ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2020


* * *

ხდება ხოლმე და არის პერიოდი,
როცა სიჩუმეში გადამდის პოეზია,
როცა მენატრება სტროფი ორიოდე,
როცა უშენობა მაღალ დონეზეა,
როცა კატასავით უხმოდ ვიტრუნები,
როცა რძენასვამზე ძილი მოცურდება,
როცა კათარზისის ძველი ვიტრინები
მარტოს მირეკლავენ, როცა მოხუცები
გაზეთს კითხულობენ, სერიალს უცქერენ,
ღიმილით მალავენ წლებსა და ნაოჭებს;
როცა ყველაფერი გრძელდება უცვლელად,
როცა ეს სამყარო ვერაფრით მაოცებს,
ხდება ხოლმე და არის პერიოდი,
როცა სიჩუმეში გადამდის პოეზია,
როცა მენატრება სტროფი ორიოდე,
როცა უშენობა მაღალ დონეზეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს