ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2020


ავტო რბოლა თავი 26

თავი 26
მოტო რბოლა
  ამბობენ, რომ სიყვარული ბევრ დაბრკოლებებს უძლებს.  ყვირი, ტირი, გენატრება სიკვდილამდე გენატრება!! მაგრამ ვერაფერს შველი. უნდა წავიდეს კიდეც შენგან, რომ მის სიშორემ კიდევ უფრო დაგარწმუნოს თუ რაოდენ ძლიერია შენი მისდამი გრძნობა. გვანცას გამოხედვამ შემაშინა. მიდიოდა და მის თვალებში უკანასკნელ გამოხედვას ვხედავდი. მისი სახე, ჩამწვარ ლამპარს მოგაგონებდათ. სანამ მთელია გრძნობა იქამდე გიხარია სიცოცხლე. საკმარისია სიყვარულს ერთი ბზარი გაუჩნდეს ის ეგრევე ნგრევას იწყებს. ის დილა იყო და ქალღმერთს სამუდამოდ დავემშვიდობე. სწორედ იმ დროს არ უნდა შეეახსენო ქალს, რომ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყავი. საკმარისია დაგთმოს ქალმა ის ეგრევე შენს შემცვლელს იპოვის. თავს მყარად დაიჭერს და დაგარწმუნებს, რომ უშენოდ ცხოვრებაც გამოსდის. ივლის ბარში, მეგობრებთან ერთად დალევს არკოჰოლს. დაარწმუნებს ყველას, რომ დალევა ყველაზე მეტად გამოსდის და შედეგ კაცზე დაიწყებს ბოდვას, რომელმაც სიყვარულში დაარწმუნა. სახლში მისული გამოაღებს კარადაც, ამოიღებს ყუთიდან დიდი ხნის შენახულს მაისურს, რომელსაც ისევ სიყვარულის სუნი სდის. მოეფერება ნაზად და ალბათ ასეც ჩააეძინება გამთენიამდე. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ყველაზე მთავარი მეორე დილას იწყება. თვალებს გაახელს თუ არა ქალი მაისურს ხელიდან აგდებს. ,,ეს აქ საიდან გაჩნდა?!“.. ორიოდე წუთით გაფართოებული თვალებით დააკვირდება  მაისურს და შემდეგ ისევ ფერებას დაუწყებს. ძნელია მოატყუო საკუთარი თავი მაშინ, როცა კაცზე სიგიჟემდე ხარ შეყვარებული. ,,საკმარისია!! ასე ჯდომას აღარ ვაპირებ. არავის ეგონოს, რომ მე მოქმედება არ შემიძლია“.. ქალი ყველაზე საშიში მაშინ ხდება, როდესაც საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფთხე ჩნდება. მოიცა გავიხსენო.. როგორ იყო? ხო გამახსენდა.. იმ დღეს ზუსტად ისე ეცვა, როგორც მე პირველად ოპერაციაზე წასვლის წინ. მახსოვს მაშინ ვლადი შემოვიდა ჩემს ოთახში და იძულებით გამახდევინა კლასიკური ფეხსაცმელები. სწორედ ასე დაემართა გვანცას. ეჭვიანობამ იმდენად გააგიჟა მაღალქუსლიანები ჩაიცვა და თქვა: _ ასე მონიკას უფრო გავუსწორდები.
**
_ ეს რა არის გვანცა? ესე მალე ავღნიშნავთ დევიდთთან დაშორებას?
_ მონიკას უნდა შევხვდე..
_ გოგო სულ გააფრინე? თავმოყვარეობას სულ მთლად ნუ გათელავ ფეხქვეშ, დარჩი სახლში და გაიხადე ეგ ქუსლები თუ ღმერთი გწამს.
_ ლიზა გამატარე, ვეტყვი რისი თქმაც მინდა და ჩამოვშორდები.
_ რა ხდება, დილიდან რა ხმაურია ჩემს სახლში?
_ ალი გუშინ დევიდმა მონიკასთან მიღალატაააა...
_ მოიცადე გვანცა რა გატირებს?
_ ალი შენ თვითონ რა გაცინებს?
_ არაა გოგოებო, საქმე მთლად მასეც არაა. აუ ჩემი კაი.. დევიდი ახლა ნამდვილად მომკლავს.
_ ალი დევიდმა რატო უნდა მოგკლადს? შენც გახვეული ხარ არა ამ საქმეში?!
_ ჩემო ძვირფასო ცოლო, საქმე ეგრე მარტივადაც არ არის. გვანცა დაამშვიდე და უთხარი, რომ იმ ქალთან არაფერი არ ჰქონია.
_ აბა რა ქონდა?!
_ არ ვიცი ლიზა მაგას მერე გავარკვევ, რო მომხვდება.
_ და რატო უნდა მოგხვდეს? რა ჩაიდინე?
_ აუ ლიზა რამდენ შეკითხვას სვამ? მიდი ახლა შენ დაქალი დაამშვიდე. მე საღამოს დავბრუნდები.
**
  წვიმიან ამინდს ვერ დავაბრალებდი მის ჩაცმულობას. როგორც თვითონ აღწერს ეცვა შავი ტყავის შარვალი, თეთრი ზედა და შავი მოსაცმელი. უი, ხო მომკლავს სათვალე, რომ არ დავწერო.  ზუსტად იცოდა მონიკა გადაღებებზე სად მიდიოდა და გვანცა შესასვლელში დახვდა. თავდაპირველად, ჯერ შორიდან წამოუყვირა, შემდეგ კი ახლოს მივიდა და წინ ჩამოუდგა.
_ შენ ალბათ მონიკა ხარ..
_ ძალიან გთხოვთ, ახლა ინტერვიუს თავი ნამდვილად არ მაქვს.
_ ახლა ალბათ ჯერ ფოტოსესიაზე ყალბ ღიმილს დაიჭერ, მოაჩვენებ ხალხს თავს, რომ ძალიან ბედნიერი ხარ, საღამოს ცოლიან კაცს ჩაუწვები საწოლში და როცა სახლში დაბრუნდები აღმოაჩენ, რომ სრულიად მარტოსული და უბედური ქალი ხარ.
_ ჟულნალისტები ცნობისმოყვარეები, რომ იყავით ვიცოდი, მაგრამ გაუზრდელები არა..
_ ერთი კარგად შემომხედე, ნემსებით აწყობილო ქალო!
_ გზიდან ჩამომეცალეთ, თორე პოლიციას გამოვუძახებ.
_ ყველაფერი ხო ყალბია შენს გარშემო და ბარემ ყალბი დაცვაც აგეყვანა. ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.
_ ვინ ხარ და რა გინდა ჩენგან?
_ ბინძურ თამაშს თავი დაანებე. იყავი იქ, სადაც შენი ადგილია. ამ ყველაფერს თუ შესაბამისად არ შეასრულებ მაშინ ჩემი გაცნობა კარგად მოგიწევს...
  მონიკა კარგა ხანს უყურებდა ქალს, რომელიც თავიდან ჟურნალისტი ეგონა მერე ცოტა არ იყოს შეეშინდა კიდეც, რადგან ვერ იტანს, როცა ვინმე მის სუსტ წერტილს ეხება. დაბნეულმა თავის სტილისტს თმის შესწორება სთხოვა, ძალიან მალე გადაღებებიც დაიყო. მონიკა მოდელი, მსახიობი და კარგი მამიკოს შვილია. ქალაქში მას ყველა ასე იცნობს. მამამისზე ქალაქში ასე ამბობენ: ,,კაცმა ფული ქურდობით იშოვა“.  ეს მითქმა მოთქმა წლებია გრძელდება. მონიკას კიდევ მასზე პატარა და ნუკი ჰყავს. ის სტუდენტია და არასდროს დადის მაღალ საზოგადოებაში მაშინ, როცა მთელი ოჯახი წვეულებაზეა ის სახლშია და იცდის. არასდროს ჩნდება ტელევიზიებში და ინტერვიუს აღებაზეს უარს ამბობს. აი სად გამოიყენა გვანცამ თავისი პროფესია. უნივერსიტეტიდან გამოსულ ნუკის აედევნა და გამოლაპარაკება სცადა.

_ შეგიძლია ცოტახნით ყავა გამომართოთ...
_ დიახ, რათქმაუნდა..
_ მაპატიე, ალბათ მოგაცდინე. ნახევარ საათში შეხვედრა მაქვს მე კიდევ თემა მზად არ მაქვს.
_ არ არის პრობლემა.. შემდეგი ლექცია ერთ საათში მეწყება.
_ ძალიან კარგი.. მაშინ თუ ერთი საათი დრო გაქვს იქნებ ნახევარი საათი ვისაუბროთ.
_ ჟურნალისტი ხარ?
_ კი, მაგრამ...
_ ჯობდა პირდაპირ გეკითხათ, რაც გაინტერესებთ, არ იყო საჭირო ამდენი თვალთმაქცობა.
_ არა რა თვალთმაქცობა..
_ გისმენთ, მკითხეთ რა გაინტერესებთ.
_ მოდი ჯერ შევთანხმდეთ, რომ შენთან საუბარს არ ვიწერ და არც ინტერვიუს გაკეთებას არ ვაპირებ.
_ გისმენთ..
_ მესმის ძალიან რთულია, მაგრამ შეგიძლია დედის გარდაცვალება გაიხსენო? რა მოხდა იმ დღეს?
_ დედაჩემი რო გარდაიცვალა ექვსი წლის ვიყავი და შესაბამისად არაფრის გახსენება არ შემიძლია.
_ სულ ცოტა რამ, უმნიშვნელოც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს.
_ ერთადერთი რაც დღემდე მახსოვს არის მშობლების ჩხუბი. ეს გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღის წინ მოხდა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბრილიანტები ახსენა მამაჩემმა. გამახსენდა!! მოპარულ ბრიანტებზე ჩხუბობდნენ.
_ შემდეგ რა მოხდა?
_ მამამ დედას ხელი დაარტყა, ამ ხმაზე მზარეულმა დედა კაბინეტიდან გამოიყვანა.
_ შენ ამბობ, რომ ამ ჩხუბის შემდეგ რამოდენიმე დღეში დედა გარდაიცვალა.
_ დიახ, დედაჩემი მოკლეს.
_ შეგიძლია კიდევ ერთ შეკითხვაზე მიპასუხო?
_ დიახ..
_ დასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
_ ცუდი, ძალიან ცუდი. მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა, ნახევარ ძმა მყავს. მასთან უფრო კარგი ურთიერთობა მაქვს ვიდრე მონიკასთან. დედას გარდაცვალების შემდეგ ძალიან მკაცრად მზრდიდა. მზღუდავდა ყველანაირად, სწორედ ამის გამო წამოვედი სახლიდან და ახლა ნახევარ ძმასთან ერთად ვცხოვრობ.
_ ბედნიერი ხარ?
_ ეს შეკითხვა, რამოდენიმე თვის უკან რომ დაგესვა გიპასუხებდი: არა ბედნიერი არ ვარ, მაგრამ ახლა გიპასუხებ: დიახ, ბედნიერი ვარ.
_ გვანცა, ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. ნებისმიერ დროს, როცა საუბარი მოგინდება დამირეკე. ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ ჟურნალისტი ვარ. უბრალოდ ჩათვალე, რომ ადამიანი ვარ, ვინც უბრალოდ მოგისმენს.
_ მადლობა, ახლა უნდა წავიდე.
_ნუკი!
_ გისმენთ.
_ წარმატებები!
**
  ხანდახან ყველაზე მარტივი რთული გგონია ან პირიქით. ყველას და მეც მეგონა, რომ გვანცას ნუკის მონიკას ჩაცმულობაზე, საყვარლებზე და აქსესუარებზე კითხავდა, მაგრამ ხომ ხედავთ? ამან ეგრევე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. საინტერესო იყო გვანცას ეს ყველაფერი რაში შჭირდებოდა თუ არა ინტერვიუსთვის. იმ დღეს ოფისის შემდეგაც არ წასულა სახლში და კიდევ ერთი შეხვედრა ბარში რესპოდენტთან ჰქონდა. თავიდან ასე მეგნა, სანამ ისევ შემთხვევით არ შემეფეთებოდა ის უღმერთო. იმ ღამეს მე და იაკობმა ფეხბურთის საყურებლად ბარში შევიარეთ.  იმ ბარში იშვიათად თუ ვინმე მოვა. რამდენჯერაც არ უნდა შეხვიდე რამოდენიმე კაცი ზის და ისინიც შეიძლება ნასვამები იყვნენ. სად შეიძლება აიღოს ინტერვიუ აზარტული ადამინისგან თუ არა ბარში. ეს შეიძლება ნორმარულ ადამიანს არ გაეკეთებინა, მაგრამ ეს ხო გვანცაა. ის, მზად არის ათობით მამაკაცის შუაში იჯდეს უსმინოს კაცების ყვირლის, უცენზურო სიტყვებს და თან რესპოდენტისგან აიღოს ინტერვიუ. უკვე მეორე ტაიმია დაწყებული. იაკობი კბილებით ღრნის ბილეთს აქამდე ყველაფერი კარგად მიდის ერთი გოლიც საკმარისია და თამაშს იგებს. სწორედ ამ მომენტში შემოდის ქალი ქუსლებით. უნდა გენახათ კაცების გაფართოებული თვალები. ასეთ ფუფუნებას აქაურები მიჩვეულები არ არიან. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ შემოიტანა სურნელი, რომელიც ნებისმიერი მამაკაცისთვის მაცდუნებელია. ო, როგორ გინდა შეიკავო თავი როცა ეს სურნელი გათრობს და ერთდროულად გაბნევს კიდეც. ქალღმერთი ჩვენს უკან მაგიდაზე დაჯდა. დაღლილმა ფეხები მოკეცა და სავარძელზე კოფორტულად დაჯდა. შეუკვეთა ლუდი და რესპოდენტსაც დაუწყო კითხვების დასმა.
**
_ ძალიან გთხოვთ, ბევრი დრო არ მაქვს ისედაც რთული დღე მქონდა. მოკლედ მიპასუხეთ კითხვებზე და წავალ.
_ გოგონი, მიდი ლუდი დალიე და მოდუნდი.
_ გოოოლ!!!
_ იაკობ ჩუმად, რა გაყვირებს?
_ ბიჭო მოვიგე, გესმმის? ცხოვრებაში პირველად მოვიგე რაღაც.
_ გილოცავ, მაგრამ აქ ქალია და ცოტა მორიდება გმართებს.
_ ქალი? აქ?
_ ხო ჩვენს უკანა მაგიდაზე ზის.
_ მეჩვენება თუ...
_ არა არ გეჩვენება, გვანცაა.
_ რა გაახურე ტვინი, დაწერე რასაც გეუბნები და დაახვიე აქედან.
_ რაა?! ახლა ამან რა თქვა?
_ დევიდ პრობლემები არ გვჭირდება.
_ ბიჭო არ იცი ქალს როგორ უნდა ელაპარაკო?
_ შენი რა საქმეა, ჩემი ხელქვეითია და რასაც მინდა იმას ვეტყვი.
_ კიდევ რამდენს ლაპარაკობ ბიჭო!
_ ბიზმესმენი ვარ, ხელს აწევ თუ არა დაგიჭერენ.
_ სულ ფეხებზე მკიდია ვინ ხარ. გამოდი ერთი გარეთ, ქალთან ლაპარაკს გასწავლი.
_ იაკობ ძალიან გთხოვ გააშველე. ასე შეიძლება მოკლას.
_ დაო მაპატიე, მაგრამ ახლა იმ ჩხუბში ჩემი მტერი შევიდეს.
**
  ჰა, ისევ ციხეში ვარ, მაგრამ აქ გაცილებით კარგი პირობებია. კაბინაში ვზივარ და თავისუფლებას ველოდები. იაკობმა მითხრა, რომ გვანცა გასასვლელშია და ჩემს გამოსვლას ელოდება. ის ღამე იქ მომიწია დარჩენა. მეორე დღეს კი ჩემი ადვოკატი მოვიდა მოაგვარა ყველაფერი. ის თავქარიანი ბიზმესმენი, რომელიც არკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ქალს აძალებდა ინტერვიუ იქიდან აეღო, სადაც თვითონ მოისურვებდა. იმ მომენტში ნამდვილად არ მაინტერესებდა ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ პასუხს მოვთხოვდი მას ასეთი ლაპარაკისთვის. ციხიდან გამოსვლისას ერთადერთი რაც მაწუხებდა მარჯვენა ხელი იყო. გვანცა უხმოდ, უსიტყვოდ ჩემს სახეს, იარებს აკვირდებოდა  და სანამ პოლიცია ჩემს წასაყვანაც მოვიდა თავიდან სახვევი მოიხსნა და ხელზე გადამიხვია. ვუყურებდით ერთმანეთს და თითქოს სათქმელიც გამოგველია, ვერაფერი ვუთხარით ერთმანეთს. შენობიდან გამოსულს გვანცა უკვე წასული დამხვდა, თუმცა დაცვამ მითხრა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ეზოში იყო და მე მელოდებოდა. ,,ჩემი გოგოა“.. ჩავილაპარაკე ჩუმად და მოსაწერიგებლად ბინაში ავედი.
**
_ მოდი, მე უკვე წასვლას ვაპირებდი.
_ არა, მოიცადე ვილაპარაკოთ.
_ დევიდ მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.
_ არა, გვაქვს..
_ ისიც საკმარისია, რაც გუშინ ჩაიდინე.
_ მოიცადე, შენ რა მე რამეში მადანაშაულებ?
_ კი დევიდ, შენი საქციელი ჩვეულებრივად ბავშურ საქციელს ჰგავდა.
_ ის კაცი ხეპრე იყო.
_ ის კაცი, ყველაზე ძვირადღირებული კლიანტი იყო ჩვენი ჟურნალის.
_ ფული გიღის მაგ ყველაფრად? რამდენი გინდა მითხარი  და მე მოგცემ . რედაქციაში აღარ იმუშავებ.
_ დევიდ დამთავრდა..
_ რა ?
_ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და არ გაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო.
_ სისულელებს ნუ ლაპარაკობ.. გაბრაზება გადაგივლის და მშვიდად საუბარს შევძლებთ.
_ არა, დევიდ აღარ გადამივლის..
**
  ახლა შეიძლება წახვედი ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ გაივლის დრო და მოგენატრები. ვიცი უჩემოდ ვეღარ გაძლებ და ისევ დაბრუნდები. ეჭვიანი ქალი ძნელი მოსარჯულებელი მაშინ ხდება, როცა სიბრაზე თანდათან აწუხებს. საკმარისია ის ერთხელ აფეთქდეს და მისი დამშვიდება უფროდაუფრო რთული ხდება. გვანცა სანამ კარიდან კიდევ ერთხელ გავიდოდა. მას ზურგიდან ამოვუდექი, ძალიან ახლოს მივუახლოვდი და ყურში ხმადაბლა ჩავრჩულე. ,,შეიძლება ახლა მიდიხარ, მაგრამ უჩემოდ დიდი ხანს ვერ გაძლებ“. სულ რამოდენიმე წამით მერგო ბედნიერება მისი თმის სურნელი კიდევ ერთხელ დამეზეპირებინა. ვგრძნობდი ჩემგან წასვლა არ უნდოდა, მაგრამ გაბრაზებული ქალი ხომ ყველაზე ჯიუტი ხდება. გვანცამ თავი კიდევ უფრო მჭირდოდ დაიჭირა და უკან მოუხედავად წავიდა. ესეც ასე, უკვე ვიცი გვანცას მთავარი იარაღი ჩემი სიახლოვეა. ეს ახლა თუ არა შემდეგში აუცილებლად გაამართლებს. სანამ სახლიდან გავიდოდი ზარს ალი რეკავს. კარი გავაღე თუ არა თავი ისე ეჭირა, როგორც უცვოდველ ბავშვს.
_ სად ხარ აქამდე? დეტექტივი უკვე 2 საათია გველოდება.
_ სად ვარ კი არა მოდი აქ შენ!
_ მოიცადე, სანამ დამარტყავ გეტყვი.. ძმობას გეფიცები, ის რაც ოპერაციაზე მოხდა შემთხვევითობა იყო.
_ შვილო!.. ბატივით ორი ფეხი რო გაბია. ორი ჭიქიდან, როგორ ვერ გაარჩიე წამალი რომელში ჩაყარე?
_ ჭიქა ჯერ მარჯვენა ხელში მეჭირა, შემდეგ ვიღაც დამეჯახა, ცოტაც დამექცა. არადა ზუსტად ვიცოდი, რომ წიქები სწორედ შევცვალე.
_ შეცვალე.. ჭიქები შეცვალე. მოდი აქ უნდა მოგკლა!
_ არ გინდა ძმაო! გპირდები გოგებთან მე მოვაგვარებ. ისადა მართლა იწექი იმ ქალთან?
_ შენს გამო ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
_ ეგეთი რა მოხდა?
_ სრულიად სიშველმა გავიღვიძე. ის ქალი იმდონეზე შეშლილია, რომ ჩემი იარები შეისწავლა.
_ ღადაობ?
_ შეწყვიტე სიცილი თორე გაგასამარებ!
_ ხელზე რაღა გჭირს?
_ წუხელ ციხეში ვიჯექი.
_ არა ძმაო რა.. შენზეა ეს ანდაზა დაწერილი: ,, სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“.
**
  იმ დღემ დეტექტივთან საუბარში არც ისე მშვიდად ჩაიარა. ,,მე ყოველდღე ვცდილობ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ყველაფერი შენ კიდევ რას აკეთებ? დღითიდღე ახალ-ახალ თავგადასავალს ქმნი“.  იმდეგაცრუებულია, ჩემგან ასეთ საქციელს არ მოელოდებოდა, მაგრამ ქალი.. საყვარელი ქალია ზუსტად ჩემი სისუსტე. რაც უფრო ვუახლოვდები საფთხე იზრდება, ვშორდები და შიში მაინც ჩემში რჩება.იმ ღამეს წლების წინ მიტოვებული მოტოციკლი გარჟიდან გამოვიყვანე და ქალაქში გავისეირნე. შებინდებამდე ვუყურე მშვიდ ქალაქს. დავჯექი და დამაფიქრა ცხოვრებამ. იმ ყველაფერმა, რაც აქამდე გავიარე. იმ მომავალზეც ვიფიქრე ბევრი რაც წინ მელოდა. უკვე იმდენი მაქვს გამომივლი აღარაფრის აღარ მეშინია გარდა საყვარელი ქალის. ახლა ყველაზე საშიში მისი უიმედო გამოხედვაა. არ ვიცი, ალბათ ადრე თუ გვიან გაღვივებული სიყვარული მიძინებას იწყებს. სხეულში სიმტკიცეს, სიძლიერეს ვგრძნობ. თვალწინ წარმოვიდგენ სიზმარს, ვერ ვივიწყებ უცხო ქალის სიტყვებს. თავიდან თითქოს ეს ყველაფერი სისულელედ ჟღერდა, მაგრამ მონიკას ნახვის შემდეგ აღარ. იქნებ ეგ არის. ის, ვინც მომავალში ჩემი მტერი გახდება. მაინცდამაინც კარგად არ ჩაიარა ჩვენს პირველ შეხვედრამ და არამგონია მეორემაც გაამართლოს. ყურში კვლავ მოტოციკლის ხმა ჩამესმის. ქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით ვარ. აქ მანქანები იშვიათადად დადიან და მეც გულის გადასაყოლებლად ქალაქი რამოდენიმე საათით დავტოვე. კაცმა მოტოციკლი ჩემს გვერდით გააჩერა და კარგა ხანს აკვირდებოდა.
_ ნუთუ ეს ვალის კურიშჩუკის მოტო სახელოსნოდონაა?
_ დიახ, არ ცდები ეს ერთერთია მისი სახელესნოდან.
_ ეს ალბათ ომამდე შექმნილი მოტოა და გაადაწყობილია ხო?
_ ტიპს ისე შეუყვარდა თავის საქმე 40 წლის განმავლობაში რამოდენიმე ასეთ მოტოციკლი გადააწყო.
_ არა ვიცი ეგ მაგარი კაცია ძალიან. მაგას მანქანების გადაწყობაც დაიწყო მერე ხო?
_ ხო და ძირითადად BMW მარკის  ავტომობილებს აწყობს.
_ ძმაო ჩემი სახელია მაიკლი.
_ დევიდი სასიამოვნოა.
_ შენც მოტო რბოლაზე მოდიხარ?
_ არა და არ ვიცოდი ამ ქალაქში თუ ტარდებოდა.
_ კი ტარდება თუ გაინტერესებს წამოდი მეც იქ მივდივარ.
_ იღებ მონაწილეობას.
_ არა, ძმაკაცს მივყვები.
**
  ,,ვასილ კურიშჩუკი ადგილობრივი მოტოკულტურის ძრავაა. ის უკვე 40 წელზე მეტია რაც გატაცებულია მოტოციკლითა და სხვა ტექნიკით:
— ჩაება და გაემართა. მთელი ცხოვრება მოტოციკლით. მამჩემი მეფრონტეა, დედა კი სასოფლო მეურნეობაში მუშაობდა, არავინ მყავდა ვინც მოტოციკლეტებთან იყო კავშირში. მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი: ვიდექით შეჯიბრს ვუყურებდით, ვითვლიდით. მოტოციკლის ნომერს წერ. ისინი პირველ წრეზე მიდიან, მეორეზე, მესამეზე, შენ კი იწერ. რა რიცხვებია. ჭუჭყიანები არიან, რადგან ტყის გავლით მიდიან. მესამე წრეზე ძალიან ცოტა დარჩნენ. ამ მოტოციკლის ბოლის სუნი მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
  მოტოციკლით გატაცებამ ძალიან იმოქმედა მის ოჯახის წევრებზეც, რადგან ყველა მოტოციკლზე დაჯდა: ძმები, შვილი, ქალიშვილი, დისშვილი – ყველანი დადიან. მან დარწმუნებით იცის საკუთარი საქმე არა მარტო სუნით, რადგან პრაქტიკულად მან მოაწყო სახელოსნო, სადაც ღამის გათევაც შეიძლება, ასევე სტუმრების კომფორტულად მიღება, აქ ახალგაზრდა მიმდევრების სწავლებაც და ტექნიკის გარემონტებაც არის შესაძლებელი“.
  მის ცხოვრებამ კიდევ ერთხელ დამაინტერესა, როდესაც ჩემი ხელი მისი აწყობილი მოტოციკლს შეეხო. შეჯიბრში მონაწილეობა არასდროს არ მიმიღია, მაგრამ ამის სურვილი ყოველთვის მქონდა. ეს მოტოც რამოდენიმე თვეა რაც მყავს. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ მალე ვერ ავითვისე. ქალბატონმა რაც გარაჟი გახსნა მითხრა, რომ მისი შვილის მოტოსთვის მტვერი გადამეწმინდა მის შემდეგ რაც დრო გადიოდა უფრო ვზრუნავდი მასზე. როგორც კი შეჯიბრზე მივედი მოტო იცნეს. ისე უყურებდნენ თითქოს ეს აქამდეც ენახათ. გამორიცხული არაფერია, ეს მოტო იქამდე ხო ქალბატონის შვილს ეკუთვნოდა და შესაძლოა ის აქამდე აქ ნამყოფია.
_ შეხედეთ, პატარა მეომარიც დაბრუნებულა.
_ მაგას ვის ეუბნები, მე?
_ სად არის შენი ძამიკო? კიდევ არ მოვიდა?
_ თუ ამ მოტოს პატროს გულისხმობ ერთი წელია, რაც გარდაიცვალა.
_ მე შენც ადგილზე ეგეთი დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი.
_ ომი გინდა? მოდი შევეჯიბროთ!
_ სერიოზულად? ხალხო მოგესმათ თუ ამას იმ ადამიანთან უნდა რბოლა, ვინც ბოლო ხუთი წლის მანძილზე ვერავინ დაამარცხა.
_ ძმაო არ გინდა, საშიშია.
_ მაიკლ დამიჯერე, ამაზე საშიში რაღაცეებიც გადამიტანია ცხოვრებაში. წავალ მეფეს გვირგვინს მოვხსნი და დავბრუნდები.
_ დარწმუნებული ხარ?
_ ასეთი დარწმუნებული არასდროს  ვყოფილვარ.
**
  გაინტერესებთ რა მოხდა მაშინ? მოვიგე თუ წავაგე? რათქმაუნდა სამი წრე და მოვიგე. ფინიშთან გაჩერებულმა ჯერ ქალი უკანა სკამიდან ჩამოაგდო და შემდეგ თვითონ ისე გაქრა თითქოს მიწამ შეჭამა. იმ დღის შემდეგ ყოველ შაბათ-კვირას შეჯიბრზე მეძახდნენ, მაგრამ მაშინ არც დრო მქონდა და არც სურვული. ერთადერთი რაც მაფიქრებდა შეჯირის დაწყებამდე მოწინააღმდეგეს სიტყვები იყო:  ,,მე ეგეთი დარწმუნებულიც ვერ ვიქნები“. ეს რა ხდება? ამ სამყაროში, ადამიანს სიკვდილის უფლება არ აქვს? ჯერ იყო და ზურა, შემდეგ 17 წლის ქალიშვილი და ახლა ამას კიდევ ქალბატონის შვილი დაემატა. როგორც დედა იხსენებს შვილი შეჯიბრზე რამოდენიმე მეგობართან ერთად წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ის თუ ასეთი გადამტერებული იყო, ისიც ეცოდინება ეს სიტყვები რატომ თქვა. რაც დრო გადიოდა თითქოს ეს ყველაფერი ერთად შეფუთულ ყუთს ემსგავსებოდა. მინდოდა ახლო მივსულიყავი და მენახა რა იდო ყუთში, მაგრამ ამის შიში ყოველთვის მქონდა. ახლა, როცა ეს ყველაფერი დეტექტივს ვუამბე მან მითხრა, რომ შეჯიბრისგან და იმ ხალხისგან თავი შორს დამეჭირა. ფაქტია, რომ დეტექტივმა აქამდეც იცოდა ამის შესახებ და არაფერი მითხრა. იმ საღამოს კიდევ ერთი დავალება მქონდა შესასრულებელი. უნდა ავსულიყავი მონიკასთან სახლში და მოსასმენი აპარატი დამემონტაჯებინა. მაშინ სახლში შეპარვა ისეთი მარტივი იყო, რადგან სახლის ყველა ოთახში კამერა და სიგნალიზაცია აყენია. ამიტომ, როგორც ცივილიზებული ადამიანი ისე მივედი მასთან. მართალია პირველად მისვლა არ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ წამოსვლა დამამახსოვრდა კარგად.
**
_ შემოდი, ვიცოდი რომ მოხვიდოდი.
_ მართლა?
_ხო, კაცებს ჩემთან ერთი შეხვედრა არ კმარათ.
_ მაგაში მე ვერ დაგეთანხმები, რადგან ნაგრძობი მკლავი ახლაც მაწუხებს.
_ ღვინისთვის მადლობა, დალევ ჩემთან ერთად?
_ ერთ ჭიქაზე უარს არ ვიტყოდი.
_ მიდი მითხარი შენზე რამე.
_მოსაყოლი არაფერი მაქვს.. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი სიბინძურეა. რაიყო გიკვირს?
_ არა, დამიჯერე არაფერი მიკვირს. მოდელი როგორ გახდი?
_ თავიდან პატარ-პატარა რეკლამებში გადამიღეს. ძალიან მალე მსხვილ კომპანიებმა შემომთავაზა კონტრაქტით მუშაობა და დავთანხმდი. მამაჩემთან ერთად ცხოვრებას ასე ნამდვილად მირჩევნია.
_ ამ სახლში მარტო ცხოვრობ?
_ ხო თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, რომ მთასავით ბიჭი მკლავებში ჩამივარდა.
_ გამოდის, რომ მე ერთადერთი კაცი ვარ, ვინც ამ სახლში მოიყვანე.
_ ნამდილად ასეა.
_ ახლა სამწუხაროდ უნდა წავიდე. აი, ხელებ აწეული გავდივარ, რომ დარწმუნდე შენთან ჩხუბი არ მინდა.
_ მოიცადე, გვანცა ხო? ის დღეს შემთან გადაღებებზე იყო მოსული. ცოტა არანორმარულია, მაგრამ მაგ ქალს ძალიან უყვარხარ და რაც შეიძლება მალე დაიბრუნე.
_ როლები გავცვალეთ?
_ გვანცა.. აქ რას აკეთებ?
_ ინტერვიუზე მოვედი და მგონი ხელი შეგიშალეთ.
_ გვანცა დამელოდე!
_ დევიდ გაჩერდი, ნუ მომყვები.
_ აუცილებლობა, რომ არა აქ არ დაგხვდებოდი.
_ საკარისია! არ არის საჭირო მე რამე ამიხსნა. შენ უკვე თავისუფალი ადამიანი ხარ და ვისთან ერთადაც გინდა იმასთან იქნები.
_ გვანცა რა დაგემართა? შენ ასეთი არ იყავი.
_ კიდევ მე რა დამემართა არა?! ჩემი ცხოვრებიდან ისე წახვედი არაფერი არ ამიხსენი. ახლა კიდევ, ის ქალი.. დევიდ შემეშვი, ნუ მტანჯავ გთხოვ..
_ მიყვარხარ! მე შენ ძალიან მიყვარხარ..
_ ნუ მატყუებ!
_ არ გატყუებ.. ჩემსა და მონიკას შორის არაფერი ყოფილა. ოპერაციაზე ალის წიქა შეეშალა და დამაძინებელი წამალი შემთხვევით მე ჩამიყარა. ქალმა უბრალოდ ზრდილობა გამოიჩინა და აქ მომიყვანა. სიშველიც იმიტომ ვიყავი, რომ ჩემი სუსტი წერტილები შეისწავლა.
_  დევიდ ეგ ზღაპრები წადი და სხვას მოუყევი.
_ ვიცი, ხო ვიცი რომ შენთან ერთად ყოფნა ძალიან დიდ რისკს უკავშირდება, მაგრამ არ შემიძლია.. შენს გარეშე არაფერი გამომდის. სანამ ჩემს გვერდით იყავი ვსუნთქავდი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ვიგუდები. სანამ შენს სახეს ვხედავდი სინათლის და სიბნელის გარჩევას ვახერხებდი, მაგრამ ახლა... ახლა გარშემო სულ სიბნელეა. დამეხმარე, საკუთარი თავი ვიპოვო. ეს შენზე კარგად არავის გამოსდის..
_ ეს მანამდე უნდა გეფიქრა სანამ ჩემს გარეშე მოქმედებას დაიწყებდი.
_ წვიმს, წამოდი მანქანაში ჩავჯდეთ.
_ არ მინდა, შენს მანქანაში არ ჩავჯდები.
_ ეგრე არა?
**
  ამაზე ერთი ანდაზა გამახსენდა: ,, აბრიალებულ სიყვარულს ვერა ძალა ვერ ჩააქრობს და ვერ მოერევაო“.  წვიმის წვეთები კიდევ უფრო, რომანტიზმში გადაიზარდა, როდესაც გვანცამ ჩემთან მოახლოება სცადა. ვგრძნობ, ჩემთან მოახლოება უნდა, დათმობაც უნდა, მაგრამ არ შეუძლია. განა რა უნდა დააშავოს სიყვარულმა, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი ასე ძალიან უყვარს. იმ დღეს თითქმის მთლიანად დავსველდით. ვუყურებდით ერთმანეთს და ვგრძნობდით, რომ ცრემლები წვიმას შეერია. ,,რატომ? მიპასუხე რატომ არ შემიძლია შენგან წასვლა?“ გვანცა დაჟინებით ამ შეკითხვას მისმევს და თან კანკალებს. გვანცა მთელიძალით გულთან მივიკარი და მისი დამშვიდება ვცადე. ,,მენდე და ყველაფერი კარგად იქნება“. ქალღმერთს ამ სიტყვების უკვე აღარ სჯეროდა, რადგან უკვე არაერთხელ გავუცრუე იმედი. იმ საღამოს, ღია ცის ქვეშ ისე ვეამობორეთ ერთმანეთს თითქოს ეს პირველი ან უკანასკნელი ყოფილიყოს. როგორ შეიძლება კოცნა პირველი ყოფილიყო, როდესაც ამ სიყვარულმა ბევრ დაბრკოლებას გაუძლო. ,,გიჟები ხართ? ცა ლამისაა ჩამოიქცეს, თქვენ კიდევ შუა ქუჩაში დგახართ. შვილებო, ასე შეიძლება გაცივდეთ. მიდით, სახლებში წადით!“ შუაქხნის მამაკაცი მანქანას ჩვენგან მოშორებით აჩერებს და ხმამაღლა ყვირილს იწყებს. ისე გვეუბნება სახლებში წადითო, თითქოს წასასვლელი გვქონდეს და არ მივდივართ. ან გვაქვს და წასვლა არ შეგვიძლია. გვანცას დატოვება ისევ წვიმასთან ერთად მომიწია. თითქოს გვირაბის ბოლოს დანახულ სინათლეს გავყევი. ვიხილე და შემდეგ უკან დაბრუნება მომიხდა. ამჯერად უკან ისევ გვანცამ დაიხია. ,,დევიდ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია“.. სიტყვის თქმა არც დამაცადა ისე მალე მოშორდა იქაურობას.
**
_ გვანცა არ თქვა, რომ დავალება დღესაც არ შეგისრულებია.
_ გამომართვით, აქ ყველაფერია რაც იმ ბავშვმა ილაპარაკა. ნომერიც დავუტოვე და იმედეია დარეკავს.
_ გვანცა დევიდთთან კიდევ არ გილაპარაკია?
_ არა და მგონი ჩვენს შორის უკვე ყველაფერი დამთავრდა.
_ არ ეტყვი, რომ მასთან მხოლოდ ინტერვიუს გამო იყავი?
_ ეს დასაწყისში იყო, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა.
_ ხო მაგრამ ის მოატყუე, გამოიყენე.


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები