ნაწარმოებები

გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 მაისი, 2020

Александр Сергеевич Пушкин – ПОЭТУ

ალექსანდრე პუშკინი - პოეტს

ხალხის სიყვარულს, პოეტო ნუ ულოლიავებ,
ხოტბა დაცხრება და გიყელებს ყველა მქებარი -
ბრიყვი განგსჯის და გულცივი ბრბო გიზამს სიავეს,
იყავი მუდამ პირქუში და დინჯი, მედგარი!

მეფე ხარ: და ვით გევალება ზვიად ბინადარს,
თავისუფლების გზას გაჰყევი გონის კარნახით,
საყვარელ ფიქრთა ნაყოფი კი სრულქმენ ნანახით,
სიქველის გამო ნუ მოელი ქვეყნად იადგარს;

ჯილდო შენშია. პირუთვნელი, ხმალშემართული,
შენვე ხარ შენი თავისა და ღვაწლის მსაჯული.
მოგწონს ნაშრომი, თუ ეჭვიან მზერით დამეხავ?

კარგად მიიჩნევ? მაშინ დაე ბრბომ ქვეშ გათელოს,
ფურთხით წაბილწოს შენი წმინდა ცეცხლის სამსხვერპლო,
ბავშვურ სიფიცხით შეარყიოს მისი სამფეხა!

11 მაისი, 2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები