ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2020


ქედანი და მარტოობა(იგავი)

უღრან  ტყეში , უზარმაზარი  ვერხვის ტოტზე ცხოვრობდა  ერთი ქედანი,
ლამაზად უთენდებოდა ყოველი დღე.უსმენდა  ტყის  მომაჯადოვებელ ხმებს,უცქერდა უმშვენიერეს ჭალას ,  მადიანად შეექცეოდა ვერხვის კვირტებს და იყო ბედნიერი. მხოლოდ, მარტოობასთან  მეგობრობდა.მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში. თავის ნათესავ ფრინველებს,მტრედისფერთა ოჯახიდან  კი, შორიდან ეფერებოდა. ესიყვარულებოდა, მაგრამ,ამავ დროს,  გაურბოდა, არ სურდა სიმყუდროვე დარღვევოდა, იმედგაცრუებისაც  ეშინოდა.
      ერთხელ, მუხაზე შეიკრიბნენ გვიძინი,სავათი, ღალღა, სარსარაკი, მოკლედ, ქედანის მთელი ნათესაობასუფრას უსხდნენ    რკოს მადიანად  შეექცეოდნენ ტყის ცხოვრების ავ-კარგს მიმოიხილავდნენ. შორიდან , ვერხვის  ტოტებში ჩაფიქრებული ქედანი შენიშნეს და გადმოიპატიჟეს.    "ესეც ,  ხომ ჩვენი,მტრედისებრთა ოჯახიდანააო!“...მერე , თავადაც, ეწვივნენ...მოკლედ,  ამ დღიდან ,შეიცვალა ქედანის ცხოვრება.,,“არ გამიშვაო!“ ევედრებოდა მარტოობა,მაგრამ  ვინ გაუგონა.  ნათესავების სიყვარულით აღვსილმა და გაბრუებულმა            ქედანმა  ბუდის კარი ცხვირწინ  მიუხურა.
            ერთ უკუნ ღამეში, მიძინებულ ქედანს ქვემოთ ,კაჭკაჭის კვნესა შემოესმა,საწყალი ლაფში ჩავარდნილიყო, ფრთები ისე დამძიმებოდა სისოვლისაგან,
რომ მაღლა  ვეღარ ფრინდებოდა და ძალიან წვალობდა. ქედანი, .მყის, დაეშვა სიმაღლიდან , აიტაცა საბრალო, ნისკარტით სათუთად გაასუფთავა
და თავის ბუდეში მიუჩინა ბინა.დაჰყურებს მძინარე კაჭკაჭს და ბედნიერია,რომ დროულად მიუსწრო, ლაფი  გააცალა და შავ-თეთრი ბუმბულიც  გამოუჩინა.
      ქედანს ხუნდობისას ,დედა ხშირად უმეორებდა:  ,,დაცემული წამოაყენე,მაგრამ არ შეიცოდო, თორემ, წამოდგომის შემდეგ მადლიერი კიარ დაგრჩება, შეცოდებას    არ გაპატიებსო“ , მაინც, ,ეცოდება და რა ჰქნას?
              კაჭკაჭი მოსუქდა, მოძლიერდა, დამშვენდა და გაილაღა. ქედანმა,მისი  ბუდის ახალი მობინადრის  ხუმრობებზე , გულიანად იცინოდა ხან გუგულს რომ აჯავრებდა, ხანაც- კოდალას.
      მაგრამ , მალე მოხდა, ის,რაც ასეთ დროს ხდება,ხოლმე.  ეს მოსუქებულ-მოპუტკუნებულ-მოძლიერებული  კაჭკაჭი  გადაიპარა  (როცა ქედანს ეძინა)  მტრედისებრთა ოჯახში,მოიკითხა გვიძინი, ღალღა, სავათი,  სარსარაკი.  რკოები მიუკითხა, თან ,სასხვათაშორისოდ, მოყვა,რომ ქედანი, სინამდვილეში (კაჭკაჭივით), ყორნისებრთა ოჯახიდანაა და თქვენთან კი, მტრედობს, მაგრამ ბუმბულის სიღრმეში ,მაინც ყორანია და თქვენი მტერიო. 
დაიძრა, გუნდად ,აღშფოთებულ ფრინველთა ჯოგი.                                                          მისცვივდნენ მძინარე ქედანს, გაავებულად ააგლიჯეს იისფერი ბუმბული,ააგლიჯეს ყელთან მომწვანო ნახევარსაყელო.  ნისკარტები ჩასცეს  საბრალოს,  ეძიეს, ეძიეს და ყორნისა რომ ვერაფერი იპოვეს იქაურობა უბოდიშოდ  მიატოვეს  გაფრინდნენ.
        ბუმბულ-კანგადაცლილი, გასისხლიანებული  ქედანის კვნესა ისმოდა  ბუდიდან მთელს ტყეში.  დარჩა უსასოოდ, ვერ ხვდებოდა  რისთვის დაისაჯა. წყლულზე რომ ვერხვის ფოთოლი დააფაროს, ისეთიც არავინ ჩანდა.
ამ დროს , ბუდის კარზე კაკუნი გაისმა.
ზღურბლთან    მარტოობა იდგა და მოწყენილი ელოდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები