ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2020


კურიერი და ლამაზმანი _ ვაჭრები

თავი 28
ვაჭრები
_ კარი ღია იყო და შემოვედი.. აქ რა მოხდა? გვანცას რა დაემართა? დევიდ შენ გეკითხები!
_ სროლას არ ვაპირებდი.. წინააღმდეგობა გამიწია და იარაღი გამივარდა.
_ რას ქვია გაგივარდა? სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ!
_ ალი გვანცა ცოცხალია?
_ არ ვიცი დევიდ, პულსი ისინჯება, მაგრამ ბევრი სისხლი დაკარგა.
_ იცოცხლებს.. ძლიერი გოგოა მაგასაც გადაიტანს.
**
  ახლა სიყვარული სისხლში გალეულა. მისი თვალები, ცრემლად დალეულა. ვუყურებ და ვხვდები, რომ მისი გამოხედვა ნელ-ნელა დასასრულს ემსგავსება. სიცოცხლეს სიკვდილი ჩაუდგა თავდებში და ვინ იცის ამის შემდეგ, როგორი იქნება ხვალიდან სამყარო. ,,მთელი ცხოვრება სინდისი შემაწუხებს. თავს არ ვიცოცხლებ, მას თუ რამე დაემართება“. მაშინ სწორედ ასეთი იყო ჩემი ფიქრები. ბუნდოვნად მახსოვს გზა რეამინაციულ განყოფილებამდე. ,,გული გაჩერდა! დოზა გაზარდეთ! ერთი, ორი სამი.. კიდევ გაიმეორეთ!“ სიტყვები, რომელიც სიკვდილის ტოლფასი იყო. მხრებში ალი მჭიდროდ მიჭერდა ხელს, არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ თავი კიდევ უფრო დამეკარგა. ვუყურებდი, როგორ აწვალებდნენ ქალღმერთის სხეულს. იმ დროს ალბათ მე უფრო მტკიოდა. ვინ იცის იმ დროს სად იყო გვანცა? იქნებ სულაც წავიდა და აზრი აღარ ჰქონდა ბრძოლას. იქნებ დაიღალა გამუდმებით ჩემი პირობებით, იქნებ თავად ეს ყველაზე მეტად უნდოდა. მიდის და იცის, რომ უკან დასახევად გზა აღარ არსებობს. თვალებმა დაისვენა, სხეულმა სუნთქვა შეწყვიტა, გონებამ ჩემზე ფიქრი, გულმა კი სიყვარული. ალბათ ასე ხდება გარდაცვალებისას.
**
_ როგორ ბედავ აქ მოსვლას! ჩემი და ახლა შენს გამოა ასეთ დღეში, როგორ შეგიძლია მშვიდად იჯდე და უყურო ამ ყველაფერს?
_ სანდრო დამიჯერე ამის გაკეთება არ ვაპირებდი.
_ დავუშვათ და დაგიჯერე. მიპასუხე: იარაღი სახლში რატომ მიიტანე? რაში დაგჭირდა გვანცას თანდასწრებით იარაღის გამოყენება?
_ სანდრო ახლა ამის დრო არ არის. მთავარია გვანცა გადარჩეს.
_ ჩემი და გადარჩება, მაგრამ შენ აღარ მოგცემ უფლებას მის ცხოვრებაში იყო.
**
,,გვაპატიეთ, ვერაფერი შევძელით“.  ეს იყო სიტყვები, რომელიც არასდროს არ მინდოდა გამეგო.  ნეტავ მომკვდარიყავი და ეს არ გამეგო.. ვინ გააგრძელებ ახლა სიცოცხლეს? მკვლელი, რომელმაც საყვარელი ქალი იარაღით მოკლა. თუ კაცი, რომელსაც სიკვდილის ახლა თავად ეშინია. დამტვრეულ სარკეს თვალს ვერ ვუსწორებდი, რადგან ჩემი გამოხედვა კიდევ უფრო მზარავდა. ყელი მეწვის ბოღმისგან, შურისგან ტკივილისგან მინდა დავიმარხო, მაგრამ ვერ შევძელი. მაშინ ამის გაკეთებაც კი ვერ შევძელი. რა იქნება ახლა? ხშირად ვუმეორებდი საკუთარ თავს ამ შეკითხვას მაშინაც და ახლა. უკვე განვლო წლებმა, თუმცა მაინც ვერ ვიპოვე საკუთარ თავში ამ შეკითხვაზე პასუხი. ის დღე იყო სახლში დაბრუნებულმა ალბათ ყველა ის ნივთი დავამტვრიე, რაც მე და გვანცამ თანაცხოვრების დროს შევიძინეთ.  ხმაურზე, რამოდენიმე მეზობელი შემოვარდა, ჩემს შეკავებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. სანამ პოლიციაში დარეკავდნენ იქამდე დავტოვე იქაურობა. მანქანა დავქოქე და ავედი მთაზე, სადაც მე და გვანცა პირველად ვიყავით. წარმოვიდგენდი მის ლაღ და ბედნიერ გამოხედვას და ცრემლებს გუბედ ვიგროვებდი თვალში. ,,იცი? ყოველთვის მეგონა, რომ ვიღაც მომკლავდა“.  გონებაში მეხის გავარდნას გავდა ეს სიტყვები. დიახ, სწორედ ეს სიტყვები თქვა, როდესაც ხელები გაშალა და დაიყვირა. საოცარი ადამიანი, არ ვიცი ამას რა უნდა ვუწოდო თითქოს წინასწარ ხვდებოდა ყველაფერს, თითქოს დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა, მაგრამ მას არ ჰყოფნიდა. უნდოდა უფრო მეტი ადამიანი გაეხარებინა, თანაც რომ ზუსტად ხვდებოდა ვის რა სჭირდებოდა იმ მომენტში. მახსოვს ქალბატონს დაბადების დღეზე ,,ნორა რობერტსის“ შემოქმედებიდან ერთ- ერთი  წიგნი აჩუქა. ზუსტად მახსოვს ქალბატონის ემოციები, როდესაც წიგნი ხელში დაიჭირა ტირილი დაიწყო. აი, სწორედ ეს არის ოჯახი, როდესაც ბედნიერებაც წვრილმანებშია. აღარ ვიტყვი იქ რამდენ წუთიანი ჩახუტება და ხვევნა-კოცნა იყო. ყაყაჩოებით მოჭედილი მთებიდან ხელი ფართოდ გავშალე და უაზროდ დავიწყე ყვირილი. ,,შემომხედე! გვანცა შემომხედე.. ამის მიღწევა გინდოდა? არაა!!! წახვედი ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ამ სამყაროზე რატომ თქვი უარი? შენ ხომ სიცოცხლე გიხაროდა? ყველა და ყველაფერი ბედნიერებას გვრიდა. გიხაროდა ვინმე თუ ოდნავ მაინც ყურადღებას გამოიჩენდა შენს მიმართ. მოდი, რას უცდი? ხელებ გაშლილი ვდგევარ და გიცდი! არ მჯერა, ხო არ მჯერა , რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა და ხვალიდან შენს მოულოდნელ წამოძახილებს ვერ მოვუსმენ. თვალები, ეგ თვალები ტყესავით მდუმარე რომ იყო ახლა სად ვიპოვი მსგავს? ახლა ვისთან ერთად ვიპოვი გამოსავალს? ამას შენთან ერთად თუ მოვახეხებდი ახლა რა იქნება? შენ წახვედი, თავი დააღწიე ამ ყველაფერს. უსამართლობა და ტყუილი ვერ აიტანე და წახვედი. ახლა რა იქნება? როცა არ ვიცი საიდან დავიწყო ჭუჭყიანი საქმეების მოგვარება. ვის ჩამოვუჯდე, ვის ველაპარაკო სისულელებზე, ვის გაუცინო, ვინ გამიგებს შენს გარდა. არა, ვერსად ვიპოვი თვალებს შენს მსგავს. ვერავინ მომისმენს ისე, როგორც შენ შეგეძლო. რას უცდი? მოდი მომხვიე ხელი და მითხარი, რომ ეს ყველაფერი სიზმარია.  მითხარი, რომ ჩემგან წასვლა გინდა და მე ისევ ჯიუტად გავაგრძელებ შენზე ბრძოლას“. მახსოვს ძალა გამოცლილი, მუხლებში ჩავიკეცე, ცას ავხედე თუ არა გამეღიმა. თეთრი მტრედი, რომელიც მთელი ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში ჩემ თავზე დაფრინავდა. მოვიდა და ყოველგავრი შიშის გარეშე ჩემთან ახლოს დაჯდა. ,,იქნებ შენ ხარ?“ ჩემ თავში უცნაური შეკითხვა დამებადა. რატომაც არა,  თუ კვდება ადამიანი, რომელსაც ეს სამყარო სიცოცხლეზე მეტად უყვარდა იქნებ დარჩა კიდეც აქ.
** 
  პატარა წყარო ძალიან საამოდ თავის კალაპოტს არ ცდებოდა. მოედინებოდა და თითქოს ჩემს დარდს თან ვაყოლებდი. არე-მარეს კიდევ უფრო მეტი ფერი შესძენია. მოდის ზაფხული და ჩიტების ჭიკ-ჭიკი კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამესმოდა ყურში. ეს-ესაა იქაურობის დატოვებას ვაპირებდი და მხარზე ხანშიშესულ მამაკაცმა დამადო ხელი.
_ შვილო კარგად ხარ? აქ რა დაგიკარგავს?
_ სიყვარული.. ბიძია, დღეს საყვარელი ქალი დავკარგე.
_ არ ყოფილა მაშინ ეგ კარგი ამბავი. წამოდექი შვილო.. აქვე ახლოს ჩემი სახლია, სასმელზე დაგპატიჟებ.
_ ბიძია სხვა დროს იყოს. ახლა მე უნდა წავიდე.
_ დარწმუნებული ხარ, რომ წასვლას შეძლებ?
_ არ ვიცი, მაგრამ შევეცდები.
**
  მოვიკრიბე ენერგია და გვანცასთან სახლში მივედი. მინდოდა მამამისისთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა ყველაფერი, რაც გასროლამდე მოხდა. მაშინ ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მეგონა, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ ამ ყველაფერს, საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. მოკლედ მივედი და სახლში არავინ დამხვდა. მეზობლებმა მითხრა, რომ სახლი რამოდენიმე დღის წინ დაცალეს. გამოდის, რომ გვანცას გარდაცვალებამდე სახლიდან გადასულები იყვნენ. ,,ნუთუ ეს ყველაფერი გათვლილი იყო?“ გზააბნეული ვეძებდი გვანცას ოჯახს, თუმცა უგზო უკვლოდ დაიკარგა. დამჭირდა ალბათ რამოდენიმე დღე საკუთარ თავში გამერკვია რა მოხდა და სად გაქრა ასე მოულოდნელად გვანცას სხეული. თუ მოკვდა სად არის მისი სხეული. არა, ნამდვილად მოკვდა გვანცა. მე ხომ დავინახე მისმა გულმა, როგორ შეწყვიტა სუნთქვა. დავინაზე, როგორ გაადაფარეს თეთრი ზეწარი მის უდარდელ სახეს. მართალია წამოვედი და იქაურობა, რამოდენიმე საათით დავტოვე, მაგრამ არცერთი წამით არ მიფიქრია მისი მიტოვება. გვანცას გარდაცვალებიდან რამოდენიმე დღე იყო გასული. დეტექტივთან ერთად ვეძებდით ყველა ხელმოსაკიდ საქმეს. ,,დროა დევიდ..“ მიახლოვდება ალი და მხარზე ხელს მიკრავს.  ვაი თავო უბედურო, დროა მოყვე რა მოხდა იქამდე, სანამ იარაღი გავარდებოდა. იქამდე საკუთარ თავს არ ვაძლევდი უფლებას, რომ ამაზე ერთი წამითაც მეფიქრა, მაგრამ რას იზავ, როცა სიყვარული ჭუჭყიან საქმეშია გახვეული.

გასროლამდე, რამოდენიმე წუთით ადრე!
_ გვანცა თავს ნუ იტყუებ, მე უკვე ყველაფერი ვიცი.
_ დევიდ, მოდი იარაღი დაუშვი და მშვიდად ვისაუბროთ.
_ ნეტავ იქამდე მემოქმედა, სანამ ასე ძალიან შემიყვარდებოდი. წყეულიმც იყოს ის დღე, როდესაც პირველად შემეფეთე შენ უღმერთო. რატომ? რატომ გვანცაა... შენ იცოდი მშობლების სიკვდილი ჩემთვის რას ნიშნავდა. ყველაფერი იცოდი და არაფერი არ მითხარი. თურმე მეთამაშები, გაცნობის დღიდან მეთამაშები. კარგი იყო? კარგად გაერთე?!!
_ დევიდ ძალიან გთხოვ, ამას ნუ მეუბნები.
_ ღალატი გაპატიე, ზურას რო ჩაუწექი ეს გაპატიე. ახლა შენ მიპასუხე: ეს როგორ უნდა გაპატიო? შენ გეკითხები!!! როგორ?
_ გეფიცები, საქმე ისე ავიღე მამაჩემის შესახებ არაფერი ვიცოდი. არც შენს მშობლებზე ვიცოდი რამე. მე რედაქციაში ვმუშაობდი, როდესაც მამაჩემის საუბარს ყური მოვკარი. ის, რაღაც ახალ შეთანხმებაზე ესაუბრებოდა ვიღაცას ტელეფონზე. შენი სახელი გავიგე თუ არა ოთახში შევუვარდი და ყვირილი დავიწყე. დევიდ დამიჯერე, სიყვარული უფრო მალე გაღვივდა ვიდრეს ეს გულისამრევი საქმე. არჩევანის წინაშე დავდექი, ან ოჯახი უნდა ამერჩია ან შენ. საბოლოოდ ვერცერთის დათმობა ვერ შევძელი. მამაჩემის გადასარჩენად შენი გზიდან ჩამოცილება ერთერთი ვარიანტი იყო, ამიტომ დამკვეთებს ყველა შენი ნაბიჯის შესახებ ვაცნობდი.
_ საკმარისია!!! გვანცა ძალიან გთხოვ აღარ გააგრძელო..
_ გახსოვს, გითხარი მჯერა ერთ დღესაც მომკლავს ვიღაც. ეხლა ის ვიღაც შენ იქნები. მიდი, რას უცდი მესროლე! დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველაფერი.
_ სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. წამოდი, დეტექტივთან მივდივართ.
_ არ შემიძლია..
_ გვანცა იარაღს ხელი გაუშვი, არ მეხუმრება.
_ მე რო დეტექტივს ყველაფერი მოუყვე, ჩემს ოჯახს მოკლავენ.
_ გვანცა რას აკეთებ?
_ მე თუ მოვკვდები, ჩემი ხალხი მარცხს შეეგუება და ყველაფერი დასრულდება.
_ გვანცა იარაღს თუ არ დავუშვებ, იძუებული გავხდები სხვანაირად ვიმოქმედო.
**
  ,, სულ ეს იყო? არაფერი გახსენდება, რაიმე მაგალითად: 208_ზე არაფერი თქვა?“ დეტექტივის დამხმარე დაჟინებით რაღაცას მეკითხებოდა. გვანცა ჩქარობდა, სადღაც ეჩქარებოდა. ისევე, როგორც ზურას, გვანცა საყვარელი ადამიანების დასაცავად სიკვდილს ჩქარობდა. გამალებით უყურებდა ფანჯრებს, ალბათ ეგონა, რომ ვინმე მასზე ადრე გაისროდა იარაღს. გვანცა ჯერ მომიახლოვდა, ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია. იარაღი მუცელთან მიიბჟინა და ასე რამოდენიმე წამით თვალი-თვალს გამიყარა.  მაშინ წუთები საუკუნედ  გაიწელა. საათმა თითქოს ისრის გარეშე შეწყვიტა სვლა. ღრუბლებს თითქოს ერთბაშად შავმა ნისლმა გადაუარა. აღარც მაისის  ამინდი იყო თბილი და აღარც გვანცას სხეული. სროლა გაისმა თუ არა გულში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. მეგონა მე დავიჭერი, მე მომდიოდა სისხლი, მაგრამ ვაი თავო უბედურო, რომ ეს სისხლი ქალღმერთის იყო. სისხლისფრად შეუღებავს ჩითის კაბაც. ძალა გამოცლილი ქვემოთ დაეშვა, თვალებს ისევ ისე აბრიალებდა, როგორც პირველ შეხვდრისას, მაგრამ ახლა ის გამოხედვა ნელ-ნელა უკანასკნელს ემსგავსებოდა. ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მახსოვს. გვანცას ჩემი ხელი იქამდე ეჭირა, სანამ სულიერი ძალა მისცემდა ამის უფლებას. მოდუნდა, გვანცას ხელი ისე მჭიდროდ აღარ ეჭირა, როგორც იცოდა. ,,საკმარისია გვანცა! ძარღვები დამეჭიმა უკვე“. მას ძალიან უყვარდა ხელის მჭიდროდ ჩაკიდება, რადგან ყოველჯერზე გრძნობდა, რომ ეს უკანასკნელი იყო. საავადყოფოში გადაყვანამდე რამოდენიმე წუთით მოვიდა გონს. ძნელი იყო იმ მომენტში გამერკვია გვანცა რის თქმას ცდილობდა და შემდეგ მე გამეაზრა თუ რას ნიშნავდა ის სიტყვები. ,, ზღვა და უდაბნო.. დევიდ იქ... ფულია“.  მაშინ ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი უნდა გამეშიფრა. რამოდენიმე დღეში, როცა უკვე დეტექტივს ყველაფერი ვუამბე დავიწყე საკუთარ თავთან ფიქრი. ზღვა და უდაბნო ამ ქალაქში მხოლოდ ერთ ადგილას არის. იქ, სადაც გვანცას ყოველთვის უნდოდა წასვლა ჩემთან ერთად. ნუთუ რამეს მალავს იქ?  ავედი სახლში ჩვენს საძინებელში შევედი თუ არა დაფაზე მონიშნული წერტილები ვნახე. გვანცამ ეს ადგილები მარტო იმიტომ მონიშნა, რომ ერთად ვაპირებდით მოგზაურობას. ვაი, რო მაგ დროს ბედი მწარედ დაგვცინოდა. ,,ეს არის!“  ხმამაღლა წარმოვთქვი ეს სიტყვები, მოვკიდე სურათს ხელი და გავემგზავრე. ქალაქიდან 3_საათის სავალზე იყო ეს კუნძული.
  კუნძული ერთი შეხედვით მიტოვებულ პლანეტას მოგაგონებდათ. იქ თითქოს სიცოცხლე არც არასდროს ყოფილა. უსულო ნიადაგი და არცერთი მცენარე. ზღვაც თითქმის დამშრალა. ერთადერთი, რაც კუნძულის შუაგულს იყო პატარა კოშკიაა, რომლის სიმაღლეც ალბათ რამოდენიმე მეტრს შეადგენდა. კოშკს, როგორც კი მივუახლოვდი ასაკოვანმა ქალმა გამომხედა.
**
_ მაპატიეთ, თქვენი შეშინება არ მინდოდა. უბრალოდ მაინტერესებს, იცნობთ თუ არა გოგონას, რომელიც ამ სურათშია?
_ შემოდი..
_ აქ მარტო ცხოვრობთ?
_ კურიერად ახლა შენ დაგნიშნეს?
_ უკაცრავად?
_ ხო, აქამდე ფული გვანცას მიჰქონდა. დიდი ხანია ეგ გოგოც არ გამოჩენილა გადაიკარგა.
_ ბოლოს როდის ნახეთ გვანცა?
_ რამოდენიმე კვირის წინ იყო ჩემთან მოსული. ერთი მილიონი დოლარი გავატანე.
_ ეს ფული რისი იყო?
_ რას ქვია რისი ფულია? თქვენ ხომ ორგანოებით ვაჭრობთ. აიღე ეს ფული და შენს უფროსს წაუღე. დღეს, საღამოს 7_ზე  ქალაქის შესავლელთან შეგხვდებიან.
_ რამდენი წლის ბრძანდებით?
_ 76_ის.
**
  გაოცებულმა და ამავდროულად გაოგნებულმა დავტოვე იქაურობა. მანქანით მიმაქვს ნახევარი მილიონი დოლარი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამის დახმარებით შევაღწევ იმ მთავარ ბუნკერში, რომელზეც გიგი საუბრობდა. ,,კურიერი და ლამაზანი“ თავში გამიელვა ამ ფრაზამ. გამოდის, რომ გვანცამ ერთდრულად რამოდენიმე ადამიანის როლი მოირგო. პირველი: ის იყო ქალი ლამაზმანი, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა, იყო ჟურნალისტი და იყო კურიერი, რომელსაც ფული დანიშნულების ადგილზე მიჰქონდა. კიდევ ერთმა თემამ წამოიწია წინა პლანზე და ესენი იყვნენ ადამიანები, ორგანოებზე მოვაჭრეები. ამის ეჭვი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ზურას სხეული და შემდეგ 17 წლის გოგონას სხეული უგზო უკვლოდ დაიკარგა. არა, წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ გვანცაც შეიძლება ერთერთი მათგანი იყოს. კარგი, მოვემზადე სულიერად. ჩავიცვი ისე, რომ საეჭვო არაფერი ყოფილიყო. ძალიან ჩვეულებრივად 7_საათზე უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავი. მანქანამ, როგორც კი ფარები ამინთო ფულით სავსე ჩანთა მხარზე მოვიკიდე და მანქანიდან გადმოვედი. წინ სამი კაცი დამხვდა. ,,ფული დატოვე და წადი!“ როცა უკვე მიხვდნენ უცხო ვიყავი მოულოდნელად ტყიდანაც გამოჩნდა კიდევ 6 კაცი. ,,ბიჭებო ომი არ მინდა. ერთი ჯანმრთელ შეკითხვაზე მიპასუხეთ და წავალ“.  სიტყვა დასრულებული არ მქონდა მხარში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. გავითიშე? რათქმაუნდა არა, წამოვდექი და სულ რაღაც 5 წუთში მხოლოდ ერთი ადამიანი დავტოვე ხელუხლებელი. ,,ჰა, ძმობლო იტყვი სად არის შენი ბოსი თუ შენც შენი თანამოძმეების ბედს იზიარებ?“ კაცმა შეშინებული თვალებით კარგა ხანს მიყურა და შემდეგ ძლივს ამოღერღა მისამართი. სერიოზულად? ეს ხომ ქალაქიდან ძალიან შორაა. მახსოვს ავედი სახლში ავიღე რამოდენიმე სპორტული სამოსი, იქიდან ტყის სახლში წავედი, სარდაფიდან რამოდენიმე იარაღი და ტყვია წამალი ჩანთაში ჩავაწყე და დიდი და ხანგძლივი მოგზაურობისთვის მოვემზადე. იქამდე სანამ მოვაჭრეები ჩემზე ეჭვს მიიტანდნენ დროც  ცოტა მოვიგე და მისი ხალხი იაკობმა ცოტა მიაძინა.  გავიარე ალბათ 200 კილომეტრი და კიდევ 100 იყო დარჩენილი. გზადაგზა ბევრი შესვენება არ გამიკეთებია. ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი.  ამ ქალაქში აქამდეც ვყოფილვარ, მაგრამ ახლა აქაურობა სრულიად შეცვლილია. აქამდე თუ ერთი-ორი კორპუსი იდგა და ხალხი ვაჭრობით ირჩენდნენ თავს ახლა მინიმუმ 20 სართულიან შენობებს თუ ნახავთ. აქ ქუჩებიც უფრო მოწესრიგებულია ვიდრე ჩვენთან.  ხანგძლივი მგზავრობის შემდეგ, ვგრძნობდი რომ ძალიან მეძინებოდა, თუმცა მაშინ საკუთარ თავს ძილის უფლებასაც არ ვაძლევდი. ადგილზე მისვლა ღამის 3_ზე მომიწია.  შენობის გარე პერიმეტრს სპეცრაზმი იცავდა. იქ შეღწევა მაშინ ძალიან რთული და სარისკო  იყო.
  ის ღამე სასტუმროში გავათენე. მეორე დღეს ჯერ ახლო მახლო სოფლებში გავიკითხე იმ ცნობილი რეზიდენციის შესახებ. ზოგი აქებდა და ამბობდა, რომ გაჭირვებულ ხალხს ძალიან ეხმარებოდნენ. ზოგიც აფურთხებდა და ამბობდნენ, რომ სიტყვის შესრულება არ იციან. კიდევ რამოდენიმე დღე დამჭირდა რეზიდენცია თავიდან ბოლომდე შემესწავლა. ორშაბათი დღე იყო, წავედი ბაზარში და სპეციალური სამოსი შევიძინე. მაშინ იქ მხოლოდ ამ სტატუსით თუ შევაღწევდი. გავიარე ერთი შემოწმება, წარვადგინე მოწმობა, რომელიც გაყალბებული მქონდა, თანაც ისე, რომ თავის თანამშრომეზე უკვე გატარებული იყო. უფროსს შვილიშვილს ფეხი მოუტეხია და პედიატრის გამოძახება გახდა საჭირო. ბავშვი ვისაც მაშინ შევხვდი 8 წლის იყო. პირველადი სამედიცინო დახმარება ციხეში ყოფნის დროს შევისწავლე. ბავშვს ფეხი ფთხილად გავუსინჯე. ,,ეს მოტეხილს არ გავს, მაგრამ კარგი იქნებოდა სურათი გადაგვეღო“. შეშინებული დედა, მეუბნება:_ ეს აქაც შესაძლებელია. მე გამომყევით. ქალმა შემიყვანა სპეციალურ ბლოკირებულ შენობაში, რომელიც ერთი შეხედვით საავადმყოფოს გავდა. ანუ გამოდის, რომ კაცს სახლში საკუთარი საავადმყოფო, სასწავლებელი, სამსახური აქვს. ქალმა სანამ ბავშვის მოყვანაში დრო დახარჯა იქამდე მოვიპარე სპეციალური ბართი, რომლითაც ნებისმიერი კარი იღებოდა. ქალს ვუთხარი, რომ სანამ გიფსს ფეხზე დავადებდი გარეთ მოეცადა. ბავშვს, როგორც კი ტკივილები გაუყუჩდა ჩაეძინა. ქალმა თავის შვილი ეტლით ოთახში წაიყვანა. მე ამასობაში დრო მოვიგე და იქაურობის დათვარიელება დავიწყე. ,,შეგიძლია კამერებთან ცოტახნით შემცვალო? საჭმელად გავდივარ“. კაცი, რომელიც ფილმს უფრო უყურებდა ვიდრე კამერებს მივაძინე. ერთი ღილაკიც კი საკმარისი იყო, რომ ყველაფერი დამენახა. ათობით, არა ათასობით ადამიანი დავინახე, რომელიც აპარატზე იყო შეერთებული და ცოცხალ-მკვდარი სხეულებიდან სისხლს იღებდნენ. ,,ეს რა არის ვამპირები არიან?“ ცოტაც და თავი პარანორმალურ სამყაროში მეგონებოდა, მაგრამ იმ დროს ნამდვიდად არ იყო დაბნევის დრო. ვაკვირდებოდი პალატების ნომრებს. თვალებით ვეძებდი გვანცას და აი ისიც.. 208_ე პალატაში ცოცხალ-მკვდარი იწვა. ნუთუ ეს შესაძლებელია? როგორ შეუძლია ადამიანს, ვისაც პირში სული უდგას მეორე ადამიანს ასე მოექცეს. მაშინ მხოლოდ გვანცას პალატის ნომრის დამახსოვრება მოვახერხე. დრო საკმარისზე მეტი არ მქონდა იმისთვის, რომ გვანცა კიდევ უფრო ახლოდან მენახა. წამოვედი და ისევ ისე დაუცველი დავტოვე გვანცას სხეული. იმ დღიდან ალბათ ყოველდღე მირეკავდა იაკობი, ბოლოს უკვე შეტყოფინება გამომიგზავნა. ,,ფთხილად იყავი ძმაო, მოვაჭრეებმა უკვე იციან რომ შენც მაგ ქალაქში ხარ. ჯობია დაბრუნდე, დეტექტივი შენზე  ნაპერწკლებს ყრის“. მე მაინც არ დავიხიე უკან, ყველაფერს გავაკეთებდი ოღონდ გვანცას სხეულს კიდევ ერთხელ შევხებოდი. მეორე ოპერაციაც იმავე კვირის ბოლოს დავგეგმე. შენობაში ამჯერადაც უსაფრთხოდ შევაღწიე. პირველივე დაუფიქრებელი სვლა 208_ე პალატა იყო. თვალებიდან არ გადამდის ის, რაც მაშინ ვნახე.
  გვანცას შიშველი სხეული, ჩალურჯებული მკლავები, ჩავარდნილი თვალები და ლოყები. ის, ძალიან გამხდარი და ფერმკრთალი იყო. ხმა, რომელიც მაშინ მესიამოვნა მისი გულისცემის ხმა იყო. არ ვიცი, ადგილს ვერ ვპოულობდი მინდოდა სიხარულისგან ხმამაღლა მეყვირა, მაგრამ მაშინ იქ ამის ადგილი არ იყო. ხელისკანკალით შევეხე გვანცას ხელს, ნაზი ფერებით ჩამოვუსვი მის მკლავს. ამდენი ხნის შემდეგ პირველი ცრემლი მოვწმინდე მის სახეს. დიახ, მეგობრებო ის კომაში იყო, მაგრამ მან მაინც ჩემი იქ მისვლა იგრძნო. იგრძნო, რომ მის გვერდით ვიყავი და ტირილი დაიწყო. ყბის კანკალით წარმოვთქვი შემდეგი სიტყვები. ,,ნუ გეშინია, აქედან ძალიან მალე გაგიყვან“.  დერეფანიდან, როგორც კი ფეხის ხმა შემომესმა კარს უკან ამოვეფარე. მედდა პალატაში შემოვიდა, გვანცას ნემსი სისტემაში შეუსვა, გულის ცემა ფურცელზე ჩაინიშნა და გავიდა. მედდამ ფურცელი იქვე მაგიდაზე დატოვა. ბევრი რამ ვერ გავიგე, მაგრამ ერთ რამეს ზუსტად მივხვდი. გვანცას გული გადაუნერგეს და ის ახლა მართვის სუნთქვაზეა. ახლა ისევ ხელის კანკალით ზეწარს გულ-მკერდიდან ვხდი და ვხედავ, რომ შეხვეული აქვს. ,,ჩემო ქალღმერთო, ეს რა ჩაიდინეს? როგორ გაბედეს შენი სხეულის ასე დატანჯვა?“ ვერც იმ დღეს ვერ შევძელი გვანცას იქიდან წამოყვანა, რადგან მისი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო იქნებოდა. იქიდან გამოსულს მკლავში ვიღაც ძალიან მჭიდროდ მიჭერს ხელს და სადღაც მიმათრევს.  შემიყვანეს ალბათ ყველაზე ძვირადღირებულ კაბინეტში. ,,ხელი გაუშვით! დანარჩენს მე მივხედავ“. ნუთუ ეს გვანცას მამაა? ეს არ იყო კაცი, რომელიც წესიერებაზე და სიყვარულზე მესაუბრებოდა ბევრს? ახლა კი უსირცხვილოდ ზის ორჯერ დიდ სავარძელში და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობს.
**
_ დიდი ხანია შენთან შეხვედრას ვგეგმავ. არ მინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო.
_ იცი რამდენი მიფიქრია კაცზე, რომელმაც ჩემი ოჯახის მკვლელობა შეუკვეთა? ახლა კი ჩემს წინ ზიხარ და ერთი სული მაქვს ტვინს, როდის გაგასხმევინებ.
_ მომკლავ და მოგკლავენ შენ უბედურო.
_ არ მესმის ფულად გიღირს ოჯახი, ურთიერთობები, სიყვარული.. არ მესმის, რას იღებთ ამ ყველაფრისგან?
_ იმას რაც ბავშვობაში არასდროს არ მქონდა. ძალაუფლებას..
_ შენ იცი, რომ უბანის რამოდენიმე გამონაცვალ ტრუსიკში ვიზრებოდი და განა რა გამოიარე ჩემზე უარესი, რომ ადამიანების ორგანოებით ვაჭრობ?
_ აი, ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის. ბევრჯერ ვეცადე გზიდან ჩამომეცილებინე, მეგონა ნინია გააკეთებდა ჩემს გასაკეთებელ საქმეს, მაგრამ კატასავით ცხრა სიცოცხლე გქონია.
_ მისმინე შენ ნაბიჭვარო! ისე არ მოვკვდები, რომ სამართალმა არ იზეიმოს.
_ ჩემი მოკვლით ვერაფერს გახდები, რადგან ჩვენი ბიზნესი ერთი მოვაჭრისგან არ შედგება.
_ ხო ვიცი, რომ ოხრად არიან შენისთანა ბინძური ხალხი. გასაგებია, რომ ჩემზე ნადირობთ, მაგრამ როგორი ახვარი უნდა იყო კაცი, რომ საკუთარი შვილი ამ მდგომარეობისთვის გაიმეტო.
_ ეს მე კი არა შენ გაიეტე. ჩემ სულელ შვილს შენისთანა მდაბიო კაცი, რო არ შეყვარებოდა დღეს ის, ასეთ მდგომარეოაში არ იქნებოდა.
_ რა დაავალეთ? გვანცას ჩემო მოკვლა დაავალეთ არა ბოლოს? მე მისთვის არ მისვრია, საკუთარ თავს თვითონ ესროლა. იცი ეს რისი ბრალია? მამა, რომელიც მეფე ეგონა მკვლელი აღმოჩნდა. ახლაც ასეთ მდგომარეობაში თქვენს გამოა. ილოცეთ, რომ გადარჩეს, თორემ ჩემთან ბრძოლა იქამდე მოგიწევთ სანამ სათითაოდ ყველა მოვაჭრეს ანგარიშს არ გავუსწორებ და მერე თქვენივე ორგანოებს ხელში არ დაგაჭრინებთ.
_ ახლა წასვლის უფლებას მარტო იმიტომ გაძლევ, რომ შენი მოკვლის სურვილი სხვანაირად მაქვს.
_ მე დავდბრუნდები.. დავბრუნდები და გვანცას აქედან წავიყვან.
**
  ალკოჰოლის და თამბაქოს თანხლებით გაილია მომდევნო ორი კვირა. ვეძებდი ყველანაირ გზას, რომ კიდევ ერთხელ ჩამეხედა გვანცას მწვანე და უძირო თვალებში. იმ ღამეს ბარში გვიანობამდე ვსვავდი, როდესაც დეტექტივი მოვიდა და გვერდით ჩამომიჯდა. ვერ გეტყვით, რომ გამიკვირდა უბრალოდ ცოტა შემეშინდა კიდეც მისი გამოხედვის. დეტექტივი მარტო არ იყო ის დამხმარესთან ერთად ჩამოვიდა იმ ქალაქში. მის პანტნიორობაზე და ერთგულებაზე ლეგენდები დადის ჩვენს ქალაქში. 15 წლიანი თანამშრომლობს შემდეგ უნდა ითქვას, რომ ახლაც საქმეს კარგად ართმევენ თავს. თითქმის ბართან მოსულ დეტექტივს გავუღიმე და ხელში ეგრევე ვისკის ჭიქა მივაწოდე.
_ აქ დასალევად არ მოვსულვარ.
_ ხო ვიცი ძმაო, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ გვანცა იმ არანორმარულების ხელშია.
_ ჯერ ერთი გვანცა მკვდარია და მეორეც...
_ არა ძმაო ცოცხალია, მე ის ვნახე ორი კვირის წინ. სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული...
_ ძმაო ის რაც ნახე ტყუილია. ისინი სწორედ ამაზე მუშაობენ
_ ხო ვიცი ორგანოებით ვაჭრობენ, გვანცასაც გული აქვს გადანერგილი.
_ თუ პირიქით?
_ ძმაო რას გულისხმობ?
_ მოკლედ წამოდი, გამოფხიზლდი და ყველაფერზე მშვიდად ვისაუბროთ.
_დეტექტივო მართალია ჩემი ცხოვრება მხოლოდ შავ ფურცელზე იწერება, მაგრამ მგონი მთლად ხელიდან გასაშვები კაცი არ ვარ.
_ თომა მოდი დამეხმარე, დევიდი სასტუმროში წავიყვანოთ.
_ ახლავე ძმაო!
**
  მოვაჭრეებმა მოღვაწეობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც შიდასამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ეს იყო დაახლოებით 25 წლის წინ. უსამსახუროდ დარჩენილ ხალხმა ომი შიმშილის გამო დაიწყო. ომი და დაძაბულობა ქალაქში 14 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც დეტექტივი ამბობს, ხალხი შიმშილის ზღვარზე იყო მისული, რასაც შემდეგ ერთმანეთის ხოცვა ჟღლეტვა მოჰყვა. პირველი ოჯახი, ვინც ორგანოებით ვაჭრობა დაიწყო მრავალშვილიანი ოჯახის შვილი იყო. კაცმა დამოუკიდებლად მიაღწია იმდენს, რომ გამომუშავებული თანხით თავისი 8 დედმამიშვილი დააბინავა და სამსახურებიც მისცა. ოჯახს, რომელსაც აბუჩად იგდებდნენ, რამოდენიმე წელიწადში ფეხებს უკოცნიდნენ. ოჯახი, როცა მიხვდა, რომ ამით კარგი ფული კეთდებოდა ამ საქმეში კიდევ ორი უფროსი ძმა ჩაერთო. თავიდან გარდაცვლილ სხეულში ძალიან დიდ თანხას იხდიდნენ და შემდეგ მას ორჯერ მეტ თანხაში ყიდიდნენ. სამი ძმიდან ერთ ძმამ უღალატა. ხალხს თვითნებურად კლავდა და შემდეგ ვაჭრობდა. ამაზე რათქმაუნდა დიდი ამბები ატყდა.  დაიშალნენ და ეს საქმეც ორ გუნდად გაიყო.  ძმა, რომელიც მოღალატედ შერაცხა ოჯახმა ორჯერ მეტი ფული იშოვა. გარშემო ათასობით ხალხი შემოიკრიბა და დაასაქმა. ბოლო 10 წელია, რაც პოლიცია ამ საქმზე მუშაობს, თუმცა ამბობენ, რომ ქალაქის გამომძიებელი და პროკურორი მოსყიდულია. დღეს დღეისობით ეს ყველაფერი იმ ქალაქში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არავინ არ ლაპარაკობს რატომ კვდებიან 16-17 წლის ბავშვები და სად მიაქვთ მათი სხეულები. მოვაჭრეები, რომლებიც რეზიდენციაში ცხოვრობენ ვარაუდია, რომ შეიძლება ისინიც ხელქვეითები არიან და მათ კიდევ ვიღაც აკონტროლებს. ბავშვები, რომლებიც რეზიდენციიდან გაიქცნენ უკან დაბრუნების უფლება არ აქვთ. მშობლები კი, რომლებმაც შვილები ფულის გამო დათმეს ამას არაფრად თვლიან.
**
_კრისს შენ აქ რას აკეთებ?
_ მონიკა სანამ რამეს ვიპოვი ცოტახნით შენთან დავრჩები.
_ არ მითხრა, რო  შენც..
_ ხო მონიკა, მეც წამოვედი რეზიდენციიდან.
_ მოხდა რამე, შენსა და მამაშენს შორის?
_ ხო ვიჩხუბეთ, თანაც ძალიან. მერე როგორც ხდება წამოვედი და უკან ვეღარ დავბრუნდები.
_ რას აპირებ, როგორ იცხოვრებ?
_  ჯერ არ ვიცი, მაგრამ უკან რო არ დავბრუნდები ეგ ზუსტად ვიცი.
_ კარგი დამშვიდდი, მიდი წყალი დაილიე.
_ შენც რა კარგად მოწყობილხარ.
_ პატარა ბინაა, მაგრამ მე მყოფნის. კრისს სინამდვილეში მე გასვლას ვაპირებდი. ეს სასტუმრო ოთახია, ხელმარცნივ აბაზანაა. თუ ჭამა მოგინდება, მაცივარი სავსეა, შეგიძლია რამე მოამზადო.
_ მონიკა!
_ გისმენ..
_ მადლობა.
**
    თვალები დავხუჭე, სუნთქვა შევიკარი და ვეცადე არ მეფიქრა იმ ყველაფერზე რაც დეტექტივმა მითხრა. ,,ანუ გამოდის, გვანცას გული კი არ გადაუნერგეს პირიქით. გული მას წაართვეს“. რა არადამაჯერებლად ჟღერს არა ეს ყველაფერი? მაგრამ ვაი, რომ ეს ყველაფერი მართალია. ვაჭარს, რომელსაც შვილი ძალიან ავად ჰყავდა და მისთვის დონორს ეძებდა იპოვა და ეს გვანცა იყო. ამ ყველაფერს უყურებდა გვანცას მამა და ვერაფერი გააკეთა. გამოდის, რომ ხელქვეითია და არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამაში ეჭვი, ჯერ კიდევ მაშინ შევიტანე, როდესაც კაბინეტში შესვლისას მანიშნა თამაში გამეგრძელებინა და ბუნებრივი ვყოფილიყავი. როდის?! როდის დასრულდება ეს ყველაფერი? რაც უფრო ვუახლოვდებით ბოლოს კიდევ უფრო უბსკრულში ვარდები და დამნაშავის კვალიც ნელ-ნელა ქრება. გამოსვალი მხოლოდ ერთია ვიპოვო ქალი, რომელსაც გვანცას გული გადაუნერგეს, რადგან როგორც გაირკვა რეზიდენციიდან გაიქცა.
**
_ რა კარგია, რომ მოხვედი. ვახშამი უკვე მოვამზადე.
_ კრისს არ მითხრა, რომ ეს ყველაფერი შენ გაამზადე.
_ არ ვიცი მონიკა, მაგრამ რაც ახალი გული მაქვს თითქოს ახალი შესაძლებლობები დამემატა.
_ ღმერთო ჩემო!
_ რაიყო არ მოგეწონა?
_ კრისს სახლში, რა სუნელიც იპოვე ყველაფერი ამ ქვაბში ჩაყარე?
_ ვიფიქრე ყველაფერი ისე გავეკეთე, როგორც საჭირო იყო.
_ კარგი არაუშავს, გამოვიძახებ რამეს.
_ მონიკა უნდა ვიპოვო იმ ქალის ოჯახი, ვისი გულიც გადამინერგეს.
_ დარწმუნებული ხარ?
_ კი, დარწმუნებული ვარ. დამეხმარები?
_ კარგი, მაშინ მითხარი რა გახსენდება? იცი რამე იმ ქალის შესახებ?
_ სანამ გონებას დავკარგავდი კაცის თავგანწირული ტირილი მესმოდა ალბათ მამისი იყო. მარტო ის ვიცი, რომ გვანცა ქვია და ჟურნალისტია.
_ მოიცადე!! სახელი რა თქვი?
_ გვანცა.
_ შენ ოპერაცია ერთი თვის წინ გაგიკეთეს ხო?
_ კი, ჩემი მოძრაობა არ შეიძლება, მაგრამ იქ ერთი წამითაც ვერ დავრჩებოდი.
_ კრისს მისმინე, ვიცი ვინცაა გვანცა, მეტიც ის ერთ-ერთი ვაჭრის შვილია. არ მესმის ეს მამებმა, როგორ დაუშვეს.
_ ანუ გამოდის, რომ ისიც ერთერთი ჩვენთაგანია.
_ კრისს შენ რეზიდენციიდან წამოხვედი იმის გამო, რომ ეს ყველაფერი არ მოგწონს და ახლა გინდა მამებს სამაგიერო გადაუხადო.
_ კი მონიკა, ნამდვიდა მასეა.
_ იცი მეც ეგ მინდა. მამაჩემს დღემდე ვერ ვპატიობ დედაჩემის სიკვდილს. მე დაგეხმარები, ერთად ვიპოვით ადამიანს, ვისაც გვანცა ძალიან უყვარდა.. უფროსწორედ უკვე ვიპოვე.
_ ვინ არის?
_ ადამიანი, რომელიც გვანცას გამო ნებისმიერ რამეზე თანახმაა.
**
  მონიკას ზარი იყო  თუ არა იმ ღამესვე ქალაქში დავბრუნდი. შინაგანად მანადგურებდა ის, ფააქტი რომ გვანცას დატოვება უცხო ქალაქში მომიწია, მაგრამ მაშინ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. ,,უნდა ვილაპარაოთ.. შეგიძლია ჩემგან ყველა ის ინფორმაცია მოისმინოთ, რაც საქმეს წაადგება“. მონიკას ამ სიტყვებმა იმედი კიდევ უფრო ჩამისახა. ერთხელდასამუდამოდ სამართალი იზეიმებს და ბოლო მოეღება იმ ბოროტებას, რასაც მოვაჭრეები ეწევიან. ის ღამე იყო ჯერ იაკობს შევხვდი. მითხრა, რომ ამხნის განმავლობაში ქალბატონი საიმედო ხელში იყო და ყურადღებას ასევე გვანცას მეგობრებსაც აქცევდა. სახლში ავედი თუ არა პირველად თვალებში დამტვრეული სარკე მომხვდა. გამოხედვა, რომელიც მაშინ იყო არაფრით არ განხვავდებოდა იმისგან, როდესაც გვანცა გარდაცვლილი მეგონა. თუ კაცს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდება ქალღმერთი მაშინ ყვლაფერი უნდა გააკეთოს იმისთვს, რომ მის თვალწინ არ ებრძოლოს სიცოცხლეს. მე ცხოვრებაში ქალღმერთს ერთხელ შევხვიდი და უკვე ვნახე მისი გარდაცვალება. ანუ გამოდის, რომ ესაც ვერ შევძელი. რა ჟმოტი ხარ ადამიანო, რამდენჯერ დაეცი, მაგრამ მაინც გადიხარ ეკლიან გზას. გტკივა, გტანჯავს ეს გზა, მაგრამ ჯიუტად მაინც მიაბიჯებ.. მოწესრიგებაში დრო საერთოდა არ დამიხარჟავს თმა მაღლა ავიწიე, სათვალე გავიკეთე, რადგან გარეთ უკვე მზე მხურვალე იყო პიჯაკიც აღარ ჩამიცვამს და მარტო ნაცრისფერ პერანგზე შევჩერდი. მონიკამ შეხვედრა ისევ სახლში დათქვა. საუბარში ეტყობოდა კიდეც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თორე როგორ უკვე გავიგე სახლში მამაკაცები არ მიჰყავს. უკვე რამდენი დღეა ნორმარულად არ დამიძინია. წყლის ნაცვლად მგონი ალკოჰოლს ვსვავდი. გზაში ყავა ჩემთვის და მონიკასთვის ვიყიდე. კარი გამიღო თუ არა შევამჩნიე რომ შეშინებული იყო. თითქოს ეტყობოდა, რომ ვიღაც მის მოკვლას აპირებდა. ,,შანსი არაა, მეორედ უკვე ვეღარ ვნახავ ამ უბედურებას. არ შემიძლია კიდევ ერთხელ ვუყურო ქალის სიკვდილს“.. სახლში შევედი თუ არა დივანზე ქალი შევნიშნე, რომელიც ზურგით იჯდა. ,, არ ვიცოდი, სტუმარი თუ გყავდა ყავას მისთვისაც წამოვიღებდი“. ქალი მოულოდნელად დივნიდან წამოხტა და თვალები ჩემზე გაუშტერდა. გეგონებოდა ადგილს ვერ პოულობდა ისე უნდოდა სიხარული გამოეხატა. რა გითხრათ, ქალი პირველად ვნახე, მაგრამ ისე მიყურებდა თითქოს მთელი ცხოვრებაა მიცნობს. სრულიად მოულოდნელად ჩემსკენ გამოიქცა და მთელი გულით ჩამეხუტა. ვერ აგიღწერთ ეს რა შეგრძნება იყო. თითქოს მონატრებულ ჩახუტებას გავდა. ვცდილობდი უცხო ქალი ჩემი გულ-მკერდიდან მომეცილებინა, მაგრამ ის მაინც ჯიუტად ჩემთან ჩახუტებას აგრძელებდა.
**
_ ქალბატონო კარგად ხართ? ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს?
_ მაპატიეთ, არ მესმის ეს რატომ გავაკეთე, როგორც წესი ასე არასდროს ვიქცევი.
_ არაუშავს, არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ შეგვიძლია გავიცნოთ. მე დევიდი მქვია.
_ გამარჯობა, მე კრისსი ვარ.
_ კრისს, შენ ძალიან..
_ დევიდ, მოდი დავსხდეთ.
_ კი რათქმაუნდა. გისმენ მონიკა, რა სასწრაფო საქმე გქონდა ჩემთან.
_ მე ვაჭრის ქალიშვილი ვარ, შემიძლია დაგეხმაროთ.
_ კრისს ასე პირდაპირ თქმაც არ იყო საჭირო.
_ რა ვქნა მონიკა დრო არ ითმენს. ჩვენც შეიძლება დღეს ვართ ცოცხლები და ხვალ ვინ იცის ჩვენი ორგანოები სად აღმოჩნდება.
_ როგორ გავს..
_ ვის გვანცას?
_ კრისს შენ გვანცას შესახებ საიდან იცი?
_ მე ვუთხარი! დევიდ, კრისსმა გვანცას შესახებ ჩემგან გაიგო. მოკლედ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და ყველაფერი მოვყვეთ რაც ვიცით.
_ ამაში დარწმუნებულები ხართ? შეიძლება ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდეს.
_ იმაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, უმარავი ადამიანის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა.
_ კარგი მაშინ მე წავალ. მისამართს მოგწერთ და დღეს საღამოს იქ მოდით.
_ შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაგეხუტოთ?
_ უკაცრავად? მგონი ზედმეტები მოგდით.
_ ა, კარგი მაშინ აი, აქ დავჯდები.
_ მანდ არაფერი დგას.
_ არაუშავს, იატაკზე დავჯდები.
_ კომფორტულია?
_ მონიკა ეს ბეწვეული სად შეიძინე? რა ფაფუკია..
_ გაგაცილებ..
_ მონიკა დარწმუნებული ხარ, რომ ეს კარგად არის?
_ ბავშვობიდან ცოტა უცნაური იყო ყურადღებას ნუ მიაქცევ.
_ კარგი მაშინ საღამოს შევხვდებით.
_ საღამომდე!
**
  ქალს, რომელსაც გვანცას წამოხტომები ჰქონდა სრულიად განსხვავდებოდა მისგან. თითქოს სხეული მეუბნებოდა ის, რაც  აქამდე გაბედნიერებდა მასშია. მის ჩახუტებას ისევე ითხოვდა, როგორც გვანცას ნახვას. ,, ეს ყველაფერი თავიდან უნდა ამოვიგდო სანამ გავგიჟდები“.  მახსოვს დაბინდებამდე ნუცას სპეკტაკლი ჰქონდა და იქ წავედი. საათ ნახევარი ვტკბებოდი მისი ნიჭიერებით. დასრულების თანავე კი მივუახლოვდი და თაიგული გადავეცი. მახსოვს ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა. ნუცა სანაყინეში საათობით მესაუბრა თავის წარმატებებზე და ბოლოს, როცა უკვე სახლში აგვიანდებოდა ცოტა ჩემზეც ვისაუბრეთ.
**
_ რა გეგმა გაქვს, როგორ დაარწმუნებ ხალხს რომ ქალღმერთი ცოცხალია?
_ მე ის საკუთარი თვალით ვნახე, მისი გული ისევე სუნთქავდა, როგორც ჩვენი.
_ ხო იცი ადამიანი სანამ საკუთარი თვალით არ ნახავს იქამდე რაღაცეებს ვარდისფერი სათვალით უყურებს.
_ პატარა ქალო, საიდან ამხელა ამბიცია?
_ ჩვენ ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ.
_ კარგი ხო, არაფრის თქმას აღარ ვაპირებ.
_ ნუ გადაუხვიე თემას. რას აპირებ, მიპასუხე.
_ დღეს ცოტა უცნაურ ქალს შევხვდი, ცოტაც და მეგონებოდა, რომ გვანცაათქო, მაგრამ სრულიად განსხვავებულია მისგან.
_ არ არის გამორიცხული მისი თვისებები უცხო ადამიანში დაინახო, რადგან როდესაც ადამიანი კვდება სულის რაღაც ნაწილს ამ სამყაროშიც რჩება.
_ იცი მართალი ხარ, მეც მიფიქრია ადრე მაგაზე. წამოდი, სახლში დაგტოვებ. მე უნდა წავიდე, მელოდებიან.
_ კარგი წავიდეთ, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ ჩემს სპეკტაკლზე ისევ მოხვალ.
_ აბა ამ სიამოვნებას, როგორ გამოვტოვებ.
**
    ხშირად ბავშვები იმაზე მეტს ფიქრობენ ვიდრე დიდები და იმაზე მეტი სწორი დასკვნა გამოაქვთ ვიდრე ჩვენ. ძალიან ბევრი, რომ მეფიქრა იმ მომენტში თავში ვერც გავივლებდი, რომ შეიძლება კრისსია ის ქალი, რომელსაც გვანცას გული გადაუნერგეს და შემდეგ რეზიდენციიდან გაიქცა. ამ დასკვნამდე კი ნუცასთან საუბრის შემდეგ მივედი. ახლა, როგორია მიხვიდე და იმ ქალს ჩახედო თვალებში, რომელიც შენი საყვარელი ქალის გულს ატარებს. მაშინ ეს ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო. ხო რათქმაუნდა, ქალი ასე უცნაურად იმიტომ იქცეოდა ჩემს მიმართ, რომ იცოდა ვინც ვიყავი. დეტექტივი, მისი დამხმარე, გიგი, ნინია, 17 წლის გოგონას ოჯახი, მონიკა, კრისსი (kriss) და ის ხალხი, რომელსაც ამ საქმესთან ოდნავ მაინც შეხება ჰქონდა.  ყველა ერთ გუნდად გავერთიანდით, რადგან ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმოთ სამართალი,  რომელმაც 25 წლის განმავლობაში ვერ იზეიმა. დედექტივმა მთელი რამოდენიმე კვირის გეგმა დაფაზე დაიტანა, ყველა სათითაოდ კიდევ დაკითხა და ბოლოს გაგვაცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებდით. კრისსი ჩემგან მოშორებით დგას და მთელი თათბირის განმავლობაში თვალს არ მაშორებს ბოლოს შევწუხდი და გარეთ ჰაერზე გამოვედი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ქალისთვის, რომელიც საერთოდ არაფერშია დამნაშავე. ნეტავ როგორი შეგრძნებაა შენს გამო სხვას სიცოხლე წაართვან და შემდეგ მისი მაგივრობა შენ ჩაანაცვლო.
**
_ ეი შენ!!
_ მეჩქარება, მე უნდა წავიდე.
_ დამელოდე, გვანცამ შენთვის რაღაც გადმომცა.
_ ეს რა არის?
_ არ ვიცი მითხრა, რომ შენთვის ძალიან ძვირფასი იყო.
_ ეს ბეჭედი გვანცას ხელში, როგორ აღმოჩნდა?
_ მან მითხრა, რომ თქვენი ქურთუკის ჯიბეში იპოვა.
_ კი და სინამდვილეში იმ ღამეს ხელის თხოვნას ვაპირებდი.
_ ვიცი და შემდეგ შეტყობინება, რომელიც ტელეფონით მიიღეთ ხელი შეგიშალა.
_ გვანცამ კიდევ რა გითხრა ჩემზე?
_ მთხოვა, რომ როგორც კი გნახავდი ჩაგხუტებოდი. მითხრა, რომ ის ჩემს გულს იცნობს. დევიდ გვანცა არ მომკვდარა, მაგრამ ვეც გადარჩება..

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები