ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
15 თებერვალი, 2021


მინიატურები

კუ და ლოკოკონა დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას. მიდიან, მიიზლაზნებიან. ჩამორჩა ლოკოკინა და კუმ დაუცაცხანა, გამოადგი ფეხიო.
თან გაიფიქრა:
– რა სწრაფი ვარ, როგორ მივქრივარ, მეორე სუნთქვა გამეხსნა.

-------

ბატკანი და ბეკეკა დამეგობრდნენ. სულ ერთად დაკუნტრუშობდნენ. მერე ბატკანი შორს, მთიან საძოვარზე გარეკეს. მოიწყინა და დაიძახა:.
– ბეეეეეეეეეეეეე.
გაიგონა ბეკეკამ და გული სიყვარულით აევსო. მიაძახა:
–მეეეეეეეეეეეეეე.
გაიგონა ბატკანმა და გაიხარა.

ასეთია მეგობრობა.


მზია თვალაბეიშვილი
2014 წლის 29 აპრილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები