ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2020


ეს დღე



ეს დღე რომ ასე სრულდებოდეს:

ვერ შევძლო თავის კონტროლი.

თავია ბოლო-ბოლო, ხე ხომ არ არი, მოვჭრა,

ცეცხლს მივცე და ზედ მუხლები მივაფიცხო,

ჩემზე მონატრებულ კაცს მივაშტერდე,

კედარს როგორ მიაშარდავს,

მისი შარვლის ელვაშესაკრავს

ჩემსავით დარჩეს პირი დაფჩენილი,

მთელ ქალაქს თავმომწონედ შემოურბინოს,

მსუბუქი დისტანციით ჩავუარო,

ვერც მზერა ამომიტუმბონ,

და ასე შემეყინოს დღის სათქმელი მისთვის.

ქალი ვარ, მოთმინება მმართებს.

გავექცე და სიზმარში მივწერო წერილი ღამის 03:50 - ზე...

ჩვენი გარყვნილება მაღალმა ბალახმა დამალა.
აწი რა მოგვცელავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები