორც ლექტორი. აი ალი კი არის მიმტანი, რომელიც ქალბატონს სასმელს მოუტანს, რომელშიც ძილის წამალი იქნება გარეული. მე კი იქამდე გავიყვან ქალს შენობიდან სანამ გაითიშება. შენობაში თავაწეულმა და თავდაჯერებულმა შევაბიჯე. მივესალმე რამოდენიმე ჩემ კოლეგას და თან თვალით ვათვარიელებ ქალს, რომელიც ამ საღამოს ჩემი სამიზნე უნდა გახდეს. ამჯერად იარაღად ჩემს გამოხედვას გამოვიყენებ. ,,შავი კაბით, შენგან ხემარცხნივ რამოდენიმე მამაკაცთან ერთად დგას“. ყურში ჩემი დამხმარის ხმა იყო. ოპაა, აი მესმი ქალი. ,,დეტექტივო მეშინია ამ საღამოს პირიქით მე არ აღმოვჩნდე მიძინებული“. პირი მიკროფონთან მივიტანე და ხმადაბლა დეტექტივს ვესაუბრები. ქალი პანტერა.. არ გეგონოთ ვაზვიადებ ახლა გეტყვით ზუსტად როგორი იყო. ეცვა შავი კაბა, თმა ქერა და  მოკლედ შეჭრილი. ყურთან ტატუ ჰქონდა გაგეთებული და სავარაუდოდ შიშველი ქალის სხეულის ზედა ტანი ჰქონდა დახატული. სიმაღლე ზუსტად ჩემსას უდრიდა, თანაც ეტყობოდა, რომ სპორტს დიდ დროს უთმობს. ,,ამას ალბათ შერეული ორთაბძოლები ეცოდინება“.. რა სისულელეებს ფიქრობ დევიდ? მიდი მიხედე საქმეს. ჯერ ქალის გვერდით მდგომ რამოდენიმე ბიზმესმენებს მივესალმე, რომ ამით მეტი ყურადღება მიმეპყრო. ,,დევიდ მიხარია, რომ შენისთანა პროფესიონალიზმს ამ დაჯილდოებაზე ვხედავ“. რათქმაუნდა, ბიზმესმენის ამ სიტყვებმა ქალის ყურადღება მივიქციე. ჯერ თვალით დაბლიდან მაღლა ამათვარიელა და შემდეგ ჩემთან მოახლოება სცადა.
**
_ არ ვიცოდი ჩვენს უნივერსიტეტს ასეთი წარმატებული ლექტორი თუ ჰყავდა.
_ ეს ალბათ იმიტომ რომ ყველაზე გემრიელი დესერტი მაგიდაზე მხოლოდ ერთხელ მოდის.
_ ვატყობ საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს.
_ არა როგორ გეკადრებათ ეს თქვენ ხართ ჩემთვის გემრიელი დესერტი.
_ ,,მონიკა“ ჩემს სახელს ოთხი ძირითადი მნიშვნელობა აქვს და ესენია: თანამედროვე, აქტიური, კომპეტენტუტი და მეგობრული.
_ გამოდის, რომ შენი არ უნდა მეშინოდეს.
_ რატომ?
_ ყველა ის თვისება გაქვს, რაც მე.
_ თქვენის ნებართვით დანარჩენ სტუმრებსაც მივესალმები.
_ რათქმაუნდა.
_ რა ჯანდაბა მოხდა? რატომ წავიდა?
_ ალი ეს საქმე ასე მარტივად არ ხდება. დარჩი შენს პოზიციაზე და სანამ არ გეტყვი ჩემთან არ მოხვიდე.
_ დევიდ აქედან გავიდეთ და მერე მე ვიცი.
  ამას აქ რა უნდა? არა, არა ოღონდ ეს არა. ის კაცი ვინ არის გვანცას წელზე ხელს, რომ ხვევს. ახლა მე ამას... ,,დევიდ შეჩერდი! არ გაქვს უფლება საქმე გააფუჭო“. ჯერ კარგა ხანს ვცდილობდი გვანცას ავრიდებოდი, მაგრამ მაინც შევეფეთე.
_ გვანცა?!
_ დევიდ აქ რას აკეთებ? მოიცადე, არ გინდა, არ მიპასუხო მე თვითონ გამოვიცნობ ოპერაციაზე ხარ.
_ ხო და ახლა აქედან უნდა წახვიდე.
_ ნუ ღელავ, მონიკას დაკერვაში ხელს არ შეგიშლი.
_ ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია.
_ დევიდ გამატარე, მელოდებიან.
_ მოიცადე, მიპასუხე ვინ არის ის კაცი, შენს გვერდით?
_ აი, ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის.
_ გვანცა!
_ რა გინდა, რა გაყვირება?
_ გვანცა ის კაცი კიდევ ერთხელს შეეხება შენს წელს გპირდები ხელებს მოვამტვრევ.
_ მაგას მე გადავწყვეტ.
_ გვანხა ხო იცი მეორედ უკვე მოქმედებაზე გადავდივარ.
_ ჯანდაბა! ვინ არ ის ქალი? ჩემზე ლამაზია? ჩემზე დიდი ტრაკი აქვს ხო?
_ აი, ასეთი გვანცა უკვე ძალიან მომწონს. მოკიდე შენს დაქალებს ხელი და აქედან წადი. სახლში ადი და მეც მალე მოვალ. უნდა ვისაუბროთ.
_ მპირდები?
_ გპირდები.
_ არა, წავალ იმ ქალს თმაბიდან ვითრევ.
_ გვანცა!
_ კარგი ხო მივდივარ.
**
  ამოვისუნთქე გვანცა დარბაზში აღარ არის და უკვე  თამამად შემიძლია საქმე ბოლომდე მივიყვანო. დაჯილდოვება დასრულდა, ამჯერად მონიკას მაგიდასთან მე მივდივარ. ,,ალი მოდი იმ მაგიდაზე და მოიქეცი, როგორც შევთანხმდით“. ალი ბედნიერია, ამ საქმეს შეასრულებს და შენობას დატოვებს.
_ როგორც ჩანს ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
_ არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები, აქაც აუცილებლობის გამო მოვედი.
_ სასმელზე დამეწვევით?
_ კი რათქმაუნდა. არ მეტყვი სახელი  ასეთ მოკლე დროში, როგორ გაითქვი? ამას იმიტომ გეკითხები, რომ კოლეგებმა შენზე მითხრეს რამოდენიმე თვე არც დასჭირდა იმის დასადგენა, რომ თქვენი მაქსიმუმი გამოგევლინათ.
_ გრძელი ისტორია და თუ დროს დამთავთ ამავე შენობის ბოლო სართულზე ვერანდაა, წავიდეთ და მშვიდად ვისაუბროთ.
_ კარგი აზრია, თანაც კარგი მოსაუბრე ჩანხარ.
**
  სიმართლე გითხრათ ამის შემდეგ რა მოხდა არ მახსოვს. თვალი გავახილე თუ არა სრულიას სხვა სახლში და სხვა გარემოში გავიღვიძე. ტანზე სრულიად სიშველი ვარ. ,,რათქმაუნდა იმ სულელ ალის ჭიქა შეეშალა და დამაძინებელი წამალი ჩემს ჭიქაში ჩაყარა. ახლა მონიკას სახლში ვარ, მაგრამ სიშველი რატომ ვარ?!“ ეს ჩემი ფიქრები ისეთი ხმამაღლა წარმოვთქვი/ ოთახიდან მონიკა გამოვიდა, მასაც ჩემი პერანგი ეცვა. ნერწყვი ყელში რა შეიძლება მძიმედ გადავყლაპე. ვიყურები გარშემო, მაგრამ ვერცერთ ჩემს ნივთს ვერ ვხედავ. არც შარვალი, პერანგს კი ვხედავ სადაცაა, მაგრამ აი ტელეფონი სადა არის არ ვიცი. ვაი თავო უბედურო, რადროს ტელეფონია გვანცას დავპირდი, რომ ამ საღამოს სახლში ადრე მივიდოდი. სულელი ალის გამო კი აი სად ვარ. ახლა როგორ გინდა ერთდროულად ჯელტმენის და დაბნეული კაცის როლი შეასრულო. შენ ისიც კი არ იცი იყო თუ არა ჩვენს შორის რამე. ახლა როდორ გინდა ადგე და კითხო ქალს ეს, ვისაც შენი პერანგი აცვია. მონიკა ყავას სანამ საწოლში მომიტანდა თეთრეული ჩემ ტანს გადავხადე. ,,ყოჩაღ დევიდ, რაც ყველაზე მთავარია ადგილზეა“.
**
_ იმდენ ხანს გეძინა მეგონა არასდროს გაიღვიძებდი.
_ რომელი საათია?
_ ღამის 3_ია.
_ რამდენი საათი მეძინა.
_ მთელი 8_საათი.
_ სწორედ გამიგე ასეთ იდიოტურ სიტუაციაში პირველად ვარ.
_ ასე ხდება, როცა თაგვი თავისივე დაგებულ ხაფანგში ხვდება. ნუ ღელავ ჩვენს შორის არაფერი ყოფილა უბრალოდ შენი სხეული კარგად შევისწავლე. ეს პერანგიც იმიტომ ჩავიცვი, რომ შენც ჩემი საყვარელ სუნამოს იყენებ.
_ სად არის ჩემი ნივთები?
_ არამგონია აქედან გასვლა კარგი აზრი იყოს.
_ ამ მდომარეობაზე კარგი მაინც უნდა იყოს.
_ უბრალოდ, შემთხვევით Instagram_ზე ჩვენი საერთო ფოტო ავტვირთე და როგორც ჩანს ერთი პატარა გოგო შენზე ძალიან არის შეყვარებული.
_ გამოდის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგეთ.
_ უფრო მეტი.
_ მეტი?
_ სწორედ ამ წუთიდან,  ჩემი თავიდან მოშორება შეუძლებელი გახდება.
_ მონიკა გაიწიე, უბრალოდ არ მინდა ხელით შეგეხო...
_ მგონი კარგი ილეთი იყო ხო?
_ ამის შემდეგ ეს უფრო მოუხდებოდა!
_ მაგარო ბიჭოვ, ჩემთან ჩხუბს ეგრე აპირებ?
_ არა უბრალოდ ჩემი პერანგს დაბრუნება მინდოდა.
**
  ესაც ალისთან ერთად ერთად ჩატარებული პირველი და უკანასკნელი ოპერაცია. შვებით ამოვისუნთქე, რომ ჩვენს შორის არაფერი იყო და ეს უკვე იქიდან დავადგინე, როცა მითხრა, რომ 8_საათი მეძინა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როგორ უნდა ავუხსნა გვანცას რას ვაკეთებდი მონიკასთან სახლში, თანაც სიშველი. არა ვეტყოდი, რომ ქალი მანიაკია და ჩემი სხეული შეისწავლა მარტო იმიტომ, რომ მტკივნეული ადგილები დაეზეპირებინა. დარტყმა ყოველთვის მწარეა ნაგრძობ ხელში და იმ ხელში თუ ერთხელ მაინც მოტეხილი გქონდა. აი, სწორედ ეს გაითვალისწინა შეშლილმა ქალმა. ახლა სახლში წასვლას მტერს არ ვუსურვებ. პირველ რიგში შევხვდი ჯერ  დეტექტივს, ვუამბე იმ დეტალების შესახებ, რაც მის სახლში ვნახე. ის ფაქტი რაც მოხდა ერთ მხრივ კარგიცაა და ცუდიც. კარგია იმით, რომ მის სახლში ბევრს საინტერესო რამეს წავაწყდი და ცუდია იმისთვის, რომ მალე გვანცასთვის  მომიწევს რაღაცეების ახსნა. დილის 5_საათი იყო უკვე თითქმის თავზე დამათენდა. იმედი მქონდა გვანცას ეძინა ან საერთოდ სახლში არ დამხვდებოდა, მაგრამ უარესი. გვანცა ის სურათი ნახა თუ არა გათენებას არ დაელოდა და სახლი დაცლა მანამდე დაიწყო.
**
_ ეი, ეი რას აკეთებ?!
_ არ შემეხო!
_ გოგო გააფრინე? ამ დილაადრიანად სახლის დაცლა ვის გაუგია?
_ მაგას მე მეუბნები? დამპირდი, რო საღამოს სახლში მოხვიდოდი. მთელი ღამე, საწოლში მონიკასთან ერთად გაატარე და საერთოდ არ უფლებით მოდიხარ და მიკითხავ მორალს? დევიდ გაიწიე,  გული მერევა შენზე.
_ მე მაშინ არ ამრევია გული შენზე, როცა ჩემი სიკვდილიდან ორ კვირაში ზურას ჩაუწექი საწოლში. ახლა რა მოხდა, რა შეიცვალა?
_ მეზიზღები!
_ მიდიხარ?
_ კი დევიდ, შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ მივდივარ!!!

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები