ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2020


ეტიუდი წილხვედრობისა

ნინო დარბაისელი

ეტიუდი წილხვედრობისა
- - -

შენ არაგვო, თეთრ-შავაო  და შენც, დამსხვრეულო თერგო,
რა იცოდა ღვთისმშობელმა, თურმე საქართველო ერგო!
წინაპართა საცხოვრისში ჩარჩენილო ხორბლის დერგო;
ენერგიავ, თითო გოჯში ჩაქცეულო ასო ერგო,
ნუ ილევი, მტრის გზა-კვალი დღესაც  უნდა გადახერგო!
რაც მტარვალმა მიიტაცა, ჩვენი ცოდვით არ შეერგო.
ახლა მაინც ახეხილდი, შორით გადმორგულო ნერგო!
წილხვედრი ვართ ღვთისმშობლისა, ღვთისგან საქართველო ერგო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები