ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2020


=შ ე ხ ვ ე დ რ ა წ ა რ ს უ ლ თ ა ნ ==

    (ძველი ლექსებიდან)                 
დილას მამალი დაუფრინდა
ყივილით მხართან…
ხავსმოკიდებულ ყორეს,
უხმოდ, თავქვე ჩავყევი.
ბიძის დარგული ჩემი შავი
თუთა გამხმარა,
სუსამბარებში შესეულან ჯიჯილაყები.
უკვე, არ ისმის ლაფაროში
ქათმის კრიახი,
აღარ მოსჩანან წყალ-ბოგირზე
გზადმომავლები.
დიდი ხანია, ამ ეზოში
აღარ ტრიალებს
ჩვენი სიცილის და სიგიჟის
ქარ-ბორბალები...
დადუმებულან გაჭვარტლული
ბუხრის კედლები,
აღარ დააკრავს, ნეშოს მჭადებს,
მამიდა კეცზე.
აღარ ჭედავენ შავ ნიკორას
მუნჯი მჭედლები,
  ბავშვობას ვეძებ,
დაკარგული ხბოსავით ვეძებ.
საჯარობოზე აღარ შფოთავს
ჩხუბით, მუქარით
ბებერი მუხა.
დგას მშვიდად და უფრო,
სხვაგვარად…
კოოპერატივში აღარ ცრუობს
მანცქა-ნოქარი,
ატულიასგან, თურმე,
კარგი კაცი დამდგარა...
დილას მამალი დაუფრინდა...
ყივილით  უხმობს.
..თითქოსდა წვიმამ
ყველა ძველი კვალი წაშალა,
თითქოს, ბავშვობის კაბა, ჩემი,
ჩაუცვამს უცხოს...
მე , გულმოკლული მივუყვები
ქალაქის შარას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი ებანოიძე ვულოცავთ დაბადების დღეს