ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2020


ეჭიუდი

ნინო დარბაისელი

ეჭიუდი
- - -

არ დასრულდა დევნა იმედების ფუჭის,
ხალხს ძალიან უჭირს,
ყველას რაღაც უჭირს:
ზოგს - კაპიკის ქონა,  ხელში მოსამუჭის,
ზოგს - მუთაქის ქონა, ფულის ჩასაკუჭის,
გამოტიკნულს ისეც,  ამოყორვა კუჭის,
დატოვება ზოგსაც სახლის და  ნაჭუჭის,
ზოგს - მიგნება კუთხის,  თვალის მოსახუჭის,
ზოგს - დაკარგვა ფიქრში პარხალის და ჯრუჭის,
ზოგს  - თავქვეში პოვნა გზისა და მუხრუჭის,
მოკლედ, ყველას უჭირს,
უჭირს,
უჭირს,
უჭირს!

- - -

არა, შეცდომა არაა გაპარული სათაურში.
ეტიუდია ჭ- ლოკალურ თანხმოვანზე აგებული მონორაიმისა და სათაურიც “ შევუწყვე”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს