ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 მაისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин – Возрождение

ალექსანდრე პუშკინი - აღორძინება

შლეგი მხატვარი სურათს გლესს ყალმით
და დიდოსტატის ქმნილებას ლახავს,
მიენიჭება იერი ყალბი
მისი ნათითხნით პირველქმნილ ნახატს.

ძველი ქერცლივით წლები ჩამოყრის
თუმც სურათიდან ახალ საღებავს
და გენიოსის გარჯის ნაყოფის
მშვენიერება ისევ აღდგება.

მსგავსად დაიფერთხს ხიბლს და საცდურებს
ეს ჩემი სულიც ნამარტვილევი
და მასში ისევ დაისადგურებს
უბიწო დღეთა ჟამის ხილვები.

4 მაისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин – Возрождение

Художник-варвар кистью сонной
Картину гения чернит.
И свой рисунок беззаконный
Над ней бессмысленно чертит.

Но краски чуждые, с летами,
Спадают ветхой чешуей;
Созданье гения пред нами
Выходит с прежней красотой.

Так исчезают заблужденья
С измученной души моей,
И возникают в ней виденья
Первоначальных, чистых дней.

1819

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს