ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 მაისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин – ПОЭТ

ალექსანდრე პუშკინი – პოეტი

სანამ აპოლონს არ სურს პოეტი
წმინდა ტარიგად, ისიც ჩაფლულა
ყოფის ამაო მიეთ-მოეთში
გამაწბილებლად და სულმდაბლურად.

მდუმარებს მისი წმინდა საკრავი,
გასციებია სული მთვლემარი
და ეგებ ქვეყნის მდარე ნაგრამში
არის ყველაზე ქვეგამხედვარი.

მაგრამ ღვთის სიტყვა თუ არ გაწირავს,
მიეკარება როსმე ყურმახვილს,
შეფრთხიალდება სული უძრავი,
გადაიქცევა მღვიძარ არწივად.

განერიდება მხიარულ კრებულს,
ალიაქოთს და კაცთა  ყბედობას,
ქედს არ მოიდრეკს აღიარებულ
კერპის წინაშე, არც მიენდობა.

მირბის ველური და ქედუხრელი,
აღსავსე ხმებით, შფოთით, ღირსებით,
იქ, სადაც ისმის ზათქი ზვირთების
და შარიშური მძლავრ ბერმუხების.

15 მაისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин – ПОЭТ

Пока не требует поэта
К священной жертве Аполлон,
В заботах суетного света
Он малодушно погружен;

Молчит его святая лира;
Душа вкушает хладный сон,
И меж детей ничтожных мира,
Быть может, всех ничтожней он.

Но лишь божественный глагол
До слуха чуткого коснется,
Душа поэта встрепенется,
Как пробудившийся орел.

Тоскует он в забавах мира,
Людской чуждается молвы,
К ногам народного кумира
Не клонит гордой головы;

Бежит он, дикий и суровый,
И звуков и смятенья полн,
На берега пустынных волн,
В широкошумные дубровы...

1827

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები