ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2020


თოვლია.. ამასაც თავისი აზრი აქვს

თოვლია..
ამასაც თავისი აზრი აქვს,
მოდი და ძლიერად ჩამჭიდე ხელები,
წვიმაა..
სიგიჟის ვასრულებთ პარტიას,
და სახლში ვბრუნდებით მთლიანად სველები.

ქარია..
ოთახში ვთამაშობთ პასეანსს,
ვშრებით და პლედების გვახურავს ფენები,
ორნი ვართ..
თუმცაღა ოთახი სავსეა,
მე და შენ მხოლოდ და თამაშის წევრები.

თენდება..
მზისა და სხივების მარშია,
შენდამი სიყვარულს უცეცხლავს კერები,
წავიდეთ..
სიგიჟის ოცნება მთაშია,
ვიცხოვროთ უწინ რომ ცხოვრებდნენ ბერები.

იქიდან..
მოვისვრით სიცივის მანტიას
ვნების და ალერსის მაჩუქე ფერები,
ფანჯრიდან..
შევხვდებით ჩვენს პირველ განთიადს,
და ბოლო სიზმრამდე გაცილებ ფერებით.

იძინებ..
მაგონებ გაზაფხულს მარტიანს,
გაღვიძებ კოცნით და კოცნითვე გელევი,
ფხიზლად ვარ..
მოვუსმენ მოცარტს სებასტიანს,
და პირველ ღამემდე გრძნობებს მოვერევი.

მგონია..
ბავშვობის ოცნება ასრულდა,
მომავლის ფიქრის და ბაბუაწვერების,
და თურმე..
მეძინა, სიზმარი დასრულდა,
სიზმარი ოფლის და სიზმარი ხველების.

ვიღვიძებ..
ვეწევი მძიმე ნაფაზიანს,
თოვლია..
ან ალბათ მერევა ფერები,
მარტო ვარ..
ინგლისურს ვთამაშობ პასეანსს,
ვყვირივარ..
მოდი და ჩამჭიდე ხელები.

15.02.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები