ეს დაუსრულებელი წვიმები და მაისის ვარდის ქოთქოთი...
ერთი წამოკვნესება და ჩემში ჩაბუდებული ქალი ყველა მის კოკორს ჩაშლის.
მავთულზე გადახლართული, შეფოთლილი, ჯერ კიდევ დასამწიფებელი, ციცქის კუმპლები გველის წიწილებს ჰგვანან,
მათი შემწვანებული შრიალი და მიწიდან ბალახის ხითხითი ისეთი უსუსურია,
გარკვევით ვხედავ, გამოხრულ ჯებირთან, მინდვრის თაგვის ცუნცულს,
და ჯებირს იქეთ მიმავალის ჩექმების კაკუნიც გარკვევით მესმის.
სანამ ჭერამი ჩრდილს არ გადმოღვრის, ჩემი ჰამაკი სხვენში იძინებს,
უნდა იძინოს, რადგან არ გესმით თამამი ფიქრის,
წარმოვიდგენე: გათოვდეს ახლა, ქმარს მივეხუტო, ისე შემცივდეს.
წყდება ფიქრი და ახალ ფიქრში კმაყოფილი ვარ, რომ არ მყავს ქმარი.
სადაც მინდა, გავიქცევი, როგორც თიკანი, მოკუნტრუშე,
ან, როგორც თიბათვის ციცინათელა - უკანალით მანათობელი და გამომწვევი..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. +5 (ჩექმებიანი კატა :) ) +5 (ჩექმებიანი კატა :) )
1. ზოგადად მომწონს თქვენი ტექსტები. არის რაღაც. განსხვავებული და ორიგინალური. მაგრამ უკვე შევეჩვიე, აუცილებლად უნდა იყოს საკუთარი სხეულის ნაწილების გამოკვეთა, ხოტბა, ან მისთანები. ეს ცოტა ძაან ისე ხვდება უკვე თვალ/ყურს. სიახლეს ველოდები და უკეთესებს.
პატივისცემით.
ზოგადად მომწონს თქვენი ტექსტები. არის რაღაც. განსხვავებული და ორიგინალური. მაგრამ უკვე შევეჩვიე, აუცილებლად უნდა იყოს საკუთარი სხეულის ნაწილების გამოკვეთა, ხოტბა, ან მისთანები. ეს ცოტა ძაან ისე ხვდება უკვე თვალ/ყურს. სიახლეს ველოდები და უკეთესებს.
პატივისცემით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|