ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2020


მუხბეს

(ძველი ლექსებიდან)
.საღლიანებო, დაღიანებო,
დადაღულებო ამ გრძელი ღამით,
ნაღვლიანებო, მადლიანებო
ყელგაღადრული  ხარივით  ბღავით.
’’ სტიქიონებთან  ხართ  ნატოქარი’’,
ჭუნირის ჭიგო ფარად  გიწყვიათ,
ჭექაში ელვა  ნაჯადოქარი
ჯიქის  ტყავებზე  გადაგიწნიათ.
დალი  დალალებს  მზეში  გიშლიდათ,
ავდარში -  თქვენი  ჩანგი  სველია,
მეტაფორები  ჯიხვის  ჯიქნიდან
ჯამში  რძესავით  ჩაგიწველიათ.
ძარღვში ენგურის წყალი  გიღელავთ,
თმაში  თეთნულდი  დაგთეთრებიათ,
დანდგარებს  გული  უშგულისხელა,
კლდედ, --ლახამულას  ნაფლეთებია.
მალე,მეც,  იქეთ  გავითარეშებ,
სად,  სალამური  ცვივა  საფირონს,
რომ  როჭოსავით  საბუდარაში
ჯიხვისთვის  თივა  გამოვაფინო.
სვანური  ქუდი  დამხურეთ,  მინდა,
მინდა, ეს სისხლი  შხარას  ვაშხეფო.
უუუ, დედე!
რა  ვქნა, რომ მე ვარ დინა!
კოშკი გააღეთ,  ჩქარა , მახვშებო!
...საღლიანებო,  ნაღვლიანი ვარ,
დანაღმული ვარ,
მეც,  დიდი  ღამით..........




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები