ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ნინიკო გვაზავა
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2020


თვალებში ჩამდგარი ბავშობა

შარშან მცხუნვარე  და მდუღარე  და ქოთქოთა ზაფხული იყო...
გომბორ ნაგრილევი , შუამთის მადლით სავსე  და კახური ლხინ ნაზიარევი ვბრუნდებოდით თბილისში.
  ახლად ავარდისფერებული  პამიდორი  ერთმანეთს ჩახუტებული ჩურჩხელები, ცხელი ლავაშები..  ნაადრევი ყურძენი  და  მასპინძლის ძღვენი ყურძნის ნაჟური.  მანქანის საბარგულში მოკალათებულიყვნენ .
ავტომობილში სამ ხმაში გუგუნებს მრავალჟამიერი დრო და დრო მეც ვეხმიანები ....
  სოფლის გზებზე  ნელა ვმოძრაობ .. ერთ ადგილას რაკი სოფლიდან გამოვედი თავისუფალი გზაზე სიჩქრეს მოუმატე საღამოს სიგრილე და საამური მრავალჟამიერი ილოცებოდნენ.
      მოშორებით დავლანდე    , ორი გოგონა პაპასთან ერთად ავტობუსების გაჩერებაზე იდგნენ ..პაპას ხელი  მხარზე მოეხვია შედარებით უმცროსისათვის ,  უფროსისათვის კი ხელი ეკიდა და მშვიდი სახით იდგა .
დავინახე მათი ბედნიერი  უდარდელი სახეები ..  პაპას შვილიშვილები სტუმარდ დეიდასთან მიეყვანა  .  ახლა კი სახლში მიჰყავდა . გონებაში ჩარჩენი კადრები  ნელ -ნელა იწყებდნენ გაცოცხლებას .  უახლოვდებოდი და წამი მარადისობად მექცა.
მომინდა ძალინ მომინდა მათთვის გამეჩერებინა ...გამეჩერებინა
ჩემი ბავშობისათვის ,  ცოტა შევანელე კიდეც სვლა , რომ  კარგად დამენახა ის პატარა და ლაღი გოგო .
როგორი იყო , რას ფიქრობდა,  რას ოცნებობდა  ისევ შემეგრძნო.
  მოვფერებოდი  და გულში ჩამეკრა  ,  პაპასთან ჩახუტება მომინდა ..
  წინ დამესვა ჩემს გვერდით ..
როგორ იამაყებდა , როგორი ბედნიერი სახით დამიმშვენებდა გვერდს.
თვალით ძებნა დაუწყე ... ან იქნებ ჩემი სილაღე დამეჭირა
წამში იმდენი , რამ მოვასწარი . 
- რატომ შეანელე მოძარაობა ?? შემეკითხა ჩემი ქალიშვილი
ხმამ თითქოს გამომაფხიზლა  მისკენ შემოვბრუნდი ის  პირდაპირ თვალებში მიყურებდა ...'
- ვიპოვნე !!!! ისე გამიხარდა სინათლის დაბადება .ხმამაღლა მომივიდა ...ფიქრის ხმა
- რა იპოვე?? ერთხმად დაინტერესდნენ  ჩემი  ქმარ-შვილი ..
  სარკიდან თვალი უკან გავაპარე  დავინახე,  როგორ ამაყად  ჩვეული სიმშვიდით იდგა პაპა და გზას მილოცავდა..
ჩუმად ამოვიმშრალე თვალებში ჩამდგარი ბავშვობა ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი ებანოიძე ვულოცავთ დაბადების დღეს